ინფორმაცია

ლიტერატურა

ლიტერატურა!

ვისაუბროთ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურულ შედევრებზე და არამარტო შედევრებზე

საიტი: http://www.qwelly.com/
ადგილი: Qwelly
წევრები: 535
უკანასკნელი აქტიურობა: დეკემბერი 5, 2023

ლიტერატურა

კვირის საკითხავი ლიტერატურა, მიგელ დე უნამუნო, ქველი, ლიტერატურა, qwelly, literature, migel de unamuno, miguel de unamuno

წაიკითხეთ:

ამონარიდები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, amonaridebiდეტექტივი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, deteqtivi
ეპოსი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, eposiზღაპრები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, zgaprebi
კომედია, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, komediaლირიკა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva
მოთხრობები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, motxrobebiნოველები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, novelebi
რომანი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, romaniსათავგადასავლო, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satavgadasavlo
სატირა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, satiraტრაგედიები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, tragediebi
ფენტეზი, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxvaსხვადასხვა, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, sxvadasxva

მოძებნეთ სასურველი:

ავტორები, ლიტერატურა, ქველი, literature, qwelly, avtorebi

აუცილებელი •

 


ახლობელი ჯგუფები

ახალი ჩანაწერი!


ყველა სტატიის ნახვა

ფორუმი

ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: როსტომი, ოქტომბერი 21, 2023. 4 გამოხმაურება

ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი იოჰან ვოლფგანგ გოეთეწიგნი პირველი 1771 წლის მაისის 4.      რარიგ მიხარის, რომ წამოვედი! კეთილო ჩემო, რა არის გული კაცისა!      საოცარია! გიხაროდეს ისეთი განუყრელი მეგობრის განშორება, როგორიც შენ ჩემთვის იყავი? ვიცი, ამას მომიტევებ.      განა ჩემი დანარჩენი მეგობრობა ჩემთვის საგანგებოდ მირწყული არ იყო განგების ხელისგან გულისა ჩემის დასათრგუნველად?      საბრალო ლეონორა! მიუხედავად ამისა, მე უდანაშაულო ვიყავი. განა რაიმე ბრალი მიმიძღვის იმაში, რომ მისი დის თავნება აღტყინებამ გამიტაცა და დაკოდილ გულში ვნება აღმიგზნო? განა მე არ აღვზარდე მის გულში ნაზზე უნაზესი გრძნობა? განა მე... ოი, რა საოცარია ბუნება კაცისა, განგებას მისთვის ქენჯნის ნიჭი რომ მიუცია! გაძლევთ სიტყვას, მეგობარო, მე გამოვკეთდები. მინდა ის მცირე ფათერაკი, რომელსაც ბედი გვიმზადებს ცხოვრებაში, ადვილად მოვინელო ისევე, როგორც ეს მრავალგზის მიქნია კიდეც. მინდა ამიერიდან მხოლოდ აწმყოთი დავტკბე და წარსულს წარსულად ვთვლიდე. რა თქმა უნდა, შენ უთუოდ მართალი ხარ: ადამიანებს ნაკლები ურვა შეხვდებოდათ ქვეყნად, განგების ნებით ისე საოცრად რომ არ იყვნენ მოწყობილნი, წარმოდგენის ძალით არ სჩვეოდეთ განვლილთა ჭირთა უკუხმობა და მოგონება, ნაცვლად იმისა, რომ შეეტკბონ ბოძებულ აწმყოს. გეთაყვა, გადაეცი დედაჩემს, რომ მის დავალებებს არ ვივიწყებ: აქ ყოფნის დროს ჩემი მამიდა მოვინახულე და დავრწმუნდი, იგი არც ეგზომ ბოროტი დედაკაცი ყოფილა. მამიდა მხოლოდ გულფიცხი ქალია და სხვა არაფერი. მე განვუმარტე მას დედაჩემის ჩივილი მასზე დარჩენილ ნაანდერძევის შესახებ. მამიდამ ამიხსნა, თუ რა პირობებში შეეძლება დაგვიბრუნოს ჩვენი ხვედრი ამ ანდერძიდან: მოკლედ, გადაეცი დედაჩემს, ახლა არ მინდა ყოველივე აქ აღვნუსხო. ერთი სიტყვით, ყოველივეს, მისგან მონდობილს, კეთილად დავაგვირგვინებ. უნდა გამოგიტყდე, მეგობარო, ამ უმნიშვნელო საქმიანობის დროს დავრწმუნდი, რომ გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყანაზე უფრო მეტ სიავეს წარმოშობს ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა. ეს ორი უკანასკნელი ყოველ შემთხვევაში უფრო ნაკლებად თვალსაჩინოა, ამ ცხოვრებაში წარმოდგენილი. სხვათა შორის, მე აქ გვარიანად ვგრძნობ თავს, ამ სამოთხისებურ მხარეში მარტოობა სანუკველ…გაგრძელება

ტეგები: Qwelly, კლასიკა, ლიტერატურა, გოეთე

მოგვთა საჩუქრები

ავტორი George, მაისი 26, 2023. 0 გამოხმაურება

ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი. სულ ეს იყო. აქედან სამოცი ცენტი ბაყლებთან და ყასბებთან ნაყიდი საქონლის ზუსტ საფასურზე ატეხილი დავის შედეგად რუდუნებით შეგროვილი ერთპენიანი მონეტებისგან შემდგარი წვრილი ფული იყო.დელამ სამჯერ გადათვალა ეს ფული - ერთი დოლარი და ოთხმოცდაშვიდი ცენტი.მეორე დღეს კი ქრისტეშობის დღესასწაული იყო. ამ ფულით იგი ვერაფერს იყიდდა.დელა თავის დანჯღრეულ ტახტზე დაეგდო და მწარედ აქვითინდა. მძიმე წუთებში ადამიანი სულიერი მდგომარეობის სამ ეტაპს გაივლის: ჯერ სასოწარკვეთილება იპყრობს, მერე მშვიდდება, შემდეგ კი ეღიმება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ იგი საბოლოოდ შეეგუა თავის მდგომარეობას. ამ ეტაპებიდან მთავარია მეორე - დამშვიდება.ვიდრე ჩვენი გმირი დამშვიდდებოდეს, ე.ი. პირველიდან მეორე ეტაპზე გადავიდოდეს, თვალი შევავლოთ ოთახს, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ოთახი მას ავეჯთან ერთად ჰქონდა დაქირავებული რვა დოლარად თვეში.ოთახი არ იყო მათხოვრული ამ სიტყვის ზუსტი გაგებით, მაგრამ დიდადაც არ განსხვავდებოდა.ქვემოთ, ვესტიბულში შემოსასვლელ კარზე დამაგრებული იყო საფოსტო ყუთი, რომელშიც დიდი ხანია აღარავინ აგდებდა წერილებს; კარის ზემო ნაწილში ელექტროზარის ღილაკი მიემაგრებინათ, რომლითაც ვერც ერთი მოკვდავი ვერ დარეკავდა ზარს; ღილაკსა და საფოსტო ყუთს შორის კი მიკრული იყო დაფა წარწერით: "მ-რ ჯეიმს დელინგენ იუნგი."სიტყვა "დელინგენი" ლამაზი ხელნაწერის სტილით იყო შესრულებული. დაფა კეთილდღეობის დროს იყო გაკეთებული, როდესაც ოჯახს კვირაში ოცდაათი დოლარი შემოსავალი ჰქონდა. ახლა კი, როცა შემოსავალი მხოლოდ ოც დოლარს შეადგენდა კვირაში, სიტყვა "დელინგენის" ასოებმა დაკარგა ბრწყინვალება და იქნებ საკმარისიც კი იყო, რომ მხოლოდ ასო "დ" ყოფილიყო ამოტვიფრული. მაგრამ ყოველთვის, როცა კი დელინგენ იუნგი სახლში ბრუნდებოდა, ოთახში შესვლისას მას ეგებებოდა მეუღლე - დელა შეძახილით "ჯიმ" და ნაზად მოხვევდა ხოლმე მკლავებს კისერზე.დელამ ტირილით გული იჯერა და ცრემლიანი ლოყები ჩვრით შეიმშრალა. იგი ფანჯარასთან იდგა და უაზროდ შეჰყურებდა ნაცრისფერ კატას, ეზოში ნაცრისფერ…გაგრძელება

ტეგები: ო'ჰენრი, ქველი, ნოველები, ლიტერატურა, Qwelly

სტერილური, ნული!

ავტორი ლაშა, ივნ. 25, 2022. 0 გამოხმაურება

      ლექსივით, არც მოთხრობებს სჭირდება შესავალი, უბრალოდ დიდი ხანია ასეთი კარგი მოთხრობა თანამედროვე ქართველ ავტორებში არ შემხვედრია. ჟურნალ „არილს“ ხშირად ვსტუმრობ ხოლმე, მაგრამ რაც ამ მოთხრობაში წავიკითხე, თითქოს ყოველთვის იყო ჩემს გონებაში, ყოველთვის მინდოდა რამე მსგავსი დამეწერა რადგან ჩვენს წრეში ხშირად „ვწინასწარმეტყველებდით“ USER-ების ასეთ „აღზევებას“. ასე კარგად ნამდვილად ვერ დავწერდი. მოთხრობა „არილის“ გვერდიდანაა, თუმცა ისეთია, ვფიქრობ რაც შეიძლება მეტ ქსელსა თუ პლატფორმაზე უნდა იყოს, მეტ მკითხელს მივუტანოთ. თუკი ორუელის ცხოვლების ფერმა მხოლოდ მინიშნებებად ციტირდება ხოლმე ქართულ საზოგადოებაში, ა ბატონო, პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების, მინიშნების, ალეგორების გარეშე - ხელის გულზე მორთმეული ჩვენი რეალობა.1      კოლეგებთან ერთად მამაძაღლი მთვრალი რომ ხელოვნებაზე ლაპარაკობ, აი იმ ლაპარაკებიდან ერთ-ერთს მოყვა “სტერილური, ნულის” იდეა. ჩემი მეგობრები ამბობდნენ რომ ხელოვნებაა ნახატი, მუსიკა, კინო, თეატრი და ჯანდაბას ინსტალაციაც და კიდევ უფრო ჯანდაბას პერფორმანსიც, და ხელოვნებას, მითუმეტეს თანამედროვეს, იმისთვის, რომ აუდიტორიამდე მიაღწიოს, სჭირდება კონტექსტი, დრო და სპეციალური ადგილი. ეს სამი ზემოთ ჩამოთვლილი, იმ შემთხვევაშიც კია საჭირო, თუ არტისტის იდეა, მისი იდეის აუდიტორიამდე არ მიტანაა, ოღონდ ამ არმიტანაშიც ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, თორემ ეგრე არ ხდება, არტისტმა თქვას – “მე მინდოდაა ხალხს ვერ გაეგო, რა მინდოდაო” თუ ეგ უნდოდა მაშინ ის მაინც უნდა გავიგოთ, რომ არტისტს არ უნდოდა მისთვის გაგვეგო და ზუსტად ამისთვის სჭირდება დრო, კონტექსტი და სპეციალური ადგილიო.მეთქი, სპეციალური ადგილი, წიპა გამოფენა, ან თეატრი ან რამე ეგეთი?ეს სამი ერთად უნდა იყოს, ერთ მთლიანობად თორე ცალ-ცალკე არანაირ აზრს არ იძენსო. მეთქი, ეს “აზრს არ იძენს” ნამეტანი ყალბი ხო არ არის?პირველი გვერდია, ეგეთ რაღაცეებს გვაპატიებენ, მეტჯერ აღარ ქნაო,მეთქი ოკეი და გავაგრძელეთ – სისულელეა, ხელოვნებას რა-რა და კონტექსტი არ სჭირდება და სპეციალური ადგილი ხომ მითუმეტეს, რას ამბობ, რო ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამე მომადან ბიკენტიეს საქაბაბეში რომ გადაიტანო, ვან გოგის ვარსკვლავებიანი ღამე აღარ…გაგრძელება

ტეგები: პროზა, Qwelly, მოთხრობები, ლიტერატურა, ივა_ფეზუაშვილი

ბერი და ყორანი

ავტორი ლაშა, აპრილი 22, 2022. 0 გამოხმაურება

      ერთმა ბერმა წმინდანის სახელი გაითქვა. ცხოვრობდა იგი განმარტოებით მთაზე, გამოქვაბულში. მეორმოცე წელიწადი გადიოდა, რაც ლოცულობდა და იღვწოდა.      მზის ამოსვლამდე იწყებდა ლოცვას და მზის ჩასვლამდე არ ნელდებოდა მისი ხმა მთაზე. ხმა კი ისეთი ჰქონდა, რომ ვერცხლის ზარის ჯადოსნურ რეკვას მიუგავდა, რაღაც ფრთიანი იყო იგი და მისტიური ჟღარუნით ათრთოლებდა გარემოს.      პირველად მთას ეუცხოვა ბერის ლოცვა და გალობა. მოეჩვენა, თითქოს ცხოვრების წესის დარღვევას აპირებდა უცხო მოხუცი. მაგრამ თანდათან შეეჩვია. ბოლოს შეეთვისა და შეუყვარდა კიდევაც. სიამოვნებდა.      ბერის მოღვაწეობამ განსაკუთრებით მთაშივე მცხოვრებ ყორანზე იმოქმედა. ეს ყორანი ძალიან ხნიერი იყო. ბევრი რამ ენახა თავის სიცოცხლეში, ბევრიც გამოეცადნა. ამიტომ ურწმუნო იყო დიდი. მისი ჩხავილი შემზარავი და საშინელი იყო. არავის არ უყვარდა ყორანი.      ორმოცი წლის წინათ, როცა ყორანმა მთაზე ამოსული ბერი პირველად დაინახა, ჩვეულებრივი ჩხავილით შეეგება. დასძახა:      - სიკვდილი! სიკვდილი!      მაგრამ ბერმა მას ყურადღებაც არ მიაქცია. ლოცვად დადგა და საგალობელი სთქვა. ყორანი შეაკრთო ბერის ხმამ. არ გაეგონა ასეთი ხმა. მოეჩვენა, თითქოს ისეთი რამ გაიგონა, რასაც მისი შეცვლა და გარდაქმნა შეეძლო.      „ეს რას უნდა ნიშნავდესო?“ – გაიფიქრა. სამასი წელი უსრულდებოდა და ფიქრადაც არ მოსვლია, თუ ქვეყნად კიდევ ახალს რასმე გაიგონებდა. გამოსაცდელად კიდევ ერთხელ დაა იჩხავლა:      - სიკვდილი!      ბერმა კი თავისი გალობა განაგრძო. მაშინ ყორანი დააკვირდა უცნაურ ადამიანს: ხომ არ მოვტყუვდი, რომ უცნობი ადამიანად მივიჩნიეო. მაგრამ ბერი ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა: საშუალო ტანის მოხუცებული, ჭაღარაწვერიანი. სახე კი ჰქონდა მკრთალი, გამჭვირვალე და თვალები მგზნებარე სხივების მფრქვევი, მაგრამ ეს ვერ გააკვირვებდა ყორანს, ხოლო ხმა კი ძალიან აფიქრებდა მას.      - თუ ადამიანია, ასე როგორ გალობს? ხოლო თუ ასე გალობს, რატომ არის ადამიანიო? – თქვა ყორანმა, დაეშვა ძირს - და ბერს შორიახლო დაუწყო თვალიერება.      ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში ბერი სულ გალობდა და ლოცულობდა. მთასაც სახე გამოეცვალა, თითქოს განგებამ ახალი სული ჩაბერაო.      ყორანს…გაგრძელება

ტეგები: ლიტერატურა, Qwelly, ბუნება, მოთხრობა, ქიაჩელი

უნამუნო - ესეები ფლობერს რომ ვკითხულობ

ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: თამარი, სექტემბერი 13, 2021. 1 გამოხმაურება

       ყველაფერს აქვს თავისი კარგი მხარეც და ცუდიცო, - უთქვამს ჩვენ სასიქადულო პერო გრულოს, ვინც ჩემდათავად კლასიკოსად მიმაჩნია და ვინც გაუგებარ, ანდა უფრო სწორად, გასაგებ მიზეზთა გამო, - როგორც თვითონ ფიქრობდა, - დაუმსახურებლად გაკილეს. ჯერ კიდევ იმ წლებში, როცა ის-ის იყო ვიწყებდი წერას საზოგადოებისათვის, ვთქვი: გაცვეთილ ჭეშმარიტებათა გადამღერება მათი გაუვნებელყოფის საუკეთესო საშუალებაა-მეთქი. იმხანადვე იყო, მადრიდის ყოველკვირეულმა „გედეონმა“ მიზანში რომ ამომიღო - ეტყობა, მახვილგონიერებაში გაწაფვის მიზნით, - და განაცხადა, ამგვარი სენტენციები გონებისათვის მიუწვდომელი ღვლარჭნილი პარადოქსების მეტი არაფერიაო. და რაკი ცოცხალი აღარ ბრძანდება ის, ვინც ამტკიცებდა, ესეც და სხვა მსგავსი გამოთქმები, -თუმცა კი ცხადზე ცხადი, - გაუგებარიაო, ვერ დავიჯერებ, მისი დღემდე კარგადმყოფი კოლეგები მაინც თუ გაიგებენ. ჩემთვის კი დღესაც ისევე ნათელია, როგორც მრავალი წლის წინათ იყო, მაშინ, როცა ეს აზრი გამოვთქვი. ასე რომ, თუ კარგად ჩავუკვირდებით ამ ძველ, პეროგრულოსეულ გაცვეთილ ჭეშმარიტებას, რომლის თანახმად, ყველაფერს აქვს თავისი კარგი მხარეც და ცუდიც, დავინახავთ, რომ სრულიად დაეკარგება ის მნიშვნელობა, რაც ჩვენი გონებრივი სიზანტის გამო შეიძინა, ანუ, როცა აზრის ადგილს ფრაზა იკავებს.       ისეთ ცხოვრებასაც კი, როგორითაც მე ვცხოვრობ - მთავარი მიმოსვლის გზებიდან კარგა მანძილით დაშორებულ ძველთაძველ პროვინციულ ქალაქში, სადაც შედარებით ადვილია განმარტოება - ამისთვის კი შინ დარჩენაც კმარა, - უთუოდ აქვს კარგი მხარეც და ცუდიც; მე თუ მკითხავთ, კარგი უფრო. თითო-ოროლა მეგობარი მაინც გამოჩნდება ხოლმე, ვისაც შეიძლება ფიქრი გაუზიარო; ან ვთქვათ, ზაფხულობით, კარგი ამინდისას მინდორში, მთებში, მუხნარში სეირნობას რა სჯობს; ხანდახან ქალაქის ჭორებს ანდა მუნიციპალიტეტის საქმეებზე მსჯელობას გადააყოლებ გულს. მართალი გითხრათ, ნაციონალურ თუ ინტერნაციონალურ საკითხებზე მოსაბეზრებელი მაინც არ არის, ბოლოს და ბოლოს. შემოდგომაზე, დღეები რომ მოკლდება, თან ამინდიც წამდაუწუმ იცვლება, ხშირად წვიმს, შინ ყოფნას არაფერი მირჩევნია, ჩემს შვილებსა და ჩემს დიდებულ ნეტარხსენებულებთან. კაცობრიობის საამაყო გენიოსებს ვგულისხმობ.სწორედ ასე…გაგრძელება

ტეგები: ფლობერი, უნამუნო, ლიტერატურა, ესსე, qwelly

გამომშვიდობება ყველაფერთან?

ავტორი nika grani. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, ივლ. 21, 2021. 1 გამოხმაურება

   ერნესტ ჰემინგუეის "მშვიდობით, იარაღო" იმდენად უზადო ნაწარმოებია, რომ ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ, შეიქმნება თუ არა ამავე თემისადმი მიძღვნილი სხვა მსგავსი რომანი?დასაწყისში ავტორი აღწერს იტალიური არმიის მოხალისის, ლეიტენანტ ჰენრის გატაცებას გორიციის ჰოსპიტლის ინგლისელი ექთნით, ქეთრინ ბერკლით. ეს გატაცება მალე ჭეშმარიტ სიყვარულად იქცევა.ქალაქ პლავასთან ჰენრი მუხლში დაიჭრება. საველე ჰოსპიტლიდან მას მილანის ინგლისურ ჰოსპიტალში აგზავნიან. აქ ვითარდება ლეიტენანტისა და ქეთრინ ბერკლის სასიყვარულო ურთიერთობა.ფრონტისა და საავადმყოფოების აღწერა, საუბრები ოფიცრებთან, რიგით ჯარისკაცებთან და ექიმებთან ბუნებრივი და დამაჯერებელია, თუმცა ახალგაზრდა გმირი, ალბათ, ზედმეტად შორსმჭვრეტელი და გამოცდილია. ქეთრინის (რომელიც, შეიძლებოდა, "ფიესტას" გმირი ქალის და ყოფილიყო) სახე უფრო სრულყოფილია. მასში ხორცშესხმულია მარადიული ქალური საწყისი.მილანის ჰოსპიტალში შეყვარებულთა გრძნობები ძალზე მძაფრდება. ნაწარმოები არნახულ სიღრმეს აღწევს, როდესაც მეტ-ნაკლებად განკურნებული ჰენრი ბრუნდება იზონცოს ფრონტზე. სწორედ ეს ფრონტი გაარღვია გერმანელთა არმიამ კაპორეტოსთან.წიგნის მესამე ნაწილის ბოლო ორმოცდაათ გვერდზე ასახულია იტალიის არმიის დახევა. ძირითადი მაგისტრალები გადაჭედილია ტრანსპორტით. ჰენრის ავტომანქანები ტალახში ჩაეფლობა და ლეიტენანტი, სამ მძღოლთან ერთად, მათ გზის პირას ტოვებს. ჰემინგუეი ხაზგასმით აღნიშნავს, როგორ სძულთ იტალიელ ჯარისკაცებს ომი. შთამბეჭდავია საველე ჟანდარმერიის მიერ დეზერტირობაში ეჭვმიტანილი უფროსი ოფიცრების დახვრეტის სურათი – ესაა ოსტატურად დაწერილი გვერდები.ლეიტენანტი მდინარეში გადახტება, რათა მასაც დეზერტირი ოფიცრების ბედი არ ეწიოს. შემდეგ ის სატვირთო ვაგონით ჩადის მილანში. ჰენრი აქ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოეწყობა და სტრეზაში ხვდება ქეთრინს. შეყვარებულები შვეიცარიაში მიემგზავრებიან. ამასთან, იტალიისადმი მიძღვნილი სცენები უფრო საინტერესოა, ვიდრე – ჰენრისა და ქეთრინის შვეიცარიაში ცხოვრების ეპიზოდები, მაგრამ მწერალს არასოდეს ღალატობს შეუცდომელი მხატვრული ალღო.ჰემინგუეის ქმნილებაში ომის აღწერა ისევე გასაოცრად შთამბეჭდავია, როგორც – ქალ-ვაჟის სიყვარულის ისტორია. შემოქმედის უტყუარი…გაგრძელება

ტეგები: სადისკუსიო, ჰემინგუეი, ცნობილი_ავტორი, ბიოგრაფია, Qwelly

ღამით მესიზმრა...

ავტორი ლაშა, ივნ. 5, 2021. 0 გამოხმაურება

      1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ლაზარეთის კვნესითა და განწირული გოდებით სავსე ღამეებო! რა აზრი აქვს თქვენს გახსენებას დღეს, იმ დროში, რომელიც ისევ ომისკენ ლტოლვითა და შეურიგებლობითაა აღსავსე! ხომ არ დაგვავიწყდა ყველაფერი, რაც ფერფლისა და უბედურებისაგან აღდგა. ისევ ხომ არ წაიშალა ის წლები, როდესაც მიწაში წვიმის წყალს სისხლი ჭარბობდა.      ღამეებო, როდესაც ტანჯვა, სიკვდილი, ნოსტალგია და უიმედობა ყველას საერთო, შავბნელი თანმხლები იყო! ღამეებო, როდესაც სიტყვებს „მშვიდობა დედამიწაზე“ ბრალეულობის და საშინელი სევდის ელფერი დაჰკრავდა! თქვენი დავიწყება არაფრით არ შეიძლება. ამ არეულ-დარეულ დღეებში არ უნდა განელდეს თქვენი ფიქრი მუდმივ საფრთხეზე, არასოდეს!..      წითელი გამომწვარი აგურით ნაშენი საავადმყოფო ღრმად იყო თოვლში ჩაფლული. ქარი ფანჯრებს აზანზარებდა, დერეფნებში ლამპის სუსტი შუქი ბჟუტავდა, გათბობის მილებში წყალი ჩხრიალებდა, ჩემ გვერდით პალატაში კი უკვე რამდენიმე კვირაა კვდებოდა უნტერ-ოფიცერი გერჰარტ ბროკმანი, რომელსაც ჭრილობიანი ზურგის ქვეშ ბალიშები ჰქონდა შეწყობილი.      ომამდე სტეპის პატარა სოფელში მუშაობდა მასწავლებლად. სანამ ლაპარაკი შეეძლო, ხშირად გვიყვებოდა იმ პერიოდზე. მაშინ პალატაში ოთხნი ვიწექით და ბროკმანს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელდებოდა და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვდნენ. სკოლაში აპირებდა დაბრუნებას, რომელიც სოფლის ძველი სასაფლაოს გვერდით, დაბალ შენობაში იყო განთავსებული, სადაც ფუტკრები ბზუოდნენ, პეპლები კი ორდენებივით ისხდნენ საფლავის ქვებზე. უნდოდა, დაჰბრუნებოდა არყების ხეივნებს, ზაფხულის ნათელ საღამოებს, მასწავლებლის ოთახს, სადაც პიანინო იდგა და წიგნებით სავსე თაროები ეწყო, დაჰბრუნებოდა ადრინდელ მშვიდობიან ცხოვრებას.      - ბავშვები და კიდევ სიმღერის გაკვეთილები! - ამბობდა ის და იდაყვებზე დაყრდნობილი ზევით იწეოდა. პერანგის რუხი სახელოები გამხდარ მკლავებზე ეშვებოდა, - ეს საუკეთესო რამაა. ერთ სიმღერას ვსწავლობდით... სამ ხმაშიც კი ვიცოდით... გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. ჩვენს სკოლაში მხოლოდ ერთი კლასი იყო, მაგრამ ისე ვმღეროდით სამ ხმაში, როგორც პროფესიულ სიმღერის გუნდში. არ ვიცი, იცით თუ არა ეს სიმღერა „ღამით მესიზმრა...“.…გაგრძელება

ტეგები: რემარკი, ნოველები, მოთხრობები, ლიტერატურა, Qwelly

იოჰან ბარტოკის უცნაური ბედი

ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 24, 2021. 1 გამოხმაურება

      ომი რომ დაიწყო, სანტექნიკოსი და მემონტაჟე იოჰან ბარტოკი ხუთი თვის დაქორწინებული იყო. მაშინვე ომში გაიწვიეს და საზღვართან, ავსტრიულ გარნიზონში გაგზავნეს. გამგზავრების დღეს თავისი საქმეები მოაწესრიგა და პატარა მაღაზია ცოლსა და თავის ქარგალს გადააბარა. ისიც კი მოახერხა, რომ ორი დამატებითი შეკვეთა მიეღო. ამ ყველაფერს ნაშუადღევამდე მოუნდა, კმაყოფილი იყო, რომ შობამდე მაინც, ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა. როდესაც მოსაღამოვდა, თავისი საუკეთესო კოსტიუმი ჩაიცვა და, ცოლთან ერთად, ფოტოგრაფთან წავიდა. აქამდე ვერ მოუხერხდათ სურათის გადაღება. თავი რომ გაეტანათ, მძიმე მუშაობა უწევდათ. ამიტომ ამისათვის ფულის დახარჯვა ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებოდათ. მაგრამ ახლა ამ საქმეს სხვა თვალით შეხედეს. ფოტოგრაფმა მეორე დღეს ფოტოები მატარებელთან მიუტანა. მიუხედავად იმისა, რომ სურათები ცოტა უფრო დიდი ზომის აღმოჩნდა, ვიდრე ბარტოკი მოელოდა, ის შეეცადა, ისე ამოეჭრა ორივეს სახე, რომ ფოტო საათის თავსახურში ჩატეულიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ თავისი დანა აიღო, საკუთარი სურათი მოაჭრა და მხოლოდ ცოლისა დაიტოვა. ახლა ის ზუსტად ჩაეტია თავსახურში.      ბარტოკის პოლკი მალე ფრონტზე გადაისროლეს. 1914 წლის ზამთარში შეტევაზე გადავიდნენ და ღამით გააფთრებულ ბრძოლაში ჩაებნენ. მტერმა საფლანგო მანევრი შეასრულა და სამ ასეულს ალყა შემოარტყა. მთელი დღე თავს იცავდნენ. როდესაც ტყვია-წამალი გაუთავდათ, იძულებული გახდნენ, მტერს ტყვედ ჩაჰბარებოდნენ. მათ რიგებში ბარტოკიც იყო. ტყვეებმა რამდენიმე თვე ბანაკში გაატარეს. ბარტოკი მთელი დღეები ქოხში იჯდა ჩაფიქრებული. აინტერესებდა, როგორ იყო მისი ცოლი, შეძლო თუ არა ახალი შეკვეთების მიღება, რადგან ახლა ამით უნდა გამოეკვება თავი. მაგრამ მთელ ბანაკში წერილი არავის მიუღია. ბარტოკს ერთადერთი იმის გაკეთება შეეძლო, რომ თვითონ გაეგზავნა სახლში წერილები, რომლებშიც ცოლს რჩევებს მისცემდა და ასევე, იმ ადამიანების მისამართებს აცნობებდა, რომლებსაც, შესაძლოა, მაგალითად, ახალი რკინის კარი ან უნიტაზი დასჭირვებოდათ. აპრილის დასაწყისისთვის 1800-კაციანი რაზმი შექმნეს და სანაპიროზე გადაისროლეს. მათ შორის ბარტოკი და მისი ამხანაგებიც იყვნენ. ისინი გემის ბორტზე აიყვანეს. გავრცელდა ჭორი, რომ აღმოსავლეთ…გაგრძელება

ტეგები: რემარკი, ნოველები, მოთხრობები, ლიტერატურა, Qwelly

ეშმაკეულნი

ავტორი ლაშა, თებერვალი 24, 2021. 0 გამოხმაურება

აქ მოთხრობილია, ტყუპებმა როგორ დაღუპეს საქმის მწარმოებელიI - 20 რიცხვში მომხდარი ამბავი      იმ დროს, როცა ხალხი ერთი სამსახურიდან მეორეში გარბი-გამორბოდა, ამხანაგი კოროტკოვი ასანთმასალმთავარცენტრ ბაზაში (ასანთის მასალათა მთავარ ცენტრალურ ბაზაში) უცვლელად მსახურობდა საქმისმწარმოებლის საშტატო თანამდებობაზე და მთელი 11 თვე იმსახურა.      ასანთმასალაში მოკალათებულმა, წყნარმა, ქერათმიანმა კოროტკოვმა გულიდან სამუდამოდ ამოიგდო აზრი, რომ ამქვეყნად არსებობდა ეგრეთ წოდებული ბედის უკუღმართობანი და ამის ნაცვლად რწმენა ჩაინერგა, რომ ამ ბაზაში იმსახურებდა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებამდე, მაგრამ ყოველივე სხვაგვარად წარიმართა.      1921 წლის 20 სექტემბერს ასანთმასალის მოლარემ საძაგელი ყურებიანი ქუდი დაიხურა. პორტფელში ზოლებიანი ასიგნობა(ასიგნობა – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი თანხას აძლევს.) ჩაიდო და წავიდა. ეს იყო ღამის 11 საათზე.      იგი ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, მთლად გალუმპული დაბრუნდა, ქუდი დაფერთხა, მაგიდაზე დადო, ზედ პორტფელი ჩამოდო და თქვა:      – ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ.      მერე რატომღაც მაგიდის უჯრა ამოქექა, ოთახიდან გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ დიდი, კისერმოგრეხილი მკვდარი ქათამი მოიტანა, პორტფელზე დადო, მარჯვენა ხელი დააყრდნო და წარმოთქვა:      – ფული არ იქნება.      – ხვალ? – ერთხმად შეჰყვირეს ქალებმა.      – არა, – თავი გააქნია მოლარემ, – არც ხვალ იქნება და არც ზეგ. ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ, თორემ მაგიდას გადამიბრუნებთ.      – რაო? – შესძახა ყველამ, მათ შორის მიამიტმა კოროტკოვმაც.      – ამხანაგებო! – ტირილნარევი ხმით ამღერდა მოლარე და კოროტკოვი იდაყვით მოიცილა, – გთხოვთ!      – ეს როგორ შეიძლება? – ყვიროდნენ ყველანი და ყველაზე ხმამაღლა – კომიკოსი კოროტკოვი.      – აი, ნახეთ, – ჩახრინწული ხმით თქვა მოლარემ, პორტფელიდან ასიგნობა ამოიღო და კოროტკოვს აჩვენა.      იმ ადგილას, სადაც მოლარე ჭუჭყიან ფრჩხილს უსვამდა, წითელი მელნით ირიბად იყო წარწერილი:      „გაეცით. სუბოტნიკოვის ნაცვლად – სენატი“.      უფრო ქვემოთ იისფერი მელნით ეწერა:      „ფული არ არის. ივანოვის ნაცვლად – სმირნოვი“.      – რაო? – მარტო კოროტკოვმა შეჰყვირა, ხოლო დანარჩენები…გაგრძელება

ტეგები: ნოველა, მოთხრობები, ლიტერატურა, ბულგაკოვი, Qwelly

გზაში

ავტორი ლაშა, თებერვალი 6, 2021. 0 გამოხმაურება

      მას შემდეგ, რაც ოთხი დღის განმავლობაში მხოლოდ მკვახე ქლიავით ვიკვებებოდი, გრძნობა დავკარგე. კუჭი გახურებულ რკინასავით მქონდა, სოფლის შარაგზის ყურებისას თვალები მიჭრელდებოდა. ვიცოდი, რომ ნათელი შუადღე და მწველი მზე იყო, მაგრამ მე ყველაფერი მაინც ფერფლივით ნაცრისფრად მეჩვენებოდა, მუხლები კი ისე მიკანკალებდა, თითქოს ჭაობში უნდა გამევლო. გადმოვედი გზიდან და ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე. ფიჭვის ქვეშ დავწექი, პერანგზე ღილები შევიხსენი და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უფსკრულში ვეშვებოდი. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დამთავრდა.      როდესაც გრძნობაზე მოვედი, უკვე მოსაღამოებული იყო. ჩემ გვერდით ვიღაც გლეხი იდგა და მაჯანჯღარებდა. ვგრძნობდი, რომ სახე სველი მქონდა. ტუჩები მეწვოდა და ენით წვეთები მოვილოკე. არაყი იყო. გლეხს ჩემს პირთან ბოთლი ეჭირა. წამოვიმართე და ერთი ყლუპი მოვსვი. შემდეგ თავი გავაქნიე - მეტის დალევა არ შემეძლო. ეს ერთი ყლუპიც თავში ამივარდა.      გლეხი თავისი სოფლისკენ მიდიოდა. მისი ცხენი ფრუტუნებდა და ქუჩის განაპირას მდგარი ფურგონის წინ ტლინკებს ისროდა. ბორბლებს შორის ფარანი ქანაობდა. ფარნის ყვითელი შუქი ბინდში, ცხენის თბილი სუნი, გლეხის მაღალი, მუქი ფიგურა - ეს ყველაფერი სახლს მაგონებდა და ძალას მაცლიდა. ტუჩზე ვიკბინე და წამოვდექი.      გლეხმა მკითხა, რა გჭირსო. ვუპასუხე, რომ უმუშევარი ვარ და ერთი კვირის წინ გზაში ვიღაცამ უკანასკნელი ფული მომპარა. მან ფურგონიდან ორი უმი კვერცხი ამოიღო, გატეხა, ცოტა არაყი დაამატა და ეს ნაზავი მომცა. ნელა დავლიე. შემდეგ ჩანთიდან პური ამოიღო, რომელსაც ცოტა მოვატეხე და შევჭამე.      მითხრა, ჩემთან ერთად წამოდიო. შევეკითხე, სამუშაოს მოცემა თუ შეეძლო. უარი მითხრა. მკითხა, რისი გაკეთება შეგიძლიაო.  - ყველაფრის, რასაც დიდი სწავლა არ სჭირდება, - ვუპასუხე მე.      ერთი წუთით დაფიქრდა და მითხრა, სადღაც ახლოს რკინიგზაზე მუშების ჯგუფი მუშაობსო. გაეგო, რომ ბრიგადირი რამდენიმე დამატებითი მუშის დაქირავებას აპირებდა, მაგრამ ეს სამუშაო ალბათ ჩემთვის მძიმე იქნებოდა. ვუპასუხე, რომ ცოტა ძალას აღვიდგენდი და შევძლებდი მუშაობას. ვუთხარი, რომ ხვალ მოვსინჯავდი და შეეძლო, აქ დავეტოვებინე. ამიხსნა, სად უნდა წავსულიყავი. ის ადგილი აქედან მხოლოდ სამი…გაგრძელება

ტეგები: რემარკი, ნოველები, მოთხრობები, ლიტერატურა, Qwelly

კომენტარების დაფა

Rati Inashvili: მაისი 4, 2012||1:44pm

ანუ, ყველა შემოქმედს თავისი თემა ჰქონდეს?

ლაშა: მაისი 4, 2012||2:05pm

:) :) :) :) ჩილინდრიშვილის ლექსები და გალაქტიონი??? :) :) :)

კარგით მე და ლექსები? :) 

ჰო, რატი დავყოთ თემებად. ლექსები, ფილმები და ა.შ. ახლა გავაკეთებ მე ფილმების ჯგუფს და იქ განვატავსოთ ჩვენი საყვარელი ფილმების ან ტრილერები ან თუ შეგვიძლია სრული ვერსიები, მცირე ინფორმაციებით... :) მე პირველი ვიქნები... :P :P :P

ლაშა: მაისი 11, 2012||3:21pm

კახა რატომ შეუცვალე ჯგუფს სახელი? შენი აზრით რაც ახლა აქაა განთავსებული რომელიმე მსოფლიო დონის ლიტერატურილი შედევრია? :D :D :D :D 

ლაშა: მაისი 11, 2012||5:15pm

მე შენ გეტყვი ისეთი აქტივობა შეიმჩნეოდა აქ გინდა ხელოვნების გინდ ლიტერატურის რომ აუცილებლად უნდა გაგეცალკევებინა... :(

აუ რა განხილვა წაგვიშალე კახუჩელა რა... :(

markozashvili: მაისი 23, 2012||7:15pm

me ar var cinaagmdegi chilindrishvilis da galaktionis leqsebi gverdi gverd iyos :):)  romelsac minda imas wavikitxav ra problemaa :D :D

markozashvili: მაისი 23, 2012||7:16pm

ise cisia bevrjer minaxavs rom xatav saintereso  iqneba sheni shemoqmedebis xilva didi siamovnebit davatvalierebdi :): )

nini: მაისი 3, 2013||2:56pm

kaxa drom ukve gamoachina msoflioshedevrebi literaturis dargshi  chven unda chavwvet axla amas

ლაშა: მარტი 30, 2015||3:21pm

მერიმეს კვირეული გვქონია! :) 

თათია: აპრილი 4, 2015||2:07pm

რა სილამაზე და მოწესრიგებულობაა :) i like ♥

თათია: აპრილი 4, 2015||2:16pm

მზურველობისფერები :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ ლიტერატურა_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

 

წევრები (535)

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The statistics shared in the infographic

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 19, 2024.
საათი: 6:15am 0 კომენტარი

The statistics shared in the infographic offer valuable insights into the focus and features of Throne and Liberty, providing players with a glimpse of what they can expect from the final release. From epic boss battles to intense PvP showdowns, the game promises to Throne and Liberty Lucent deliver an immersive and engaging experience for players around the world.

As development continues and the game edges closer to…

გაგრძელება

A new action arrangement has accustomed

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 15, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The New Apple PvP arenas are able here, calm with a avant-garde PvP rewards clue with its clandestine rewards, development, and adopted money to New World Gold collect

A new action arrangement has accustomed in MMORPG New World, all concentrated all-around PvP. As promised at the New Apple roadmap, The New Apple PvP arenas and the casting new PvP rewards tune, which offers accurate rewards for accustomed out a block of participant-on-participant brawling.

The new Amphitheatre…

გაგრძელება

Path of Exile: Best Skills, Ranked

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მარტი 14, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Bow characters are often one of the worst league-starter builders in Path of Exile because of gearing issues and too little life threatening on the ideal side of their passive tree.The gearing issue isn't a concern with Hazardous Rain. Provided that you own a bow with some sort of madness or toxin damage scaling, Toxic Rain becomes one of the best Bow abilities in the sport. Launching toxic arrows into the sky, this skill releases spores on effect that deal substantial chaos harm over time.…

გაგრძელება

When And the way to use LUV Life NAD+ health supplements

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 12, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი







NAD+ dietary supplements are appropriate for most of us at most moments. This compound participates in many physiological pursuits, making it universally useful.



Although it’s a perfectly-rounded therapy, NAD+ does relate to some wellness conditions. Folks generally look for it out to handle or reduce:



Fatigue and lower focus

Anxiety and extreme pressure

Despair or even a very low temper

Pores and skin problems like…

გაგრძელება

Qwelly World

free counters