ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება, ადამიანის ადგილი კი არსად არის ... ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს. ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა. ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი. ... და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "ტრიუმფალური თაღის" დასასრულს ომი მხოლოდ იწყება

      სწორედ ასეთი შესავალი ჰქონდა წიგნს (სერიიდან "50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ") რომლის კითხვასაც რამდენიმე დღის წინ მოვრჩი. ადრეც მქონდა დაწყებული წიგნი მაგრამ არ ვიცი რატომ თავი დავანებე კითხვას ახლა კი ისევ მომინდა დამემთავრებინა და თავიდან შევუდექი წაკითხვას.

      როგორც ყოველთვის (ყოველშემთხვევაში ხშირად) დღიურში წინასწარ ჩავწერე თუ რას ვფიქრობდი ამ წიგნზე... სწორედ ამის შემდეგ დავიწყე კითხვა. არ შემეძლო ისეთ გარემოში კითხვა, რომელიც დისკომფორტს შემიქმნიდა ან წაკითხვის სურვილს დამაკარგვინებდა, ამიტომკითხვისას გვერდით სულ მედო ცხელი ყავა, დღიური და წინ – დარ მინდოდა წიგნის კითხვა დამემთავრებინა... საოცრებაა.. რამდენიმე დღე ვმოგზაურობდი საერთოდ სხვაგან. სხვა ქვეყანაში, სხვა ადამიანების ირგვლივ, განვიცდიდი სხვების (თუმცა უკვე ჩემთვის ახლობლების!) ტკივილს, სევდას.. ირონიას... არ მინდოდა დამთავრება. ხანდახან ყველაფერი სხვანაირად მინდოდა... ჟოანს ვეჩხუბებოდი სულ... რავიკს სიყვარულით სავსე თვალებით ვუყურებდი გაშტერებული! დიურანს გაბრაზებული სახით... კეტს – თანაგრძნობის თვალებით ... კიდევ მინდოდა მათთან ერთად ყოფნა.. ახალი ისტორიები... ახალი განცდები... თუმცა წიგნი დავამთავრე. რა დამრჩა? თითქოს ის გამოცდილება რაც რავიკმა თავისი ცხოვრებით მიიღო მეც მივიღეო ისეთი განცდა დამრჩა. მისი ფიქრები, მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის.. არ ვიცი.. ძალიან ბევრის მასწავლებელია. დამრჩა კიდევ ერთი ადამიანი, ასე ვთქვათ იდეალი – რავიკი. არ ვიცი რამდენად გამომივა იმაზე ლაპარაკი რა მასწავლა ამ წიგნმა და რაზე დამაფიქრა. თუმცა მე კი თქვენ იმ ფრაზებს დაგიტოვებთ, რომელმაც სულამდე მოაღწია ჩემში და შემძრა..იდი ეკრანი, სადაც ჩემეულად შეთხზული გმირები მოქმედებდნენ.

  • მეტისმეტად ხმამაღალი? რა უნდა მოსჩვენებოდა ახლა მეტისმეტად ხმამაღლა? მხოლოდ დუმილი, რომელშიც ქუცმაცდები, როგორც უჰაერო სივრცეში.
  • ადამიანს მხოლოდ წვრილმანები ამშვიდებს – წყალი სუნთქვა, საღამოს წვიმა... ვინც მარტოა მხოლოდ ის გაიგებს ამას.
  • რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?
  • სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნებათა კრებული.
  • ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.
  • ჯობს წამით სირცხვილი გამოცადო, სამაგიეროდ შემდეგ სიმშვიდით დატკბები.
  • დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას დავიწყება რომ არა ? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი რისი გახსენებაც არ სურს? გულს ამსხვრევს მოგონებების წიდა...
  • შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი – არა.
  • უცნაურია. ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.
  • იცხოვრო – ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის. ადამიანი ადამიანითაა. ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი... არ შეიძლება ამაზე უარის თქმა. სიკეთე ადამიანს ძალას მატებს თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.
  • ნუგეში უნდა ვეძიოთ ყველგან სადაც კი შესაძლებელია.
  • ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.
  • ძალაუფლება ყველაზე გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.
  • მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.
  • მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.
  • ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.
  • ექიმ რავიკს თავისი თეორია აქვს. ამას შემთხვევის სისტემატიკას ეძახის. მისი თეორიით, ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი ყოველთვის ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.
  • არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.
  • მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვიეთ, ის რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია. ისე დავცვივდით, როგორც გაწყვეტილი ძაფიდან მიწის მძივები. უკვე აღარაფერია მყარი. – ერთხელ სიყმაწვილეში, სათიბში ვიწექი. ზაფხული იყო, ცაზე ღრუბლის ნასახი არ ჩანდა. ვიდრე დავიძინებდი, ორიონს გავცქეროდი. შორს ეკიდა, ჰორიზონტზე, ტყის თავზე. შუაღამისას რომ გამომეღვიძა, ვხედავ – ორიონი პირდაპირ ჩემს თავზეა. ეს ამბავი მთელი ცხოვრების განმავლობაში დამამახსოვრდა. სკოლაში ვისწავლე, რომ დედამიწა პლანეტაა და თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, მაგრამ ეს განყენებულად მესმოდა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ეს მართლაც ასეა. ვიგრძენი, როგორ უხმაუროდ ტრიალებს დედამიწა განუზომელ, უზარმაზარ სივრცეში. ისეთი ძალით ვიგრძენი ეს, რომ ბალახს ჩავეჭიდე, შემეშინდა – არ წამიღოს მეთქი. ჩანს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, წამით მეხსიერებისა და ჩვეულების მიერ მიტოვებულმა, ჩემ თვალწინ დავინახე უზარმაზარი, ადილიდან გადანაცვლებული ცა. უეცრად ჩემთვის დედამიწა საკმარისად საიმედო არ აღმოჩნდა. და იმ დღიდან ასეთივე დარჩა...
    ბედნიერება ჩვენ გარშემო იმდენია, რამდენიც გნებავს. მხოლოდ დაიხარე და აიღე. მხოლოდ ყველაზე უბრალო ნივთები არასოდეს გვიცრუებენ იმედს. ბედნიერება როგორღაც ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად უფრო მარტივად ვიდრე კაცი ფიქრობს.
  • - შენ ყოჩაღი ხარ ჟანო!
    - ყოჩაღი იქნები ღარიბი თუ ხარ აბა რა იქნები!
  • ეს აუტანელი იყო. არ უნდა დამერეკაო, ინანა. განა შეიძლება ადამიანს რაიმე დაუმტკიცო, როცა თვალებში არ უყურებ ?
  • ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.
  • თუ სწრაფად გამოღვიძება შეგიძლია, გადარჩენის მეტი შანსი გრჩება.

ნახვა: 583

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, მიმოხილვა, რემარკი, ციტატები

შორენა კენჭოშვილი: ოქტომბერი 19, 2013||11:34pm

ძან კარგიაა :)ყველამ ნახეთ

ცისია: ოქტომბერი 20, 2013||2:56am

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის

რუსუდან ქსნისპირელი: ოქტომბერი 20, 2013||8:31am

ნამდვილად ძალიან კარგია...რემარკი საკეთესოთა შორის საუკეთესაოა....

რემარკი!!! – ეს ისეთი დონის მწერალია, რომლის სიღრმესაც ბევრი ვერ ჩაწვდება. ჩემი აზრით რემარკი არის უძლიერესი გერმანულ ლიტერატურულ კულტურაში, რემარკივით არავის შეეძლო გადმოეცა როგორია ნამდვილი ცხოვრება. არცერთი ლიტერატორის შემოქმედებაში არ მინახავს იმდენი ბრძნული და განუმეორებელი აზრი, რამდენიც რემარკის რომანებში!! იმ უამრავი მწერალიდან, რომელიც მე წამიკიტხავს და იმ რამოდენიმედან, რომლებსაც ჩემი საყვარელი მწერლები ქვიათ, ერიხ მარია რემარკი მუდამ იყო და იქნება პირველ ადგილზე…!!!

შორენა კენჭოშვილი: ოქტომბერი 20, 2013||8:14pm

:)  მეც  ძალიან მომწონსს:)

შორენა კენჭოშვილი: იანვარი 18, 2014||9:02pm

ვიდრე ადამიანი ბედს არ ნებდება, ის თავის ბედზე უფრო ძლიერია.....;)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters