ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია გადაღებული. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმი საკმაოდ ბუნდოვანია და უამრავ კითხვას ბადებს, მაყურებელი იძულებულია პასუხები საკუთარ თავში და იმ ინფორმაციებში ეძიოს, რომელსაც ფლობს.

      ზოგადად ფილმები, რომლებიც ფსიქოლოგიური ჰორორის ჟანრს განეკუთვნება დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკაზე და ემოციები, რომელსაც ისინი ტოვებენ საკმაოდ დიდხანს გასტანს, თუმცა, ეს ფილმი მხოლოდ ამის გამო არ გამომირჩევია. ვფიქრობ არსებობს ფილმები, რომლის გასაგებადაც საჭიროა სხვადასხვა სფეროში გარკვეულ ცოდნას ფლობდეს ადამიანი, „მდგმური“ სწორედ ასეთია, იმისთვის, რომ მიხვდე, რატომ ვითარდება მოვლენები ისე, როგორც ვითარდება, აუცილებელია რაღაც საკითხებთან პარალელების გავლება შეგეძლოს.

      საკმაოდ საინტერესოა ფილმები, რომლებიც მის სიღრმეებში განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებებს უკავშირდება ან გარკვეულწილად ხაზს უსვამს მათ ხასიათს. მაგალითად იორგოს ლანთიმოსის „წმინდა ირმის მკვლელობა“ ან გასპარ ნოეს „სიცარიელეში შესასვლელი“, ორივე ფილმი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა, ჩემი აზრით ერთნაირი დოზით არის მათში გამოხატული რწმენები და მათი მნიშვნელობა ადამიანების ცხოვრებაში. „მდგმური“ ამ ფილმებისგან იმით განსხვავდება, რომ მასში არ არის ნაჩვენები რელიგიური შეხედულებების დატვირთვა ან გავლენა პერსონაჟების ცხოვრებაზე, ისინი უბრალოდ არსებობს, როგორც ფონი იმ ყველაფრის რაც ხდება. როგორც თავიდან აღვნიშნე იმისთვის, რომ გაიგო რატომ ვითარდება მოვლენები ასე, სწორედ ფონად არსებული რელიგიური შეხედულების ცოდნაა საჭირო, რადგან ფილმში არანაირი მინიშნება არ დევს და ცოდნის გარეშე შინაარსის გამოცნობა ვფიქრობ თითქმის შეუძლებელია.

      პირველ რიგში, მინდა იმ რელიგიაზე ვისაუბრო, რომელიც ვთვლი, რომ ჩემს მიერ არჩეული ფილმის ამოსახსნელად ერთადერთი თუ არა, ერთერთი ყველაზე ლოგიკური საშუალებაა. ბუდიზმი, საკმაოდ საინტერესო რელიგიაა და ამის გამო ფილოსოფიად და ფსიქოლოგიადაც მოიაზრება. მისი მიმდევრების აზრით ცხოვრების ხაზი გარკვეულ მონაკვეთებად ან შეიძლება ითქვას გაკვეთილებად არის დაყოფილი, ესენია: ტკივილის არსებობა - როგორც მოვლენათა მუდმივი დენადობის წყარო, სურვილის არსებობა - ტკივილების მიზეზი, სურვილის დათრგუნვა -ტკივილების დასათრგუნად, გულმართლობა, ჭვრეტა და სიბრძნე და ბოლოს განთავისუფლება, ხსნა ნირვანას მეშვეობით. ცნობილია, რომ ბუდიზმში თვითმკვლელობა მიუღებელ ნაბიჯად ითვლება, რადგან ამით ადამიანი მის „გაუმაძღარ“ ბუნებას ამჟღავნებს, რაშიც ხელახლა სიცოცხლის დაწყების სურვილი მოიაზრება. ეს ყველაფერი უფრო მარტივად გასაგები იქნება, თუ წარმოვიდგენთ ერთგვარ წრედს, რომლის გავლაც ადამიანს ყოველ ჯერზე ხელახლა უწევს და რომლისგანაც თავის დაღწევის ერთადერთი გზა ნირვანას მიღწევაა, სუიციდი კი წრედის დასრულებისა და მისგან განთავისუფლებისთვისუპირობო ხელისშემშლელია.

      გარდა ბუდისტური მიდგომებისა, მინდა ასევე ვისაუბრო ეგვიპტურ მითოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც ყველაფერი რაც აწმყოში ხდება, უკვე მომხდარა წარსულში და მომავალშიც განმეორდება. ასევე ადამიანი არა ერთ, არამედ მრავალ ცხოვრებას ცხოვრობს, თუმცა არა მხოლოდ დედამიწაზე არამედ უსასრულო გალაქტიკაში. ცალკეული ინდივიდების ცხოვრებაში მონაწილეობას იღებენ სხვა ინდივიდები და მისგან განუყოფელ ნაწილად იქცევიან, ასე, რომ ვთქვათ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებას ქმნიან და ამასთანავე ერთ დიდ მთლიანობას, გარკვეულ ენერგიას, რომელიც ხშირად ღმერთადაც მოიაზრება.

      სანამ, ნახსენებ ფილოსოფიურ მიდგომებს ჩემს მიერ შერჩეულ ფილმთან დავაკავშირებ და მათი საშუალებით ვეცდები ამოვხსნა მასში ასახული მოვლენების განვითარება, მანამდე მინდა ავღნიშნო რა შთაბეჭდილებებს ტოვებს ის, რელიგიური შეხედულებების გათვალისწინების გარეშე. ფილმში „მდგმური“ ნაჩვენებია ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრების გარკვეული ეტაპი, ის პოულობს ბინას, რომელიც დროებით საცხოვრებლად სჭირდება და ქირაობს მას. მისი მეზობლების უმრავლესობა ხანში შესული ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად წუხდებიან ხმაურით და არ აძლევენ ახლად გადმოსულ მამაკაცს საშუალებას თავისუფლად იცხოვროს საკუთარ სახლში. მოვლენები საკმაოდ უცნაურად ვითარდება და დგება მომენტები როცა ფილმი იმ უამრავ ფილმს ემსგავსება, რომელშიც გზა აბნეული სულების ამბებია მოთხრობილი და ნაჩვენები. გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილებაც შეექმნას, რომ მთავარი გმირი, ტრელკოვსკიც, უკვე გარდაცვლილია და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ სხვა დანარჩენ გარდაცვლილ სულებთან კონტაქტს ამყარებს და სიმშვიდეს ვერ პოულობს. ასევე გარდაუვალია ფილმის ყურების პროცესში, არ იფიქრო პარანოიასა და გაორებაზე, რომლის ნიშნებიც, ტრელკოვსკის, მრავლად აღენიშნება. თუმცა არცერთი ამ აზრებისგან არ მართლდება, რადგანთანდათან ირკვევა, რომ ფილმში არ არიან არც გარდაცვლილი ადამიანების სულები და არც მთავარი გმირია გარდაცვლილი, არც მოჩვენებითია რამე. ამ ყველაფერს მაშინ ვიგებთ, როცა, ტრელკოვსკი, თვითმკვლელობის შემდეგ საკუთარ თავს საავადმყოფოში თაბაშირში ნახულობს, ისე როგორც ახალი, „მთელი“ ადამიანი, ეს იმ სცენის გამეორებაა, რომლითაც ფილმი იწყება.

      ფილმის მიმდინარეობა და მთავარი გმირის მდგომარეობა სხვადასხვა ეტაპებზე თითქმის სრული სიზუსტით იმეორებს ბუდისტური თვალსაზრისით ცხოვრების დაყოფას მონაკვეთებად (გაკვეთილებად). პირველ ეტაპზე(ტკივილის არსებობა - როგორც მოვლენათა მუდმივი დენადობის წყარო) ის შებოჭილია მისი ასაკოვანი მეზობლების მხრიდან, არ აქვს უფლება ჰყავდეს სტუმრები, მოუსმინოს მუსიკას, გადაადგილოს ავეჯი და ა. შ. მეორე ეტაპზე (სურვილის არსებობა - ტკივილების მიზეზი) ის თავს ცუდად გრძნობს რადგან იძულებულია ყველა მისი სურვილი დათრგუნოს - არ იმოძრაოს ისე როგორც სურს, არ გააკეთოს არაფერი მისი საჭიროებების მიხედვით მხოლოდ იმის გამო, რომ არ გამოიწვიოს ხმაური და შემდგომ მეზობლების უკმაყოფილება. მესამე ეტაპის განმავლობაში (სურვილის დათრგუნვა - ტკივილების დასათრგუნად) ტრელკოვსკი ცდილობს საკუთარი თავი დაარწმუნოს იმაში, რომ ხმაური მართლაც შემაწუხებელია და მის მეგობართან ყოფნისას სთხოვს მას, რომ მუსიკას ხმა ჩაუწიოს, საკუთარ თავში სურვილების დათრგუნვის და მეზობლების მორჩილებისგან ხელოვნურად განთავისუფლების შედეგად ის ემსგავსება მის გარშემო მყოფ ხანდაზმულ ადამიანებს. მეოთხე ეტაპი კი (გულმართლობა, ჭვრეტა და სიბრძნე) სიტუაციის გაანალიზებას მოიცავს, როცა მთავარი გმირი ხვდება რა მდგომარეობაში აღმოჩნდა და ცდილობს გამოარკვიოს რამ მიიყვანა აქამდე. ის ადანაშაულებს ყველას: მის მეზობლებს, მის მეგობრებს, კაფეში მომუშავე პერსონას, უბრალოდ შემხვედრებს, აბსოლუტურად ყველას რადგან მათ ერთობლივად შექმნეს ის ისეთად, როგორიც გახდა. იმისთვის, რომ ის საკუთარ თავს დაუბრუნდეს მიმართავს სხვადასხვა გზებს თუმცა უშედეგოდ. გამოსავლის ძიება და სიმშვიდის დამკვიდრებისაკენ სწრაფვა შესაძლოა მოვიაზროთ მეხუთე ეტაპში (განთავისუფლება, ხსნა ნირვანას მეშვეობით) თუმცა ტრელკოვსკიმ ეს გაკვეთილი წარმატებით ვერ დაასრულა რადგან თვითმკვლელობა აირჩია, შესაბამისად ახლიდან დაბადება. სწორედ ასე დაიწყო იგივე წრედი ახლიდან (საავადმყოფოში მომაკვდავი საკუთარი თავის ნახვით). რაც შეეხება ეგვიპტურ მითოლოგიასთან პარალელებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფილმის მსვლელობისას მთავარი პერსონაჟი ხშირად აწყდება მისთვის უკვე ნაცნობ დეტალებს, (მაგალითად პოულობს კედელში დამალულ კბილს, მოგვიანებით მეორე კბილსაც იმავე ადგილას თვითონვე ინახავს) ის იმეორებს ისეთ სვლებს, რაც ხვდება რომ ოდესღაც უკვე გაკეთებული აქვს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას იგივე ცხოვრება უკვე გავლილი აქვს და მომავალშიც მოუწევს გაიაროს, სანამ თვითმკვლელობის გარეშე არ იპოვის სიმშვიდეს და არ შეწყვეტს წრედს.

      იმის მიუხედავად, რომ ვფიქრობ ამ რელიგიური მიდგომებით საკმაოდ საფუძვლიანად აიხსნება ფილმი, არსებობს სხვა მრავალი დეტალიცრომლებსაც სასურველია სახელი დავარქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ვხედავთ უცნაურ სილუეტებს ფანჯრებში, უჩვეულო გამოსახულებებს სარკეებში და ასე შემდეგ, ამ მოვლენებს ჩემი აზრით ლოგიკური იქნება თუ პარანოიით და იდენტურობის დისოციაციური აშლილობით ავხსნით. ტრელკოვსკი დამორჩილებულ, შეზღუდულ მდგომარეობაში ფსიქიკურად სუსტი აღმოჩნდება და ეჩვენება ისეთი სიტუაციები, ის ადამიანები ვინც მას რეალურად თრგუნავენ (მაგალითად ერთერთ ეპიზოდში ეჩვენება, რომ მისი მეზობლები ახრჩობენ, შემდეგ კი ტაშს უკრავენ როცა ფანჯრიდან გადახტომას აპირებს), ასევე გარკვეულ სიტუაციებში მისი მოქმედებები, მოგვიანებით მისთვისვე გაურკვეველი ხდება.

      ჩემი აზრით „მდგმური“ ერთერთია იმ ფილმებიდან, რომლებზეც თითოეული მნახველი საკუთარ შეხედულებებსა და თეორიებს აყალიბებს. ეს კი იმას უსვამს ხაზს, რომ ძალიან საინტერესოა და მაყურებელზე ბევრნაირად მოქმედებს. შესაძლოა არც ჩემს მიერ ჩამოყალიბებული „ახსნა“ არ არის ზუსტი, თუმცა ვთვლი, რომ საკმაოდ ლოგიკურია. ეს არის ფილმი, რომელშიც ყოველ წამს და ყოველ დეტალს მნიშვნელობა და დატვირთვა გააჩნია, სადაც რეალურად ყველა პერსონაჟი „მთავარი გმირია“ და ქმნიან ერთ დიდ ერთობლიობას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  • რომან პოლანსკი. ფილმი „მდგმური“. 1976 საფრანგეთი.
  • დიურკემი, ემილ. რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები. 2004 თბილისი: იოანე პეტრიწი. http://dspace. nplg. gov. ge/handle/1234/147292 (06/07/2019).

ნახვა: 1340

ტეგები: Qwelly, ანალიზი, განხილვა, დიურკემი, მდგმური, პოლანსკი, რელიგია

მაიკო: ოქტომბერი 19, 2019||12:24pm

არ მაქვს ნანახი და უნდა ვნახო )) 

Ketevan: ოქტომბერი 19, 2019||9:33pm

მაიკო, მიხარია, რომ დაინტერესდით:) ამ ფილმის შემდეგ როზმარის ჩვილი (rosemarys baby) და ზიზღი (repulsion) ვნახე, პოლანსკის ფილმებია, "apartment trilogy" ასეა გაერთიანებული სამივე ფილმი (მდგმურთან ერთად). სიმართლე გითხრათ დავეჭვდი ჩემი ანალიზის ჭეშმარიტებაში, მაგრამ რადგან ფილმის ნახვის ინტერესი მაინც გამოიწვია ალბათ არც ისე ცუდია:))

ლაშა: ოქტომბერი 20, 2019||1:31am

საინტერესოა, ბუდიზმამდე და ეგვიპტურ მითოლოგიამდე (ეს უკანასკნელი, მართლაც ხელის გულზე დადო რეჟისორმა, როდესაც ჯერ ღია ბარათი, შემდეგ კი საპირფარეშო „მოხატა“ ეგვიპტური იეროგლიფებით), როგორ ახსნით ეკლესიიდან გაქცევის ეპიზოდს? 

Ketevan: ოქტომბერი 20, 2019||2:27am

ლაშა, თავიდან ვუყურე ახლა ეკლესიის ეპიზოდს, რომ მეპასუხა. მე პარანოიას მივაწერ, ფოკუსში გრძნობდა თავს და ვერ აიტანა ჩემი აზრით. ჯერ ბავშვის მზერა, მერე ჯვარცმული ქრისტე და ფონად ტექსტი, ანუ თითქოს გრძნობდა, რომ ყველაფერი პირადად ეხებოდა რაც იქ ხდებოდა და შესაბამისად თავის თავზე მიიღო, სხვა ჭრილში ვერ აღვიქვავ. თქვენ რას უკავშირებთ? ეგვიპტურ მითოლოგიას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ იეროგლიფებს საერთოდ ვერ მივაქციე ყურადღება, ალბათ კიდევ ბევრი რამე გამომრჩა. 

ლაშა: ოქტომბერი 20, 2019||2:33pm

არადა, ვფიქრობდი, თქვენს განხილვას, რაც პოსტში გეწერათ, უფრო გაამდიდრებდა ქრისტიანული მოძღვრების კუთხითაც შეხედვა.  

1. სუიციდი განსაკუთრებით მძიმე ცოდვაა ქრისტიანობაში. 

2. ამ ადამიანის შიშები სწორედ მას შემდეგ იწყება, რაც მღვდლისგან ისმენს - რომ თავად ერთი პატარა ქმნილებაა და ადრე თუ გვია მიწაა და მიწად უნდა მიიქცეს (ანუ თავისი სურვილები, მისწრაფებები და ა.შ. ისევე გაქრება და გაუფასურდება, ისეთივე დაბალი ღირებულებისა და არაფრის მომცემია, როგორც თქვენ წერდით ბუდისტური გადმოსახედიდან)

პოლანსკის ბევრ რამეს აბრალებდნენ - მე ვერ დავაბრალებ განსაკუთრებულ ქრისტიანულ, რელიგიურ მოტივებს (მითუფრო, რომ მისი ფილმებიდან მხოლოდ პიანისტი მაქვს ნანახი), მაგრამ შეიძლება მთლიანობაში ასე წარმოჩინდეს - ქრისტიანობისგან გაქცეული ადამიანის ბუდისტურ-მითოლოგიური წრებრუნვა. 

P.S. ვინაა სიმონე შული? ტრელკოვსკის წინა ცხოვრება? 

Ketevan: ოქტომბერი 20, 2019||8:41pm

ქრისტიანული მოძღვრების კუთხით შეხედვა არ ვიცი რამდენად გაამდიდრებდა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ თვითმკვლელობა ქრისტიანობაში ყველაზე მძიმე ცოდვაა, ბუდიზმშიც ანალოგიურად ყველაზე უკიდურესი ქმედებაა. ერთში თუ იმიტომ ითვლება ცოდვად, რომ ღმერთისგან ბოძებულის ხელყოფას გულისხმობს, მეორეში ახლიდან დაბადების სურვილს ნიშნავს. მიზეზები განსხვავებულია, მაგრამ ფაქტია ორივეგან  მიუღებელია. შეიძლება უკეთესი ყოფილიყო დამატებით ამაზე საუბარიც, მაგრამ რადგან ბუდიზმმა სრულად მოიცვა ყველა ეტაპი რაც ტრელკოვსკიმ გაიარა, ამიტომ ასე ვამჯობინე.

“ქრისტიანობისგან გაქცეული ადამიანის ბუდისტურ-მითოლოგიურ წრებრუნვა” - ზუსტად ვერ მივხვდი რა იგულისმეთ. რა უფრო ახლოს არის რეალობასთან და სინამდვილეში რა როგორ ხდება ამაზე საუბარი აზრს მოკლებული მეჩვენება და არც ვთვლი, რომ ამ ფილმთან ან მის ანალიზთან რამე შუაშია, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი რაღაც ან არსებობს ან არა, ვგულისხმობ წრედს და მრავალჯერ დაბადების შესაძლებლობას. ფილმში რადგან ასეა ნაჩვენები ამ კუთხით განვიხილე, ქრისტიანობიდან გაქცევის და ღმერთის დაგმობის შედეგი არ მგონია წრედში აღმოჩენა. იმედია სწორად გამიგებთ რასაც ვამბობ, თუ თქვენი ნათქვამი გავიგე არასწორად, ესეც არაუშავს. 

სიმონე შული არის იდენტურობის დისოციაციური აშლილობის ნაყოფი. მარტივად რომ ვთქვა ტრელკოვსკის ის ვარიანტი, რომლითაც მან წინა ცხოვრება დაასრულა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი აზრია.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

ოსკარის 2024 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 11, 2024.
საათი: 11:01am 0 კომენტარი

ოსკარი 2024 სრული სია

      11 მარტი კინომოყვარულთა და ამერიკული კინოს ხელოვანთა ზეიმით დაიწყო. რა თქმა უნდა ამერიკაში, კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში და დოლბის თეატრში. ოსკარების რიგით 96-ე დაჯილდოებას წელს ჯიმი კიმელი უძღვებოდა. მოულოდნელობებით სავსე ოსკარი იყო და არ ვიცოდით ვინ აიღებდაო, მასეც ვერ ვიტყვით, რადგან ნოლანმა ბომბასავით ფილმი…

გაგრძელება

A Guide to personal enhancement

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 10, 2024.
საათი: 3:43pm 0 კომენტარი







You can find times I awaken and just go in the every day motions. I make coffee then sit down at my Pc for per day of work. I’ll typically workout, walk the canines, make supper. Then, go through, observe a present, head to bed. The next day? Awaken and do all of it another time.



Specifically at the height of the pandemic, it began to come to feel like vicious monotony. Our lives seemingly stalled in bumper-to-bumper site visitors. It feels like goals, aims, and…

გაგრძელება

Qwelly World

free counters