გაურკვევლობა ორხევში და უკრაინის მხარდაჭერაში, პრეზიდენტები ბლოკები და კოვიდ ამბები

      სახლების ნგრევა ყოველთვის სენსიტიური და ხმაურიანი ამბავია ჩვენთან, ამიტომ იანვრის მიწურულს დღე სწორედ ამ თემამ დაიპყრო. ამასთან აქტუალური იყო დამნაშავე პრეზიდენტის დღის წესრიგი, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა-განცხადებები და ტრადიციულად ერთსულოვნების პრობლემად ქცეული ნოტა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0521 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 იანვარი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ბოკერიას კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მიმართვიანობა გაიზარდა. ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 165 ბავშვი მკურნალობს, საიდანაც 3-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის მკურნალობას 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 997 ადამიანი აიცრა. ვახტანგ კალოიანი - მომავალი ორი კვირა საკმაოდ კრიტიკული იქნება, ამის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებლის კლება დაიწყება. თენგიზ ცერცვაძე - მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია - იყავით მშვიდად, ითანამშრომლეთ ექიმებთან, ატარეთ პირბადე და აიცერით! ვახტანგ კალოიანი - ჩავარდნილი ვაქცინაცია საქართველოში არის მიზეზი 14 000-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების, სამწუხაროდ, ეს ციფრი გაიზრდება.

      სანოტო აქცია - 26 იანვარს რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, „ევროპული საქართველოს“ ორგანიზებული უკრაინის მიმართ მხარდამჭერი აქცია სახელწოდებით „Слава Україні! ბოროტსა სძლია კეთილმან“ გაიმართა. შენობა დროშის ფერებში გაანათეეს (მიანათეს). პასუხად, რუსეთმა საქართველოს საგარეო უწყებას დიპლომატიური ნოტა გამოუგზავნა. გიგა ბოკერია - ჩვენ შევძელით საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მიმართ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის გატანა, ამიტომ ნიშანდობლივია, რომ ასე აგრესიულად გამოეხმაურნენ რუსეთის წარმომადგენლები აქციას.

      რეზოლუციის ბედი - მიხეილ სარჯველაძე - კი, ვკანკალებთ და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია. ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვერ ავყვებით ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს - მათ არ ანაღვლებთ არც უკრაინა და არც უკრაინელი ხალხი, მათი მიზანია, საზოგადოებას თავი შეახსენონ, როგორც პოლიტიკურმა „კლოუნებმა“. თინა ხიდაშელი - ომი ნიშნავს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს და ვისი მოკავშირეა საქართველო, უნდა ჩანდეს - მთავარი კითხვაა, ჰყოფნის თუ არა ხელისუფლებას გამბედაობა, საკუთარი თავი რომელიმე ბანაკს მიაკუთვნოს. ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი თვითმიზანი არ არის რუსეთთან დაკავშირებით ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც დეესკალაციის ნაცვლად, ესკალაციას გამოიწვევს. პარლამენტის წინ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს. გრიგოლ გეგელია - მაშინ, როცა საქართველო უნდა იყოს ყველაზე სოლიდარული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში, სამწუხაროდ, ჩვენ საბრძოლველი გვიხდება სწორი ტიპის რეზოლუციის ტექსტის მიღება. გივი მიქანაძე - ურთიერთობა, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს, არის უმაღლეს დონეზე, სრული კოორდინაციაა.

      ორხევის პრობლემა - ორხევის დასახლებაში, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ სახლების დემონტაჟი დაიწყო, ხმაური იყო. ორხევის დასახლებაში მცხოვრები, რომლის სახლის დემონტაჟიც დღეს მუნიციპალურმა სამსახურმა განახორციელა, თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვს. გოგა ონიანი - მერია ვერ ხედავს ვარკეთილში 8-სართულიანი უკანონო ნაგებობის არსებობას და ხედავს ერთსართულიან, ერთოთახიან უკანონო ბინებს ქალაქის შემოგარენში. ირაკლი ქადაგიშვილი - მიტაცებულ მიწაზე უკანონო მშენელობა არ შეიძლება! თუ ამას დავუშვებთ, ნიშნავს, რომ ქვეყანა სათარეშო ადგილად უნდა გადავაქციოთ.

      #მიშანიუსი: მიხეილ სააკაშვილი - დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა - რომ გადიოდა, მივაძახე, ჩანაწერი კარგად შემინახეთ, აუცილებლად წახვალ ციხეშითქო, რაზეც ბოროტი მზერით შემომხედა. „ოცნების“ და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ დასვა იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიას" და სახალხო დამცველს ჰქონდათ და მოითხოვა ჩემი გამოკვლევა - ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე. ნიკა გვარამია - გორის ჰოსპიტალმა გადაწყვიტა თვითონ, სამედიცინო დაწესებულებამ, რომ თითი დაეჭირა და ჩანაწერები წაეშალა? რაზე ვლაპარაკობთ? გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რატომ წაიშალა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები - აღნიშნული კამერების დამონტაჟება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა, ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. სამხედრო ჰოსპიტლის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წერილი, რომელშიც 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ჩაწერილი ვიდეო-მასალის დაარქივება იყო მოთხოვნილი, სამხედრო ჰოსპიტალში 31 დეკემბერს შევიდა, რა დროსაც აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო.

      დევნა - სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ. დევნილთა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, 1 წლის განმავლობაში დევნილები მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს, მანამდე კი ქირით იქნებიან უზრუნველყოფილი. ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს და დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

      პრეზიდენტი ზურაბიშვილი - პრეზიდენტი - საზოგადოება გადაიღალა - თუ რაღაც არ ვიღონეთ და ერთ ჯადოსნურ წრეზე ვიარეთ, ქვეყანა წინ ვერ წავა. ეროვნული თანხმობის პროცესში, საზოგადოებამ მთავარი ძრავის როლი უნდა შეასრულოს და პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა ელოდოს. ეროვნული თანხმობის მიმდინარე პროცესი თანდათან დაიხვეწება, შემდეგ კი შესაძლოა, ქარტიის ან ეროვნული კრების სახე მიეცეს. ეროვნული თანხმობის პროცესში ვადა არ უნდა იყოს უსასრულო - ჩვენ ხასიათში არ გვაქვს ეს მოთმინება. გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად შვებას მოუტანს საზოგადოებას - ყველასთვის არის ეს ჩემი დიდი თხოვნა, მოწიწებული მოთხოვნა. ჩემი აზრით, ერთი შედეგი დავდეთ, როცა შევხვდი ყველა პარტიის წარმომადგენელს, მაგალითი იყო, რომ თურმე ყველასთან შეიძლება საუბარი. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას უკრაინის მიმართ, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ. ზურაბიშვილი სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე - ამაზე დიდი მაგალითი მივეცი საზოგადოებას, როცა იმ ადამიანებს შევხვდი, რომლებმაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ეპითეტით შემამკეს. ჩემი მიზანი არ არის, რომ შევარიგო პოლიტიკური პარტიები, მათ ეს თავად უნდა იკისრონ და მე ვიქნები ერთგვარი შუამავალი რგოლი. მისი სიტყვა მტკიცედ იქნა გამოხატული და ვეტო არაფერს ცვლის. ბიძინა ივანიშვილთან ბოლო 1,5 წელია არანაირი ურთიერთობა არ მაქვს - სურვილი მქონდა, რომ ეროვნული თანხმობის პროცესზე მისთვისაც ამეხსნა და შევთავაზე, თუმცა მიპასუხა, „მე პოლიტიკაში აღარ ვარო“. ზურაბიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „ზეპოლარიზაციის და არა დეპოლარიზაციის საბაბი“ იქნება.

      სუს-ი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო დესტრუქციულ ქმედებებზე განცხადებას ავრცელებს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - Euronews - კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კოვიდ-რეგულაციებს ამსუბუქებს. სომხეთში კორონავირუსის 3 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

      იქნება თუ არა ომი?! - სერგეი ლავროვი - თუ ზელენსკის სურს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაცია, ჩვენ მზად ვართ - დაე, ჩამოვიდეს მოსკოვში, სოჭში ან პეტერბურგში. თუკი ეს დამოკიდებულია რუსეთზე, ომი არ იქნება, მაგრამ არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების გათელვას. ალექსანდრე ლუკაშენკო - ღმერთმა დამიფაროს, უკრაინის წინააღმდეგ ვიბრძოლო. ვლადიმირ ზელენსკი - თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი იქნება, რატომ გვჭირდება სანქციები „მოგვიანებით“?

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 195

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

George: იანვარი 29, 2022||12:14am

მაპი გვინდა.. მააააპიიიი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The highly anticipated second season of Ubisoft's pirate-themed action-adventure game Skull and Bones Items has finally arrived, unleashing a veritable deluge of new content for players to explore. Titled "Chorus of Havoc," this latest seasonal update promises to stir up the high seas with a host of fresh missions, formidable adversaries, and enticing rewards.

At the heart of this new content lies the introduction of the cunning Hubac twins, a pair of sea lords whose cunning and…

გაგრძელება

As I reflected on my experience

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to POE currency trade showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting for nimble, mobile characters over brute strength alone. This…

გაგრძელება

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters