ვაპირებდი დამეწერა, დაო-დედაოობის მესამე დაბადების დღეთქო, მაგრამ ვიფიქრე რომ გაუგებარი იქნებოდა.
ჰო, უკვე მესამე დაბადების დღე მოვიდა. ეს ფოტო, ვარძიაში იმ წელსაა გადაღებული, რომლის ზამთარიც ყველაზე ცრემლიანად დაიწყო.
ხომ იცი არ მიყვარს სტატუსებად დაწერილი მილოცვები, მითუფრო რომ არც კი ვგონებ ამას წაიკითხავდე, მაგრამ ხანდახან ემოციების ჩასაწერად შეუდარებელი საშუალებაა მეგობრების გულები, ამასთან რა ჯობს თუ უფრო მეტი ადამიანი მოგილოცავს და დაგლოცავს?!
მეც ამას ვაპირებ, ვაპირებ მოგილოცო, გადღეგრძოლო, გისურვო ღვაწლი და საკუთარ თავში უფლის საკუთრება მოგენახოს. იყო მასთან ერთობაში ლოცვით და მადლმოსილებით.
ჩვენ კი... ოხ, ჩვენ კვლავ ემოციებთ შევხვდებით შენს შავ შესამოსელს, კვლავ დაგვწვდება გული ან შეგუებულები ვიცინებთ და ვიღიმებთ, ისევ "ვიდღლოფინებ" და ვიმხიარულებ. ჯერ ხომ დაო-დედაოხარ...
მაგრამ ერთი რამ განსაკუთრებით აემოციურებს ამ დღეს...
როგორც წესი, ყველას როდესაც დაბადების დღეს ვულოცავ, მის მშობელ დედას ვადღეგრძელებ ხოლმე, როგორც ამ დღის უდიდეს ადამიანს... ახლაც ასე მოვიქცევი, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, რომ ვიხსენებ ან ვუფიქრდები თქვენი ყოველი შეხვედრა რა ემოციის მატარებელია მისთვის, თავიდან იწყება ცრემლების და ღიმილების, ტკივილისა და სიხარულების არევა სხეულში. როგორც სისხლი, მოედება ხოლმე ორგნიზმს და ცხადად ვგრძნობ როგორ გადადის გულიდან მუცელზე, ხელებში, გონებაში...
აი, ეს ფოტო, ფოტო რომელიც კარგად ასახავს იმ რეალობას, რომელსაც ჰქვია - ჩემი შვილი მონასტერში წავიდა!...
ასე საჯაროდ, დაბადების დღეს გილოცავ სოფიო!
რას მერჩოდი
ვულოცავ
მეც ვულოცავ სოფიოს დაბადების დღეს, ღმერთმა გააძლიეროს და შეაძლებინოს ამ ჭეშმარიტ გზაზე ღირსეული სვლა, არა მარტო თქვენ ლაშა, ჩემი თვალებიც სულ დაეძებს სვეტიცხოვლის ერთ-ერთ კუთხეში მდგარ სოფიოს...
სოფიო გილოცავ !!!ღმერთმა გაგაძლიეროს......სოფიოს კი ვიცნობდი ,მაგრაამ შენი და თუ იყო არ ვიცოდი,ადრეულ ბავშვობაში მყავდა განაცნობი :* :*:*
მე კიდე სოფიო ნათიას და მეგონა :) :*
ხოოოო :) :) დედას ვკითხე და მითხრა :P
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია