Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

ვარსკვლავებში გავიჭედებით

ვარსკვლავები

ამქვეყნიური სულების

იმქვეყნიური ბუდეებია.

დედამიწაზე

ადამიანებს ვიცვამთ,

დედამიწის გარეთ-

ვარსკვლავებს.

ვცხოვრობთ კარადაში და

დაჭმუჭნული…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2014 წელი. 7:30pm — 3 კომენტარი
________________

არ დაკარგო უბრალოება!

 "არ დაკარგო უბრალოება და არასდროს გაუვა ვადა შენს ადამიანობას. ნუთუ ძნელია ადამიანებს ვუყუროთ თვალებში და არა სხეულზე. ვიგრძნოთ სულიერი ემოციები და არა გარეგანი ფასეულობები. პატივი ვცეთ ერთმანეთის გრძნობებს ჭეშმარიად და არა ფარისევლურად. ნუთუ ძნელია სიტყვებს მხოლოდ ის მნიშვნელობა მივანიჭოთ რასაც გულისხმობენ. ნუთუ ძნელია უბრალოდ ვიყოთ ის რაც ვართ. თუ ცუდნი ვართ არ დავმალოთ და ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგათ გამოსწორებისკენ. ნუთუ ... არა, ეს არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 18, 2014 წელი. 12:00am — 4 კომენტარი
________________

ხელებით

სიყვარულის უცნაურობა სიყვარულის უცნაურობისგან კი არარის გამოწვეული არამედ ადამიანის ინდივიდუალურობისგან...

სილუჯე დაფარავს და წყნარად მშვიდი ჰანგებით დაბადებს ისევს მზე ახალშობილს.. მზისგან ორსული ქალი და წითლად შეღებილი მთვრაი მთვარე..…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ციკლიდან - ყუმი

ყუმი, ქველი ბლოგი, Tamuna Rastless Blog, qwelly

სახლს,

რომლის კარსაც მე შევაღებ,

მინდა ავსებდეს

შენი თვალები.

ჩემს დაკარგულ ღიმილს

ვპოულობდე

შენი ღიმილის კუთხეში...

იგრძნობოდეს

სხვანაირი სითბოს და

ჰაერს მოყოლილი

ზღვის სუნი...

ჩემს თმაში ჩარჩენილი

შენი თითების გემო...

ჩვენი არეული გულისცემით

დარღვეული…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 17, 2014 წელი. 8:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რკინის ფარდა

      სსრკ - საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი. სწორედ ეს რეჟიმი იყო რკინის ფარდა, რომელიც "დიადმა" რუსეთის იმპერიამ ჩამოაფარა პატარა ერებსა და დასავლურ განვითარებულ ქვეყნებს შორის, ვითომდა ჩვენს საკეთილდღეოდ. გვიცავდნენ. რისგან?. ვისგან?. - "გვიცავდნენ" დამოუკიდებლობისგან, თავისუფლებისგან.. გვიცავდნენ "სამშობლოს მოღალატე" გენიალური ადამიანებისგან, გვიცავდნენ ჯინსებისგან, გვიცავდნენ... როგორ "გვიცავდნენ"!..

      ეს ხომ კარგი და კარგი, მაგრამ ახლა, დღეს, ვისმენ როგორ მისტირიან…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 15, 2014 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ორი ფილა

- იცი რა მაფიქრებს? აწი მეც რომ ტურისტად ვივლი აქ, ასე გაშინაურების შემდეგ.

- ორი მარმარილოს ფილა ამოაძრე საიდანმე და წამოიღე!

არც ნოსტალგიურ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2014 წელი. 7:00pm — 37 კომენტარი
________________

და-ძმა

დღეს,

მოვდიოდი ქუჩაში,

და დავინახე,

ისევ ის სურათი იყო...

პატარა გოგონა ასფალტზე იწვა,

მძინარი.

მრავალჯერადი იმედგაცრუებით დაღლილი,

ოცნებების ნამსხვრევებზე

დასერილი ყოფით...

გვერდით უჯდა თავისი ძმაც,

იგივე განცდით,

ხელგაწვდილი...

მიბრუნდა და

პატარა ნაჭერი დააფარა მძინარს

ბეჭებზე.

უყვარდა...

ზრუნავდა...

გული შემეკუმშა,

ჯიბეები მოვიჩხრიკე გონებით

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2014 წელი. 10:00am — 4 კომენტარი
________________

კაცი რაც უფრო გულუბრყვილოა

კაცი, რაც უფრო გულუბრყვილოა, მით უფრო შორეულ წარსულში წარმოიდგენს ოქროს საუკუნეს.

და მართლაც ის თუ საერთოდ იყო ამა თუ იმ დროს ხომ უნდა მიეკუთვნოს...

მაგრამ წარსული, როგორც ამბობენ, მომავალს ჩუმად ეკურკურება!

და მათ შვილობილს, რაღა თქმა უნდა, სახელად…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2014 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამიანები (?)

ჩვენ,

ვცხოვრობთ ადამიანებს შორის,

რომლებიც ოცნებებს

არაფრად ჩაგითვლიან,

სიცილს დააყრიან

და შემდეგ,

ცეცხლშიც შეგიყრიან...

"გულუბყრვილოდ" შემოგცინებენ,

ზურგიდან ტალახს გესვრიან,

გადაგივლიან,

გასვრილ ხელებს შეგაწმენდენ,

გაგყიდიან,

ან გიყიდიან,

სულერთია...

პიროვნულობას გაგხდიან,

მონობას შემოგაცმევენ,

სულს ამოგართმევენ,

კუბოსთან გულიანად გაიცინებენ,

და…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 12, 2014 წელი. 11:30am — 5 კომენტარი
________________

ჩვენი ყოველდღიურობის გამლამაზებლები

       განურჩევლად ყველა ცხოველი მიყვარს, ფრინველებიც ვიდრე ისინი პატარა ცხოველები და სიცოცხლეები არიან, პატარა ბარტყუნიები და ჭიკჭიკუნები. და არა დიდი და საშინელი მხეცები, მტაცებლები, ნადირები, და ცხოველები!

ერთ კარგ ფოტოკოლაჯს მივაკვლიე ინტერნეტში და უნდა გაგიზიაროთ. 

ვრცელი ფოტო სესიაა ახალშობილ…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2014 წელი. 1:00pm — 14 კომენტარი
________________

უსაზღვროება

უსაზღვროება! - არ დაჰყოლია არც დასაწყისი, არც დასასრული;

უსაზღვროება! - ფიქრი ყოველი დაინისლება, დაილიბრება;

უსაზღვროება! - არავის უფრთხის და არც არავის არ ეჯიბრება;

უსაზღვროება! - არა აქვს არსად მას გზა განვლილი თუ გზა სავალი, მასში ერთნაირ ძალით ინთქმება არსი მუდმივი და წარმავალი,

უსაზღვროება! - იგი გარს…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2014 წელი. 1:30am — არ არის კომენტარები
_______________

ჩემს სულს, ანუ შენ!

      ახლა მომინდა შენზე დამეწერა, ის რაც მარტო ჩემი და შენია, საუკუნოა,მარტო ერთია და სულის სალხინოა! საიდუმლოა, მაგრამ მინდა სხვებსაც გავუზიარო, იცი შენ, რომ არ მიყვარს როცა მეგობრობაზე ცხადად და ყბადაღებულად საუბრობენ, არც ამას აღვნიშნავ ხმამაღლა.. მაგრამ მინდა რომ უბრალოდ გაიზიარონ..მინდა რომ სხვებმაც იპოვონ ის ერთი ან ორი ან სამი, არა ათი და ათასი.. ის არ შეიძლება ბევრი იყოს.. შენში ჩემს სულს ვპოულობ, მაგრამ უფრო კარგს, ისეთს როგორიც მინდა რომ მე ვიყო, ამიტომ…

გაგრძელება

დაამატა nino shelia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2014 წელი. 9:30pm — 12 კომენტარი
________________

არ მესმის

არ მესმის რატომ ამბობს ხალხი "ნახვამდის"

შეუძლია ვინმეს იგრძნოს??

ჩვენ შეგვიძლია გაფრენა... ვიპოვოთ საკუთარი გზა...

მე არმესმის რატომ იმალება ამდენი ტკივილი ჩვენს ყოველ უჯრედში მაშინ როდესაც საყარო ასეთი…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ჩემი ამინდია

       წვიმს......ისე თითქოს ზეცას სურს თავისი დარდი სპეტაკ წვეთებს გაატანოს. ჩემი ამინდია.....ხეტიალი მინდა.....გარეთ გავდივარ......თმა არ დამივარცხნია,არც კი მიცდია,ისე როგორც მჩვევია ხოლმე,სპონტანურად წამოვვარდი და დავტკბი წვიმის სურნელით,კმაყოფილი მიწის ოხშივარით,გამოცოცხლებული ფოთლებით.თითქოს ხელახლა დავიბადე,შვებას ვგრძნობ წვეთები რომ მელამუნება....ქოლგა არც გამიშლია.....მე ხომ ცხოვრებაში ქოლგა რა დამიჭერია ხელში...მე ხომ არავის იმედად არ ვყოფილვარ…

გაგრძელება

დაამატა sofiko_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მანძილი არყოფნამდე

ჩვეულებრიობისგან დაღლილი მოვდიოდი

სახლისკენ. სადარბაზოში შემოსულს,

ჰამლეტი გამახსენდა

და კიბეებზე

"ყოფნა-არყოფნა" გავითვალე...

დავიწყე "ყოფნით",

და ჩემი კარის წინ,

კიბის…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 9, 2014 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ტკივილიდან ტკივილამდე 1 წელი

    ეს ტკივილზე, ჩემთვის გამოუთქმელ ტკივილზეა, რომლის გახსენებაც უცრემლოდ ვერ გაივლის ჩემს გონებას. ტკივილზე რომელსაც ჩემი გონების და გულის დიდი ნაწილი უკავია... ეხლა ცრემლები ხელს ძალიან მიშლის, ფურცლებს მისველებს, ნაწერს მიფუჭებს. იმდენი რამ მაქვს სათქმელი და იმდენად გამოუთქმელი. არ ვიცი რამდენად შევძლებ მელნით ამ გამწარებული ტკბილი ხსოვნის ფურცელზე გადატანას.

     2013 წლის 6 ივნისი, ვითომდა ერთი ჩვეულებრივი დღე, მაგრამ ამ…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2014 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

დრამის პიკი

       „სიყვარული ცხოვრების უდიდესი დრამაა.. სიკვდილი არსებითად ბევრად ნაკლებ დრამატულია: ის დასასრული ყოველი მოძრაობისა და მხოლოდ სიყვარულის თვალსაზრისით ეძლევა მას საშინელი აზრი და მნიშვნელობა: იმიტომ, რომ აუტანელია არა სიკვდილი თავისთავად არამედ სიყვარულის სიკვდილი“

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 8, 2014 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

რომელს ამირჩევდი?

მე რომ გავორებულიყავი

შენ რას იზამდი?

რომელს ამირჩევდი? –

მე - შენებურს თუ მე - ახლებურს?

რას გასამებულხარ?

უარმყავი ოთხჯერ ზედიზედ ან გამითვალე

ჩურჩულით.

გამომიწოდე შენი ხუთი თითი…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 11:00pm — 9 კომენტარი
________________

მე კი მგონია ის არაფრიდან იწყებოდა

რამდენჯერ მიფიქრია

წვეთოვანით შემეყვანა ჩემი სიყვარული შენ

ძარღვებში

რომ ვნებისაგან გაგიჟებულს ვენები მოგეფხანა.

მაგრამ, მერე შემეშინდა

ქავილი უსიამოვნო ალერგიაში არ გადაგზრდოდა და

აკვიატებული იდეის დროული…

გაგრძელება

დაამატა თა _ მო_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

უსათაურო-უავტორო

სულში ჩამხედე... ხედავ?

რა ფერებია სულში

ახლა რომ იყო, ჩემთან

ჩაგიხუტებდი გულში

დამიძახებდე ნეტავ

დღესაც, როგორმე გავძლებ

ოღონდ, ვისუნთქო შენთან

და შენი ცქერით გავძღე

ზეცას ახედე… ხედავ?

ობლად დარჩენილ ღრუბელს

როგორ მტკიოდი მე და

როგორ, მიყვარდი წუხელ

და საოცარი დილა

თენდება, შენით მთვრალი

თვალებს, მისველებს წვიმა

ცრემლის ატყვია კვალი

წარსულს, ფეხდაფეხ მივდევ.…


გაგრძელება

დაამატა nika shelia_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 6, 2014 წელი. 5:00pm — 3 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არჩევნები 2020 - წინა ღამე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2020.
საათი: 11:34pm 0 კომენტარი

      ვიდრე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს აირჩევს ქვეყანა, არჩევნების წინა ღამე ყველაზე გრძელიაო, უთქვამთ ანტიკურ ცესკოელებს. დღეც სრულად ხვალინდელ არჩევნებს მიეძღვნა, თუმცა იყო გუშინდელი ავტოსაგზაო შემთხვევა და ტრაგედია, იყო მოსამართლეების კონფერენცია, ფინანსები და ყარაბაღზე მოლაპარაკებებიც. კოვიდის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 37263, გამოჯანმრთელებული - 19810, გარდაცვლილი - 285, კარანტინში - 3070. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2327…

გაგრძელება

(ა)პოლიტიკური აქცია

გამოაქვეყნა თამუნა ქადაგიძე_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

ეს ქოცია

და ის კი ნაცია,

გადაირია მთელი ნაცია?!

მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო

ერთი უბრალო კაცია.

გავიდა ერთხელ მიტინგზე,

არც აცხელა,

არც აცია;

ყურის დაგდება უნდოდა,

მაგრამ ხალხს გაუტაცნია.

რა ქნას ბატონმა პაოლომ?

ერთი უბრალო კაცია.

გამორჩეულად არასდროს

არც ახურავს, არც აცვია;

და მოუწია მიტინგზე

პოლიტიკური აქცია;

სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს

შეიქნა გაწა - მაწია. .…

გაგრძელება

გაერთიანებული ოპოზიციის ყრილობა, კოვიდის წინსვლა და გადახდილი კომუნალურები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      არჩევნებამდე ერთი დღეღა რჩება და ცხადია, ყველაზე ვრცელი ამბავი სწორედ მას მიეძღვნა, თუმცა დილა პრემიერმა დაიწყო და მთავრობის გეგმები გაგვაცნო, საღამო კი ნაციონალური მოძრაობის ყრილობამ დაასრულა თავისუფლების მოედაზე. კორონაც არსად წასულა, შემთხვევები მატულობს და სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 35567, გამოჯანმრთელებული - 16904, გარდაცვლილი - 273, კარანტინში - 3324. ლარის ფასი - აშშ დოლარი 3.2338 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters