11 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე, თავიდან ბოლომდე ამ ამბების გახსენებას და განცხადებებს მიჰყვა. როგორც ხდება ხოლმე, ომის გარშემო ექსპერტული ან ფსევდოექსპერტული გამოსვლები, განსაკუთრებით აგვისტოს ომზე. ისმოდა მედიაზეც კომენტარები, სასამართლოზე, თბილისის პროექტებზე და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2019

      11 წელი აგვისტოს ომიდან - პარლამენტთან დროშები დაეშვება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ და რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. მამუკა არეშიძე - ომი რუსეთმა დაიწყო, ოღონდ სააკაშვილმა უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა - მან იცოდა, რომ ხაფანგი იყო დაგებული და მაინც შეგნებულად გაჰყო ამ ხაფანგში თავი. 2008 წლის აგვისტოს ომში და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები რეაბილიტაციას წეროვანის ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან. გიგა ბოკერია - ჯარისკაცებმა, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაიღუპა, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის. დავით მათიკაშვილი - გმირების ხარჯზე არა საქართველომ ამოისუნთქა, როგორც ამის ჩვენებას და წარმოდგენას ოპონენტები ცდილობენ, არამედ ამოისუნთქა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა. საგარეო უწყება - 2019 წლის 7 აგვისტოს 11 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ოკუპაციას ჰყავს თანაავტორი - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. 11 წლის წინ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრული უგულებელყოფით განხორციელებული სამხედრო აგრესია წარმოადგენდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობას, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების სისტემას. დავით ბაქრაძე - ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, ერთიანობისა და ევროპული მომავლისთვის. აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან აქცია მიმდინარეობდა. გრიგოლ ვაშაძე - 7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო - რუსეთი ვერასდროს ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს. საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ნიშნად ცხინვალის მიმართულებით ფრანები გაუშვეს. გრიგოლ ვაშაძე - საჭიროა აფხაზებს დავანახოთ, რომ გვაქვს სახელმწიფო, გვყავს ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური პარლამენტი და არა „კლოუნების“ ჯოგი. დავით ბაქრაძე - რუსეთს მოუწევს უკან დახევა, ისევე როგორც ყველა სხვა აგრესორს. მოდით, ნუ ვითამაშებთ გულუბრყვილობანას და ნუ ვიტყვით, რომ ყველაფერი დასრულდა და რუსეთთან ურთიერთობა ავაწყეთ. პაატა ზაქარეიშვილი - როგორც სპეციალისტი, ვხედავ, როგორ ბრუნდება „ნაციონალური მოძრაობა“ კონფლიქტების მოგვარებაში, არამარტო ნარატივით და პოლიტიკით, არამედ სახეებით. გორში აგვისტოს ომის სახელობის კედელი გაიხსნა. ლევან ბოძაშვილი - რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის საფრთხის წინაშე ვართ და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

      მედიის იარაღი - თავისუფალი ხმა - გიგა ბოკერია - ხელისუფლებაში მოსვლიდან ივანიშვილის გუნდისთვის მედიაზე შტურმი იყო პრიორიტეტული - ეს განწირული მცდელობებია, მათთვისაც ჯობია შეეგუონ, რომ შემდეგ არჩევნებში დამარცხდებიან. დავით ბაქრაძე - ხელისუფლებას აღარ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა - ეს არის ძალიან საშიში თამაში, საშიში ქვეყნის სტაბილურობის და დემოკრატიისთვის. გრიგოლ ვაშაძე ვატო წერეთელზე - ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან ველის მოსუფთავებას იწყებს. კახა კალაძე - იმ პოლიტიკის პირობებში, რომელსაც ხელისუფლება ატარებს, მედიასაშუალებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.

      ჰესების პრობლემები - პანკისში ჰესის მშენებარე კომპანიის დირექტორი - მშენებლობის შეჩერებით მრავალი ტიპის ზარალი გვადგება, მათ შორის მოცდენით და სესხის პროცენტის გადახდით.

      სავალდებულო არჩევნები - ლევან კობერიძე - მთავარი საკითხი 2020 წელს არჩევნებში არის ის, რომ თუნდაც ერთჯერადად, ყველა ამომრჩეველი მოქალაქისათვის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. ანა დოლიძე - ალბათ, თამარ ჟვანია შექმნის იუმორის დეპარტამენტს, დაისვამს გვერდით იუმორის კომისარს და დაადგენენ, რეკლამა შეიცავს სარკაზმს, ცინიზმს თუ ხუმრობას.

      ხორავას საქმე - მიხეილ კალანდიას მამა - მოსამართლე ისეთი განწყობით ზის, თითქოს არც გისმენს - ჩემი შვილის გამტყუნების სანაცვლოდ საჩუქრად უვადო მოსამართლეობას შეპირდნენ.

      ძვირი პროდუქტი - მინისტრის მოადგილე - პროდუქციაზე ფასის ზრდა მოთხოვნის გაზრდითა და პროდუქციის დეფიციტითაა განპირობებული და არა ლარის გაუფასურებით.

      თბილისის მერიის საქმეები - კახა კალაძე - ჩვენ განვიხილავთ პროექტს, რომლითაც ცოტნე დადიანისა და თამარ მეფის გამზირები ერთმანეთს დაუკავშირდება. თბილისის ყველა რაიონში სერვისცენტრები შეიქმნება, სადაც მოსახლეობას იმ სერვისის მიღება შეეძლება, რომლისთვისაც მერიაში მისვლა უწევს. ვაჟა-ფშაველას #83-ში მეტროს შახტი თავისი ფუნქციით რჩება, მაგრამ ავტომობილებს მოძრაობა გზის აქცევის გარეშე შეუძლიათ. ვარკეთილის მესამე მასივში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

      სამოსამართლეო ამბები - მოსამართლეობის კანდიდატი - მოსამართლის ფიცი გაუფასურდა - ფიცს უნდა ამაღლებული გარემო და არა ისე, რომ „კიდევ ერთხელ დამაფიცე, მარგალიტა დეიდა“.

      პუტინური აფხაზობა და ოსეთის რუსეთუმეობა - ვლადიმერ კონსტანტინიდი - პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. დავით მათიკაშვილი პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრაზე - ნებისმიერი მსგავსი ქმედება, არის უკანონო და მას სამართლებრივი შედეგები არ ექნება. ანატოლი ბიბილოვი - სწორი იქნება, თუ რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევა. ქეთევან ციხელაშვილი - ხაჯიმბასთან შეხვედრა არის ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს. ანატოლი ბიბილოვი - სააკაშვილის საქმეს რესპუბლიკის წინააღმდეგ გენოციდის შესახებ ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.

      ფული განათლებაში და პირიქით - მიხეილ ბატიაშვილი - უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელზე აქტიურად ვმუშაობთ და სავარაუდოდ, შემოდგომაზე წარმოვადგენთ ახალ მოდელს. გიორგი შარვაშიძე -კარგია, როდესაც უნივერსიტეტებს დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა ეძლევათ. 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება, მათ შორის აბიტურიენტებს 4-ის ნაცვლად 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ - ვლადიმერ ზელენსკი - ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს და ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რაც მშვიდობის დამყარებასთან მიგვაახლოებს.

      ამერიკის ძალა - სამართალი - ტრამპი საგადასახადო დეკლარაციების წარდგენაზე უარს ამბობს და კალიფორნიას სასამართლოში უჩივის.

      თურქაშშ - ერდოღანი - აშშ თურქეთის მიმართ არასამართლიანია, თურქეთის უსაფრთხოება ნატო-ს უსაფრთხოებას ნიშნავს.

      ანტურუსული განწყობა - ესტონეთი უკრაინელებისთვის პუტინის მიერ შეთავაზებულ რუსულ პასპორტებს არ ცნობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 121

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters