Qwelly ბლოგი! - ამონარიდი (56)

ფიოდორ დოსტოევსკი „თვინიერი“

 

 

    „იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 18, 2014 წელი. 8:00pm — 7 კომენტარი
________________

მშვიდი ცურვა

      მიენდე იმას, რაც მოგეცა. მშვიდად ამოძრავე კიდურები, იცურე აუღელვებლად, სხეული ხომ ნავია, ხელები ნიჩბები, მოუსვი ისე, რომ ხელი არ შეუშალო შენს გვერდით მოცურავეებს, რომლებიც შენსავით ეძებენ სწორ და ნეტარ რითმს... ეცადე შეინარჩუნო ნელი, მშვიდი სვლა, არ ააჩქარო და არ შეანელო მოძრაობა, რომელიც თანდათან მუსიკასავით შთანთქავს მთელ შენს არსებას, მიყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 30, 2013 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

სიყვარულსა და სიცოცხლეზე

ერთ-ერთ ლიტერატურულ ბლოგზე ვიპოვე, მომეწონა და მინდა გაგიზიაროთ.

       "სიყვარული ჩვენი ცხოვრების ხატია: ერთიც და მეორეც ერთნაირად ემორჩილებიან ბედის ორომტრიალს, გარდატეხებსა და ცვალებადობას. მათი ახალგაზრდობა სიხარულით და იმედითაა აღსავსე: სიყმაწვილის ბედნიერება სიყვარულის ბედნიერების ტოლფასია (სიყმაწვილე ისეთსავე ბედნიერებს გვანიჭებს, როგორსაც სიყვარული). ესოდენ სასიამოვნო…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2013 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ნამდვილი ქალის ხელი

       "ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ... მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ - მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა... ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ - რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული..."

გურამ დოჩანაშვილი – "სამოსელი პირველი"

დაამატა makuna_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 20, 2013 წელი. 4:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ერიხ მარია რემარკი - ტრიუმფალური თაღი

      ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის ... ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 19, 2013 წელი. 11:30pm — 5 კომენტარი
________________

უცხო ჩიტი

      რა მოგივიდა, ტრიფონ, ხომ ხედავ ვაღებ! - მარგალიტა კართან მივიდა, აგრუხუნდა ურდული, კარი გაიღო და ერთაოზის აბურძგნული თავი გამოჩნდა.

      - დაე, დაიმსხვრეს ქნარი, ჰანგი მუდამ იჟღერებს, მარგალიტა! - ამ სიტყვებით შემოიჭრა ერთაოზი ოთახში.

      - ახლა მიტირეთ რუსულათ! - ლიმნის ხისკენ გაქანდა მარგალიტა.

      - ვერ მიცანი? ერთაოზი ვარ! - ხელები გაშალა ლტოლვილმა, შენი ერთაოზი.

      - გავიდა მერე ათი წელი? - შიშით…

გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2013 წელი. 10:00pm — 2 კომენტარი
________________

შურისძიება



        არსებობს უმიზეზო უსამართლობა, როდესაც ხშირად საკუთარი ნების წინააღმდეგ ცხოვრებას მიჰყავხარ იქ სადაც არ გინდა, გაკეთებინებს იმას რაც არ გინდა და ყოველივე ამის გამო სამუდამო ტკივილს გიტოვებს გულში, რომელიც შემდეგ აღარასოდეს აღარაფრით აღარ წაიშლება და ბოლომდე გტანჯავს, ამიტომ უნდა ეცადო, რომ არასოდეს არ გაუკეთო ცუდი იმას  ვინც ისეთივე ადამიანია, როგორიც შენ თვითონ ხარ. მთავარი ეს არის და არა სიამაყე, მთავარია სიკეთე მხოლოდ სიკეთე…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 6, 2013 წელი. 12:30am — 1 კომენტარი
________________

ხუჭუჭულა - ჩოხელი

- ბებო, ყველი მინდა, ყველი! - ითხოვდა ხუჭუჭულა. 

- მარხვაა, ბებო, მარხვა, - გული უდნებოდა მკერდში ბებიას.

- მარხვა რა არის? 

- ღმერთის დღეებია, ბებო გენაცვალოს. 

- ღმერთის დღეებში ყველისა და ერბოს ჭამა არ შეიძლება, ბებო? 

- არა, არ შეიძლება. 

- არც კვერცხის? - ახლა კვერცხი მოუნდა ხუჭუჭულას. 

- არც კვერცხის, ბებო. 

- და არც რძის დალევა არ შეიძლება, ბებო? 

- არც რძისა. 

- ჩიჩია, ბებო? 

- არც ჩიჩია, ბებო გენაცვალოს! _…

გაგრძელება

დაამატა nazzo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 20, 2013 წელი. 12:09am — 2 კომენტარი
________________

ბატონო ღმერთო

"– რა ვქნა, გენაცვალე, – ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა, – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავები და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ თქვენ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი. ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენ მაგივრად ვითამაშო, – ანერვიულდა ღმერთი.

– მაგას ვინ გკადრებთ, ბატონო ღმერთო! ოღონდ წელს პირველი ადგილი გვაჩუქე და ქაშვეთში ჩემს სიგრძე სანთელს დაგინთებთ, – გამოვიგლიჯე ყელი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 14, 2013 წელი. 9:28pm — არ არის კომენტარები
_______________

მარტოობა მადარდებს

      - რა გადარდებს?

      - მარტოობა მადარდებს. ადამიანი ხშირად ხალხშია, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს. ზოგჯერ თავის თავიც კი ეუცხოვება, საკუთარ თავს გაურბის. რატომ ხდება ეს? არ ვიცი. საიდან მოვდივართ ან სად მივდივართ? არც ეს ვიცი.

გოდერძი ჩოხელი / "ადამიანთა სევდა"

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2013 წელი. 12:00am — 1 კომენტარი
________________

ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული

"ყველაფერს აქვს ქვეყნიერებაზე დასაწყისი და დასასრული, ბაბუა, მე დღეს თუ ხვალ გავთავდები. უბედურებაა, როდესაც კაცი შეუცნობელში მიდის, ამიტომ არ მეშინია, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მეშინია, მაგრამ შენ არ შეშინდე, ბაბუა... თუ არაფერში მივდივარ საშიში არაფერია, რადგან არაფერში არაფერი არ არსებობს. თუ მართლა უნდა გარდავიცვალო და მეტი არაფერი, მაშინ მითუმეტეს არ უნდა შეგეშინდეს, ისევ ამ ქვეყნად დავრჩები და სხვა სახით მოვალ, ან ხედ, ან ბალახად, ან ჩიტად, ან ძაღლად... იცოდე…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: მარტი 31, 2013 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

ჩემს საფლავს ჩასძახოს

"ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ: ოდესღაც, საუკუნეთა მიღმა, ისევ ამ მიწაზე და ამ ცის ქვეშ, ვიღაცამ, სულერთია ვინ, ოღონდ ჩემი ვინაობისა და ხელობის მცოდნემ (შეიძლება დამფასებელმაც), ჩემს საფლავს ჩასძახოს: იძინე მშვიდად, ჯერ ისევ ვარსებობთ, ისევ ვიბრძვით, ისევ ხალხი გვქვიაო!" "
ოთარ ჭილაძე

დაამატა sopia kikacheishvili_მ!
თარიღი/დრო: მარტი 30, 2013 წელი. 8:30pm — 1 კომენტარი
________________

სამოსელი პირველი (ამონარიდი)

ამონარიდი, სამოსელი პირველი, გურამ დოჩანაშვილი, samoseli pirveli, guram dochanashvili, qwelly, blog,

      - და უზარმაზარ ფანჯრებდაგმანულ ეტლში აღმოვჩნდი მაშინ, სხვა ქალაქისკენ მიდიოდა, - განაგრძობდა მიჩინიო, გამოქვაბულში, გრილად მოჭიქულ წყვდიადში ისხდნენ, - ოცნი ვმგზავრობდით, და სუყველანი გამორჩეული ავაზაკები იყვნენ, ვიღაცა ერთის გარდა, იმას არ ვიცნობდი, თავისთვის იჯდა კუთხეში, წყნარად. ნიღაბი მხოლოდ მე მეკეთა, და საგანგებო დავალებაზე მიმავალი ვეგონე ყველას, არავინ უწყოდა, რომელი კამორელი ვიყავ, მერიდებოდნენ.…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 25, 2013 წელი. 2:30am — არ არის კომენტარები
_______________

პატარა უფლისწული

      როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან.

      და როცა გამომიგლოვებ (გამოუგლოვებელი არაფერია ქვეყნად), კმაყოფილი იქნები, რომ მიცნობდი. შენ მუდამ ჩემი მეგობარი იქნები და მუდამ იცინებ ჩემთან ერთად. ფანჯარას რომ გამოაღებ და ცას ახედავ, სიხარული მოგეფინება... შენს მეგობრებს გაუკვირდებათ, როცა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 19, 2012 წელი. 8:00pm — არ არის კომენტარები
_______________

"იგი"

      - როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება.

      ბელადის სიტყვებს ცხელი ხიფათის სუნი აუვიდა, როგორც შიშველ მთას აუვა ხოლმე, როცა შიგნიდან ცეცხლის ენა ამოიმართება და ცა ფერფლის ღრუბლით დაიფარება.

      შეშფოთებამ იგის თავიდან ფეხებამდე დაუარა.

      ასეთი რამ ჯერ არც ერთ ბელადს არ ეთქვა.

      იგი მიხვდა, რომ ქვეყნად რაღაც ახალი…

გაგრძელება

დაამატა lia (baia) beriani_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2012 წელი. 10:30pm — 2 კომენტარი
________________

მარადისობის კანონი

გული გაჩერდა. არა, კი არ გაჩერდა, ჯერ ფანჯრის მინაზე შემსკდარ ბეღურასავით ჩავარდა ქვევით, აფართხალდა, გაიბრძოლა და შემდეგ გაჩერდა.

გულის წყევლა არ შეიძლება, ბატონო, გულს მოფერება და სულის ბერვა უნდა, ცეცხლზე შემდგარი რძესავით.
ბავშვები ისე დაესივნენ ხურდას, როგორც დამშეული ბეღურები ხურდას.
სიფხიზლე, სადღაც ჭრელი…
გაგრძელება

დაამატა შორენა კენჭოშვილი_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 2, 2012 წელი. 8:00pm — 4 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters