მოკლედ შენ ასეთი "პოსტუკა" არ გეკადრება და ამაზე ბევრად გრანდიოზული რამის ღირსი ხარ, მაგრამ ეს "ნაუცბადევი" რაღაც მაინც უნდა გამეკეთებინა ☺ ბოლობოლო გაგაცინებს მაინც :D

ე.ი ვინაიდან და რადგანაც ყველა წესისა და კანონის მიხედვით ყველას აქვს დაბადების დღის აღსანიშნავი ერთი დღე, მეც წინასწარ მოვაგროვე ხალხი რათა შენთვის მოელოცათ ეს დღე (ანუ ეს დავწერე იმ იმედით, რომ შენ დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ხარ და ცოტა ილუზია-წარმოსახვასაც ჩართავ და ცოტათი "მომატყუებინებ" თავს ☺)

ასე ჩავამწკრივე ჩემი "ბალღები" და დავაცლევინე სტუდენტური ჭიქები ☺☺

მერე ეს არანორმალური ანჟელაც გამოხტა, ლაშა რომ არ დავლოცო არ შეიძლებაო, ბევრი ილაპარაკა და ბოლოს სიმღერაზე გადავიდა :D

მოკლედ ამდენი ცანცარის და "სხვა ვერაფრის მოფიქრების" შემდეგ გადავალ სერიოზულ ტექსტზე ☺☺

ყველაზე ყველაზე ადამიანო, ძალიან საყვარელო, მეგობრობის და სიყვარულის მფრქვეველო, მზის გულით დამტარებელო, არ დაგზარდები და კიდევ ერთხელ მოგილოცავ დაბადების დღეს ☺ ძალიან დიდ ბედნიერებას გისურვებ, სულიერ სიძლიერეს, სიმშვიდეს, წინსვა-წარმატებას, ერთგულ ხალხუნებს გვერდით და მრავალ ქველმოყვარულს ☺☺☺ რაც მე არ მომდის თავში და ვერ გისურვო, მაგას ალბათ სხვები დაამატებენ ☺ მინდა რომ სულ და მუდამ ბედნიერი იყო :*

მოვრჩები ახლა მე ამ ცანცარს და იმედია მცირე ღიმილს მაინც გამოიწვევს. მაპატიე მეტი ორიღინალური ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე ☺☺☺ :* :* :*

ნახვა: 249

ტეგები: Bbirthday, Qwelly, დაბი, დუბი, ლაშა

ლაშა: მაისი 30, 2014||2:05am

მადლობა მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა შე ყველაზე თხელო და უუუუუუუუუუუუუუუდიდესი გულის და ნიჭის პატრონო! :D :* შენს ორიგინალურობას საზღვარი არ აქვს! ♥ ღიმილი კი არა, გულიანადაც კი მაცინე, განსაკუთრებით - (ასე ჩავამწკრივე ჩემი "ბალღებიო"), პირველი სურათ იგუსლიხმება თუ მეორე :D

თა _ მო: მაისი 30, 2014||2:12am

:)) უფ, თუ იცინე და იმხიარულე მეტი სხვა არც მინდოდა არაფერი :)))) პირველ ფოტოზე იყო ეგ :D :D ხო, კიდე ერთი რამე, მიხარია ეს ჩემი სითხელე ვინმეს მაინც თუ ახალისებს :D :D :D :D 

BrOliKa: მაისი 30, 2014||10:21pm

თა _ მო არა მარტო ლაშა გაახალისე :-* :-* :D ძალიან მაგარი პოსტია :D 

თა _ მო: მაისი 30, 2014||10:55pm

BrOliKa მადლობა :* :) გამოხარდა თუ მოგეწონათ სხვებსაც :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კანონიერების გამოკვლევა, დაპირისპირება დმანისში და ბერობიდან განყენება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2021.
საათი: 11:16pm 0 კომენტარი

      უპირველესად გილოცავთ ღმრთისმშობლის შობას. დღის მთავარი პოლიტიკური ამბები კი უკავშირდება საარჩევნო დებატებს. დღეს მეინსტრიმში იყო ასევე სისხლიანი ბანერები, დმანისში არეულობა, ფარული ჩანაწერების კანონიერება თუ უკანონობა, მგზავრობა თბილისში და სივერაგე ოკუპაციაში. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1163 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

Qwelly World

free counters