თა _ მო'ს ბლოგი (48)

წუხელ

      როგორი ნამდვილი იყო სითბო შენი ხელების... წუხელ... როცა მეძინა და მოვედი შენთან...

      ზუსტად იგივე იყავი, როგორსაც ვერ გხედავ.

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 7, 2017 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ამ საკითხში, არაფერი შენ არ გესმის

"ამ საკითხში არაფერი შენ არ გესმისო"...

ჩემი ერთადერთი უბედურება იწოდება სახელად "ზედმეტად"!!! თუ ვბრაზობ - ზედმეტად, თუ მშვიდად ვარ - ზედმეტად (სხვისთვის გამაღიზიანებლად), თუ მიყვარს - ზედმეტად, თუ ვმეგობრობ - ზედმეტად, თუ ვღელავ - ზედმეტად (ეს არავის სჭირდება), თუ დარდი მაწვება - ზედმეტად (ეს მითუმეტეს აღარავის სჭირდება, ყველას საკუთარი გასაჭირი ყოფნის), თუ…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 3, 2015 წელი. 1:30am — 5 კომენტარი
________________

ბავშვობის სურვილები

     ბავშვობაში ყველა ფიქრობს იმაზე თუ ვინ უნდა გამოვიდეს, როცა გაიზრდება. მეც, გაგიკვირდებათ და, მქონდა ეგეთი მომენტი ☺ სულ გავიძახოდი ექიმი უნდა გამოვიდეთქო ☺ სურვილი ნაწილობრივ ამიხდა, ხშირად ვათვალიერებ საავადმყოფოების კედლებს, ჭერს, საოპერაციო მაგიდებს ☺ ექიმის რა მოგახსენოთ, მაგრამ აქტიური პაციენტი მაინც ხომ გამოვედი... ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბავშვობაშიც კი არ მომსვლია აზრად ნათურა ვყოფილიყავი, არა და ფანტაზიას არასდროს ვუჩიოდი ☺ თქვენც გაგიკვირდათ ხო? მეც…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 19, 2015 წელი. 8:30pm — 6 კომენტარი
________________

ტკბილი ძილი ფიქრებო !!!

მომნატრებია... მომნატრებია  ჩემი  მკერდის  გახლეჩა   და  სისხლიანი  გულის  ყურება. თვალის მიდევნება თუ როგორ  მწარდედ ასკდებიან  ზედ  მოგონებები,  საგულდაგულოდ წაწვეტებულები !  გაცხელებული ლურსმანივით ეჭედება  ყველა მხრიდან და გამოჟონილი სისხლი ადგილზევე ხმება, ვაი თუ ვინმემ შეამჩნიოს, როგორ ვიმწარებ ცხოვრებას! ვაი თუ შენც ნახო, როგორ ვიჭერ ყელზე და  შენს  ნათქვამ სიტყვებს, გადაბმულებს ვიხვევ სასიკვდილე თოკივით! ვაი თუ  მოვიგონო, რომ მიყვარხარ!!! მე ხომ ისედაც…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 16, 2015 წელი. 10:30pm — 7 კომენტარი
________________

სახალისო გასართობი

არ ვიცი უხალისო გასართობი როგორია მაგრამ მაინც ☺

წელს მეც "მომიწია" ზოგიერთი პატარას გახარება ☺…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 13, 2015 წელი. 2:30am — 2 კომენტარი
________________

პატარების ხელოვნება

პატარების  თვალით დანახული შობის სცენა…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 24, 2014 წელი. 10:30pm — 4 კომენტარი
________________

სათაურს მერე მოვიფიქრებ

უბრალო ყუთი, წელვადი, ტევადი, ვიწრო, ფართო ან სულაც ქრებადი. ეს ყუთია, სადაც ადამიანები მოგონებებს, ფოტოებზე დაბეჭდილს, სათუთად ინახავენ; ფიქრებს, გარკვეული  მიმდევრობით  დაკეცილს, ერთმანეთზე ალაგებენ. შეგრძნებებს  ინახავენ, რომლებმაც გულის გავლით მიაღწიეს იმ ყუთამდე და უკვე ზოგიერთი მტვრის რამოდენიმე ფენამ ჩაიხუტა. მე დამეკარგა ეს ყუთი, ან იქნებ არც თავიდან მქონია?!

მე მეწყება ყველაფერი ხელისგულებიდან. ხელის შეხებით  მეხილება…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 19, 2014 წელი. 12:30pm — 2 კომენტარი
________________

ჩემებურად ბედნიერი!

ბედნიერი ვარ, აი ისეთი ბედნიერი, როდესაც იტყვიან უმიზეზოდ ვბედნიერობო, უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზეო. თუმცა რომ დაფიქრდე, იმდენ მიზეზს იპოვი საბედნიეროდ. 

მე სუნთქვა შემიძლია, ვსუნთქავ და არანაირი "გაციება" ამაში ხელს არ მიშლის. ისე ღრმად შევისუნქავ ხოლმე, რომ…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 29, 2014 წელი. 11:00am — 5 კომენტარი
________________

შარშანდელი გაზაფხული აღარ მოვა

       კარგია, კარგი... დილით რომ იღვიძებ და არაფერი გექაჩება გულზე...მითუმეტეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ დაძინებამდე ათასი რამ გაწუხებდა. მთელ სამყაროსთან იყავი გულწრფელი და ამას სველი თვალებით ამტკიცებდი... მაგრამ თენდება მშვენიერი დილა, გულმშვიდი, სულწყნარი, ნერვებდასვენებული და სუნთქვათავისუფალი. ახლა ვცდილობ გავიხსენო ის, რისი დაწერაც წუხელ მინდოდა ყველაორგანოშეწუხებულობისას, მაგრამ ვერ ვიხსენებ, არა და  გულში დანაგამყრელი სიტყვები ჩანდა სიბნელეში და…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 26, 2014 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

ვარსკვლავებში გავიჭედებით

ვარსკვლავები

ამქვეყნიური სულების

იმქვეყნიური ბუდეებია.

დედამიწაზე

ადამიანებს ვიცვამთ,

დედამიწის გარეთ-

ვარსკვლავებს.

ვცხოვრობთ კარადაში და

დაჭმუჭნული…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2014 წელი. 7:30pm — 3 კომენტარი
________________

რომელს ამირჩევდი?

მე რომ გავორებულიყავი

შენ რას იზამდი?

რომელს ამირჩევდი? –

მე - შენებურს თუ მე - ახლებურს?

რას გასამებულხარ?

უარმყავი ოთხჯერ ზედიზედ ან გამითვალე

ჩურჩულით.

გამომიწოდე შენი ხუთი თითი…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 11:00pm — 6 კომენტარი
________________

მე კი მგონია ის არაფრიდან იწყებოდა

რამდენჯერ მიფიქრია

წვეთოვანით შემეყვანა ჩემი სიყვარული შენ

ძარღვებში

რომ ვნებისაგან გაგიჟებულს ვენები მოგეფხანა.

მაგრამ, მერე შემეშინდა

ქავილი უსიამოვნო ალერგიაში არ გადაგზრდოდა და

აკვიატებული იდეის დროული…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა პოსტუკა დიდ ადმინუკას

მოკლედ შენ ასეთი "პოსტუკა" არ გეკადრება და ამაზე ბევრად გრანდიოზული რამის ღირსი ხარ, მაგრამ ეს "ნაუცბადევი" რაღაც მაინც უნდა გამეკეთებინა ☺ ბოლობოლო გაგაცინებს მაინც :D

ე.ი ვინაიდან და რადგანაც ყველა წესისა და კანონის მიხედვით ყველას აქვს დაბადების დღის აღსანიშნავი ერთი დღე, მეც წინასწარ მოვაგროვე ხალხი რათა შენთვის მოელოცათ ეს დღე (ანუ ეს დავწერე იმ იმედით,…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 30, 2014 წელი. 1:30am — 4 კომენტარი
________________

არასდროს გასაგზავნი წერილი და უმისამართო მონატრება...

არასდროს გასაგზავნი წერილი

       ღამე უეცრად თავს რომ არ დამატყდეს თავისი ჯადოსნობით და მონატრებამ ყელში არ მომიჭიროს, ვეჩვევი ადრე შევაფარო თავი ბალიშს და საბანს. მაგრამ ამ უცნაურმა მონატრებამ ისე ამომიჩემა, რომ დილის ფერებს ჩემთან ერთად ხვდება და ღამის უფერობას ერთად ვეგებებით. როგორც ღამეა მისტიური, ასევეა ჩემი „შენდამი“  მონატრება, უმისამართო მონატრება.  თვალწინ მიდგას შენი სახე, თვალების ფერი,…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2014 წელი. 9:00pm — 4 კომენტარი
________________

დროებითი ერთმანეთით

"შენი თვალებით მე მეღმერთები " -

ციმციმა, ციმციმა თვალები... როგორც მუზას გამოგიყენებ,მოგწერ ბევრს და უამრავს .

შემოვინათებ შენს თვალებს, სადაც "ეშმაკები" დაძრწიან,

შენი ციმციმა, ციმციმა თვალები...

გიშვებ და ვერ გელევი, ჩემში შენს მცირედს ვტოვებ, რათა მივწერო მას.

ჩვენ დროებითი ერთმანეთით ავივსეთ სიცარიელე და ახლა

ციმციმა, ციმციმა თვალები დარჩა :)

"ჩემით თვალებით შენ გეღმერთები"

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2014 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

გალაქტიკაა გალაკტიონი

გალაკტიონი ალბათ უფრო გალაქტიკაა

რომელიც

მზის სისტემამ უარყო,

შავმა ხვრელმა არ მიიღო და

ფარდობითობის თეორიამ ვერ დაამტკიცა.…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 25, 2014 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

მე მე-ს წინააღმდეგ

"როცა არ ვარ ადამიანობის ხასიათზე, (ანუ, როცა არ მინდა გამოგიყენოთ... არ მინდა თქვენით ვითამაშო... არ მინდა თქვენი გული ხელში დავიკავო, თოვლის გუნდასავით ვატრიალო  და მერე უბრალოდ, თითებს შორის დაფშვნილი ძირს დავყარო... როცა არ მინდა შევიჭრა იმ სივრცეში, საიდანაც გამოსასვლელ უამრავ კარს მალევე ვიპოვი... სანამ ჯერ კიდევ არაა სულ ერთი თქვენი გრძნობები ჩემთვის... სანამ შემწევს ძალა თავს ვაიძულო უარი ვთქვა თანამედროვე "ადამიანობაზე"... სანამ გაძლევთ  უფლებას მომშორდეთ,…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2014 წელი. 1:09am — 1 კომენტარი
________________

ცხოვრება მშვენიერია!

ხელში კალამი მეჭირა, ფუნჯიც გვერდზე მქონდა მოთავსებული, ფერები შერჩეული, ტილოც გაპრიალებული...

მუზას ვეფერებოდი,გვერდიდან არ ვიშორებდი...

ნახატი დავიწყე, სათაურსაც ლამაზს ვუფიქრებდი,

მოოქროვილ ჩარჩოში ჩავსვამდი.…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2014 წელი. 1:00pm — 4 კომენტარი
________________

დავუშვათ, რომ ვცხოვრობთ...

დავუშვათ, რომ ვცხოვრობთ

წამოდი, ნამდვილი ცხოვრება გაჩვენო!

ნამდვილი და არა ზუსტი.

მე არ მინდა, რომ შენ ხედავდე უშეცდომოდ,

სხვისი გამოცდილების ხარჯზე სპეკულირებით…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 27, 2014 წელი. 1:00pm — 6 კომენტარი
________________

ქაღალდთქმნილი (სრულად)

ვინაიდან და რადგანაც ჩემი მთავარი მოდელის დედიკოსგან თანხმობა მიღებულია, ქაღალდთქმნილის სრულ ვერსიას გთავაზობთ :)…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 8, 2014 წელი. 4:30pm — 1 კომენტარი
________________

პოსტებში ყველაზე ხშირად წააწყდებით

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters