თოვდა. დეკემბრის უკანასკნელი განთიადი დგებოდა. ჯერ კიდევ ეძინა თბილისს. მოქუფრულ ცაზე მთვარეც არსად ჩანდა... სითეთრე ებრძოდა ღამეს. ვეებერთელა ფანტელები ციდან ისე მოისწრაფოდნენ მიწისკენ, თითქოს რაღაც ახალი ამბავი უნდა ახარონო დედამიწას. გადათეთრებულიყო მთაწმინდა, თეთრად შეღებილიყო თბილისის ქუჩები, ისტორიად შემორჩენილი ჩუქურთმიანი აივნები, კრამიტის სახურავებსაც ფერი ეცვალათ, ზამთრის ზღაპრულ ქალაქს წააგავდა თბილისი. აქა-იქ მბჟუტავი ლამპიონები კიდევ უფრო ალამაზებდნენ თოვას... სრული სიჩუმე გამეფებულიყო, მტკვარიც კი არ იძროდა, იდგა და გულში იხუტებდა ობლად დარჩენილ ფიფქებს... ახალი წელი, ახალ ცხოვრებას უქადდა ქვეყნიერებას, ჰოდა, იგიც ეგებებოდა იმ თეთრი, სპეტაკი ფურცლით, ახალ იმედებს, ახალ სურვილებს და ოცნებებს რომ დაიტევდა...

ზამთარი, შემოდგომა, სიყვარული, მიტოვება, უბედურება, ზამთრის პირის სევდა, მოთხრობა, ჩანახატი, ძველი მოთხრობა, ღალატი, რუსეთი, მივლინება, სამსახური, qwelly, blog, life, love

      მძიმედ დაიჭრიალა კარმა.

- გაბო, გაბო, ჩემი გაბრიელი, ჩემი გაბო...

- დამშვიდდი ლილე, დამშვიდდი...

- ჩემი გაბო დაბრუნდა უსათუოდ, ჩემი გაბრიელი. ის იქნება ის, ნახე, ნახე!... ისაა ხომ? - და დიდრონი, ფართოდ გახელილი თვალები შეაგება კარიდან შემოსულ სუსხიან ნამქერს - "ისაა ხომ?" - გაიძახოდა უაზროდ.

- დამშვიდდი ლილე, დამშვიდდი, ახლავე გავიხედავ, დაწექი შენ. აი, წყალი დალიე...

      ხალათი მოისხა მზიამ და ავნისკენ გაემართა კარის დასახურად.

- გაბო, გაბო, ჩემი გაბრო... - ლილეს ბუტბუტი სარკმელთან შემომჯდარ, სიცივისა და ყინვისგან გათოშილ ბეღურებსღა ესმოდათ, ერთმანეთის ფრთებქვეშ რომ თბებოდნენ. ალბათ მათაც არავინ ჰყავდათ თბილ ქვეყნებში მეგზური... - როგორ უყვარდით ჩემს გაბოს ბეღურებო, როგორ უყვარდით, როგორ ვუყვარდით...

- არავინ არაა ლილე, ეტყობა ქარმა გააღო აივნის კარი, დაიძინე, ჯერ ძალიან ადრეა!

      ლილეს უკვე აღარაფერი ესმოდა, უსასრულობას უმზერდა სიცივე შეპარული ცისფერი თვალებით.

* * *

- მეგობრებო, მოგილოცავთ ახლა წელს. სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს ჩვენს სამშობლოში და ჩვენს ოჯახებში. მშვიდობა არ მოაკლოს ჩვენს საქართველოს, ეხაროს თავისი იმიერ-ამიერით. ლხინი და კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიმრავლე მრავალჟამიერ!

- გაუმრაჯოოოოს!!!

- მრაააა... ვალჟამიეეერ!!!

      სოფელ სალხინოს, ერთ იმერულ ოჯახში, საახალწლო სუფრა გაშლილიყო. გოჭი, საცივი, ტოლმა, კუჭმაჭი, ღომი, ხაჭაპური, ლობიანი, გოზინაყი, ტკბილეული, იმერული წესისამებს სართუ-სართულ ეწყო პატარა მაგიდაზე.

- ლილე, მიდი გოგო, დაჯექი სუფრასთან. შენს სანახავადაა ის ბიჭი მოსული, თვარა ჩემნაირი ხრონცი ბებერის საყურებლად რავა ამოვიდოდა ამსოტოლა თოვლში ამ სიშორეზე?... მიდი გოგო, მიდი... წეიღე ახლა მაი მჭადები და ჭყინტი ყველი და დაჯექი პატარა ხანს მაგიდასთან... მეც მოვალ აბა ამ კეცებს კი არ დევეკრობი ზედ... მიდი იქანა ახლა დროზე... - ასე სულმოუთქმელად დააყარა ქოქოლა ბიცოლა ელპიტემ თავის "დისწულს".

      ლილეც უხმოდ დაემორჩილა თავისი გამზრდელის ნათქვამს და ლოყებაკვარჩხალებული და დარცხვენილი, სუფრის კუთხეში ჩამოჯდა. თან თვალს აპარებდა ერთი, მეტად წარმოსადეგი თბილისელი ვაჟკაცისკენ.

      კარგი ბიჭო იყო გაბრიელი. პატიოსანი, მშრომელი და გამრჯე, ახალი ჩასული იყო სოფლიდან თბილისში, მაგრამ თავისი ნიჭითა და მონდომებით ცხოვრებაც აიწყო და როგორც სოფელში ამკობდნენ: "აი, ბაღანა დიდი კაცი გამხდარიყო...". კარგი თანამდებობა ეკავა, მაგრამ არც მაინცდამაინც ქალაქელობას იბრალებდა და არც ზემოდან უყურებდა ვინმეს. არ ივიწყებდა თავის სოფელს, სახლ-კარს, ფესვებს. ხშირად ჩავიდოდა იმერეთში, შემოირბენდა სალხინოს, მოიკითხავდა მეგობრებს, ახლობლებს... ახლაც, მეზობელ ოჯახში, ბატონ უშანგის კერიაში ეგებებოდა ახალი წლის დადგომას. მაგრამ ახლა სულ სხვა მიზეზს ჩამოეყვანა ეს ჭაბუკი, თბილისიდან...

      ჯერ კიდევ ზამთრის პირი იქნებოდა, ერთკვირიანი შვებულებით სოფელში ჩასულმა გაბრომ დეიდა ელპიტეს რომ გაანდო: "ქალი მინდა რომ ვითხოვო, ხომ იცი თქვენი ლილე ბავშობიდან მიყვარს და მაგის სადარს აბა ვის ვნახავოოო...".

      მაინცდამაინც არც ელპიტეს წყენია აგი ამბავი.

      ლილე მაშინ ქუთაისის, ა. წერეთლის უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი გახლდათ. დედ-მამა ადრე გარდაეცვალა და ახლა ბიძია უშანგი ზრდიდა საკუთარი შვილივით. გათხოვებაზე არ ფიქრობდა, თუმცა არც მისთვის იყო გაბო ჩვეულებრივი სოფლელ-ქალაქელი ბიჭი.

      მოკლედ, დეიდა ელპიტე აბა რა იმერელი ქალბატონი იქნებოდა ამ საქმეს თუ ვერ გაჩარხავდა. ჯერ ლილეს უთხრა: "შვილო, ლილე, გენაცვალოს ბიცოლაშენი, ახლა უკვე დიდი გოგო ხარ და გათხოვებაზეც უნდა იფიქრო, თვარა მე და ეს უსაქმური ბიძაშენი კი მოვფახფახდით და შენ მიმხედი და პატრონი გჭირდებაო"... მერე გაბრიელს დაურეკა: "შაბათ-კვირას ამეირბინეო"... (მე შენ გეტყვი თბილისი და სალხინო ჩიხის მეზობლები არიან, მაგრამ სიყვარულისთვის კაცი რასა არ იზამს...). მოკლედ, მიდგა, მოდგა, ხან ერთს უჯიკა, ხან მეორეს და იმდენი მოახერხა რომ ერთ დროს, ერთ ბაღში მოთამაშე ბავშვებს, ახლა სულ სხვა თვალით დაანახა ერთმანეთი. ახლა თვალებიც მეტად უბრწყინავდათ ერთმანეთის შემყურეთ და გულის ბაგაბუგსაც შორიდანვე იგრძნობდით ან გაიგონებდით. ამ ახალ წელზეც, ელპიტეს დაბარებით იყო ჩამოსული გაბრო - "ხომ იცი ჩემს მოხუც უშანგის ნამეტანვად კი უყვარხარ, მარა არ ეთმობა ლილე და რა ვქნა ბატონო, საკუთარი შვილივით ყავს გაზრდილი, ასე რომ 31-ში ამოდი, ნიშნობის ბეჭდები წამოიღე, ახალ წელს ღვინო კიდევ უფრო რომ შეაყვარებს უშანგიას შენ თავს, ე, მაშინ უთხარი შენი ლილე უნდა გამატანო და უსათუოდ დაგთანხმდებაო...". ასე და ამგვარად ჩააწყო საქმეები ელპიტე ბიცოლამ.

      მოკლედ, ასე თუ ისე, აპრილის შუა რიცხვებში, აღდგომის შემდეგ, გელათში ჯვარი დაიწერეს, მეფური ქორწილიც გადაიხადეს და თბილისს გამოემართნენ. ბედნიერი, ანთებული თვალებით შეებნენ ცხოვრების უღელს. არც ეს უღელი შეჰხვედროდათ მაინცდამაინც მძიმე, გართობის, დასვენების და ერთმანეთის ცქერით თრობის თუ ტკბობის დრო ყოველთვის ჰქონდათ... ცხელი აგვისტო ჯერ სოფელში, შემდეგ კი მთებში გადააგორეს, სექტემბრის პირველი ორი კვირა სოხუმში და გაგრაში გაატარეს ხავერდოვან სანაპიროებზე. მერე, სამსახური თავისას ითხოვდა და დედაქალაქს დაუბრუნდნენ ახალი შემართებით... მათი დვრიტა დადებული ცხოვრება ხომ ახლა იწყებოდა...

      როგორც უკვე გითხარით, ჩვენი გაბრიელი მშრომელი, განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდა იყო. უფრო და უფრო წინ მიიწევდა. შრომობდა, ღამეებს ათენებდა, იხარჯებოდა და ცხოვრებისგანაც მოითხოვდა შრომის ფასს, იღებდა კიდეც. არც ლილე გამოდგა ქმრის კმაყოფაზე მცხოვრები, ფილოლოგი იყო პროფესიით და სკოლაშიც ასწავლიდა ქართულს, ნამდვილი ქართული სულისკვეთებით... ერთი სიტყვით, შრომა არცერთს ეზარებოდა არც მეორეს, არც განათლება აკლდათ და ასე იყოფდნენ თავიანთ ნაოფლარ ლუკმა-პურს.

      1 ოქტომბერი თენდებოდა, პარასკევი. ჯერ კიდევ მზეს არ გაჰღვიძებოდა, გარიჟრაჟზე ლილემ თვალები რომ გაახილა და წამოდგომა სცადა, მაგრამ უეცრად თავბრუ დაეხვა და ღონემიხდილივით მიწვა ლოგინზე, რაღაც სასიამოვნო განცდა დაეუფლა და ამ ფიქრებში გართულს კვლავ ჩაეძინა...

      უკვე სამსახურში წასვლის დრო იყო, გაბრიელი იცვამდა, თვითონაც წამოდგა მაგრამ ჯერ კიდევ ეხვეოდა თავბრუ... მერე მოაგონდა რომ დღეს გაკვეთილები არ ქონდა, გახარებული გაბროს მიუბრუნდა და შესთხოვა: "მოდი ნუ წახვალ სამსახურში, ჩემთან დარჩი, რაღაც თავბრუ მეხვევა და გულიც მერევაო...". ლილე უცბად შეცბა, მიხვდა მთელი საიდუმლო ერთ წამში რომ გათქვა და სახეზე სირცხვილის ელფერმა გადაურბინა. გაბომ მზრუნველი თვალებით გადახედა და დაჰპირდა: "რამდენიმე საბუთს ჩავაბარებ თავის ადგილზე და 3-4 საათში დავბრუნდებიო...". სხვა რა გზა ჰქონდა ლილეს, უნდა დალოდებოდა ქმარს, ასაუზმა, გამოაწყო და თავადვე გააცილა კარამდე, მერე თავის ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა და ოცნებებში ჩაიძირა... საოცარი სანახავი იყო ლილე, ბუხრის ალი კიდევ უფრო ალამაზებდა მის ვარდისფერ, მკვრივ სხეულს, ჯერ კიდევ პერანგის ამარა ლილეს, ისე დაჰნათოდა სარკმლიდან შემოპარული მზის სხივი რომ მის შემხედვარეს აუცილებლად აღმოგხდებოდა: "დიდება შენდა, რომელმან შექმენ მშვენიერება ესრეთ!" ალბათ აფროდიტეც გახდებოდა მაქებელი ლილეს სილამაზისა... მტრედისფერ კულულებს დაეფარათ ღრუბლის ბალიშები. ბრიალა თვალებით ჭერს მისჩერებოდა, ბედნიერებისგან იღიმოდა და მზრუნველად ეფერებოდა თლილი ხელებით საკუთარ მუცელს...

      ზრრრ...!

- გაბო დაბნუნდა? - გაიკვირვა - ნეტავ რა დარჩა? არა, ალბათ მომატყუა და მალევე დაბრუნდა - ასეთი რამ ხშირად გაუკეთებია - ნუთუ მომეჩვენა?

      ზრრრ...!

- არა, არა. დაბრუნდა! - და ბედნიერი გაემართა კარისკენ. - ხო, გაბო...

      მძიმედ დაიჭრიალა კარმა.

- ფული და ოქრო, ჩქარა!

- რა? რა ფული?... - უცბად აცახცახდა ლილე.

- ფული მეთქი გოგო, დროზე...

- მიშველეეეთ!!!...

- გაჩუმდი შენი!...

* * *

- ლილე დავბრუნდი, გზად შენ რომ გიყვარს იმ ნამცხვარს წავაწყდი და წამოგიღე, ლილე სად ხარ? მემალები? ლილეეე... ახლა გიპოვი და ხომ იცი რასაც გიზამ... აი, შემოვალ ახლა საძინებელში დაა... ლილე!...

      ამის თქმაღა მოასწრო. "საყვარელი" ნამცხვარი მჭადივით გაეკტო იატაკზე, გაბრიელის მუხლები ბუკ-ნაღარასავით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს. გახევებული, თმებს ჩაბღაუჭებული ხელები, თვალების დათხრას შენატრებული სახე... ასე იდგა ცოტა ხანს გაბრო, ერთ ალაგას გაშეშებული... არეულ-დარეული ოთახის ერთ კუთხეში, საწოლის უკან, თმაგაწეწილი, პერანგ შემოხეული, სახე ალეწილი ლილე მიმჯდარიყო, თვალები უაზროდ მოეჭუტა, ბალიში მუცელზე მიეკრა, ცალი ხელით შიშველ მკერდს იფარავდა, მეორეთი ბალიშს ეფერებოდა და თავისთვის ბუტბუტებდა: "და... ი... ძი... ნე, ... გე... ნა... ცვა... ლე,... იიი... ავ... ნაა... ნიი... ნაა...ოო... "

* * *

      თბილისის საუკეთესო ექიმები და ფსიქოლოგები ბუზებივით ეხვეოდნენ ლილეს. ათასი რჩევა, ათასი რეცეპცი, წერილობით თუ ზეპირად. უამრავი მნახველი და აზრის გამომხატველი მოდიოდა ლილესთან, ზოგს თავად გაბო მოუძღვებოდა, ზოგი თავისი "კეთილი" ნებით მოდიოდა... რაც მთავარია ყველა მათგანი, პროფესორიც და დილეტანტიც ერთ რამეს ამტკიცებდა: "ლილეს სიმშვიდე სჭირდებაო...". არადა ეს სიმშვიდეც არ ჩანდა...

      მერე სოფლიდან ბიცოლა ელპიტე ჩამოვიდა: "ჩემს ლილეს ყველაზე უკეთ მე მივხედავო..."

      ორმა კვირამ გაიარა ასეთ აურზაურში, ლილე თითქოს ცოტა მომჯობინდა, თავის მოვლაც დაიწყო, თმებიც კი შეიღება... თუმც ყოველ ღამეს, მკერდზე მიკრობილ ბალიშს ეფერებოდა და თეთრად ათენებდა ლამპიონის შუქზე მოფარფატე ყვითელი ფოთლების შემყურე...

      არც გაბოსთვის იყო ადვილი ამის ყურება, წუხდა, ნერვიულობდა. თავს დამნაშავედ თვლიდა. რატომ? არავინ იცის, ან თვლიდა კი მართლაც დამნაშავედ.?.. ერთი ფიქრები აწუხებდა... თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად მიიჩნევდა... ეეჰ...

      15 ოქტომბერს, გაბო მივლინებით გაუშვეს მოსკოვში. იმის გამო, რომ ბევრი საქმე არ ჰქონდა იქ, ასე ერთი-ორი დღის, თან არც ელპიტეს უნდოდა ჯერ კიდევ ავად მყოფი ლილეს გაშვება, გაბოს მარტოს მოუწია წასვლა... დამშვიდობებისას ტკბილად აკოცა ლილეს შუბლზე და პირობა მისცა, რომ ერთ კვირაში შინ იქნებოდა.

      მძიმე ერთი კვირა გამოდგა ლილესთვის, თეთრ ღამეებს გაბოზე ფიქრი და დარდიც დაემატა მთელი დღე რომ ასე აწვალებდა. თითქმის ყოველდღე ურეკავდა, მოიკითხავდა, დარდს გაიქარვებდა, მაგრამ ღამე იყო და ღამე...

      გაბოს წამოსვლის ნანატრ დღესაც დარეკა მოსკოვში ლილემ იმ იმედით, რომ სასტუმროში ვიღაც სხვა უპასუხებდა და ეტყოდა: "ბატონი გაბრიელი თბილისში გაემგზავრაო...".

- გისმენთ!

- გაბო შენ ხარ? - გაოცებულ ლილეს ყურმილი ხელში აუკანკალდა.

- კი. რომელი ხარ?

- ლილე ვარ გაბო, ვეღარც მცნობ?

- უი, ლილე რა სხვანაირი ხმა გაქვს? როგორ ხარ? ხომ მშვიდობაა?

- არ მოდიხარ გაბო?

- სიურპრიზი მაქვს ლილე!

- რა, მოდიხარ??! - უაზროდ იკითხა. იმედი მიეცა შეშინებულ ლილეს.

- არა, ჯერ ვერა ლილე, აქ უკეთესი სამსახური შემომთავაზეს, გაცილებით დიდ ანაზღაურებასაც მპირდებიან, ერთი კვირაც მაცადე და ერთად წამოვიდეთ მოსკოვში ხომ? ხომ კარგია ლილე?

- კი, კარგია... - არადა გაბომ იცოდა ლილეს ძალიან უყვარდა საქართველო და სხვაგან ცხოვრება გაუჭირდებოდა - არ გვინდა მეტი ანაზღაურება!

- კარგი რა, ჩემო სიხარულო...

      ტუუუ, ტუუუ, ტუუუუ...

      ახალი ფიქრი, ახალი დარდი, დაყრუებული ტელეფონი, მხოლოდ ჟურნალ-გაზეთებით გატენილი ფოსტა...

      უკვე აღარც სკოლაში სიარული ახარებდა ლილეს, აღარც ბავშვების დანახვა და მათი ტიტინის მოსმენა, წინათ რომ ასე ახალისებდა... დღეებს ნელ-ნელა ბინდი ეკვრებოდათ!

      ნოემბრის შუა რიცხვები...

      ზამთრის პირის სევდიანი განთიადი ეგებებოდა მიმცხრალ მზეს...

      კარზე ზარია.

      ლილე დინჯად წამოჯდა საწოლიდან... ქარვის თმები შეისწორა, ხალათი მოისხა და კარისკენ გაემართა...

      ცდილობდა გული დაემშვიდებინა თუმცა მხოლოდ ერთ რიტმშიღა გაჰქონდა ბაგაბუგი: "გაბო ჩამოვიდა! გაბო ჩამოვიდა! გაბო ჩამოვიდაა...".

- ქალბატონო თქვენს სახელზე წერილია მოსკოვიდან.

      "ნეტავ ბილეთები იყოს! ნეტავ ბილეთები იყოს! წავალ, წავალ! მოსკოვშიც წავალ მის გამო... ყველგან ვიცხოვრებ თუკი მასთან, მის გვერდით ვიქნები..."

      "ძვირფასო ლილე!

      ჩვენ ბედნიერი წყვილი ვიყავით იმ დღემდე ვიდრე ის საზარელი შემთხვევა მოხდებოდა... იმის მერე შენ შიში და პარანოია დაგჩემდა, მეც ვერ ვიყავი კარგად... ღამეებს თეთრად ათენებდი, ტიროდი... მეც განვიცდიდი და ვნერვიულობდი... ახლა კი მგონი ვიპოვე ბედნიერება... იმედი მაქვს გამიგებ...

      როგორც ექიმებმა გვითხრეს, შენ შვილი აღარ გეყოლება ამიერიდან, მე კი... ხომ გახსოვს...

      მე ყოველთვის შენი ცხოვრების ის მწარე დღე უნდა გაგახსენო როცა ასე ცუდად მოგექცნენ ის ყაჩაღები...

      მოკლედ, ხომ იცი ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, არ მინდოდა ასე გამოსულიყო მაგრამ გულს ვერ უბრძანებ ხომ იცი... მგონი უმჯობესი იქნება თუ დავშორდებით, კონვერტში განქორწინების საბუთებიც უნდა იყოს... ეგ სახლი შენ გიყიდე და გაჩუქე და გთხოვ ნუ გადახვალ... მინდა რომ ბედნიერი იყო! დეიდა ელპიტეს მოუხადე ბოდიში, წასვლისას ვერ დავემშვიდობე.

ბედნიერებას გისურვებ!

პატივისცემით გაბრიელი!

16 ნოემბერი, 1982წ."

* * *

      მზეს წითელი ალი მოსდებოდა სახეზე. უცებ, მოქუფრული ჩიხტიკოპი აიფარა, დედამიწას დაემალა, თითქოს მისი სიავის ეშინიაო... ქარის ზუზუნი აყრუებდა ირგვლივ ყველაფერს. შორიდან მოჰქონდა სიცივე, ტკივილი... გაძარცვული ხეები მიწას ეხეთქებოდნენ, მერე ზეცას მისწვდებოდნენ, ისევ მიწას ჩაეხუტებოდნენ და ასე გრძელდებოდა...

      თვალები ისევ მოჭუტა. ცრემლის გუბე ქუთუთოებს აწვებოდა, გადმოსვლას ლამობდა... ჩუმად მივიდა სარკმელთან, იდაყვები დინჯად დააყრდნო გაყინულ რაფას... სიცივე იგრძნო სხეულმა... მაგრამ არა!!! შეჩერდი!!!... ჯერ არა!!!...

      კარგად მოსაღამოვებულიყო, პირველ თოვლს გადაეთეთრებინა თბილისი... თოვდა შეუჩერებლად, ვეებერთელა ფანტელებით...

      თითქოს თოვამ შეაშინა ამოდენა ქალაქი, წითელი საკვამურებიდან, ცისკნენ გაეშურნენ ზამთრის პირის სევდიანი ნისლები...

* * *

      დეკემბრის უკანასკნელ განთიადს, ნაზამთრისპირევს, მაინც ეზიარნენ უსასრულობას სევდიანი, დიდრონი, ცისფერი თვალები...

შემოდგომა, 2010 წელი

ნახვა: 4011

ტეგები: Qwelly, ზამთარი, მოთხრობა, სიყვარული, ქველი, ღალატი, ჩანახატი

BrOliKa: სექტემბერი 30, 2015||11:22pm
მგონი რამდენიმე წლის წინ პირველად, რომ წავიკითხე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა ეხლაც იგივეს ვგრძნობ :'(
ლაშა: ოქტომბერი 1, 2015||7:33pm

რას აპროტესტებ, ასეთ ფინალს? ინდური დასასრული ხომ არ ექნებოდა აბა.:))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters