მეტი მზე და მეტი სითბო გველის თებერვალში ანუ წლევანდელი იანვრის ბოლო ნიუსი პოზიტიურად მინდა დავიწყო. დიახ, ამინდი გამოსწორდება, მაგრამ ჩვენს პარლამენტში რა მოხდება და როგორ ვერ გეტყვით. რეზოლუციაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატზეც ჯერ კიდევ უთანხმოებაა და მიშას ამბებიც კვლავ აქტუალურია. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0518 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 31 იანვარი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, იანვარი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 35 პაციენტი. ოქტომბრის მონაცემებით, ჰოსპიტალიზაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 7 708 ბავშვს დასჭირდა, 8 ბავშვი კი გარდაიცვალა. 2021 წელს, იმუნიზაციის შემდგომი რეაქციის 2174 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. განახლებულ პროტოკოლში ანტივირუსულ მკურნალობაზეა საუბარი, სადაც აქცენტი „რემდესივირზე“ კეთდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო ახალ ლოკაციაზე გადავა. საველე ჰოსპიტლის საჭიროება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ 8 ათასზე მეტი საწოლია მობილიზებული და დაკავებულია 5 ათასი. გადავა თუ არა სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე, 1-ელ თებერვალს გახდება ცნობილი. თამარ გაბუნია - საწოლფონდის 35-40% არის თავისუფალი - ჯერჯერობით ეს საწოლფონდი კოვიდს თავისუფლად ყოფნის. მოდელი, რომელიც კლინიკური მართვის ნაწილში შეიქმნა, იყო საკმაოდ ძლიერი და არის. ხვალიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს. საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული „ომიკრონის“ 1000-ზე მეტი შემთხვევიდან 3 ადამიანი გარდაიცვალა.

      ჯანდაცვის ამბები - ჯანდაცვის მინისტრი - იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო ხდება. მიმდინარე კვირაში წამლებზე რეგისტრაციის განაცხადები შემოვა და კომპანიები წამლების შემოტანას აქტიურ რეჟიმში დაიწყებენ.

      ცესკოს უფროსი - გიორგი კალანდარიშვილი - დიდი იმედი მაქვს და მოლოდინი, რომ მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე ვიქნები, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს. ალეკო ელისაშვილი - ჩვენ, დიდი ალბათობით, გიორგი კალანდარიშვილს მხარს დავუჭერთ. პარტია „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. საბოლოოდ მაინც გადაიდო ხვალისთვის - პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ ე.წ. პროფესიულ წევრს აირჩევს

      უთანხმოების რეზოლუცია - უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინა. ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ შემუშავებელი რეზოლუცია გამაოგნებელია, უკრაინაზე საუბრობდე და მტერს არ ახსენებდე, რანაირი რეზოლუციაა - აბა, ჭინკები შეესივნენ უკრაინას და ისინი ემუქრებიან?! ბადრი ჯაფარიძე - ისეთი რეზოლუციის მხარდაჭერა, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის, უკრაინელი მეგობრების სრული უპატივცემულობაა - ყოვლად უშინაარსო რეზოლუციას მხარს არ დავუჭერთ. გია ვოლსკი - უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს და მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ ვის გულისხმობს ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც აკეთებს განცხადებებს. ხატია დეკანოიძე პარლამენტის თავმჯდომარეს - ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რეზოლუციის პროექტი იყოს ერთიანი, ერთადერთი, რაც აუცილებლად მიგვაჩნია არის ჩანაწერი: „რუსეთის განმეორებითი აგრესიის საფრთხე“ - რატომ არ იღებს ამ ცვლილებებს უმრავლესობა? ბექა დავითულიანი - რაც შეეხება რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა - არჩაწერას, ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი ეს ისედაც ცხადია. ფრიდონ ინჯია - უკრაინის თავისუფლებას, ქვეყნის ერთიანობას ვუჭერთ მხარს, გვერდში ვუდგავართ, მაგრამ ფრონტის ხაზზე გამოვიდეთ უკრაინასთან ერთად, არაა საჭირო, ჩვენი ხალხის ინტერესებში არაა. კარლ ჰარცელი - ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დააინიცირა. შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პოზიციაა ომის არდაშვება და ამ პოზიციას იზიარებენ ჩვენი პარტნიორები. მამუკა მდინარაძე - ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება. ხათუნა სამნიძე მამუკა მდინარაძეს - თქვენ თქვით, რომ „ისეთი ტექსტი მოვამზადეთ, ვერავინ შემოგვედავება და ყველასთან მართლები ვართო“, - რუსეთსაც თვლით?

      შევიდა - „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და აქტიურ საპარლამენტო საქმიანობაში ერთვება. გურამ მაჭარაშვილი - აღარ ვიცი, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მერამდენე შესვლა-გასვლაა - ცარიელი დღის წესრიგით ქუჩაში იქნები თუ პარლამენტში, ამით პოზიტიური შედეგი ვერ ექნებათ. იაგო ხვიჩია - ჩვენ ჯერ არ ვიცით რანაირი შემოსვლა არის ეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდეც არაერთხელ შემოსულა პარლამენტში. კარლ ჰარცელი - მივესალმები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას.

      სამინისტროს გათავისუფლებები - საია-ს თავმჯდომარე - კულტურის სამინისტროში თანამშრომლების გათავისუფლების იმავე სცენარს ვხედავთ, როგორიც ვიხილეთ რამდენიმე წლის წინ იუსტიციის სამინისტროში - ხელწერა არის იგივე. კულტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანოებიდან გათავისუფლებული თანამშრომლების ინტერესებს სასამართლოში საია, „სამართლიანი არჩევნები“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ დაიცავენ.

      #მიშანიუსი - კობა ნაყოფია - მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება მწვავე ანემია, ტაქიკარდია, ის ნევროლოგიური პრობლემები, რაც შიმშილობის შედეგად ჰქონდა, დღემდე მოგვარებული არ არის. მიხეილ სააკაშვილი - ადმინისტრაციული შენობები იქცა ციხე-სიმაგრეებად, სადაც არჩევნების მოპარვის შემდეგ, მანდატების ქურდები გამაგრდნენ - ამაზე ერთადერთი პასუხია მეტი მობილიზაცია, მეტი ხალხი და ვინ ვის გამოყრის, მერე ვნახავთ. მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას - მიუხედავად უამრავი მცდელობისა, „ქართულ ოცნებას“ ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა.

      „პრემიერის ტყე“ - „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა, პრემიერის ოჯახისთვის ბაკურიანის ტყის ნაწილის იჯარით გადაცემის საკითხზე, ქონების მართვის სააგენტოსა და სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურში წერილი შეიტანეს. ლევან დავითაშვილი - ეს ჩუქება არ არის, ეს არის ვალდებულებები, რომ ტყეს მოუარონ და არასწორია აპელირება პრემიერის ოჯახზე - ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს.

      „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყნის ეკონომიკა 9.6%-ით გაიზარდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 375 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსის 1 362 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 124 070 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      ვიქტორია ნულანდი - მოვისმინეთ გარკვეული ნიშნები, რომ რუსები დაინტერესებულები არიან ჩვენ მიერ წარდგენილი წინადადების განხილვაში ჩაერთონ.

      ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ ყველაზე დიდი რაკეტა გამოსცადა.

      ჯოზეფ ბორელი - აშშ-სთან, ყატართან და აზერბაიჯანთან გაზით მომარაგების საკითხზე ვმუშაობთ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი გაზით მომარაგების შემცირებას ან შეწყვეტას გადაწყვეტს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 122

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters