აკადემიის დაჯილდოებას ფილმების უნახავად შევხვედროდი, პირველად მოხდა (პრინციპში, არც ისე დიდ ხანია ოსკარმაყურებელი ვარ). ამიტომ, დაგვიანებულზე მაინც დავიწყე იმ ფილმების ნახვა, რომელიც წელს ნომინაციებში წარადგინეს. პირველად, ვითომ სამეცნიერო ფანტასტიკას, მაგრამ უფრო, დრამას ჩავუჯექი და Arrival ვნახე (ჩვენებურად ჩამოსვლა, დაბრუნება, მიღება). ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ ფილმის არაერთგვაროვანი შეფასებები მხვდებოდა (ცხადია, დილეტანტური - "კარგია", "ცუდია", "დებილობაა", "აუ, ძაან მაგარია" და ა.შ.). მაგრამ სადღაციდან ხომ უნდა დამეწყო ფილმების ნახვა და ვარჩიე კოსმოსიდან დაწყება. (ახლა იმედი მაქვს, რომ ეს იყო ყველაზე ცუდი დასაწყისი და უკეთესები მელის, თან კოსმოსურიც არ გამოდგა).
ფილმის ჟანრი ვიკიპედიასა თუ IMDb-ზე ერთმნიშვნლოვნად მისტიურსა და სამეცნიერო ფანტასტიკას მიუთითებს, არადა, ამ ფილმში არც მისტიკაა (ტარკოვსკის "სტალკერი" ვნახე რამდენიმე თვის წინ, ისიც სრულად ვერა და ახლა ხომ ხვდებით, ორივეს მისტიკა რომ ჰქვია, რა ცუდად ხვდება ყურს?!) და არც სამეცნიერო ფენტეზი, თუ არ ჩავთვლით ნახევარკვერცხის ფორმის კოსმოსურ სხეულს (რომელიც არც კოსმოსურია, არც უცხოპლანეტური და საერთოდ, დიდი ალბათობით არც რეალური).
ფილმი 2016 წლის ოქტომბერში გამოჩნდა მსოფლიო კინოეკრანებზე. დიდი ხანია IMDb-ს შეფასებები აღარ ისმახურებენ პატივისცემას, თორემ ამ ფილმს 8,1 ქულა უწერია.
ფილმში სამი ენა ისმის, ინგლისური, რუსული და მანდარინი და ვფიქრობ მთავარი მესიჯი ფილმისა სწორედ იმის წარმოჩენაა, როგორ ხდება ენა კომუნიკაციის და აზროვნების მთავარი განმაპირობებელი (არც ვიცი საშუალება ვიწოდო თუ ბაზისი). მახსოვს, ვიკინგებმა (Vikings 2013) პირველად სწორედ ამით მომხიბლა, როცა ორი განსხვავებული კულტურის შეჯახების/შეხვედრის სცენების კარგი ეკრანიზაცია შემოგვთავაზა. ამჯერადაც, საქმე გვაქვს უცხო (და არა უცხოპლანეტურ) სამყაროსთან, რომელთან კომუნიკაციაც იწყება საუბრით, და ფილმის პირველი მთავარი მესიჯიც ჩემი აზრით არის სწორედ ეს - აუცილებელია უცხო შეიცნო და უცხო, არ ნიშნავს მტერს!
ფილმის პოლიტიკურ ლაითმოტივზე წერას აზრი არ აქვს. ეს ძალიან ზედაპირული მესიჯები, მოსაწყენიც კია: მხოლოდ საუბრით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას, კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესია მოლაპარაკებები, იარაღი და ომი არ არის გამოსავალი, მნიშვნელოვანია ერთობა, საერთო მტრის წინააღმდეგ ხომ სულ ვერთიანებით და ისე რა გვჭირს ათასი ბლა ბლა ბლა, რომელსაც არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ გინდათ რომ ფილმით ისიამოვნოთ.
მეორე მესიჯი დროის წარმავალობასა და პირობითბაზეა - დრო, როგორც ქმნილება, რომელიც მაღალგანვითარებული სამყაროსთვის არაფერს წარმოადგენს, თუკი ისინი ამ დროის ხაზზე ზემოთ დგანან - მაშინ ხედავენ მთელ სპექტრს და არა მომენტებს, თუმცა მოქმედებენ კონკრეტულ მომენტში.
ტენდენციურობა, რომ უცხოები (უცხოპლანეტელები) ჩვენზე განვითარებულები უნდა იყვნენ ამ ფილმშიც შეინიშნება - ფლობენ ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც ჩვენთვის მიუღწეველია, ფლობენ ისეთ ანბანს, რომელიც არცერთი ხელით არ იწერება (ეს ხუმრობით). ისე, თუ გინახავთ ფილმი, რომელშიც უცხოპლანეტელები არიან და ისინი ჩვენთან შედარებით უფრო მაღალგანვითარებულ ტექნოლოგიას არ ფლობენ? მართალია, თუ ომებია, სულ ვამარცხებთ, მაგრამ მაინც.
საბოლოოდ, ფილმის ჩემეული შეფასება - უნდა ნახოთ თუ არა Arrival, ასეთია - თუ დრო გექნებათ და შედევრებიც ნანახი გაქვთ, მაშინ რატომაც არა?!
P.S. შეგახსენებთ, ამ ფილმს 3 ნომინაციიდან ერთი ოსკარი მაინც ერგო - საუკეთესო ხმის მონტაჟისთვის. იხილეთ სრულად 2017 წლის ოსკარის გამარჯვებულები.
მე პირადად არ მაქვს ნანახი მაგრამ რატომღაც მეგონა რომ საინტერესო იყო (მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის და აღწერიდან გამომდინარე). ველოდი რომ ოსკარსზე საუკეთესო ფილმისთვის ლა ლა ლენდის ერთადერთი კონკურენტი იყო, თუმცა შევმცდარვარ.
საოსკარედ ნამეტანი იქნებოდა, თუმცა ვინ იცის, ვინც აიღო ოსკარი, ის არ მინახავს ჯერ, ასე რომ ყველაფერი შეიძლება უკვე.
ისედაც გული არ მიმდიოდა(ფანტასტიკებს არ ვწყალობ) და სულ გადამაფიქრებინე :D
ვერ დაგეთანხმები თამარ, კარგად ფანტასტიკას ცოტა რამ თუ შეერება (მატრიცა გაიხსენე, ვარსკვლავური ომების პირველი სერიები, კუბრიკის კოსმოსური ოდისეა და თუნდაც უცხოების მთელი ციკლი (ბოლოები აღარ ვარგოდა)). ამ ფილმის პრობლემა, ვფიქრობ, სწორედ ისაა, რომ ბოლომდე ვერ დააკონკრეტეს მესიჯი ან ეცადნენ ძალიან ბრძნული ფილმი გამოსვლოდათ (ამიტომ ჩართეს იქ დროის ფილოსოფიური გაგება) და საბოლოოდ არ გამოუვიდათ. ინტერსტელარს, ანუ მეორე მსგავს წამოწყებას, კონკრეტული მესიჯი - სიყვარულის ზედროულობა სდევდა, აქ ეს კონკრეტიკა მაკლდა.
კვლავ გავიმეორებ - ერთხელ სანახავად საინტერესო ფილმია.
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 5, 2021.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დათბა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი გაზაფხული იგრძნობოდა დღეს, თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ამ დათბობას ვირუსებიც თან ახლავს. დღე შსს მინისტრის დღე იყო პარლამენტში, ასევე პლებისციტისა და არჩევნების, ნამახვანი ჰესისა და ერგნეთის საუბრების. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 272262, ბოლო დღე-ღამეში - 390; გამოჯანმრთელებული - 266253, ბოლო დღე-ღამეში - 172; გარდაცვლილი - 3563, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 4, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
5 მოწონება
ახალი პრემიერის პირველი განკარგულებები ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ვაქცინაციის მიმართულებით. ოპოზიცია ისევ ქუჩაშია და პოზიციასთან ერთად 6 პუნქტიანი გეგმა-ვალდებულებების შესახებ საუბრობს. არჩევნები თუ პლებისციტი? ესეც დღის კითხვაა. ამინდი კი 5-6 მარტს გამოკეთდება, 20 გრადუსამდე დათბება, ხოლო 7 მარტიდან კვლავ გაუარესდებაო. ვაქცინა ისევ არ გვაქვს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271872, ბოლო დღე-ღამეში - 133;…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 2, 2021.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
4 მოწონება
ჯერ იყო და ევროპა საქმეს ალაგებდა და ყველაფერი მოლაპარაკებისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე განცხადებები გაკეთდა და ყველაფერი აირია - დღეს დაანონსებული აქციების სერია გაგრძელდა და დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. ასევე დაგვიანებული და თითქის ჩვენამდე არ მოსული ვაქცინაცია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271379, ბოლო დღე-ღამეში - 461; გამოჯანმრთელებული - 265686, ბოლო დღე-ღამეში - 163; გარდაცვლილი - 3532, ბოლო დღე-ღამეში…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 1, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ესეც გაზაფხული. იმედით, ვაქცინისა და გამოკეთების მოლოდინით მოსული გაზაფხული, თუმცა ჯერ-ჯერობით, საინფორმაციო ამბებში მსგავსს ვერაფერს ვკითხულობთ. ამინდმა, ძლიერი ქარია მოსალოდნელიო, პოლიტიკურ არეულობის დასალაგებლად კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოიგვევლინა და ოფიციალური შეხვედრების პირველსავე დღეს ოპოზიცია-პოზიციის ამბავი მოაგვარა. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 270918, ბოლო დღე-ღამეში - 160; გამოჯანმრთელებული -…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია