2010 წელი იყო სკოლა რომ დავამთავრე და იმავ წელს მომიწია უნივერსიტეტში ჩაბარება, მაშინ ბევრი არაფერი იყო საფიქრალი, გამომდინარე ჩემი ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილებისა გავმხრიყავი სტუდენტი, ილუზია თსუ_ელობისა არ მქონია, ამიტომ ავირჩიე ილიაუნი და გავხდი იქაურიც (რაც ნამდვილად არ მინანია 4 წლის მანძილზე). 2014 წელია უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და ისევ უნივერსიტეტში მიწევს ჩაბარება, ოღონდ ერთით ზედა საფეხურზე - მაგისტრობას ვაპირებ.

ის თუ რა არის სამაგისტრო გამოცდები, ამაზე ჩემმა მეგობარმა თამუნამ უკვე ისაუბრა პოსტში "სამაგისტრო გამოცდები – ზაფხულის კიდევ ერთი ციებ–ცხელება", და იმდენად ამომწურავად რომ რაიმეს დამატებას აზრი არ აქვს. მე ახლა იმ პრობლემაზე მინდა ვისაუბრო რომლის წინაშეც ჩაბარების და ქულების გაგების შემდეგ დგება გამოცდაგამოვლილი მაგისტრანტი. დგება იმ შემთხვევაში თუკი საქმე ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებათაგან ეხება რომელიმეს და არა ზუსტ ან საბუნებისმეტყველოს. თუ რატომ, ამას სტუდენტობა გამოვლილი და სტუდენტობაში მყოფნი თავად მიხვდებიან.

განათლების სამინისტროს ქულაგამოსაქვეყნებელ გვერდზე ჩემი შედეგებიც წერია:

ამ შედეგების მიხედვით აშკარად გადალახული მაქვს მინიმალური ბარიერი და როგორც მამშვიდებენ ეს ფაქტი სრულიად საკმარისია იმისთვის რომ თავი მაგისტრანტად ჩავთვალო, მაგრამ მაგისტრანტი სად?

დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩემი ბლოგის მკითხველებს ალბათ ეს პოსტიც ემახსოვრება ფიქრები რომ მაწვიმდა გამოსაშვებ საღამოზე. დავამთავრე სოციოლოგია და გამოცდაც დავწერე B კატეგორიის, რადგან "შეჭვეული ჭირი ჯობს შეუჩვეველსო" აქამდე ამართლებდა და მგონია რომ არც აწი მიმტყუნებს (B კატეგორიაში ერთიანდება სოციალური მეცნიერებები, გარდა ეკონომიკისა). შეუჩვეველ ჭირში თსუ_ს მოვიაზრებდი რა თქმა უნდა. სხვა უნივერსიტეტის იდეაც კი არ მომსვლია თავში, არა იმიტომ რომ ეს ორი საუკეთესოები მგონია, არამედ იმიტომ რომ ახლომეზობელ მგეობრები არიან და შიდა წრიდან გასვლის ნერვებისშლა მეხამუშება.

ახლა 4 წლის საუნივერსიტეტო დავები - რომელი უფრო "მაგარია" თსუ თუ ილიაუნი ერთიანად ტივტივებენ ტვინში და ორივეს საკმაოდ დიდი ბევრი + და - აქვს დაგროვებული ასარჩევადაც და ზურგშესაქცევადაც, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც მომიწევს და ამიტომ ვკითხულობ შემოთავაზებებს ჩემი კატეგორიის ქვეშ.

ილიაუნი მთავაზობს:

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები

  1. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია)
  2. მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა
  3. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, პოლიტიკის მეცნიერება)
  4. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
  5. სოციოლოგია
  6. ადიქციის კვლევები

(იხ. ილიაუნი 2014 - 2015 სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი)

თითქმის საუკუნოვანმა თსუმ ჩამონათვალით ძალიან გაუსწრო ახალბედა ილიაუნის პროგრამებს:

  • პოლიტიკური მეცნიერებები
    1. პოლიტიკის მეცნიერება Political Science Master of Arts Program
    2. სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა Public Administration and Public Policy
  • ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია
    1. მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევები (Mass Communication and Media Studies);
    2. მედია და ახალი ტექნოლოგიები "Media and New Technology"
  • საერთაშორისო ურთიერთობები
    1. დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა Diplomacy and International Politics
    2. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები Nationalism and Ethnicity Studies
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია
    1. საზოგადოებრივი გეოგრაფია Human Geography
  • სოციოლოგია/სოციალური სამუშაო
    1. ინფორმაციული საზოგადოება და მედიის სოციოლოგია "Informational Society and Sociology of Media"
    2. სოციალური მუშაობა Social Work
    3. სოციოლოგია Sociology
  • ფსიქოლოგია
    1. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია MSc in Applied Social Psychology
    2. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა - Educational psychology and research
    3. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია Social, Political and Cultural Psychology
    4. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია Work and Organizational Psychology
    5. ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება. Assessment and Counseling
  • საერთაშორისო/ინტერდისციპლინური პროგრამა
    1. გენდერის კვლევა (Gender Studies)
    2. კონფლიქტების ანალიზი და მართვა Conflict analysis and Management
    3. ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (Eurasian and Caucasus Studies) International Interdisciplinary English-language Master’s Program in Social Sciences
    4. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური); Psychological Anthropology

მაგრამ საქმე იმაში კი არაა, რას აირჩევ. მთავარი შეკითხვა, რომელზეც სხვებითვის პასუხის გაცემამ უკვე დამღალა, მაგრამ საკუთარი თავისთვის პასუხი ვერ მიპოვია ჟღერს ასე:

რა გამოხვალ და სად იმუშავებ?

ჰო, აბა მიპასუხეთ ახლა, რა გამოვალ და სად ვიმუშავებ?!

ეს ფრიად საჭირბოროტო საკითხი მერესთის გადავდოთ. ახლა პოსტის მთავარი იდეა - ჩემო მეგობრებო, ვისაც B კატეგორია გაქვთ დატესტილი და აპირებთ ისოციალუროთ, იქნებ თქვენი არჩევანი გამანდოთ, რომ თუ სწავლაა არ ჯობს მეგობრების გარემოცვაში ვისწავლო? გავერთობი მაინც!

ველოდები გამოხმაურებებს!

ნახვა: 2157

ტეგები: NAEC, Qwelly, ბლოგი, განათლება, თსუ, ილიაუნი, მაგისტრატურა, სწავლა, უნივერსიტეტი, ქველი

ლაშა: აგვისტო 8, 2014||1:15pm

კარგი ნიკუშ, მასე მოვიქცევი მაგრამ ეგ სტერეოტიპების დანგრევის გარდა რას მომიტანს არ ვიცი :D :D

tamuna: აგვისტო 8, 2014||3:06pm

ერთ ბედ ქვეშ ვართ ლაშა მე და შენ... გული ისევ მშობლიური ილიაუნისკენ მიმიწევს მე პირადად 

ლაშა: აგვისტო 8, 2014||3:13pm

tamuna მეც, მაგრამ ილიაუნიში რა??? :D ისევ ვისოციოლოგოთ? :)) 

Giorgi Batoni: აგვისტო 19, 2014||12:57pm

თსუ - ში წამო ლაშა , განსხვავებას თავად ნახავ. ისევე როგორც ილიაში დარჩენილი ილიელები თსუელების შესვლის შემდეგ :)

ლაშა: აგვისტო 19, 2014||1:01pm

განსხვავებას კი გიორგი ბატონო, მაგრამ ღირს ამ განსხვავებად? თან სიმართლე გითხრა, მაგისტრატურაში მისაღები გამოცდისთვის მომზადება მეზარება :D ოღონდ ეს ჩუმად, არსად გამთქვა :D

Giorgi Batoni: აგვისტო 19, 2014||1:07pm

გეზარება კაია , დაჯექი და ისწავლე რას მიკეთებ რო ქველაობ აქ ? :D

ლაშა: აგვისტო 19, 2014||2:03pm

ქველსა კაცსა, ქველი საქმე, ურჩევნია მაგისტრობასო არ გაგიგია შეენ??? :(( :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters