Qwelly ბლოგი! - დრო (17)

ახალი დედამიწელი

- ჩვენ აქ ვერაფერსაც ვერ ვიპოვით, - თქვა ახალგაზრდამ, ბარი მიწაში ჩაარჭო და წელში გაიმართა. ჭაღარას თავიც არ აუწევია, გულმოდგინედ ჩიჩქნიდა მიწას ხისტარიანი მომცრო ნიჩბით. რაკი პასუხს ვერ ეღირსა, ახალგაზრდამ ოქროსფერი ხელთათმანები ისე ენერგიულად დაიჭიმა თითებზე, თითქოს დაგროვლ ჯავრს გზა მისცაო და მუშაობა განაგრძო. ოქროსფერივე კომბინეზონი თევზის ქერცლივით მჭიდროდ შემოტმასნოდა ტანზე. ჭაღარას მოლურჯო ფერის სრული კომბინეზონი ემოსა, ხელთათმანები კი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 19, 2018 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დროში მოგზაურები (ზღაპარი)

      დათუნამ და მახარემ ერთმანეთი თოჯინების თეატრში გაიცნეს. დათუნა დარბაზში იჯდა, მახარე სცენაზე სრულებდა საოცრად საინტერესო და თანაც სახიფათო როლს. თავზე კოკროჭინა ნაბდის ქუდი ეხურა, ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. ცქვიტი, მოხერხებული და თანაც მეტად გულკეთილი გახლდათ მახარე, მუიდამ მზად იყო ვინმეს დახმარებოდა და რაიმეთი გაეხარებინა. მთელი წარმოდგენის მანძილზე ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, თავისი სახელი „მახარე“ არ გაემრთელებინა. თიტქოს ეს სახელი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: მაისი 15, 2018 წელი. 3:30pm — 2 კომენტარი
________________

ენით მოაზროვნე დრო

      აკადემიის დაჯილდოებას ფილმების უნახავად შევხვედროდი, პირველად მოხდა (პრინციპში, არც ისე დიდ ხანია ოსკარმაყურებელი ვარ). ამიტომ, დაგვიანებულზე მაინც დავიწყე იმ ფილმების ნახვა, რომელიც წელს ნომინაციებში წარადგინეს. პირველად, ვითომ სამეცნიერო ფანტასტიკას, მაგრამ უფრო, დრამას ჩავუჯექი და Arrival ვნახე (ჩვენებურად ჩამოსვლა, დაბრუნება, მიღება). ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2017 წელი. 2:00pm — 3 კომენტარი
________________

დროის ნაოხარი

      ერთ ადგილზე დგომა რეალურად ნიშნავს უკან დახევას, ამიტომ აუცილებელია სულ წინ გადაიდგას ნაბიჯი. შესაძლოა დიდი ნაბიჯი არ იყოს, მაგრამ მცირე მაინც გადასადგმელია. ასეა წერაშიც. შესაძლოა კარგი ვერაფერი დაწერო, მაგრამ აუცილებლად უნდა დაწერო. თუნდაც სისულელე იყოს, თუნდაც იდეა არ მოგდიოდეს, თუნდაც თემატიკაც არ იცოდე, რაზე დაწერო, მაინც უნდა დაწერო, რადგან ასეა საჭირო.

      ვინ ადგენს ამ საჭიროებებს? დრო!

      დროა სწორედ ის ფაქტორი,…

გაგრძელება

დაამატა ლაშა_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2016 წელი. 10:00pm — 1 კომენტარი
________________

დროის რაშები

აგრილებულა ზაფხულის დილა,

ხე შემოდგომის სიყვითლეს იმჩნევს.

რამდენ სიავეს შეესწრო თვალი,

გული კი მაინც სიცოცხლეს ირჩევს.

თუმცა კი გვიან მაგრამ დღეს მესმის

რაც არ მესმოდა ადრე მშობლების.

გახუნებულა ბავშვობის წლები,

როგორც სიმწვანე ამ ხის ფოთლების.

და როცა ქარი უხსოვარ დროსის

თვალწინ გაწელავს ერთ ფირად წარსულს,

გული უცრემლოდ მაშინ იტირებს

და ამოხეთქავს სიღრმეში დაფლულს.

თვალცრემლიანი…

გაგრძელება

დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 6, 2015 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

სადა ხარ ბედნიერებავ?!

ბედნიერება, წუთი, დრო, წამი, გამოცდილება, სწავლა, სკოლა, მერცხალი, კატა, გამოხედვა, ღიმილი, ფოთოლი, ქველი, ბლოგი, სად ხარ ბედნეირებავ, bedniereba, happiness, qwelly, qwelypost, qwellyblog

სადა ხარ ბედნიერებავ?!

      რამდენი წამია ერთ წუთში? როგორც სკოლაში მასწავლიდნენ და ყველამ ვიცით სამოცი უნდა იყოს. რამდენი წამი გამოდის 1 საათში? 60 X 60 ხო? არც ისე პატარა ციფრია არა? შემდეგ რამდენი წამია დღეში, ერთ დღე-ღამეში, კვირაში, თვეში, წელიწადში.... ძალიან ბევრი წამი გამოდის.

      მაგრამ ერთი წამი რა არის? არის…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2015 წელი. 9:00pm — 1 კომენტარი
________________

ნიღბების კარნავალი

ნიღბების კარნავალი

     ...მიიწელებოდა წყეული დრო და ადამიანები ტანსაცმელთან და მეგობრებთან ერთად ნიღბებსაც იცვლიდნენ...

     ამას დათრგუნვა და დეპრესია მოჰყვებოდა. ზოგჯერ სიამოვნებაც, ზოგჯერ არც არაფერი,სუიციდიც, სისხლისღვრაც... სრულიად უგრძნობი გახდა ზოგიც...

     ღმერთმა ფიქრი შეწყვიტა ადამიანებზე და წვიმას აუკრძალა თავის ცრემლებად მოსვლა. წვიმა, მხოლოდ მოვალეობის…

გაგრძელება

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 8, 2015 წელი. 3:00pm — 6 კომენტარი
________________

გილოცავთ ახალ, 2015 წელს!

      ახალ, 2015 წელს გილოცავთ, მეგობრებო! სასწაულების მომტანი თუ არა, ამ წელზე ბევრად კარგი ყოფილიყოს! პირველად ვხვდები ახალ წელს მარტო, თანაც სამსახურში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერ განწყობაზე ვარ! ასეთი ჩუმი ახალი წელი ჯერ არ მინახავს. ცოტა არ იყოს გული დამწყდა, უძრაობა რომ შევნიშნე ჩვენს დედაქალაქში ამ დღესასწაულს, ლამის ჩვენს ახალ მთავრობას ვუსაყვედურე და უცებ, გავხედე განათებულ მეტეხს, რა დიდებულია, ღმერთო! როგორ…

გაგრძელება

დაამატა mziko khutsishvili_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 14, 2015 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

მოვა დრო

რაღაც მინდა სიცოცხლეზე მეტი,

რაღაც, მაგრამ უკვდავება არა,

წარსულ ფიქრებს მოგონება შეცვლის,

აღარ მიყვარს დარდი წარა-მარა.

რაღაც მინდა სიყვარულზე მეტიც,

რაღაც, მაგრამ დაჩრდილული არა,

გავაბრაზე რაღაცაზე ღმერთიც,

მაგრამ უკვე მკრეხელობაც კმარა.

სევდიანი თვალები და

მზის ნათება შორი,

გამჭვარტლული წარსული და სივრცე,

ლამაზ ბაღში მოსეირნე ქალები და,

მათ სანაცვლოდ

მზად…

გაგრძელება

დაამატა ტატე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 7, 2014 წელი. 11:00pm — 4 კომენტარი
________________

დეფისი

რა უნდა ერქვათ დღეებს,

ძალაუნებურად არსებულს,

როცა რომელიღაც კუთხეში

ხმას დაგუბებულს ინახავ,

რადგან ერთი ბგერის წარმოთქმასაც კი,

სწორედ ის ძალა სჭირდება,

რომელმაც უკანასკნელ წამს

ზურგი გაქცია და თვალები მილულა...

როცა შენი სუნთქვა შენს ყურებს კი არა,

ფილტვებსაც აღარ ესმით...

როცა საკუთარი ხელები

იმ ტოტებს გაგონებს

სველი თოვლით დამძიმებულნი

უღონოდ რომ დახრილან...

ლურჯი ვენებით დასერილს…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2014 წელი. 12:30pm — არ არის კომენტარები
_______________

პოეზიაზე...

      იგი ფოთლებით მოფენილ ხეივანში მედიდურად დააბიჯებდა...

      გულში ჩაეხუტებინა გახუნებული, ძველი წიგნაკი და თავადაც ძველი წიგნის ჰარმონიული სურნელი ასდიოდა. სიძველისგან დაცრეცილი ფურცლების გადაკითხვას მოჰყვა და ვინ იცის მერამდენედ დასთამაშებდა მისი მზერა ათასგზის ჩაკითხულ გვერდებს.

      მის გვერდით არავინ…

გაგრძელება

დაამატა მერი მაღლაკელიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 25, 2013 წელი. 12:30am — 3 კომენტარი
________________

თოლია ♥

- თუ არის სადმე ზეცად წოდებული ადგილი ?

- არა. ასეთი ადგილი არ არსებობს. ზეცა არც ადგილია და არც დრო, ზეცა სრულყოფილი არსებობაა.

დაამატა მარიამი ❀_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 19, 2013 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

იცით, რა არის ყველაზე დიდი საშინელება ამ ქვეყანაზე?

 - იცით, ძმებო, რა არის ყველაზე დიდი საშინელება ამ ქვეყანაზე?

 - ცარიელი ჭიქა, - მიუგო ლენცმა.

      ფერდინანდმა საზე ზიზღით დამანჭა.

 - გოტფრიდ, არაფერია ისე სამარცხვინო მამაკაცისთვის, როგორც ტაკიმასხარობა. - მერე ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა. - ყველაზე საშინელი, ძმებო, დრო გახლავთ, დრო, წუთიერი ჟამი, რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელსაც ვერ ვეუფლებით.

      მან ჯიბიდან საათი ამოიღო და ლენცს თვალებთან…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 11, 2013 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ბავშვი დროის ყველაზე უტყუარი საზომია...

      ბავშვი დროის ყველაზე უტყუარი საზომია. მისი ყოველდღიური ზრდა, შენი ყოველდღიური დაბერებისა დაუძლურების დამადასტურებელია. რაც ბავშვს ემატება, ის შენ გაკლდება და რასაც ბავშვი უახლოვდება, შენ იმას შორდები, თითქოს უხილავი ბორბლის მანებზე ხართ მიბმული ერთმანეთის გვერდით და ის ბორბალი, თქვენთვის შეუმჩნევლად , ბრუნავს. ბავშვისთვის რომ თენდება, შენთვის ღამდება.

(ოთარ ჭილაძე)

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 7, 2013 წელი. 2:00pm — 8 კომენტარი
________________

ჩემი შემოდგომა

      და აი დადგა ჩემი შემოდგომაც!

      წელიწადის ჩემი საყვარელი და ყველაზე მშვენიერი დრო...

      თითქოსდა სიცოცხლე კვდომას იწყებს, მაგრამ არა... შემოდგომა მხოლოდ ცივ, სუსხიან და მკაცრ ზამთართან შესახვედრად ხალისიანი და "ფერადი ფერებით" გვამზადებს... ეს არის რაღაც გარდამავალი, შუალედური პერიოდი დასაწყისსა და დასასრულს შორის, ეს დასასრულის დასაწყისია, მაგრამ ქვეყნად არაფერი სრულდება... მათ შორის არც სიცოცხლე... სიცოცხლე მიჰყავს…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 17, 2013 წელი. 2:30am — 4 კომენტარი
________________

დროგადაკარგულნი

ჩვენ ვეძებთ იმას რისი არსებობის

თავადვე არ გვჯერა

სამყარო ახლახან გადაღებეს

მთვარეზე

უფრო თეთრად

ისე

როგორც



მხატვარმა ტილო,

ზოგან საღებავი

ბევრია…

გაგრძელება

დაამატა tiko_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 27, 2012 წელი. 1:29am — 3 კომენტარი
________________

რად მინდა საათი?

აღარ მინდა საათი,
მომაშორეთ მაჯიდან,
ზეცის სილურჟისაკენ
ქარი მიხმობს ფანჯრიდან.

და რად მინდა საათი?
რისთვის?... რაში მჭირდება.
აქ არავინ მიბარებს,
არც შეხვედრას მპირდება.

სჯობს გაატანეთ ვინმეს
აქ ტყუილად ირჯება.
მსურველს თქვენ ნუ იდარდებთ
ვიცი ბევრი იქნება.

აქ მე დრო არ მანაღცლებს,
არც უმისოდ მწყინდება,...
იმქვეყნად კი ქარი მე
უდროობას მპირდება...

დაამატა kkashei_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 29, 2012 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters