ვაპირებდი დამეწერა, დაო-დედაოობის მესამე დაბადების დღეთქო, მაგრამ ვიფიქრე რომ გაუგებარი იქნებოდა. 

       ჰო, უკვე მესამე დაბადების დღე მოვიდა. ეს ფოტო, ვარძიაში იმ წელსაა გადაღებული, რომლის ზამთარიც ყველაზე ცრემლიანად დაიწყო

ხომ იცი არ მიყვარს სტატუსებად დაწერილი მილოცვები, მითუფრო რომ არც კი ვგონებ ამას წაიკითხავდე, მაგრამ ხანდახან ემოციების ჩასაწერად შეუდარებელი საშუალებაა მეგობრების გულები, ამასთან რა ჯობს თუ უფრო მეტი ადამიანი მოგილოცავს და დაგლოცავს?!

მეც ამას ვაპირებ, ვაპირებ მოგილოცო, გადღეგრძოლო, გისურვო ღვაწლი და საკუთარ თავში უფლის საკუთრება მოგენახოს. იყო მასთან ერთობაში ლოცვით და მადლმოსილებით.

ჩვენ კი... ოხ, ჩვენ კვლავ ემოციებთ შევხვდებით შენს შავ შესამოსელს, კვლავ დაგვწვდება გული ან შეგუებულები ვიცინებთ და ვიღიმებთ, ისევ "ვიდღლოფინებ" და ვიმხიარულებ. ჯერ ხომ დაო-დედაოხარ...

მაგრამ ერთი რამ განსაკუთრებით აემოციურებს ამ დღეს...

როგორც წესი, ყველას როდესაც დაბადების დღეს ვულოცავ, მის მშობელ დედას ვადღეგრძელებ ხოლმე, როგორც ამ დღის უდიდეს ადამიანს... ახლაც ასე მოვიქცევი, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, რომ ვიხსენებ ან ვუფიქრდები თქვენი ყოველი შეხვედრა რა ემოციის მატარებელია მისთვის, თავიდან იწყება ცრემლების და ღიმილების, ტკივილისა და სიხარულების არევა სხეულში. როგორც სისხლი, მოედება ხოლმე ორგნიზმს და ცხადად ვგრძნობ როგორ გადადის გულიდან მუცელზე, ხელებში, გონებაში...

აი, ეს ფოტო, ფოტო რომელიც კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელსაც ჰქვია - ჩემი შვილი მონასტერში წავიდა!... 

ასე საჯაროდ, დაბადების დღეს გილოცავ სოფიო!

ნახვა: 516

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დაოდედაო, ემოცია, მილოცვა, მონატრება, საიუბილეო, სიყვარული

ცისია: მაისი 15, 2014||4:16am

რას მერჩოდი

ცისია: მაისი 15, 2014||4:16am

ვულოცავ

xatia: მაისი 15, 2014||10:23am

მეც ვულოცავ სოფიოს დაბადების დღეს, ღმერთმა გააძლიეროს და შეაძლებინოს ამ ჭეშმარიტ გზაზე ღირსეული სვლა, არა მარტო თქვენ ლაშა, ჩემი თვალებიც სულ დაეძებს სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კუთხეში მდგარ სოფიოს...

ლაშა: მაისი 15, 2014||11:13am

მადლობა ცისია :) 

ჰო xatia, მე გადავეჩვი :) უფრო სწორედ მივეჩვიე რომ იქ არავინ უნდა იდგეს და არავინ მელოდება ლოცვის შემდეგ როდის გავიხდი სტიქარს :) მადლობა მოლოცვისთვის! :) 

makuna: მაისი 15, 2014||3:16pm
შენი დისთვის მაგარი ძმა ხარ lasha!:)მეამაყება თქვენს შორის ასეთ ძლიერ სიყვარულს,რომ ვხედავ.მთელი სულითა და გულით ვულოცავ შენს დაიკოს დაბადებისდგეს!:):)ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ...
jana: მაისი 15, 2014||9:15pm

სოფიო გილოცავ !!!ღმერთმა გაგაძლიეროს......სოფიოს კი ვიცნობდი ,მაგრაამ შენი და თუ იყო არ ვიცოდი,ადრეულ ბავშვობაში მყავდა განაცნობი :* :*:*

ლაშა: მაისი 15, 2014||11:05pm

maka ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის! ♥ ♥ ♥ 

jana მადლობა ჩემო კარგო :* კი, დედ-მამიშვილები ვართ :)) 

jana: მაისი 16, 2014||12:39am

მე კიდე სოფიო ნათიას და მეგონა :) :*

ლაშა: მაისი 24, 2014||2:32am

jana, ნათიას და არის სალომე :) 

გენიალოგიის შტოც მაქვს :P 

jana: მაისი 24, 2014||10:59am

ხოოოო :) :) დედას ვკითხე და მითხრა :P

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

საერთო კანდიდატის გამონახვა და ცვლილებების დამტკიცების პრობლემა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2020.
საათი: 11:11pm 1 კომენტარი

      ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 3 ივნისი, 2020

      კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ…

გაგრძელება

ტყის კოდექსის დამტკიცება, რურუა კონსტიტუციის მეტერი, კორონას ახალი კლასტერები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ყველაზე თბილი სეზონი ქრისტიანული ზეიმით და ბავშვთა დღით დაიწყო და ალბათ ყველაზე ლოგიკური გადასვლაა ზაფხულის სეზონზე. ცხადია დღი მთავარი ამბები ასეთი ხალისიანი და ბედნიერი არ ყოფილა. დავიწყოთ საამინდო ამბებით - ივნისის პირველი ხუთეული წვიმიანი, თუმცა ცხელ-თბილი იქნებაო. ჩვენთან კორონას ახალი კლასტერები ვლინდება, მაგრამ აკრძალვები მაინც მცირდება - მეტიც, რესტორნები ამუშავდნენ. ტყის კოდექსიც დაამტკიცეს და რურუას პატიმრობა წყვეტს ახლა…

გაგრძელება

დაბარებული პრემიერის ვრცელი გამოსვლა, ლუგარის რუსული რევიზია და გამოხმაურებები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს! დამოუკიდებლობის დღე გადაგორდა თუ არა, კვირის მთავარ ამბად იქცა პრემიერ მინისტრის საპარლამენტო სტუმრობა. ბოლო ორი დღეა ყველა სიახლე ამ სტუმრობის გარშემო იტრიალებდა, რომ არა ჩრდილო მეზობელი და მეორე მთავარი თემა - ლუგარის ლაბორატორიის რუსეთული ჩაკირკიტება. კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 738 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 573, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 929 312, გამოჯანმრთელებული -…

გაგრძელება

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 2 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

Qwelly World

free counters