მდორე დღეები მიეწყო ერთმანეთს. განსაკუთრებული ამბების გარეშე ღამდები აგვისტოს პირველი დეკადა. დღესაც ისმოდა საარჩევნო მრავალწახნაგა ნიუსები, ანაკლია, მერია, მედია და სხვა მომიჯნავე საკითხები.
მრავალწახნაგა არჩევნები - სულხან სალაძე - თუ ვთანხმდებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, ბლოკების საჭიროებას ვერ ვხედავთ. ეკა ბესელია - პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბლოკებით თუ ბლოკების გარეშე, ამას მხარი უნდა დავუჭიროთ. ვახტანგ ხმალაძე - მედიას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა კანონი დაარღვია. ლევან ბოძაშვილი - თუ ანტირეკლამა აიკრძალება, მაშინ ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა აკრძალოს, რადგან არავინ უკეთებს იმდენ ანტირეკლამას, როგორც თვითონ "ქართული ოცნება. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, არჩევნების დღეს ეგზიტპოლების ჩატარება აიკრძალოს. არჩილ თალაკვაძე - ეთნიკური, რელიგიური ან გენდერის ნიშნით ადამიანის მიმართ აგრესია საარჩევნო კამპანიის ამაზე დამყარება უნდა დარეგულირდეს.
თბილისის მიწები - თბილისის ზღვის მიმდებარედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 000 კვ.მ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 7 პირი პასუხისგებაში მიეცა.
მედიის ბედი - სულხან სალაძე „რუსთავი 2“-ის იურისტის გათავისუფლებაზე - გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ვერ ვიტყვით, რომ კანონთან კონფლიქტშია, რადგან დამსაქმებელს ამის უფლება აქვს. მედია დაბრუნდა - ნატა ძველიშვილი - იმედს გამოვთქვამ, რომ „რუსთავი 2"- ის შემდეგ არ იქნება „ტვ პირველის" ჯერი. „ტვ პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ვახტანგ წერეთელი - შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სასამართლოში, სავარაუდოდ, 8 აგვისტოს დაიკითხება. გია ხუხაშვილი - გაგიკვირდებათ, მაგრამ ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება ანაკლიის ამერიკული კონტროლის ქვეშ გადასვლას უკავშირდება.
სარკმელი სასამართლოდან - ნაზი ჯანეზაშვილი - პერსონა სერგო მეთოფიშვილის განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადება, გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს და საშიშია.
ულარობა - ოთარ კახიძე - ლარის გაუფასურების მიზეზი ივანიშვილის „ქათული ოცნებაა", ამიტომ უნდა შევცვალოთ მთავრობა. დავით მათიკაშვილი - დროის ფაქტორია, რომ ლარი თავის ამპლიტუდაში დაბრუნდეს.
ან-აკლია, ან არა- არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლებას აბრალებენ, რომ ჩვენ შესაძლოა, მხარს აღარ ვუჭერთ ანაკლიის პროექტს, ეს დეზინფორმაციაა. პრემიერი - მაქვს შეკითხვა მათთან, ვინც თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ - იმის მერე, რა ნაბიჯებიც გადავდგით, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი ანაკლიის პორტისთვის?
ფირების პრობლემა - კახა კალაძე - ჩემს ავტომობილზე გადავაკარი ფირი, რათა ტაქსის მძღოლები დამერწმუნებინა, რომ ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
კულტურის სვეტი - ლაშა ბუღაძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, რომ მართალია სახეცვლილი ფორმით, თუმცა მაინც აღდგება „მწერალთა სახლი“ და „წიგნის ცენტრი“ - ეს დიდი მიღწევაა. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა შესაძლოა, კარგი იდეა იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გაიზარდოს ბიუროკრატია და ნეპოტიზმი.
აგვისტოში ცხელი თემა - საოკუპაციო ამბები - ვლადიმერ პუტინი სოჭში რაულ ხაჯიმბას შეხვდა სოხუმის აეროპორტის აღდგენას განიხილავდა.
საზღვარგარეთულები:
დრონების ომი - ლიბიაში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა.
ამერიკანიუსი - მამაკაცს, რომელიც ტრამპის კრიტიკოსებს, მათ შორის ბარაკ ობამას და ჰილარი კლინტონს ასაფეთქებული მოწყობილობების შემცველ ამანათებს უგზავნიდა, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვალუტ-მანუპულაცია - აშშ-მ ჩინეთი "ვალუტით მანიპულატორად" ოფიციალურად აღიარა. ბარაკ ობამა - უნდა უარვყოთ ნებისმიერი ლიდერის ენა, რომლებიც სხვებს „ნახევარ-ადამიანებად“ მოიხსენებენ და აცხადებენ, რომ ამერიკა მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანების კუთვნილებაა. დონალდ ტრამპმა აშშ-ში ვენესუელას ყველა აქტივი გაყინა. ჩინეთი აშშ-ს ურჩევს „საკუთარ ცხენს უფსკრულში გადაჩეხვამდე ლაგამი ამოსდოს და არასწორი ბილიკიდან დაბრუნდეს“.
რუსეთის შერიგების ცენტრი - სირიაში მდებარე რუსული ბაზის მიმართულებით მებრძოლებმა სამი რაკეტა გაუშვეს.
კორეული ჭურვები - ჩრდილოეთ კორეამ ამოუცნობი საარტილერიო ჭურვები ისროლა.
ომის დედა - ირანის პრეზიდენტი - ირანთან ომი ყველა ომის დედაა.
პრეზიდენტის დამნაშავეობა - პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია