ინფორმაცია

ლიტერატურა

ლიტერატურა!

ვისაუბროთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებზე და არამარტო შედევრებზე

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 520
უკანასკნელი აქტიურობა: ხუთშაბათს

ლიტერატურა

კვირის საკითხავი ლიტერატურა, მიგელ დე უნამუნო, ქველი, ლიტერატურა, qwelly, literature, migel de unamuno, miguel de unamuno

წაიკითხეთ:

ამონარიდები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, amonaridebiდეტექტივი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, deteqtivi
ეპოსი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, eposiზღაპრები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, zgaprebi
კომედია, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, komediaლირიკა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva
მოთხრობები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, motxrobebiნოველები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, novelebi
რომანი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, romaniსათავგადასავლო, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satavgadasavlo
სატირა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satiraტრაგედიები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, tragediebi
ფენტეზი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxvaსხვადასხვა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva

მოძებნეთ სასურველი:

ავტორები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, avtorebi

აუცილებელი •

 


ახლობელი ჯგუფები

ახალი ჩანაწერი!


ყველა სტატიის ნახვა

ფორუმი

სოლომონიანი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ხუთშაბათს. 5 გამოხმაურება

ჯემალ ქარჩხაძე - სოლომონიანი   ის დღე (ხუთშაბათი იყო, სრულიად ნეიტრალური დღე) ჩვეულებრივად გათენდა: გამჭვირვალე ჰაერში მოახლოებული სუსხის სუნი ტრიალებდა, ფოთლებშემოძარცვულ ხეებზე ჩიტები გალობდნენ და აღმოსავლეთით შემოდგომის გრილი მზე ამოდიოდა. სოლომონს არც ცუდი სიზმარი უნახავს და არც ავი წინათგრძნობა გასჩენია. და თუ დღეები თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მიხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძნობიარე სული სჭირდება. ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი აიდუღა, ისაუზმა და, შინიდან რომ გავიდა, კარი ფრთხილად გაიხურა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები, რომელთაც ჯერ ისევ ეძინათ, არ გაეღვიძებინა.    სოლომონი, რომელიც იმ წელიწადს სამოცდასამისა გახდა და სამოცდამეოთხეში გადადგა, კარგა მაღალი კაცი იყო, ძვალმსხვილი და ფერხორციანი. თავის დროზე ალბათ წარმოსადეგიც ეთქმოდა, მაგრამ, რაც ასაკში შევიდა, თანდათან ქონი მოიკიდა. იმგვარი ღიპი, ღვინის მსმელ ხალხს რომ ედება ხოლმე, არ დასდებია. უბრალოდ, წელის არეში გასქელდა, თანაბრად და ყოველ მხარეს, ხოლო რაკი მხრები იმთავითვე ცოტა ვიწრო და დამრეცი ჰქონდა, საბოლოოდ ისეთი ფორმის ტანი გაუხდა, რომელიც განსაკუთრებით გეცემათ თვალში, როდესაც კაცს მჭიდროდ შემოტმასნილი და ყველა ღილზე შეკრული ლაბადა აცვია. სოლომონს კი ადრე შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე სწორედ ასეთი ლაბადა ეცვა - მჭიდროდ შემოტმასნილი, ყველა ღილზე შეკრული, კრემისფერი, გაუგებარი სიგრძის ლაბადა, რომელიც ხან ზომაზე გრძელი გეჩვენებოდათ, ხან ზომაზე მოკლე, იმისდა მიხედვით, თუ რას მოითხოვდა მოდა, ხოლო თავად მოდას არასოდეს თანხვდებოდა. თავზე (უკან გადავარცხნილი, ჭაღარაშერთული თმა ჰქონდა) მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოწურა და დეგრადაციის გზას დაადგა: ჯერ მოძველდა, მერე მოდიდან გამოვიდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო,…გაგრძელება

ტეგები: ქარჩხაძე, ნოველები, მოთხრობები, ლიტერატურა, Qwelly

ალუბლის ბაღი (გაგრძელება)

ავტორი Kakha, აგვ. 14. 0 გამოხმაურება

დასაწყისიმოქმედება მესამესასტუმრო ოთახი დარბაზისგან თაღით არის გამოყოფილი. ყველგან ჭაღები ანთია. დერეფნიდან მუსიკის ხმა ისმის. (იქ ებრაელთა ორკესტრი უკრავს, მეორე მოქმედებაში რომ ვახსენეთ.) საღამოა. დარბაზში, grand-rond-ს ცეკვავენ. სიმეონოვ-პიშჩიკი წამდაუწუმ გაიძახის: „Promenade à une paire!“სასტუმროში მოცეკვავეები შემოდიან. პირველ წყვილში არიან პიშჩიკი და შარლოტა ივანოვნა, მეორეში – ტროფიმოვი და ლუბოვ ანდრეევნა, მესამეში – ანა და ფოსტის მოხელე, მეოთხეში ვარია და სადგურის უფროსი და ა.შ. ვარია ცეკვის დროს ტირის და თვალებს იმშრალებს. ბოლო წყვილშია დუნიაშა. მოცეკვავეები სასტუმროში წრეს უვლიან და დარბაზში გადიან, პიშჩიკი გაიძახის: „Grand-rond balancez!“ და „Les caveliers à genoux et remerciez vos dames!“ფრაკში გამოწყობილი ფირსი ხონჩით ზელტერის წყალს დაატარებს. სასტუმროში შემოდიან ცეკვით დაღლილი პიშჩიკი და ტროფიმოვი.პიშჩიკი. მე, ბატონო, სისხლჭარბი ვარ, ამის გამო ორჯერ ჩამექცა სისხლი და ცეკვა ჩემთვის არშეიძლება, მაგრამ რას იზამ? როგორც იტყვიან, ხროვაში რომ გაერევი, ყეფა თუ არ იცი, კუდი მაინც გააქიცინეო! საერთოდ კი, ცხენის ჯანმრთელობა მაქვს! განსვენებული მამაჩემი, ღმერთმა აცხონოს, ხუმარა კაცი იყო და ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩვენ, სიმეონოვ-პიშჩიკები, იმ ცხენის შთამომავლები ვართ, კალიგულამ რომის სენატში რომ წამოასკუპაო! (ჯდება.) ერთი უბედურება მჭირს მხოლოდ, ფული არა მაქვს! მშიერი ძაღლი, მოგეხსენებათ, მარტო ხორცს იპარავს (ხვრინვას ამოუშვებს და იმწამსვე გაეღვიძება.) ჰოდა, მეც ასევე, მარტო ფულზე შემიძლია...ტროფიმოვი. აღნაგობით მართლა ცხენს ჰგავხართ.პიშჩიკი. მერე რა უჭირს, ცხენი კარგი მხეცია... ცხენის გაყიდვა შეიძლება!გვერდით ოთახიდან ჭახაჭუხი ისმის: იქ ბილიარდს თამაშობენ. დარბაზიდან ვარია შემოიხედავს და გაჩერდება.ტროფიმოვი. (გამოაჯავრებს.) ქალბატონო ლოპახინა! ქალბატონო ლოპახინა!ვარია. (გულმოსულად.) გაქუცულო ბატონო!ტროფიმოვი. დიახ, გაქუცული ბატონი ვარ და ვამაყობ ამით.ვარია. (შეწუხებული სახე აქვს.) მუსიკოსები დაიქირავეს... ნეტავ რით გაუსწორდებიან? (გადის.)ტროფიმოვი.…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ჩეხოვი

კეთროვანის თვითდაკვირვებანი

ავტორი Kakha, ივლ. 22. 0 გამოხმაურება

სიორენ კირკეგორი - კეთროვანის თვითდაკვირვებანიდასაწყისი  (სცენა თამაშდება საფლავებს შორის, გამთენიის რიბირაბოზე. სიმონ კეთროვანი ქვაზე ზის, ჩასძინებბია. ანაზდად იღვიძებს და ყვირის): – სიმონ, ჰეი სიმონ! – მესმის, ვინ მეძახის? – სადა ხარ, სიმონ! – აგერა ვარ. – ვის ესაუბრები? – საკუთარ თავს. – აჰა, შენ კი გიშოვნია საქმე, მაგრამ დიდი საძაგელი ვინმე კი ხარ იმ შენი მუნით. ჭირი ხარ შენ ყოველი არსებისთვის. შორს ჩემგან, ურჩხულო, იბორიალე მანდ, შენს საფლავებთან! – ო, რადა ვარ ერთადერთი, ვისაც არ ძალუძს ილაპარაკოს ასე, მოიქცეს ჩვეულებრივად. ყველა, ვისაც თვითონვე არ გავექცევი, კისრისტეხით გარბის ჩემგან და მტოვებს სულ მარტოს. მაგრამ განა ხელოვანიც არ მიიმალება ხოლმე, რათა მალულად უყუროს ხალხის აღტაცებას, მისი ქმნილებისგან მოგვრილს? რატომ მე კი არ შემიძლია მოვიშორო ეს გარსი, რათა ფარულად ვუთვალთვალო ხალხის ზიზღს? ვინ მომისაჯა ვათრიო ეს გარსი და ზარ-ზეიმით ვუჩვენო ყველას? პატივმოყვარე ბატონი ვიყო ვითომ და სურვილი მწვავდეს ვიგრძნო აღტაცებანი ჩემი პერსონის მიმართ. ვინ მომისაჯა მეთქი, ვიყო მღაღადებელი უდაბნოსა შინა; გავერიო ნადირებს შორის და მათთან ყმუილით მოვკლა დრო? არა, ეს არაა მეთქი გოდება. ეს კითხვაა. მე ვეკითხები მას, სწორედ მას, ვინაც თავადვე თქვა ერთხელ, არ უნდა იყოსო კაცი მარტოსული. ნუთუ ამ საძაგელი საზოგადოების ღირსიღა შევიქენ? ნუთუ ამათი ტოლი ვარ? ნუთუ ამათ ვეძებდი? ამ მშიერ ურჩხულებს, ამ ცხედრებს, ამ უწმინდურ ნაშთებს? (ისევ ჯდება, თვალს მიმოავლებს არემარეს და თითქოს თავის თავს ესაუბრება) – ეს მანასე მაინც სად გაქრა ნეტავი? (ხმას იმაღლებს) მანასეეე, ე-უუუ! (ერთხანს დუმს). აჰ, ის ხომ დედაქალაქში წავიდა. კი, ვიცი მე. აკი მე დავუმზადე მალამო, წაიცხებს და კეთრი გარედან შიგნით გადაინაცვლებს. ეჭვიც კი არ გაიჭაჭანებს კეთრის შესახებ და წმინდა მამასაც კი სრულიად ჯანმრთელნი ვეგონებით. მე ვასწავლე მანასეს ამ მალამოს ხმარება. ავუხსენი: ვერ ჩააქრობ, მაგრამ შიგნით კი ჩამალავ მეთქი. მანასეს შეუძლია გადასდოს ეს სენი სუნთქვით. ო, როგორ გაუხარდა – სიცოცხლისმოძულეს, ადამიანთა დამაწყევარს, შურისმგებელს! ის მიჰქრის ახლა დედაქალაქისკენ და სულ მალე იქ მიუშვებს თავის შხამს ყველა მიმართულებით.…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, კირკეგორი

ხტუნია

ავტორი Kakha, ივლ. 6. 0 გამოხმაურება

ანტონ ჩეხოვი - ხტუნიაIოლგა ივანოვნას თავის ქორწილში ყველა მეგობარი და ახლობელი ჰყავდა მოწვეული.– შეხედეთ ერთი, არის მასში რაღაცა! ასე არაა? – ეუბნებოდა ის თავის მეგობრებს და ქმარზე უთითებდა. თითქოს სურდა აეხსნა, თუ რატომ მისთხოვდა ასე უბრალო, ერთობ ჩვეულებრივ და არაფრით გამორჩეულ ადამიანს.მისი ქმარი, ოსიპ სტეპანიჩ დიმოვი, იყო ექიმი, ტიტულოვანი მრჩევლის ჩინით. მსახურობდა ორ საავადმყოფოში. ერთში ზეშტატიან ორდინატორად, მეორეში – პროზექტორად.ყოველდღე, დილის ცხრიდან შუადღემდე, იღებდა ავადმყოფებს და მუშაობდა პალატაში. ნაშუადღევს კი ეტლით გადადიოდა მეორე საავადმყოფოში, სადაც ჰკვეთდა მიცვალებულებს. მწირი იყო მისი კერძო პრაქტიკა – ხუთას რუბლამდე წელიწადში. ეს იყო და ეს. სხვას ვერაფერს იტყოდი მასზე.სულ სხვა იყო ოლგა ივანოვნა და მისი ნაცნობ-მეგობრები. ისინი როდი იყვნენ ასე ჩვეულებრივნი და უბრალონი. თითოეული მათგანი რაღაცით იყო გამორჩეული და რამდენადმე ცნობილი, სახელგანთქმული. ხოლო თუ ჯერჯერობით მთლად ვერა, საამისოდმოწოდებული და იმედისმომცემი მაინც.აჰა დრამატული თეატრის მსახიობი, დიდი, კარგა ხნის აღიარებული ტალანტი; დახვეწილი, ჭკვიანი და თავდაჭერილი ადამიანი; ბრწყინვალე დეკლამატორი, ოლგა ივანოვნას მხატვრულ კითხვას რომ ასწავლიდა.ეს კი – ოპერის მომღერალი; გულკეთილი სქელუა, გრძნობამორევით რომ არწმუნებდა ოლგა ივანოვნას, შენვე ღუპავ შენს ტალანტსო; სიზარმაცე რომ არა, შესანიშნავი მომღერალი დადგებოდიო.აი რამდენიმე მხატვარი ჟანრისტის, ანიმალისტის და პეიზაჟისტის – რიაბოვსკის მეთაურობით. ის ძალიან ლამაზი, ქერა ყმაწვილია, ოცდახუთი წლის. წარმატებული გამოფენები ჰქონდა და თავისი ახალი სურათი ხუთას რუბლად გაჰყიდა. ის უსწორებდა ხოლმე ოლგა ივანოვნას ეტიუდებს და ამბობდა, მისგან შეიძლება რიგიანი მხატვარი დადგესო.ეს კიდევ – მევიოლინოე, საკრავს რომ აკვნესებდა და გულწრფელად აღიარებდა, ჩემს ნაცნობ ქალთაგან მხოლოდ ოლგა ივანოვნას შეუძლიაო აკომპანირება.ეს კი ლიტერატორია, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილი თავისი მოთხრობებით და პიესებით.კიდევ ვინ? აი თუნდაც ეს ვასილი ვასილიჩი – ბატონი, მემამულე, დილეტანტ-ილუსტრატორი და ვინიეტისტი, ძალუმად რომ გრძნობდა ძველ რუსულ სტილს, ბილინას და ეპოსს. ქაღალდზე,…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ჩეხოვი

კორნეი ვასილიევი

ავტორი Kakha, ივლ. 6. 0 გამოხმაურება

ლევ ტოლსტოი - კორნეი ვასილიევიIკორნეი ვასილიევი ორმოცდათოთხმეტი წლისა იყო, როცა უკანასკნელად ჩამოდიოდა სოფელში. სქელ, გრუზა თმებში ერთი ჭაღარაც არ ერია. მხოლოდ შავ ულვაშში შეჰპაროდა ოდნავ, ღაწვებთან. გადატკეცილი სახე უღაჟღაჟებდა; კისერი განიერი და მაგარი ჰქონდა. მთელ სხეულზე ქონი დასდებოდა მაძღრისი ქალაქური ცხოვრებისგან.ოცი წლის წინ მოიხადა სამხედრო სამსახური და იქიდან ფულიანი დაბრუნდა. ჯერ პატარა დუქანი გამართა. მერე თავი დაანება და პირუტყვით ვაჭრობას მოჰკიდა ხელი. ჩერკასკში დადიოდა საქონლისთვის ანუ პირუტყვისთვის და მოსკოვში მოერეკებოდა.სოფელ გაიში ქვის სახლი ედგა, რკინით გადახურული. შიგ ცხოვრობდა მისი მოხუცებული დედა, ცოლი და ორი შვილი – გოგო და ბიჭი; კიდევ ობოლი ძმისწული – თხუთმეტი წლის მუნჯი ბიჭუნა და მოჯამაგირე. კორნეი ორჯერ იყო ქორწინებაში. პირველი ცოლი ავადმყოფი შეხვდა და უშვილოდ გადაეგო. კორნეიმ, არცთუ ახალგაზრდა ქვრივმა, მეორედ იქორწინა – შეირთო ჯანსაღი, ლამაზი გოგონა, მარტოხელა ღარიბი დედაკაცის ქალიშვილი მეზობელ სოფლიდან. შვილები ამ მეორე ცოლისგან ჰყავდა.კორნეიმ ისე ხელსაყრელ ფასად გაჰყიდა საქონლის ბოლო პარტია მოსკოვში, რომ სამი ათას რუბლამდე ფული მოუგროვდა. ნაცნობისგან შეიტყო, რომ მისი სოფლის შორიახლოს გაკოტრებული მემამულე იაფად ჰყიდის ტყეს. გადაწყვიტა ამ ახალი საქმისთვისაც მოეკიდა ხელი. ეს საქმე კარგად იცოდა – ჯერ კიდევ ადრე, სამხედრო სამსახურამდე ცხოვრობდა ტყეში; მოურავის თანაშემწედ იდგა ერთ ვაჭართან.რკინიგზის სადგურთან, საიდანაც გზა გაისკენ უხვევს, კორნეი თანასოფლელს, ბრუციან კუზმას გადაეყარა. კუზმა მატარებლის ყოველ რეისს ხვდებოდა ხოლმე აქ თავისი საცოდავი მარხილით. თითო-ოროლა მგზავრს იშოვიდა და სოფელში ჩაიყვანდა. კუზმა ღარიბი იყო. ამიტომაც არ უყვარდა მდიდრები, მეტადრე კორნეი, ვისაც კორნიუშკად იცნობდა.ჯუბაჩაში და ტყაპუჭში გამოწყობილი კორნეი, ხელში პატარა ჩემოდნით, სადგურის პარმაღზე გამოვიდა, შეჩერდა, წელში გაიმართა, ამოისუნთქა და მიიხედ-მოიხედა. წყნარი, მოღრუბლული დილა იდგა. ოდნავ ყინავდა.– რაო, კუზმა ძია, მუშტარი ვერ გიშოვნია? – დაიძახა მან. – ხომ არ წამიყვანდი?– რატომაც არა? მომე რუბლი და ჰაიდა.– შვიდი გრივენიც გეყოფა.– ამხელა მუცელი დაგიყენებია.…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, ტოლსტოი

ინდური ყავახანა

ავტორი Kakha, ივნ. 29. 0 გამოხმაურება

ლევ ტოლსტოი - ინდური ყავახანა (ბერნარდენ დე სენ-პიერის მიხედვით)1   იყო ინდოეთის ქალაქ სურატში ცნობილი ყავახანა. მასში ერთმანეთს გადაეყრებოდნენ ხოლმე მოგზაურები მსოფლიოს ნაირ-ნაირი კუთხიდან და საუბრობდნენ, გადაწვდებოდნენ ცისას და ბარისას. ერთხელაც ყავახანაში სპარსელი ღვთისმეტყველი შემოვიდა. ის მთელი თავისი ცხოვრება ღვთის ბუნებას სწავლობდა. კითხულობდა წიგნებს ამ თემაზე და თვითონაც წერდა. ბევრი იფიქრა, იკითხა და წერა მან ღმერთზე. როგორც იტყვიან, ტვინი იჭყლიტა. ბოლოს ყველაფერი აერია თავში და იქამდე მივიდა, რომ ღვთის რწმენა დაკარგა. გაიგო ეს ამბავი მეფემ და გააძევა იგი სპარსეთის სამეფოდან. დიახ, პირველ მიზეზზე განუწყვეტელმა ფიქრმა დააბნია საბრალო ღვთისმეტყველი. იმის მაგივრად, რომ ეფიქრა, ჩემში აღარაა გონებაო, იფიქრა, სამყაროში არააო უმაღლესი გონება, არსთა გამრიგე. ღვთისმეტყველს ჰყავდა აფრიკელი მონა, ვინც თან დაჰყვებოდა ხოლმე. როცა ღვთისმეტყველი ყავახანაში შემოვიდა, აფრიკელი ეზოში დარჩა, კარებს იქით. ქვაზე ჩამოჯდა და მზეს მიეფიცხა. იჯდა და ბუზებს იგერიებდა. თვითონ ღვთისმეტყველი კი ყავახანაში დივანზე წამოწვა და ერთი ფინჯანი ბანგი შეუკვეთა. როცა ფინჯანი გამოსცალა და ბანგმა ტვინი აუმოძრავა, თავის მონას მიმართა. – აბა, უბედურო მონავ, მითხარი ერთი, როგორ გგონია, არსებობს თუ არა ღმერთი? – რა თქმა უნდა, არსებობს! – მიუგო მონამ და მაშინვე ქამრიდან ამოაძრო ხისგან გამოთლილი პატარა ხატი. – აი, – დასძინა მან, – აი ის ღმერთი, მე რომ მიფარავს მთელი ცხოვრება. ის გამოთლილია იმ უწმინდესი ხისგან, რომელსაც ყველა ეთაყვანება ჩემს ქვეყანაში. ღვთისმეტყველისა და მონის ამ საუბარს ყური მოჰკრეს ყავახანაში მყოფმა ადამიანებმა და გაკვირვებულნი დარჩნენ. მათ გაუკვირდათ ბატონის შეკითხვა და კიდევ უფრო მეტად – მონის პასუხი. ერთი ბრამინი, ვინც გაიგონა მონის სიტყვები, მიუბრუნდა მას და უთხრა: – საცოდავო უგუნურო, განა შეიძლება ღმერთი ადამიანის ქამარში იყოს გარჭობილი?! ღმერთი ხომ ერთია – ბრაჰმა! იგი აღემატება მთელ სამყაროს, რადგან მთელი სამყარო მისი შექმნილია. ბრაჰმა ერთიანი დიადი ღმერთია. მისთვისაა აგებული ტაძრები მდინარე განგის ნაპირებზე. მას ემსახურებიან მისი ერთადერთი ნამდვილი ქურუმები – ბრამინები. მხოლოდ…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, ტოლსტოი

ერთგული მეგობარი

ავტორი Kakha, ივნ. 24. 0 გამოხმაურება

ოსკარ უაილდი - ერთგული მეგობარი  1ერთ დილას ბებერმა წყლის ვირთაგვამ თავი გამოჰყო სოროდან.თვალები მძივებივით უბრწყინავდა.ნაცრისფერი ულვაშები გაბურძგნოდა; ხოლო შავი კუდი რეზინის ზონარს მიუგავდა.გუბურაში პატარა ჭუკები დაცურავდნენ; ყვითლები, ვითარცა კანარის ჩიტები. თეთრად მოქათქათე, წითელფეხება დედა ჭყუმპალაობას ასწავლიდა მათ.– თუ თავდაყირა დგომა არ ისწავლეთ, არასოდეს მიგიღებენ კარგ საზოგადოებაში. – ეუბნებოდა იგი და ჟამით ჟამამდე თავად უჩვენებდა, თუ როგორ კეთდება ეს.მაგრამ ჭუკები ყურს არ უგდებდნენ. ისინი ჯერ პაწაწკინტელები იყვნენ და არ ესმოდათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში მიღება.– როგორი ურჩი ბავშვებია! – გაბრაზდა წყლის ვირთაგვა. – მაგათზე ახია დახრჩობა.– სრულებითაც არა, – მოუჭრა იხვმა, –ყოველი დასაწყისი ძნელია და მშობლებს მოთმინება ჰმართებთ.– აჰ, მე ხომ არ მესმის დედის გრძნობები. – თქვა წყლის ვირთაგვამ. – მე არ მოვკიდებივარ ოჯახს და, ისე გამოდის, აღარც ვაპირებ გათხოვებას. სიყვარული, რა თქმა უნდა, თავისებურად კარგია; მაგრამ მეგობრობა გაცილებით მაღლა დგას, ხომ მართალია? არაფერია ერთგულ მეგობრობაზე მშვენიერი და ამაღლებული!– როგორ ფიქრობთ, რა მოეთხოვება ერთგულ მეგობარს? – დაინტერესდა მწვანე ჩიტი, მეკანაფია. იგი მეზობელ ტირიფზე იჯდა და მთელ ამ საუბარს ყურს უგდებდა.– დიახ, დიახ, რა მოეთხოვება ნეტავ? ისე მწადია ამის გაგება! – თქვა იხვმა. თავად კი გასცურა გუბურის იქითა ნაპირზე, ჩაყვინთა და თავზე დადგა, რათა კარგი მაგალითი მიეცა თავისი ჭუკებისთვის.– რა სულელური კითხვაა?! – ვეღარ მოითმინა წყლის ვირთაგვამ. – რა თქმა უნდა, ერთგული მეგობარი ჩემი ერთგული უნდა იყოს.– თქვენ კი რაღას შესთავაზებდით სანაცვლოდ? – ჰკითხა ჩიტმა, შეხტა ვერცხლისფერ ტოტზე, შეიფრთხიალა და დააფათქუნა პაწია ფრთები.– ვერ გავიგე. – უპასუხა წყლის ვირთაგვამ.– ნება მიბოძეთ მოგიყვეთ ამის თაობაზე ერთი ამბავი. – თქვა მეკანაფიამ.– ჩემზეა? – გაუხარდა წყლის ვირთაგვას. – თუ ჩემზეა, სიამოვნებით მოგისმენთ. ვგიჟდები ნატიფ ხელოვნებაზე!– კი, ეს ამბავი თქვენც გეხებათ. – მიუგო მეკანაფიამ, ჩამოფრინდა ტოტიდან, დასკუპდა ნაპირზე და შეუდგა ამბის მოყოლას ერთგული მეგობრის შესახებ.  2«ოდესღაც ამ მხარეში უცხოვრია გადასარევ…გაგრძელება

ტეგები: უაილდი, ნოველები, Qwelly

ნიანგი

ავტორი Kakha, ივნ. 5. 0 გამოხმაურება

თეოდორ დოსტოევსკი - ნიანგი(უჩვეულო შემთხვევა ანუ პასაჟი პასაჟში) Iამა წლის, ესე იგი, 1865-ის, ცამეტ იანვარს, ნაშუადღევს, პირველის ნახევარზე, ელენა ივანოვნამ, ჩემი განათლებული მეგობრის, თან კოლეგისა და შორეული ნათესავის, ივან მატვეიჩის მეუღლემ, მოისურვა ნიანგის ნახვა. ნიანგს გარკვეული თანხის საფასურად აჩვენებდნენ პასაჟში.ივან მატვეიჩს ჯიბეში ედო საზღვარგარეთ გასამგზავრებელი ბილეთი. ხოლო მიემგზავრებოდა ის არა იმდენად სამკურნალოდ, რამდენადაც ცნობისმოყვარეობისთვის. შვებულება უკვე აღებული ჰქონდა და ამ დილას სრულიად თავისუფალი იყო. ამიტომ არა თუ წინ აღუდგა თავისი მეუღლის დაუძლეველ სურვილს, არამედ, პირიქით, თვითონაც ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა.«მშვენიერი აზრია, – თქვა სრულიად კმაყოფილმა, – დავათვალიეროთ ნიანგი! ევროპაში გამგზავრების წინ ურიგო როდია აქვე გავეცნოთ იქაურებს.»ეს თქვა, ხელი ხელში გაუყარა ძვირფას მეუღლეს და გაეშურნენ პასაჟისკენ. მე კი, როგორც მჩვევია ხოლმე, მათ გვერდით აღმოვჩნდი, ვითარცა ოჯახის მეგობარი.არასოდეს აქამდე არ მინახავს ივან მატვეიჩი ასეთ მშვენიერ გუნებაზე, როგორც იმ დაუვიწყარ დილას. მართლაც, რომ წინასწარ არაფერი სცოდნია ადამიანს თავისი ბედის თაობაზე!პასაჟში შევედით თუ არა, ის მაშინვე აღტაცებაში მოვიდა. ჯერ იყო და შენობის სიდიადემ განაცვიფრა. მერე კი მაღაზიაში, სადაც იმართებოდა დედაქალაქში კიდევ ერთხელ ჩამოყვანილი ნიანგის ჩვენება, მან მოისურვა ჩემი ბილეთის საფასური თვითონ გადაეხადა. ასეთი რამ ადრე არასოდეს მოსვლია.როცა არც თუ ისე დიდ ოთახში შევაბიჯეთ, შევნიშნეთ: იქ, ნიანგის გარდა, კაკადუს უცხოური ჯიშის თუთიყუშებიც ჰყოლიათ. მეტიც, ღრმად შეწეულ საგანგებო კარადაში მაიმუნები ანცობდნენ. ხოლო შესასვლელშივე, მარცხენა კედელთან, იდგა თუნუქის დიდი ყუთი, აბაზანისმაგვარი რამ, რკინის ბადით დახურული. ყუთში ერთი გოჯის სიმაღლეზე წყალი იდგა.აი ამ პატარა გუბურაში ჰყავდათ უშველებელი ნიანგი. ეგდო იგი კუნძივით, სრულიად უძრავად. ეტყობა, ყველა თავისი უნარი დაჰკარგოდა ჩვენი ნესტიანი, უცხოელთა მიმართ არასტუმართმოყვარე ჰავის გამო. ამიტომ ამ ურჩხულს თავიდან არც ერთი ჩვენგანი აღტაცებაში არ მოუყვანია.– მაშ სულ ესაა ნიანგი! – აღმოხდა ელენა ივანოვნას სინანულითა და ერთგვარი…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, დოსტოევსკი

მონანიე ცოდვილი

ავტორი ლაშა, მაისი 25. 0 გამოხმაურება

„ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლუკა 23, 42-43).      ცხოვრობდა ქვეყნად კაცი 70 წელიწადს და მთელი ცხოვრება ცოდვებში განვლო. დაავადდა ეს კაცი და არ ინანიებდა. როცა სიკვდილი მიუახლოვდა, ბოლო ჟამს ატირდა და თქვა: „ღმერთო! როგორც ავაზაკს ჯვარზე გაკრულს, მეც მომიტევე!“ ძლივს მოასწრო ამის თქმა, რომ სული ამოხდა. და ცოდვილის სულს ღმერთი შეუყვარდა და მისი მოწყალებისა დაიჯერა და სამოთხის კარს მიადგა.      მიაკაკუნა ცოდვილმა კარზე და ზეციურ სასუფეველში შესვლა ითხოვა.      კარიდან ხმა შემოესმა:  – ვინ აკაკუნებს სამოთხის კარზე? და რა საქმეები ჩაუდენია ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში?      მას ბრალმდებლის ხმა გაეპასუხა, რომელმაც ამ კაცის ყველა ცოდვილი საქმე ჩამოთვალა და არც ერთი კეთილი საქმე არ დაუსახელებია.      კარიდან ხმამ მიუგო:  – ცოდვილებს არ შეუძლიათ ცათა სასუფეველში შესვლა. წადი აქედან.      მაშინ თქვა კაცმა:  – ღმერთო! შენი ხმა კი მესმის, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ და შენი სახელიც არ ვიცი.      ხმამ უპასუხა:  – მე პეტრე მოციქული ვარ.      მაშინ თქვა ცოდვილმა:  – შემიბრალე, მოციქულო პეტრე, გაიხსენე ადამიანის სისუსტე და ღვთის წყალობა. განა შენ არ იყავი ქრისტეს მოციქული, განა შენ არ მოგისმენია თვით მისი პირიდან მისი სწავლებები და      მისი ცხოვრების მაგალითი გინახავს საკუთარი თვალით? აბა, გაიხსენე, როცა ის წუხდა და სულით გლოვობდა და სამჯერ გთხოვა, არ ჩაგძინებოდა, არამედ გელოცა, შენ კი გეძინა, იმიტომ, რომ თვალები დაგმძიმებოდა და სამჯერვე მძინარეს მოგისწრო. ასევე ვარ მეც.  – კიდევ გაიხსენე, როგორ შეჰპირდი მას, რომ სიკვდილამდე არ განუდგებოდი და სამჯერ როგორ უარყავი, როცა ის კაიაფასთან მიიყვანეს. ასევე ვარ მე.  – და კიდევ გაიხსენე, როგორ აყივლდა მამალი და შენ იქიდან გამოვარდი და მწარედ ატირდი. ასევე ვარ მეც. შეუძლებელია, რომ არ შემიშვა.      სამოთხის კარს მიღმა ხმა მიჩუმდა.      მცირე ხანს დგომის შემდეგ ისევ მიაკაკუნა ცოდვილმა და სასუფეველში შესვლა ითხოვა.      კარს უკან სხვა ხმა გაისმა და თქვა:  – ვინ არის ეს კაცი? და როგორ ცხოვრობდა ის ქვეყანაზე?      მას უპასუხა ბრალმდებლის ხმამ,…გაგრძელება

ტეგები: მოთხრობა, ტოლსტოი, ნოველა, ლიტერატურა, Qwelly

ალუბლის ბაღი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: George, მაისი 24. 5 გამოხმაურება

ანტონ ჩეხოვი - ალუბლის ბაღიკომედია ოთხ მოქმედებადმოქმედი პირები:რანევსკაია ლუბოვ ანდრეევნა – მემამულე ქალი.ანა – მისი ქალიშვილი, 17 წლისა.ვარია – მისი ნაშვილები, 24 წლისა.გაევი ლეონიდ ანდრეევიჩი – რანევსკაიას ძმა.ლოპახინი ერმოლაი ალექსეევიჩი – ვაჭარი.ტროფიმოვი პიოტრ სერგეევიჩი – სტუდენტი.სიმეონოვ-პიშჩიკი – მემამულე.შარლოტა ივანოვნა – გუვერნანტი ქალი.ეპიხოდოვი – კანტორის მოსამსახურე.დუნიაშა – მოახლე.ფირსი – ლაქია, 87 წლისა.იაშა – ახალგაზრდა ლაქია.უცნობი კაცი.სადგურის უფროსი.ფოსტის მოხელე.სტუმრები, მსახურები.მოქმედება ლუბოვ ანდრეევნა რანევსკაიას მამულში ხდება. მოქმედება პირველიდიდფანჯრებიანი ოთახი, რომელსაც დღემდე ბავშვების ოთახს ეძახიან. ერთ კარს ანას ოთახში გავყავართ. გათენდა, საცაა მზე ამოვა. მაისია. ბაღში ალუბალი ყვავის, თუმცა ჯერ კიდევ სიცივეა. ოთახის ფანჯრები ჩაკეტილია.შემოდიან დუნიაშა და ლოპახინი. დუნიაშას ხელში ანთებული სანთელი უჭირავს, ლოპახინს – წიგნი.ლოპახინი. ძლივს არ ეღირსა მატარებელს ჩამოსვლა! რომელი საათია?დუნიაშა. მალე ორი გახდება. (სანთელს ჩააქრობს.) თენდება უკვე.ლოპახინი. მატარებელს, სულ ცოტა, ორი საათით დააგვიანდა. (ამთქნარებს და იზმორება.) მეც სულელი ვარ: განგებ ადრე ჩამოვედი, თქვენებს რომ დავხვედროდი და ჩამძინებია; თანაც სად, სავარძელში. საწყენია, ღმერთმანი... ვერ გამაღვიძე?დუნიაშა. მე კი ვიფიქრე, წავიდა-მეთქი (მიაყურადებს.) მგონი, მოდიან.ლოპახინი. (ისიც უსმენს.) ჯერ სად არის, ბარგი უნდა მიიღონ, ათასი რამეა.პაუზა.შენმა ქალბატონმა საზღვარგარეთ ხუთი წელი გაატარა. ნეტავ როგორია ახლა? კარგი ქალი კი იყო – უბრალო, გულისხმიერი... მახსოვს, ბავშვობაში – თხუთმეტი წლის ვიქნებოდი მაშინ – განსვენებულმა მამაჩემმა, მას ამ სოფელში სავაჭრო ჰქონდა, – გამარტყა და ცხვირიდან სისხლი დამადინა... მაშინ რაღაც საქმეზე მოვედით აქ და მამა ნასვამი იყო... ჰოდა, ლუბოვ ანდრეევნამ, – ისე კარგად მახსოვს, სულ ახალგაზრდა იყო, გამხდარი, ტანწერწეტა, – პირსაბანთან მიმიყვანა, – აქ იმ დროს ბავშვების ოთახი იყო, – და „ნუ ტირი, გლეხის ბიჭოო, – მითხრა, – ქორწინებამდე გაგივლისო!“პაუზა.„გლეხის ბიჭოო“... მამაჩემი მართლაც გლეხი იყო, მუჟიკი. მე კი ახლა თეთრი ჟილეტი მაცვია და ყვითელი ბათინკებით…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, ნოველები, ჩეხოვი

კომენტარების დაფა

Kakha: ნოემბერი 19, 2015||1:30pm

ინდირა განდის არაფერი დაუწერია ლიტერატურაში მაგრამ მაინც გახდა ის რამდენიმე წიგნის მთავარი თემა ))

Kakha: ნოემბერი 24, 2015||4:56pm

მაილი საირუსი ახალი წიგნის დაწერას აპირებს! ნეტა ძველი როდის დაამთავრა?

ლაშა: ნოემბერი 26, 2015||3:27pm

გილგამეშის ამბავს გაცოცხლება სჭირდება, თუ უკვე გააცოცხლეს და მე არ ვიცი? 

Kakha: ნოემბერი 26, 2015||3:56pm

გილგამეშიანის რაიმე საწინააღმდეგო გაქვს? :DD ამხელა შუამდინარული ეპოსია!!

ლაშა: ნოემბერი 28, 2015||1:10pm

საწინააღმდეგო კი არა, ჰოლივუდური ბლოქბასტერის გადაღება ვითხოვე :D 

ლაშა: დეკემბერი 5, 2015||1:33pm

ეგ კი არა, ვფიქრობ არმაზის ხეობაში აღმოჩენილ ორენოვან ეპიტაფიაზეც შეიძლება რამე ლიტერატურული შედევრის შექმნა. 

Kakha: იანვარი 29, 2016||10:19pm

ლონდონის სიკვდილიდან 100 წელი გავიდა ((

Kakha: თებერვალი 20, 2016||10:19am

სამწუხაროდ 84 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიელი მწერალი და ფილოსოფოსი უმბერტო ეკო ((

ლაშა: თებერვალი 20, 2016||1:52pm
გუშინ ჯაფარას გარდამრჩენელი ჰარპერ ლი გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. :((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ლიტერატურა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (520)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters