როგორც დაანონსებული იყო, 2014 წლის 29 ივნისს ილიას უნივერსიტეტში ბაკალავრების გამოსაშვები საღამო შედგა.

      დაახლოებით 19:00 რომ რამდენიმე წუთი გასცდა მაშინ დაიწყო და ღონისძიება მოიცავდა სამ გამომსვლელს (რექტორ გიგა ზედანიას, გოგონას საყვარელი ხმის ტემბრით და კონკურსში გამარჯვებული გამოსაშვები საღამოს ტექსტით და ერთ მოწვეულ სტუმარს რომელიც ილიაუნის დაეხმარა (დეტალებზე ნუ ჩამეკირკიტებით)). კულმინაცია იყო 3, 2, 1 და ქუდების აყრა და მთელი ღონისძიება წარმოადგენდა ფოტო გადაღებებს, ჩემი საყვარელი სელფები, ფოტოები სროლაში გადაღებულები, რედბულის ქილების რახა-რუხი და უნის დაგვიანება და ა.შ. მერე ჯგუფურ-ჯგუფური ქეიფობებიც გაიმართა.

      მე სახლში მომელოდნენ ამიტომ საჩქაროდ გადავიღე 80_მდე ფოტო, რომელიც სად გაქრა კაცმა არ იცის (კი ვიცი, მაგრამ სადაც გაქრა იქ რატომ გაქრა ეს ვერ გამიგია) და სახლში აჩქარებულად წამოსვლის მოტივით გავუყევი ჭავჭავაძეს ნომრების ზრდის მიმართულებით. პირველსავე გაჩერებაზე მოვიდა 51 ნომერი ავტობუსი, მაგრამ ვიუარე - მარშრტუკა მალე მოვათქო და კვლავ გზა განვაგრძე.

      მერე წვიმა დაიწყო. ორნაირად წვიმდა. ერთი წვიმა წვრილი, ძალიან სველი და ნესტისმომგვრელი იყო, მეორე წვიმა მსხვილი, უფრო ღრუბლიანი, ნისლებ შეპარებული, ჩამთრევი და გამრთობი გახლდათ, ვერც შეეხებოდი და ვერც განიცდიდი მას, მაგრამ თავს რომ ვერ დააღწევ ისეთი. ერთი წვეთი კანზე, რამდენიმე ფიქრი გონებაში. ყველაფერი ერთად მოგროვდა და მთელი ეს გზა მხოლოდ გაწმენდისა და დალაგებისა იყო.

      პირველი ლექცია, 2010 წელი, მგონი ოქტომბერი. ლექციის სახელი - "ადამიანი და სამყარო", ორშაბათი, 11 საათი, აუდიტორია A 305. ღია ლურჯი ფერის შლაქსური ჯინსი, თეთრი ზოლიანი პერანგი, ბუთქუნა კალამი, 40 ფურცლიანი მანქანამიდღაპნილი მათემატიკის რვეული და ჯერ კიდევ სიცხეებშეპარებული მზიანი დღე. ვუსმენ ლექციას და სკოლა-ეზო-უბან-მეგობარ-მეზობლებისგან მოწვდილ ინფორმაციას ვამოწმებ - მგონი ეს ლექტორი მართლა ათეისტია, რა 14 მილიარდი წლისაა დედამიწა, რეებს ამბობს ეს კაცი. (არ იყო ათეისტი ის ადამიანი, მერე გავარკვიე, რომ უბრალოდ კარგი ასტროფიზიკოსია და ნაადრევი დასკვნების გამოტანა არაა მართებული უცნობ ადამიანებზე).

      მერე იყო 6-4 ჯგუფი და ჩემი პირველი ჯგუფელები. ესენი იყვნენ ადამიანები, რომელთანაც 4 საგანი მაერთიანებდა - შთა, აკადემიური, კომპიუტერები და მათემატიკა, ეს იყო შ-ჩ ჯგუფი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე ჯგუფებს გვარების მიხედვით ადგენდნენ). მეორე დღესვე, სამშაბათს. დილით მათემატიკა, მერე შთა. მათემატიკას ბნელი ოთახი ერგო, ბნელი იმიტომ რომ მუქი ლურჯი ფარდები ჩამოეფარათ და არც არავინ აპირებდა მის გადაწევას, 90_იანების დასაწყისში ხით მოპირკეტებული კედლებიდან ნესტის და სიძველის სურნელი მოდიოდა, ბნელოდა და ძველ, ყუთ-კომპიუტერთან მჯარი ტანმორჩილი მათემატიკოსი გვიღიმოდა და ირონიულად გვიხსნიდა საბავშვო მათემატიკას.

      მახსოვს ის სემესტრი, სწორედ მათემატიკა იყო ერთმა მოთხრობამ რომ დამამთავრებინა წარმატებით ანუ 56 ქულით, მოთხრობის სახელი იყო "ზამთრის პირის სევდა..."

      იმ ზამთარსვე ჩვენმა ერთმა ბენდენიანმა და პირველკურსზევერ რომ კოჭებში ეტყობა არაორდინალურობა, იმ სტუდენტმა ჯგუფი ქუთეისში დაგვპატიჟა. იყო იქ ჟრიამულობა და მხიარულობა და დროის ტარება.

     

     

      მხიარულობა ჩვენს ლექციებს არასოდეს აკლდა. ახალსტუდენტფეხადგმულს უნივერსიტეტში ბევრი რამ გაკვირვებს, გაკვირვებს რადიკალურად განსხვავებული C კორპუსი, გაკვირვებს D კორპუსის სარდაფი სადაც თურმე ისიც კია შესაძლებელი რომ ლექცია წაგიკითხონ. ცოტა ხანს კართან დაეყუდებიდა ეგ იქნება.

(სურათი ვეღარ ვიპოვე კომპიუტერში)

      ჩემი პირველი პრეზენტაცია. რა თქმა უნდა მე, მცხეთელი, მცხეთის სიყვარულით აღვსილი, სხვაზე რაზე ვისაუბრებდი ამ პრეზენტაციაზე თუ არა მცხეთაზე.

(სურათი ვეღარ ვიპოვე კომპიუტერში)

      პირველ კურსს ამთავრებ და ამ დროისთვის უკვე საკმაოდ ბევრი მეგობარი გყავს, რომელთაც შორდები. შორდები იმიტომ რომ მერე იწყება შენი პროფესული ზრდის სპეციალური კურსების არჩევის ოფლისღვრები და არგუსზე ძიძგილაობები. შორდები ადამიანებს, მეტწილად ჩემი შ-ჩ ჯგუფელები "...მცოდნეობა" "...სტიკები" გამოვიდნენ, ზოგი ფილოლოგები, იყვნენ ეკოლოგებიც და საერთაშორისო ურთიერთობების მომგვარებლებიც. ხელოვანები და შრომისმოყვარენიც არიან, იცოცხლეთ. თა _ მოს ხომ იცნობთ? ეგეც იმჯგუფელია!

      განაცხადი სახლში:

      - სოციოლოგია ავირჩიე და მეორადში IT

      - მეორადი რაღა მამაძაღლობაა?

      - აი, ორი პროფესია მექნება რა.

      - ჰოჰ, ერთი ხომ ისწავლე და. კარგია შვილო, მაგრამ IT რა არის?

      - კომპიუტერები მცოდნე.

      - კარგი აბა, რაღა გვიჭირს.

      პრინციპში სხვა რა უნდა ეთქვათ.

      მეორე კურსიდან თავი ნამდვილი ილიაუნელი გგქონია, ნამდვილი სტუდენტი, მაგრამ არასოდეს იცი ზემოხსენებული არგუსი ვის შეგახვედრებს და ვისთან დაგამეგობრებს. არადა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ სტუდენტობის ყველაზე მნიშნველოვანი ნაწილია ის თუ ვისთან მეგობრობ და მერე სხვა დანარჩენი (სწავლა, ლექტორები, გამოცდები და ა.შ.). ბედად ისე მოხდა რომ უნაცნობო და უმეგობრო არცერთი ჯგუფიდან არ გამოვსულვარ. ჩემთვის ყოველთვის საწყალობელი საგანი - ინგლისური ჩავაბარე სწორედ ჯგუფელების გვერდშიდგომით. სამწუხაროდ პირველი კურსის "ინგლისელებიდან" ბევრი არ შემომრჩა, მაგრამ მეორე კურსზე ეს გიჟი გოგოები დავიჩემე:

      და შემდეგ სოციოლოგიაშიც გზას ვიკვლევდი ჯგუფელების გვერდით და მათი მხარდაჭერით. მახსოვს პირველი ღრმასოციოლოგიური პრეზენტაცია სოციოლოგიის კვლევის მეთოდების კურსის ფარგლებში, ჩვენი ყველაზე მშრომელი და ხალისიანი ჯგუფი და პირველი გუნდაობა მთაწმინდაზე. (აღნიშვნა წარმატებული პრეზენტაციისა)

პირველი დები იშხნელურიც იქ გადავიღეთ.

      ვერ გამოვტოვებ იმ ფაქტს, რომ პირველი ელარჯი რომელიც გავსინჯე სწორედ ჩემი ჯგუფელის ხელებით იყო მომზადებული, მისი დაფუფქული თითები ახლაც მახსოვს და იმ გემოს, რომელიც იქიდან გამომყვა მასშემდეგ გასინჯულ ვერცერთ ელარჯს ვერ შევადარებ, საოცრება იყო, უგემრიელესი მოგონება.

      მგონი დროა ჭამის თემას შევეშვა, მარტო გართობა ხომ არ იყო სტუდენტობა? კიდევ იყო კამათები ლექციებზე, ბჭობა და განხილვები, დისკუსიები და როგორც ჩემო უახლოესი მეგობრები იტყვიან ხოლმე "დაბოლება".

      კიდევ იყო ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - "სოციოლოგთა გაერთიანება", რომლის დაფუძნებაშიც თამამად ვიტყვი რომ დიდი წვილი მიმიძღვის, მაგრამ ეს შრომისმოყვარე გოგონები დღეს უჩემოდ აგრძელებენ საქმიანობას და საუნივერსიტეტო დონის კვალობაზედ საკმაოდ წარმატებულადაც. არც ამ გაერთიანებას დავუტოვებივარ მეგობრების გარეშე, მეტიც სოციოლოგები ახლა რომ აგვავსეს ფოტოებით, სწორედ იქიდან არიან.

      ერთ კურსზე გავიცანი ადამიანები, რომლებიც ასევე წარუშლელ კვალს დატოვებენ ჩემს მეხსიერებაში. კურსი იყო სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდები და ეს ადამიანები თითქოს ამ კურსზე საუკეთესოებად ამორჩეული სტუდენტები. ჩვენი კვლევა-პრეზენტაცია "ფოთოლცვენის ტოლერანტობა" და მასზედ შრომაში ნაღამები D კორპუსი, დღეები - გაჟღენთილი სნიკერსებით და კოკა-კოლა-ლობიანებით აბა როგორ უნდა მიეცეს დავიწყებას?!

      მივუყვები ჭავჭავაძის ქუჩას და ვფიქრობ, რომ ბევრია. რა ამბავია ამდენი მოგონება, რა დაწერს ყოველივე ამას. კიდევ ბევრი მაქვს მოსაყოლი, ჯერ ხომ საინჟინრო ფაკულტეტზე არ გადავსულვარ? საუნის გვერდით ილიაუნის კორპუსზეც არაფერი მომიყოლია, რომელსაც მეოთხე კურსის პირველ სემესტრში მივაგენი პირველად და გზაში იმ დღეს ვწყევლიდი როცა IT ავირჩიე მეორად პროფესიად. იქაური ამბებიც ცალკე მხიარულებაა დამიჯერეთ და როცა ვიხსენებ ერთ ბეჯით და მეტწილად ზარმაც IT სპეციალისტებს (უმეტესობას მეორადში ჰქონდა), ღიმილი აუცილებლად გადამივლის ხოლმე სახეზე.

      ძირითადი პროფესია გაძლევს საშუალებას ზოგადი განათლებაც მიიღო და აირჩიო სხვადასხვა საგნები, მე რა თქმა უნდა ფილოსოფიას ვსწავლობდი და იმათზეც არაფერს მოვყვები ფილოსოფიის ლექციები რამდენად კარგი მოსასმენი, სასაუბრო და ემოციური იყო. დაწყებული შესანიშნავი ლექტორებიდან, რომელთა ჩამოთვლა სხვა ლექტორებს გაანაწყენებს, დამთავრებული სტუდენტებით, რომელთა ფილოსოფიური განათლება და კითხვისადმი მისწრაფება ჩემს პირის ღრუს ყოველთვის ფარღალალას ტოვებდა. ბოლო-ბოლო ერთადერთი ჯგუფელი და პირველი ახლობელი კათოლიკური ეკლესიიდან, სწორედ ამ ფილოსოფოსებში ვიპოვე.

      მართლა ბევრი მოგონებაა. ის გოგონები არ გავიხხსენი შაურმის პარტნიორები რომ აღმოჩნდნენ და უზომო სიხარული მომანიჭეს.

      სულ ბოლო როგორ გამოვტოვო? ჩემი პირველი ექსკურსია ილიაუნისთან ერთად, მეოთხე კურსის მიწურულს - მარტვილში.

      უნივერსიტეტის ბოლო კურსებს უახლოვდები და მერე მოგონებების ჩაწერასაც იწყებ, ამასაც იხსენებ რა ელის შენს ინუვესიტეტს მომავალში - რემონტაბელური უნივერსიტეტი.

      ტვინიც ამტკივდა ფიქრით...

      წვიმს... უკვე ძალიან დავსველებულვარ ამ ფიქრებში და ეს ოხერტიალა 32_იც არსად ჩანს.

      ახლა წამოვედი იმ საღამოდან, რომელმაც დაამთავრა სტუდენტობის ეს ეტაპი. თითქოს არაფერს ვგრძნობ, ამ წვიმის წვეთებსაც კი. ფოტოები გადავიღეთ უამრავი, მერე გაჩნდა იდეა რომ ყველას, ვინც იმ დღეს ქუდი ააგდო და ფოტოც გადაიღო ერთი დიდი ალბომი გვქონოდა ► Graduation (Ilia State University)

     

      ვდგავარ გაჩერებაზე, იცით საად? ვერც თქვენ წარმოიდგენთ და ზუსტად ვაკის პარკთან, იმის იქით დამეზარა წასვლა. ვდგავარ და ვფიქრობ რა იყო ეს 4 წელი?!

      არ ვიცი, გრძნობები დაიკარგა... ემოცია გაქრა...

      უბრალოდ ვიცი, რომ რაც დრო გავა, უფრო მეტად მომენატრება. რაც დრო გავა მეტი მოგონება გაფერმკრთალდება და ახლა რომ ძლივს ვიხსენებ სახეებს, მერე სულ დამავიწყდება... უცნაურია, რამდენ ადამიანს დაუწერია ასეთი სიტყვები, რამდენს უთქვამს მომავალი თაობებისთვის რომ წარსული არ ბრუნდება, ახალგაზრდობა არ ბრუნდება, სკოლა და უნივერსიტეტი არ ბრუნდება, ბაგებისკენ მიმავალი 32_იც არ ბრუნდება თურმე. არ ბრუნდება მაგრამ რას აკეთებ იმ დროს, რომლის დაბრუნებაც მოგინდება? რას აკეთებ იმისთვის რომ ის მარადისობაში დარჩეს?

      ერთ წელიწადში ორი ემოცია. ორი განსხვავებული მოგონება, ორი განსხვავებული ადგილი გრძნობებისთვის.

      უკვე ძალიან ბევრი დავწერე... როგორც იქნება მოვიდა 51 ნომერი ავტობუსი, ავედი და კომტროლიორი ვიღაც გოგონას ეარშიყებოდა. ჩემთვის ბილეთი ავიღე, სკამების ბოლო რიგს მივაშურე, წამოვწექი და თვალები მოვჭუტე. გოგოები ამოვიდნენ და ფოტოგადაღება დაიწყეს მანტიით შემოსილებმა...

      კვლავ ფიქრები - ახლა დადებენ მანტიით სავსე ფოტოებს, მერე დადებენ ზღვის და დასვენების ფოტოებს, ვინც ვერსად მიდის წელს, შარშანდელს და იმის წინდელ ფოტოებს დადებენ რომ გვითხრან ჩვენც ვართ ზღვაზე ნამყოფებიო... თუმცა ეს უკვე სხვა ფიქრებია... გამოვერკვიე და გამხსენდა რომ ჯერ კიდევ ილიაუნის გამოსამშვიდობებელ საღამოს დავატარებდი გულით...

      თვალი დავხუჭე და სიზმრებში გაცოცხლდნენ გიორგები, ანა-ანიები, ელენეები, თამუნები, თამარები, მელიტუსები, სალომეები, ლიკუნკუნები, ნინოები, მაკოები, მარიამები, ლევანები, ბექა-ბაქარები, ზაზაები, ბაიები, ელისაბედ-ელისოები, თათულები-თათუკები, თამთები, გურამები, მიხეილები, თეონები, ქეთევანები, ნატალიები, ფიქრიები, ზურიკოები, ნათიები, შაკოები, დავითები, ირაკლები, ეკატერინეები, მარინეები, ჯაბუნები, უჩა, ჩაღი, მაკა, მირანდები, გულიკოები, გვანციკოები, ნატაკოები, ხატიები, მაგდულები, ქრისტინეები, თაკო-თიკოები, ლიაკოები, ნესტანები და ფატმანები, მეგრელები და მეგრელები, და კიდევ მეგრელები, წუწუნები, წრუწუნები, მომღერლები, მხატვრები, მოქანდაკეები, გადარეულები, ფოტოგრაფები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, "სტიკები" და მცოდნეები, აიტიშნიკები, ლექტორები, სტუდენტები, შემთხვევით შემოსულები, ჭკვიანები და ბრიყვები, სასაცილოები და ამაზრზენები, ბეჯითები, ზარმაცები... უნივერსიტეტის ზაზაც კი...

      მომენატრება?

არ ვიცი, იქნებ არც გამიხდეს საქმე მოსანატრებლად?!

      სიყვარული?

კომენტარის გარეშე... ეს უკვე მკითხველმა იგრძნოს!

     

ნახვა: 1909

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გრედუეიშენი, ემოცია, ილიაუნი, მონატრება, ქველი, წვიმა

თა _ მო: ივლისი 3, 2014||1:43am

მეც ეს ბოლოს წინა კითხვა დავუსვი დღეს ჩემს თავს :((( მე, როგორც ძალიან ზარმაცმა მკითხველმა, პირველად წავიკითხე ამხელა პოსტი და რა გინდოდა საერთოდ ლაშა?! რას გადმომდე ეს "ილიაუნიზე" ფიქრებიი? :( :))) :* მაინც კაი ხარ და მაინც უყვარხარ ამ მეგრელს :D :D

ლიკა: ივლისი 3, 2014||1:46am

ახლა დავფიქრდი და ილიაუნმა და ზოგ-ზოგიერთმა ადამიანმა, მრავალ სხვა 'საოცრებასთან' ერთად ერთი რამეც მასწავლა.. :D ესაა შავი გულების წერა :D

ასე რომ ♥♥♥ :D

ლაშა: ივლისი 3, 2014||2:03am

თა _ მო შენ მართლა მეგრელო :* მეც ძალიან ძალიან მახარებ და მაბედნიერებ და მივსებ გულს ♥ 

ლიკუნკუნა  შავი გულების დახატვის მეტი არაფერი მისწავლებია ხო? :'( :D :)))) 

თა _ მო: ივლისი 3, 2014||2:07am

ვინმემ მომაშველეთ ცხვირსახოცებიიი ;( :))

ლიკა: ივლისი 3, 2014||2:09am

ლაშიკო, სხვა მრავალი მეთი ხომ დავწერე :( :D თორემ რა ჩამოთვლის :D ♥ :*ჩეემი გუგლი და ვებმასტერი ხარ შენ, ნუ კიდევ სხვა რამეებიც მარა მაგის სახელს რა ჩამოაყალიბებს :D :D 

ლაშა: ივლისი 3, 2014||2:11am

უი უი უი, საოცრება ვერ წავიკითხე :( მომიტევე მეორე კომენტარი რომ გამოგძალე ქებისა :D :D :D 

ლაშა: ივლისი 3, 2014||2:12am

თა _ მო შენ რა მართლა ტირი??? :O :O მოიცა ერთი, ის ჩირის ფოტო რომ მახსენდება, შენ კიდე ცრემლების ღვრა და გამოშრობა გინდა??? :D 

http://www.qwelly.com/photo/chiri 

ლიკა: ივლისი 3, 2014||2:14am

გამომძალველო შენ :D :D და დაუკვირვებლად მკითხველო :D აი ესეც ხომ გამომძალე :D :*

ლაშა: ივლისი 3, 2014||2:16am

დღეის ამას იქით, მარტო ლაშა თუ გიხსენებიათ, ხვიშტი თქვენ! :))) (პოლიხრონიონ ვიდეოს გავლენის ქვეშ ვარ). ამიერიდან მეწოდება - კომენტარგამომძალველი ლაშა :D 

თა _ მო: ივლისი 3, 2014||2:16am

ლაშა რას ამიჩუყე მერე გული? :D ვერ ვიჯექი ჩემთვის ბედნიერად თუ? :D :D :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters