დაუკვირვებელი არჩევნები, აფეთქება ფილარმონიასთან და გაზრდილი კორონა

      როცა კორონა მატულობს, დღის ყველა ამბავი მის გარშემო ბრუნავს. ურწმუნოებაცა და მორმწუნეობაც ვირუსის რეალურობასა და გამოგონილობაზე. ცხადია, პოლიტიკური აქტიურობა და ქულების წერა თავისუფალ მიმოსვლაზე თუ დარიგებულ ფულებზეც. ამას გარდა, საარჩევნოდ დამკვირვებლების ჩამოსვლის თემაც აქტუალურია და ჩვენი ქვეყნისთვის მსოფლიო მხარდაჭერაც რუსეთთან „ომობანაში“. როგორც ჩანს კიბერ ომშიც არ ვართ მაინცდამაინც ძლიერები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 4 სექტემბერი, 2020

      პოლიტ ამბები კორონას გარშემო - აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერთანაა დაკავშირებული, 3 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, აჭარაში 58 კოვიდინფიცირებულიდან 17-ს პნევმონია აღენიშნება, ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. „ავერსის“ კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულების დახურვას ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო, ევროკავშირის 10 არაწევრ ქვეყანასთან ერთად, კვლავ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება. გიორგი კანდელაკი მთავრობას რეგულარული ფრენების აღდგენის და უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის მოხსნისკენ მოუწოდებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 შემთხვევაა. ეკატერინე ტიკარაძე ექიმებს მიმართავს და თხოვს, კონფერენციები ონლაინ რეჟიმში გამართონ და წესების დაცვის მაგალითი აჩვენონ. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      ბანკების ფულიანობა - კობა გვენეტაძე - დარწმუნებული ვარ, დავძლევთ მნიშვნელოვან გამოწვევებს და კიდევ უფრო გავაძლიერებთ არასაბანკო სექტორს. ეროვნული ბანკი - სავალუტო ფონდის შეფასებით, არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების რეგულირება მნიშვნელოვნად გაძლიერდა.

      დაუკვირვებელი #არჩევნები2020 - NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის. ელენე ხოშტარია - დარწმუნებული ვარ, NDI ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმისთვის, რომ არჩევნებს დეტალურად დააკვირდეს. ბადრი ჯაფარიძე - აუცილებელია, რაც შეიძლება დიდი ოდენობით დამკვირვებლის ჩამოსვლა, რათა გამოვრიცხოთ ხელისუფლების მხრიდან ცდუნება არჩევნების გაყალბების მიმართულებით. ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ამოცანაა, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ ჩაატაროს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. კელი დეგნანი - NDI-მ შეიმუშავა მიდგომა, რომლითაც შეეძლებათ ამავდროულად დაიცვან თავიანთი თანამშრომლების ჯანმრთელობა და ჩართულნი იყვნენ პროცესებში. ლევან თარხნიშვილის თქმით, ცესკო-მ არ გაითვალისწინა ეუთო-ს, ასევე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციები და საარჩევნო ოლქებში „დამოკიდებელი“ წევრები დანიშნა, რომლებიც სინამდვილეში „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს წარმოადგენს. თბილისის საქალაქო სასამართლო პარტია „ევროპული საქართველოს" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე მსჯელობს. სერგი კაპანაძე - სასამართლოს მოქალაქე სერგო ჯავახიძემ მიმართა. სარჩელი აბსურდულია და არანაირი საფუძველი პარტიის არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე არ არსებობს. კარლ ჰარცელი - დარწმუნებული ვარ, რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს თვალყურს ძალიან აქტიურად მიადევნებს. გიგი უგულავა - კოალიციური მმართველობა არის სწორი გამოსავალი, უნდა ვისწავლოთ პარტნიორობა და ეს დაგვაზღვევს იმ შეცდომებისგან, რასაც ხალხი მეორედ არ გვაპატიებს.

      თბილისის „ავარიები„ - ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი ფილარმონიასთან აფეთქებაზე - შენობაში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები - აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ფილარმონიასთან აფეთქება ბუნებრივი გაზით არ არის გამოწვეული. ფილარმონიასთან აფეთქებისას დაშავებულებს შორის ერთი გამვლელია. პირველადი ინფორმაციით, ფილარმონიასთან ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აბო თბილელის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. თბილისში, საოჯახო ტიპის სასტუმროში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

      სამეგობრო საზღვარგარეთ - გიორგი გახარია საქართველოს საკითხზე გაეროს მიერ მომზადებული რეზოლუციის მხარდამჭერისთვის პარტნიორებს მადლობას უხდის. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება რუსეთისა და ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებთან დაკავშირებით, გლობალური პანდემიის პირობებში. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასა და ე.წ. გადასასვლელების ხანგრძლივ დახურვაზე, რაც იწვევს ვითარების დესტაბილიზებას და მკვეთრად უარყოფითი გავლენა აქვს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით ახალგორისა გალის რაიონებში. მეგობართა ჯგუფმა განაცხადა, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მოქალაქეებს ადგილობრივებს არ აქვთ წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზე, რის გამოც, გასული წლის მანძილზე არაერთი ადამიანი დაიღუპა. ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ მსჯელობა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი - მადლობას ვუხდი გაეროს 84 სახელმწიფოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, უპრეცედენტო მხარდაჭერაა. აშშ-ის ელჩი ეუთოში - აშშ ეუთო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოში ეუთო-ს მისიის განახლებას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია.

      კიბერომი - დავით ზალკალიანი კიბერშეტევაზე - არ მოგვერიდება სახელების დარქმევა თუ საიდან და ვინ განახორციელა ეს უკანონო ქმედება. სალომე სამადაშვილი - როცა სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე არ არის, თავდასხმა ლუგარის ლაბორატორიაზე და სხვა ობიექტებზე შესაძლოა, გაძლიერდეს. ლევან ბოძაშვილი - თუ ლუგარი დაუცველია, არჩევნები როგორ იქნება დაცული კიბერჩარევისგან?! კარლ ჰარცელი - ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ყურადღებას გამოიჩენენ, რათა მოხდეს მტკიცებულებების პოვნა ამ კიბერთავდასხმის უკან მდგომი ორგანიზატორებისა და მიზნის შესახებ. პრეზიდენტის განცხადებით, ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა, ანტიჰუმანურ აქტად უნდა შეფასდეს. ვანო მაჭავარიანი - კიბერშეტევა საქართველოს დაშინების მცდელობა არ არის, ეს არის ძალის დემონსტრირების მცდელობა. კელი დეგნანი კიბერთავდასხმაზე - ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს.

      ახალგაზრდების საქმეები - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ საბა გოგშელიძეს, ირაკლი მუმლაძეს, ირაკლი წაქაძეს და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმდათ. შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა გოგშელიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ ეთანხმება. პროკურორის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი 4 არასრულწლოვნის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ოთხივე პატიმრობაში დარჩა. მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეში ჩანთის საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება ისევ რჩება და შესაძლოა, ის საქმის დამთავრების შემდეგაც არ აღმოიფხვრას.

      ბაჩალიაშვილთან - პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგებს და მასთან შემხებლობაში მყოფ მტკიცებულებებს ასაჯაროებს. პროკურორი - ექსპერტიზის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების შემადგენლობა მანქანაში აღმოჩენილი პრეპარატების ცარიელი ფირფიტების და აბების იდენტურია. პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მხოლოდ ერთი მეხსიერების ბარათი ფიგურირებს, რომელზეც ექსპერტიზაა დანიშნული. თამარ ბაჩალიაშვილის youtube-ის გვერდიდან 16 და ტელეფონიდან 3 ვიდეო ჩანაწერი მოვიპოვეთ, მასში დაფიქსირებული ინფორმაცია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. იმ ადგილის კადრები, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იქნა ნაპოვნი, დრონის ჩანაწერებში არ ფიქსირდება. პროკურატურა - ექსპერტიზის დასკვნით, ბაჩალიაშვილის ორგანიზმში არსებული მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით ვიდეოკამერების ჩანაწერები გააასაჯაროვა. მიხეილ რამიშვილი - მივეხმარები გამოძიებას და ბევრ ჩვენებას, რაც საქმეშია, მეც გავასაჯაროებ - ეს ჩვენებები რადიკალურად ცვლის გამოძიების ვერსიას. ადვოკატი - როდესაც აბებზეა საუბარი, რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გასახდომი ჩაიც შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა - თუ თვითმკვლელობას აპირებდა, ვისთვის ყიდულობდა ამ ჩაის? კელი დეგნანი ბაჩალიაშვილის საქმეზე - FBI -ის იურისდიქცია აშშ-ის გარეთ ძალიან შეზღუდულია და მათი კომპეტენცია არ არის ჩაერთონ.

      ჩვენი მოსავლის ექსპორტი - 3 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 24,240 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული. საქართველოდან 1,797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით აღემატება.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 723 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორს 161 ბავშვია. ინდოეთში კორონავირუსის 83 341 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 110 ადამიანი დაინფიცირდა და 121 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 22 სკოლა დაიხურა. ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც პორტუგალიიდან და საფრანგეთის პოლინეზიიდან დაბრუნდებიან, 14-დღიანი კარატინის გავლა მოუწევთ. აზერბაიჯანში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 100

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

ლაშა: სექტემბერი 4, 2020||11:45pm

თუ ენ-დი-აი არ იქნება, არჩევნები არ ერქმევა მაგას, რაც იქნება! ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters