Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

ადამთან საუბარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ამჩნევ რაიმეს?

      - რაზე ამბობ...

      - სამოთხის ბაღში რაღაც გაუგებარი ხდება.

      - მაინც რა?

      - შეიცვალა. ისეთი აღარაა, როგორიც უწინ იყო...

      მეძნელებოდა ამაზე საუბარი, მაგრამ რახან სათქმელი უკვე ვთქვი, სიტყვა აღარ გავწყვიტე. გულდაწყვეტით შევჩივლე ადამს, რომ სამოთხის ბაღს ვეღარ კი ვცნობ ამ ბოლო…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 12, 2019 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ფიცარ-ფიქსელის არტი

      ახალგაზრდებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ მძიმე 90-იანებში, ერთგვარი ხელოვნება იყო დაწრილი შეშის ისე დასაწყობება, რომ რაც შეიძლება ბევრი დატეულიყო, ქალაქის-სოფლის იერსახე არ დაგემახინჯებინა და რაც მთავარია - არ დაშლილიყო. მაშინ, გაფერადებაზე არავინ ფიქრობდა, მაგრამ სამყარო წინ წავიდა, განვითარდა და მას შემდეგ რაც ფიქსელებით დაიწყეს მოვლენების წარმოდგენა მონიტორებიდან, ფიქსელ არტიც დღითიდღე მეტ პოპულარობას იძენს. ამ გადმოსახედიდან, დღევანდელი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 8, 2019 წელი. 11:47pm — არ არის კომენტარები
_______________

ნაძვის ხის დეკორაცია

      მართალია თვე მხოლოდ ახლა დაიწყო, მაგრამ ბევრგან უკვე ნაძვის ხეები აბრდღვიალდნენ და ვიდრე მთელი საქართველო საახალწლო განწყობაზე გადაერთვება, მინდა რამდენიმე იდეა მეც გაჩვენოთ ნაძვის ხის მორთულობისა და დეკორაციების მდიდრულ თუ მოკრძალებულ ვარიანტებზე. ერთი რამ ცხადია - ბუხრიანი ოთახი ყველაზე კარგი ვარიანტია ნაზვის ხის დასადგამად - თან ლეგენდებიც უფრო ადვილი დასაჯერებელი გახდება. …

ნაძვის ხე, მორთულობა, საახალწლო, ახალი წელი, ბლოგი, ნაძვის ხის მორთულობა, qwelly

ნაძვის ხე, მორთულობა, საახალწლო, ახალი წელი, ბლოგი, ნაძვის ხის მორთულობა, qwelly

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 7, 2019 წელი. 11:34pm — 1 კომენტარი
________________

ცისფერი ჩხიკვის უცნაური სიტყვები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემი პაწიები თამაშით გაერთნენ, ხმამაღალი ჭყივილით დასდევდნენ ერთმანეთს მწვანე მდელოზე. კარგა ხანს ვუყურე მათ ხალისიან თამაშს, მზეზე ნაკლებად როდი უელვარებდათ სირბილისგან აწითლებული ლოყები.

      მერე კი ბუჩქნარს მივაშურე ნოყიერი ბოლქვების შესაგროვებლად. როცა ჩემი პაწიები თამაშით დაიღლებიან, პირს ამით ჩაიგემრიელებენ.

      ცისფერი ჩხიკვი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 3, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გველის ტყავი გველის მაგივრად

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ერთხელ ყვავილოვან მდელოზე დავსეირნობდით მე და ჩემი პაწია მზეები. მე მათ ვასწავლიდი, თუ როგორ უნდა დაეკრიფათ ყავილები და მერე როგორ შეეკრათ თაიგულებად. მეცინებოდა, როცა ვხედავი, რა უგერგილოდ მბაძავდნენ თავიანთი პატარა ხელებით..

      უცბად გველის ტყავი დავინახე, ბოლოსკენ ოდნავ დაკლაკნილი გაწვართულიყო ყვავილებით მოჩითულ ველზე. ჯერ კიდევ არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 21, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ცისარტყელა თურქულ არქიტექტურაში

      ბევრ თურქს რომ ჰკითხოთ, სტამბულს ეს გარეუბანი უბრალოდ ჩვეულებრივ ფერადი სახლების თავშეყრის ადგილია და განაკუთრებული არც არაფერია იქ, მაგრამ ხელოვანები ხომ იმიტომ არსებობენ რომ ჩვეულებრივობა არაჩვეულებრივობად აქციონ. თურქი ფოტოგრაფია იენარი ტორუნი (Yener Torun) ცისარტყელის დასახლების გამორჩეულობაზე მუშაობას შეუდგა. შერჩეული ფოკუსი, ფერების დაჭერა, განათების შერჩევა და კომპოზიცია ისე ააწყო, ზოგიერთი მათგანი სურეალისტურ ნამუშევარსაც კი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 17, 2019 წელი. 10:38pm — არ არის კომენტარები
_______________

ფაუნა და კულინარია

      ფოტომანიპულაციებმა შეიძლება ზებრაც კი შოკოლადივით გემრიელი გახადოს, მელიისგან ტოსტი მოგამზადებინოს და თაგვები ბაბუაწვერასავით გაგაფურცლინოს. ყოველშემთხვევაში, ყველა ეს იდეა რონალდ ონგს (Ronald Ong) მოუვიდა თავში და მერე ფოტოშოპში განახორციელა კიდეც. სახელებიც კი მოუფიქრა თავის ფლორა-ფაუნას, ზებრეო ორეოსა და ზებრას ნაზავია, პურმელა - პურისა და მელიის კომბიაციაა და ა.შ.…

ზებრა ორეო, პური მელია, ვეფხვი ფორთოხალი, ბლოგი, არტი, ხელოვნება, qwelly, art, blog

ზებრა ორეო, პური მელია, ვეფხვი ფორთოხალი, ბლოგი, არტი, ხელოვნება, qwelly, art, blog

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2019 წელი. 11:08pm — არ არის კომენტარები
_______________

უცხო ღიმილი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ჩემს პაწია მზეს ძალიან სიამოვნებს, როდესაც ჰამაკში ვარწევ ხოლმე, მაშინვე თვალებს მილულავს და ტკბილად იძინებს. ასეთ დროს მახსენდება, რომ მეც ძალიან მსიამოვნებდა ჰამაკში ჩაძინება, მთელი სამოთხის ბაღი ნელნელა ირწეოდა ჩემს ჰამაკთან ერთად, ირგვლივ ყოველივე მშვიდი ნეტარებით სუნთქავდა.

      კიდევ ბევრ რამეს ვხედავ ჩემთვის კარგად ნაცნობს, როცა ამ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 16, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

გირჩის მავნებლობა ანუ ბოროტებამ თავი ვერ დამალა

      მოდი ვნახოთ, რა იყო, ან თუ არ იყო, როგორ იყო, მაგრამ ერთი კია - ღვთის უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

      მაგრამ მაინც, ერთი გიორგიც იყო. გიორგი დაიბადა თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, შედარებით ღარიბი ცოლ-ქმრის ოჯახში, დედას - ელენე, მამას კი კონსტანტინე ერქვა. ისე მოხდა, რომ იმ პერიოდში, თბილისში უამრავი პრობლემა იყო, მტერი მაშინაც არ გვასვენებდა და ამის გამო, თბილისში მარილი არ იშოვებოდა, არადა გიორგის ძალიან, ძალიან უყვარდა მარილი და…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2019 წელი. 10:17pm — 3 კომენტარი
________________

მარგალიტები სიდამპლეში

      გუშინ მიკროსკოპული სამყაროს მშვენიერებაზე ვისაუბრეთ, ახლა კი სოკოს და ობმოდებულ ხილს შევეხოთ, რომელიც იმაზე მდიდრულად გამოიყუერბა, ვიდრე უბრალოდ დამპალი ხილი. დღევანდელი სკულპტურების ავტორი ქეთლინ რაიანი (Kathleen Ryan), გახლავთ, რომლის გროტესკული კომპოზიციები სიდამპლე შეპარულ ციტრუსს სიმდიდრეს ჰმატებს, თუმცა თავის კოლექციას მაინც ასე დაარქვა - ცუდი ხილი. ციტრუსების გარდა, ქეთლინმა გააკეთილშობილა ვაშლი, მსხალი, ატამი და სხვა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2019 წელი. 10:41pm — არ არის კომენტარები
_______________

მიკროსამყაროს სკულპტურა

      ბუნება მრავალმხრივ მომხიბლელი და საინტერესო მოცემულობაა, რომელიც ჩვენს გარშემო, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. თუმცა, ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით, შეუძლებელია იმ უფრო დიდი სამყაროს ხილვა, რომელშიც ეს ბუნება გვევლინება - ამიტომ მოიგონეს მიკროსკოპი და ამ მიკროსკოპით ახალი სამყარო, ახალი ორგანიზმები, ახალი ბუნება დაინახეს. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ამ ახალი ერთობ დაფარული სამყაროს თვალიერებისას, ხელოვანი ადამიანები მშვენიერებას ხედავენ და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2019 წელი. 11:20pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამის გაოცება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ვერ გამიგია, რა გემართება, - ამბობს ადამი და თან გამომცდელად მათვალიერებს. სხეულის ფორმა რომ შემეცვალა, ეს აკვირვებს.

      - აკი გითხარი, მზე ჩამისახლდა სხეულში, - ვეუბნები პასუხად.

      - ვითომ მართლა ასეა? - ეჭვიანად მეკითხება ადამი. გუმანით ვგრძნობდი, ჩემი სიტყვები არ სჯერა მეთქი და აჰა, გამართლდა ჩემი ვარაუდი, - უკვე კარგად…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 5, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

თაფლი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადრე ხელიდან მტაცებდა ყველაფერს, რასაც კი თვალს მოჰკრავდა... ადამზე გეუბნებით, ახლა კი სულ სხვანაირად იქცევა. რას ვიფიქრებდი, თუ რაიმე ამის მსგავსი მოხდებოდა; ორივე ხელი აუვსია ნაირნაირი მწიფე ხილით და მორბის.

      - კარგად ვიცი, ხილი გიყვარს, - მეუბნება.

      გემრიელად მივირთმევ მართლაც მშვენივრად დამწიფებულ ხილს, თან ადამსაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 31, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამი თავს მაბეზრებს

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      აღარ ვიცი, რა გზას ვეწიო, ადამს ვეღარსად ვემალები. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს აუცილებლად მომძებნის.

      არადა, ყოველთვის ვჯაბნიდი უწინ, დამალობანას თამაშის დროს. თითქმის ვერასოდეს მპოულობდა, რამდენიც არ უნდა ვეძებნე. ბოლოს მე თვითონვე დავუძახებდი: „ჭიტა!“ ანდა სიცილი წამსკდებოდა.

      ახლა კი, „ჭიტას“ დაძახებას ვინ გაცდის, ისედაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 27, 2019 წელი. 3:30pm — არ არის კომენტარები
_______________

კიდევ უფრო შორს

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან, ცალკცალკე მიილტვიან სადღაც... თან მეტისმეტად უცნაურ, სრულიად აუხსნელ ქარაგმებს ხლართავენ, ისე რომ ხანდახან ძალიან ვიბნევი.

      ცხადში მე მუდამ გველს დავეძებ. მის გარდა ვერავინ ამიხსნის, თუ რა ხდება, რა ემართებათ სიზმარს და ცხადს, რატომ გაურბიან…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 22, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მქარგავი ფუტკრები

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ ცხოვრებამდე, მაგრამ ადამიანებმა მაინც დაიწყეს მათთვის სახლების შენება და სპეციალური, ცვილით დაფარული - მოქსოვილი ფირფიტების შადგმა სახლებში, რათა ფუტკარს შრომა შეუმსუბუქონ და მხოლოდ ორიენტირებულნი იყვნენ თაფლის მოგროვებაზე. როდესაც ფიჭა მთლიანად შეივსება და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2019 წელი. 3:19pm — არ არის კომენტარები
_______________

სამეფო გვირგვინის მტრედი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და მის ერთ-ერთ ქმნილებას წარმოგიდგენთ.

      თეთრი, ფითქინა მტრედები ხომ თავისთავად სილამაზე, სისადავე, სისუფთავე და მშვენიერებაა, მაგრამ სამეფო ტიტულატურით, მაინც სხვა მტრედი სარგებლობს. მას უბრალოდ ბუნებრივად აქვს გვირგვინი, ყოველგვარი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2019 წელი. 10:21pm — 1 კომენტარი
________________

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია გადაღებული. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი საკმაოდ ბუნდოვანია და უამრავ კითხვას ბადებს, მაყურებელი იძულებულია პასუხები საკუთარ თავში და იმ ინფორმაციებში ეძიოს, რომელსაც ფლობს.

      ზოგადად ფილმები, რომლებიც ფსიქოლოგიური ჰორორის ჟანრს…

გაგრძელება

დაამატა Ketevan_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2019 წელი. 4:00pm — 6 კომენტარი
________________

გველის და ადამის მსგავსება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ შევურიგდები. მეტისმეტად აუტანელი გახდა...

      რგოლებად დახვეული გველი ხმისამოუღებლად შემომყურებს თავისი ბნელი ლაქებით. მე ჩემსას ვაგრძელებ, დაწვრილებით ვყვები, რომ საზღვარი აღარ აქვს ადამის თავკერძობას, თან როგორი უსაქციელოა... სულდგმული არ…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 15, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

განახლებული ხელოვნება

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა ჟუნგვონ ჟოენგმა (Joongwon Jeong). გაცოცხლება კი მართლაც ჰიპერრეალისტური გამოუვიდა და ამის შემდეგ, სხვა ისტორიულ პიროვნებებსაც მიჰყო ხელი. სენეკასთვის ჩაგიხედავთ თვალებში სიკვდილის წინ? ჟუვონგს თავისი ვერსია აქვს რა ფერის თვალები უნდა ჰქონოდა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2019 წელი. 11:43pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters