ვერავითარი კანონი ვერ გვიშველის, თუ თვითონ მაქსიმალურად არ შევიცვალეთ. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს... ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კანონი, რომელსაც კი არ უნდა დავემონოთ, არამედ - ვეზიაროთ, უნდა ვიგრძნოთ რომ ამ კანონის ნაწილნი ვართ. დღეს კაცობრიობის ცხოვრების წესი ისეთია, რომ უცოდველი არავინაა და ნურც ვინმე დაიჟინებს ამას! როგორ შეიძლება მე, ერთი ვიყო უდანაშაულო და სხვა ყველა დამნაშავე?! მე ვიზიარებ ყველას დანაშაულს და ამიტომ, მიჩნდება გამოსწორების იმედი...

     არსებობს ცუდი, უფრო ცუდი, იმაზე ცუდიც, რაშიც განსხვავება უნდა დავინახოთ...ცუდზე ცუდს ცუდი უნდა ვამჯობინოთ. შესანიშნავად წერს მამარდაშვილი - ''სიბნელეთა შორის არსებოს განსხვავება''-ო...არის ბნელი, რომელსაც თავის სინათლე გააჩნია, რომლის განათებაც შეიძლება ის საიმედო ბნელია! არის ბნელი, რომელსაც სინათლე არ გააჩნია, ის უიმედოა. უიმედო ბნელი კი უნდა მოიკვეთო, მაგრამ ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ბნელი, რომელსაც თან ახლავს სინათლე მთლად კი არ ჩაბნელდეს, არამედ განათდეს. ჩვენ ერთსაც და მეორესაც ერთი საზომით ვუდგებით.

     თუ კაცი ილტვის სიკეთისათვის, თუნდაც არ იყოს მოქცეული იმ ფარგლებში კანონი რომ ქვია, თუ შეუქმნია კარგი, კეთილი ინებე გამონახე მასთან საერთო და შექმენი ისეთი სივრცე, რომ მას მეტი კარგის კეთების სურვილი გაუჩნდეს.

ნახვა: 138

ტეგები: Qwelly, blog, light, ნათელი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ევროპაში ჩავარდნილი პროექტი, დიპლომატები საქართველოში და უგულავას მილიონები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 13, 2020.
საათი: 10:56pm 2 კომენტარი

      დედაქალაქი ძალიან დაიჩაგრა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცენტრალიზებული მართვის პირობებში, მთავარი ქალაქი ბუნებამ დაჩაგრა - ყველგან თოვს, ზღვისსპირეთში, მთის კალთა-კიდეებზე, დიდ-მცირე ქალაქებში, გორშიც კი, მაგრამ თბილისში არა და არ თოვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბავნარს, დღის მთავარი თემა ევროკავშირთან პროეტების და კანონების განხილვა იყო და უგულავას საქმეზე კომისიობანა და კომენტარობანა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13…

გაგრძელება

ოსკარის ვარსკვლავური დერეფანი - წითელი ხალიჩა 2020

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 12, 2020.
საათი: 11:28am 2 კომენტარი

      მართალია ეს არც მილანური დეფილეა და არც პარიზის მოდის კვირეულია, მაგრამ ოსკარი რომ მოდის დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავსატეხია, რაც აგერ უკვე მრავალი წელია დასტურდება. წითელ ხალიჩაზე ჩავლილმა ვარსკვლავებმა ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვონ, რომ მთელი წელი მათ კაბებზე საუბრობდეს მედია და მოდის სამყარო. ჩვენც, მოურიდებლად გვმართებს თვალი ვადევნოთ ვარსკვლავების ჩაცმულობა-მორთულობას, რათა შემდეგ ჩვენს ქუჩებშიც იარონ ნატალი პორტმანებმა,…

გაგრძელება

მესამე და სამართალიო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 11, 2020.
საათი: 11:00pm 4 კომენტარი

      კორონა ვირუსზე მხოლოდ ერთსღა ამბობს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - სოლიდარობა და გვერდში დგომა გვიშველისო. ეს მსოფლიო ამბავი, ხოლო ქვეყნის შიდა ამბავი, რომელმაც მსოფლიოს ყურადღებაც კი მიიპყრო სტატიებით და კომენტარებით - უგულავას ციხეში აღმოჩენის ამბავია. მთელი დღე მუქარების და თავის მართლების ტექსტებს მიეძღვნა. მეორე ამბავიც ამავე თემას უკავშირდება - კონსესუსი არ ჩანს ჰორიზონტზე და ამიტომ ჯერ კიდევ რთულია პროპორციების…

გაგრძელება

უგულავა ისევ დაკავებულია და პროპორციებით საკუთარი წილების დათმობა არავის უნდა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 10, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ყინვიანი კვირა დაიწყო და ჯერ მხოლოდ შესავალიაო ამბობენ, რადგან დღეს და ხვალ ყინვა კიდევ უფრო მოიკრებს ძალებს, ხოლო 12_ში თოვლიც იგეგმება და ზღვაზე კი შტორმი. პოლიტიკური შტორმი კი დაკავებით დაიწყო - დღეს გიგი უგულავას ფონდის საქმეზე 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და დააკავა კიდეც - უგულავა თავად გამოცხადდა შსს-ში. როგორც პოლიტიკოსის დაკავებისას ხდება ხოლმე, დღის მთავარი თემა სწორედ ეს ამბავი იყო. არჩევნები კარზეა მომდგარი და ჯერ კიდევ ვერ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters