განათლების საბანკო მოდელი: სწავლების პროცესი როდესაც მასწავლებელი ისე საუბრობს რეალობის შესახებ თითქოს ის უძრავი, სტატიკური, დანაწევრებული და პროგნოზირებადი იყოს, ან ისეთ საკითხს ხსნის, რომელიც უცნობია მოსწავლეთა ეგზისტენციალური გამოცდილებისთვის. მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეების „ამოვსება“ თავისი მონათხრობით, რომლებიც განცალკევებულია რეალობისგან, მოკლებულია იმ მთლიანობას ურომლისოდაც ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. შინაარსისგან დაცლილი სიტყვები უსაგნო გაუცხოებული და გამაუცხოებელი მჭევრმეტყველების ნაწილია.

      ასე რომ ამ თხრობითი განათლების განსაკუთრებული თვისება სიტყვების ჟღერადობაა და არა ტრანსფორმაციის უნარი. ორჯერ ორი ოთხია, ბელემი პარას დედაქალაქია, ამ სიტყვებს მოსწავლე იწერს, იმახსოვრებს და იმეორებს, ოღონდ ისე, რომ ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს ეს ყველაფერი.

      თხრობა (როცა მთხრობელი მასწავლებელია) მონათხრობის მექანიკურად დამახსოვრებას იწვევს მოსწავლების, რაც უარესია, ის მათ „ჭურჭელად“ აქცევთ, რომელიც მასწავლებელმა უნდა „აავსოს“, რაც უფრო სრულად აავსებს, მით უკეთესი მასწავლებელია, რაც უფრო მორჩილად ივსება მით იკეთესი მოსწავლე.

      ამრიგად განათლება ფულის დეპოზიტზე შეტანას ემსგავსება, სადაც მოსწავლეები ბანკები, ხოლო მასწავლებლები დეპოზიტორები არიან. მოსწავლეებთან კომუნიკაციის ნაცვლად მასწავლებელი კომუნიკეებს გამოსცემს და ახორციელებს სადეპოზიტო შენატანებს, რომელსაც მოსწავლეები მოთმინებით იღებენ, იმახსოვრებენ და იმეორებენ ასეთია განათლების „საბანკო“ კონცეფცია, რომელშიც მოსწავლეებს მხოლოდ დეპოზიტების მიღება და შენახვა აკისრიათ. საბოლოოდ ამ არასწორად წარმართულ სისტემაში შემოქმედებითობის, ცვლილებებისკენ სწარფვისა და ცოდნის გარეშე რჩებიან. ცოდნის მიღებისა და პრაქტიკის გარეშე ადამიანი სრულყოფილი ინდივიდი ვერ გახდება. ცოდნა ჩნდება, მხოლოდ აღმოჩენების, ხელახალი აღმოჩენების, ცოდნისადმი უწყვეტი სწრაფვის შედეგად, რომელიც ადამიანებს სამყაროსთან და ერთმანეთთან აკავშირებს.

      განათლების საბანკო მოდელის პირობებში ცოდნა ძღვენია, რომლითაც ის ვინც თავს მცოდნე ადამიანად აღიქვამს აჯილდოვებს მათ, ვინც მისი აზრით, არაფერი იცის, საკუთარი აბსოლუტური უვიცობის სხვებზე პროქტირება, რაც ასე დამახასიათებელია ჩაგვრის იდეოლოგიისთვის, ეწინააღმდეგება განათლებასა და მეცნიერებას, როგორც სამყაროს აღქმისკენ მიმართულ პროცესს. მასწავლებელი მოსწავლეს თავის აუცილებელ მოწინააღმდეგედ წარმოუდგენს და მათი უვიცობის აღიარებით საკუთარ არსებობას ამართლებს. მოსწავლეები, რომლებიც სრულიად გაუცხოებულნი არიან საკუთარი უვიცობით მასწავლებელის არსებობის გამართლებას ეთანხმებიან, მაგრამ ვერასდოს აცნობიერენ, რომ თვითონაც ასწავლიან მასწავლებელს.

      მეორეს მხრივ, ლიბერტარიანულ განათლების Reson detre შერიგებისკენ მისი მიდრეკილებაა. განათლება უნდა იწყებოდეს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული დაპირისპირების დაძლევით, მოპირდაპირე პოლუსების დაახლოებით, რათა ორივე მხარე ერთდროულად მასწავლებლებად და მოსწავლეებად მოგვეველინოს, ასეთი რამ კი შეუძლებელია განათლების საბანკო მოდელის შემთხვევაში, პირიქით ასეთი სისტემა აძლიერებს და ინარჩუნებს ამ დაპირისპირებას, ქვემოთ ჩამოთვლილი მიდგომებითა და ქმედებებით:

      მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეებს კი ასწავლიან; მასწავლებელმა ყველაფერი იცის მოსწავლეებმა - არაფერი; მასწავლებელი ფიქრობს, მოსწავლეებზე კი ფიქრობენ; მასწავლებელი ლაპარაკობს, მოსწავლეები მორჩილად ისმენენ; მასწავლებელი დისციპლინას ამყარებს მოსწავლეები კი დისციპლინას ემორჩილებიან; მასწავლებელი მოქმედებს მოსწავლეებს კი ექმნებათ ილუზია მასწავლებლის ქმედებებიდან გამომდინარე; მასწავლებელი ირჩევს სასწავლო პრგრამას- მოსწავლეები კი რომლებსაც აზრს არ ეკითხებიან ეთანხმებიან ამ პროგრამას; მასწავლებელი ცოდნის ავტორიტეტს საკუთარ პროფესიულ ავტორიტეთან აიგივებს, რომელსაც მოსწავლეთა თავისუფლებას უპირისპირებს; მასწავლებელი სწავლის პროცესის სუბექტია მოსწავლეები კი უბრალო ობიექტები.

      რა გასაკვირია რომ განათლების საბანკო კონცეფცია ადამიანებს შემგუებელ და ადვილად სამართავ არსებებად განიხილავს, რაც უფრო მეტს შრომობენ მოსწავლეები მათთვის მინდობილი დეპოზიტების შენახვაზე, მით უფრო ნაკლებად უვითარდებათ კრიტიკული ცნობიერება, რომელიც მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როცა ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობას მისი შეცვლის მიზნით იწყებს, რაც უფრო ადვილად მიიღებენ მათთვის თავსმოხვეულ პასიურ როლს მით უფრო მეტად შეეგუებიან არსებულ სამყაროს და მათში ჩადებული რეალობის ფრაგმენტულ ხედვას. საბანკო განათლების უნარი მინიმუმამდე შეამციროს ან სულაც გააქროს მოსწავლეთა შემოქმედებითობა და ხელი შეუწყოს მათ შემგუებლობას მჩაგვრელთა ინტერესებს ემსახურება, რომელთაც არც ამ სამყაროს რეალურად წარმოჩინება სურთ და არც მისი შეცვლა, მჩაგვრელს უფრო ჩაგრულების ცნობიერების შეცვლა აინტერესებს, ვიდრე იმ სიტუაციისა, რომელიც მათ ჩაგრავს რაც უფრო მეტი ჩაგრული შეეგუება ამ სიტუაციას მით უფრო ადვილია მათი მართვა, ამ მიზნის მისაღწევად მჩაგვრელები იყენებენ განათლების საბანკო მოდელს.

როგორია სწავლების სწორი პროცესი?

პრობლებების წამომჭრელი განათლება:

      „პრობლებების წამომჭრელი“ განათლება - უარყოფს კომუნიკეებს და ხელს უწყობს კომუნიკაციას, ის წარმოაჩენს ცნობიერების ერთ განსაკუთრებულ თვისებას: გაცნობიერებას არა მხოლოდ ობიექტებთან არამედ საკუთარ თავთან მიმართებაში. ეს ისეთი სიტუაციაა, როცა შემეცნებადი ობიექტი ერთმანეთთან აკავშირების შემეცნების აქტის მონაწილეებს: ერთის მხრივ მასწავლებელს და მეორე მხრივ მოსწავლეებს, შესაბამისად პრობლემების წამომჭრელი განათლება მათ შორის დაპირისპირების გაქრობას განაპირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი გახდება დიალოგი რომლის უნარიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემეცნების აქტის მონაწილეებს, რათა შემეცნებადი ობიექტის აღქმაში თანამშრომლობა შეძლონ. დიალოგის პირობებში მასწავლებლების და მოსწავლეების არსებობა წყდება და ჩნდება ახალი ტერმინი მასწავლებელი-მოსწავლე და მოსწავლე- მასწავლებლები, მასწავლებელი აღარ არის მხოლოდ ის ვინც ასწავლის, ის თვითონაც სწავლობს მოსწავლეებისგან, მათთან დიალოგის გზით, მოსწავლეები არა მხოლოდ სწავლობენ, არამედ თვითონაც ასწავლიან ისინი ერთობლივად აგებენ პასუხს პროცესზე, რომელშიც ყალიბდებიან, ამ პროცეში ავტორიტეტზე დამყარებული არგუმენტები აღარ მოქმედებს, იმისთვის რომ ფუნქციონირება შეძლოს ავტორიტეტი თავისუფლების მხარეს უნდა იყოს და არა მის საწინაღმდეგოდ. ამ სიტუაციაში არ არსებობს ის ვინც სხვებს ასწავლის და არც ის ვინც თავად სწავლობს ადამიანები ერთმანეთს ასწავლიან. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ სამყაროს ის შემეცნებადი ობიექტები, როლებიც საბანკო მოდელის შემთხვევაში მასწავლების საკუთრებაა.

      საბანკო კონცეფცია განმანათლების ქმედების ორ საფეხურს განასხვავებს: პირველ საფეხურზე განმანათლებელი საკუთარ კაბინეტსა, თუ ლაბორატორიაში გაკვეთილებისთვის მზადებისას შემეცნებად ობიექტს შეიმეცნებს, მეორე საფეხურზე ამ ობიექტის შესახებ მოსწავლეებს უყვება, მოსწავლეებს ცოდნა არ მოეთხოვებათ ისინი მასწავლებლის მიერ მოთხრობილ ინფორმაციას უნდა მიენდნონ, მათ არც შემეცენების აქტის დამოუკიდებლად განხორციელება მოეთხოვებად, ვინაიდან ის ობიექტი რომლის მიმართაც შემეცნების აქტი უნდა განხორციელდეს მასწავლებელის საკუთრებაა და არა მედიუმი.

      პრობლემის წამომჭრელი განათლება მასწავლებელლის ქმედებას ორ ნაწილად არ ყოფს მასწავლებელი არ არის ის ვინც ჯერ თავად“ შეიმეცნებს“ და მერე სხვებს უყვება ის შეიმეცნებს მოსწავლეებთან ერთად დიალოგის პროცესში შემეცენების ობიექტებს ის აქცევს მისი და მოსწავლის კრიტიკული განხილვის იბიექტად. ამ გზით ის ყოველთვის ახლიდან აყალიბებს თავის შეხედულებებს მოსწავლეების კრიტიკული მსჯელობის პროცესში. მოსწავლეები უკვე მორჩილი მსმენელები კი აღარ არიან, არამედ მასწავლებელთან გამართული კრიტიკული დიალოგის პროცეში კრიტიკოს- მკვლევარები ხდებიან, მასწავლებელი თავის ადრინდელ შეხედულებებს კიდევ ერთხელ, გადახედავს მისი ამოცანა შემოქმედებაა, სწორედ ასეთი პროცესის დროს იცვლება ცოდნა daxa ცონდით logos – დონეზე.

      საბანკო განათლება შემოქმედების უნარის ჩახშობასა დათრგუნვას იწვევს, პრობლემების წამომჭრელი განათლება კი რეალობის უწყვეტ შესწავლას პირველი ცნობიერების მიძინებას ცდილობს, მეორე ცნობიერების გამოფხიზლებასა და რეალობში კრიტიკული ჩარევისკენ იბრძვის.

      თუ მოსწავლეებიის წინაშე პრობლემებს დააყენებ, რომლებიც სამყაროსთან მათ ურთიერთობას უკავშირდება, ისინი სულ უფრო მეტად იგრძნობენ, რომ ვალდებულნი არიან რომ ეს პრობლემები გადაჭრან, რადგან კარგად გააცნობიერებენ რომ ეს მხოლოდ თეორიული პრობლემები არაა, მოსწავლეების მხრიდან მათი აღქმა სულ უფრო კრიტიკული და აქედან გამომდინარე ნაკლებად გაუცხოებული გახდება.

პაულო ფრეიერი
ამონარიდი წიგნიდან: „ჩაგრულთა პედაგოგიკა

ნახვა: 1051

ტეგები: Qwelly, ამონარიდი, ბლოგი, განათლება, პედაგოგიკა, ფრეიერი

vako: თებერვალი 23, 2018||1:35pm
ნეტა რაც არ იციან რას ასწავლიან თითონ ვერ აბარებენ ამ გამოცდებს და

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters