რამდენი წამია ერთ წუთში? როგორც სკოლაში მასწავლიდნენ და ყველამ ვიცით სამოცი უნდა იყოს. რამდენი წამი გამოდის 1 საათში? 60 X 60 ხო? არც ისე პატარა ციფრია არა? შემდეგ რამდენი წამია დღეში, ერთ დღე-ღამეში, კვირაში, თვეში, წელიწადში.... ძალიან ბევრი წამი გამოდის.
მაგრამ ერთი წამი რა არის? არის ერთი...
საათის ერთი "წიკ";
კლავიატურის ღილაკზე ერთი "წკაპ";
მუსიკალური ნოტის ერთი გაჟღერება;
მერცხლის ერთი "ჭიკ";
კატის ერთი "მიაუ";
ერთი გამოხედვა;
ერთი ღიმილი;
თვალიდან გადმოვარდნილი ერთი ცრემლი;
ერთი მოფერება;
ერთი ჩამოვარდნილი ფოთოლი;
მზის სხივის ერთი გაელვება;
ციდან ჩამოვარდნილი წყლის ერთი წვეთი;
ერთი გადადგმული დაბიჯი;
ერთი კაკუნი კარზე;
თვალის ერთი დახამხამება;
ერთი აღტაცება;
ერთი სიხარული;
მხატვრის მიერ ქაღალდზე გავლებული ერთი ხაზი, ერთი ფერი....
...და კიდევ ერთი ჩახუტება; ერთი "მაპატიე"; ერთი "მიყვარხარ"...
წარმოგიდგენიათ ან დაფიქრებულხართ იმაზე საათის რამდენ "წიკ-წიკ"-ს ჩაუვლია ჩვენს თვალწინ სიხარულის, ღიმილის, პატიების, მოფერების, ჩახუტების ან სიყვარულის გარეშე, რამდენი წამი გაგვიტარებია უმოძრაობაში... რომ გამოვთვალოთ ბევრი წამი დაგვიკარგავს, არა?! ამ დროს მთელი ცხოვრება იმაზე წუწუნია, რომ ცხოვრება ხანმოკლეა... წუწუნი იმაზე, რომ ბედნიერებას ხანგრძლივი ძიება სჭირდება, რომ რთულად აღმოსაჩენია, თითქოს რომელიმე კუნძულზე გადამალული განძი იყოს...
ზოგჯერ კი ისე დაგვისვამს წერტილი ცხოვრებაში, რომ წერტილამდე სულ კითხვის ნიშნებია... საყვედურებია... უკმაყოფილო განცხადებები და მუდამ ეს კითხვა:
- სადა ხარ ბედნიერებავ, სად?!
ამ დროს ერთადერთი პასუხია კითხვაზე:
- აქა ვარ აქ, უბრალოდ შენ მუდამ სხვაგან მეძებდი!
ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა ცნებაა.. ზოგი სად ეძებს, ზოგი სად...:)
"ბედნიერება უკვე გვაქვს" :D:D "უბრალოდ მას ვერ ვამჩნევთ" ეს უდიდესმა ბრძენა თქვა რომელიც ჩწ.აღ_მდე 15ს ადრე ცხოვრობდა, რომელიც ჩინეთის მაშინდელ დედაქალაქში "ვასიკოს შემოსახვევში" ჩინურად ვსკშ ცხოვრობდა :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 21, 2021.
საათი: 11:03pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დავაში გამარჯვებული ქვეყნის სტატუსი გვაქვს - რუსეთს მოვუგეთ. მართალია ომიც მოვუგეთ 2008-ში, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ მოგვიგია. ახლა კი სტრასბურგში მოვუგეთ - უზენაესი სამართლის სახელით მოღვაწე ამ ორგანიზაციაში. ქვეყანა ამ გამარჯვებას ზეიმობს, იქით კოვიდის ვაქცინაციას იწყებს, აქეთ ელიაშვილის ოპოზიციონერობას განიხიავს. მელაშვილისა და ილიჩოვას საქმის გამოძიებაც დასრულდა. ბაიდენი - პრეზიდენტია! რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2021.
საათი: 10:30pm
3 კომენტარი
5 მოწონება
როცა შიდა ამბებში აქტიურობა კლებულობს, გარედან მეტი ნიუსი ისმისო, უთქვამთ. ასე იყო დღესაც - ნავალნის რუსეთში ჩასვლა და მისი დაპატიმრება ჩვენი პოლიტიკური ამბების ნაწილიც გახდა და შეფასებებიც ისმოდა ქართულ ინტერვიუებში. ქვეყნის შიგნით ელისაშვილის და გირჩის დამეგობრების და დანარჩენ ოპოზიციასთან კინკლაობის ამბავია. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 247915, გუშინ დილის შემდეგ - 110; გამოჯანმრთელებული - 234636, გუშინ დილის შემდეგ…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2021.
საათი: 6:46pm
1 კომენტარი
4 მოწონება
უკვე დიდი ხანია, ამერიკას ასეთი რამ არ უნახავსო, ასეთი სირცხვილი არ უგემია და ასეთი უსუსური არ ყოფილაო - ასეთი შეფასებები ისმოდა ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შეფასებებში. ეს ამბავი, მართლაც იანვრის მთავარი ნიუსი იყო და სულ მალე, შეჭრილი „აჭრილები“ მსოფლიოს ვირუსულად მოედნენ, გაპოპულარულდნენ და გავარსკვლავდნენ.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 15, 2021.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
Sometimes we reach a point in our life whenever we are ready for change and self improvement. Items aren't going so well for all of us, or painful or disappointing events seem to be to keep repeating themselves in our lives. You know very well what I mean; such things as continually choosing the wrong partner or the wrong job, or maybe it's just the feeling you are stuck in a rut with absolutely nothing exciting to look forward to on the horizon. A person start to think, "I need…
© 2021 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია