მახსოვს, ბავშვობაში, დაძინების წინ, წარმოვიდგენდი თითქოს წყალში ვიძინებდი. უცნაურია, მაგრამ სრული სიცხადით მახსოვს როგორ ვიწექი ბნელ ოთახში, საბნიდან მხოლოდ თავი მიჩანდა და ფეხებს ისე ვამოძრავებდი ლოგინში, როგორც წყალში ცურვისას არის საჭირო. მახსოვს ფიქრებიც და ოცნებებიც - მექნებოდა ერთი კაფსულა-საწოლი, სადაც ვიწვებოდი დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე, მექნებოდა საჭმელი და რომელიმე ოკეანეში გადავაგდებინებდი ამ კაფსულას, ვიდრე ფსკერამდე არ დაეშვებოდა. კაფსულა იქნებოდა შუშის და ნათურებიანი, რომ დამეთვალიერებინა წყლისქვეშა სამყარო. თუ ვეშაპი გადამყლაპავდა, ეს დამატებითი სანახაობა იყო, მაგრამ კაფსულას მაინც არაფერი არ უნდა მოსვლოდა. მთავარი იყო საჭმელი, რომელიც ყოველგვარი გამოთვლების გარეშე წლობით უნდა მყოფნოდა, ეს ხომ ოცნება იყო და მქონდა ამის უფლება. ახლა არ იფიქროთ, რომ ჟიულ ვერნის გავლენის ქვეშ ვიყავი ან ბარი ლევინსონის "სფერო" მქონდა ნანახი, არცერთი ჩემო მეგობრებო, მეტიც, დარედევილი რომ ვნახე, მაშინაც კი მომაგონდა ბავშვობისდროინდელი ოცნება და შურით აღვივსე რომ მე არ შემეძლო აბაზანა-საძინებელი მქონოდა.
ასაკის მატებასთან ერთად, სურვილები და ოცნებებიც შეიცვალა. ახლა წყლის ქვეშეთიდან სამუდამოდ ზემოთ ყურება ან ვეშაპებისა და ზვიგენების მუცელში ყოფნის ნაცვლად, უფრო რეალური ოცნებები გაჩნდა - მაგალითად სახლი ტყეში. ერთ-ერთ ოცნებაში ეს სახლი იყო უდაბნოში. დიახ, მაშინ უკვე ნანახი მქონდა კოლორადოს დიდი კანიონის ფოტოები და იქ ძალიან კოხტა სახლი ჩემს ოცნებებში იყო წარმოდგენილი. ზღვისპირეთის ოცნებები? ეს ძალიან გვიანდელი პერიოდია, თან ეს უფრო საკუთარი კუნძულის ქონის ოცნებაა, ვიდრე სანაპიროს გართობა, ცხელი ქვიშა და გოგოები. ყველა ამ ოცნებას, გარდა ავტორისა, სხვა საერთო მახასიათებელიც აქვს - არცერთ ოცნებაში არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, ჩემთან ერთად იცხოვრებდნენ, ან რაიმე მსგავსი. მხოლოდ მე ვიყავი და ჩემი ნაბადი! (ჰო, ვიცი ძალიან ეგოისტურად და ნარცისულად ჟღერს, მაგრამ ასე იყო და რა შეცვლის ახლა მაგას). ჰოლივუდურ ფილმებში ხომ გინახავთ ბავშვები რომ ხატავენ დედა, მამა, და, ძმა და ჯესი (ძაღლი) - ასეთი რამ არასოდეს დამიხატავს და სულ მეგონა ამერიკელი ბავშვები იტყუებოდნენ.
ღრმა ბავშვობიდან მუდმივი კონფლიქტი მქონდა მარტოობის გამო მოტირალ ადამიანებთან. და მათი ცრემლების საპირწონედ როდესაც ჩემს უემოციო სახეს ხედავდნენ, სულ ამას ამბობდნენ „მარტო დარჩები და მიხვდები რა ძნელია მარტოობა“. არადა, მარტოობა ყველაზე მაგარი ამბავი იყო ჩემთვის და ჩემი ფიქრებისთვის, მითუმეტეს „მარტო სახლშის“ ნახვის შემდეგ.
კარგია თუ არა მარტოობა?
მსგავსი ისტორიის მქონე ადამიანები (გამონაკლისი ნამდვილად არ ვარ) ალბათ მიისწრაფვიან მარტოობისკენ, ყოველშემთხვევაში არის წამები და ალბათ ისევ დაძინების წინ, როცა ყველა მათგანი ოცნებობს ამაზე. მარტო ის და ბევრი უცხო ადამიანი, ან მარტო ის და სრულიად უცხო გარემო, ან მარტო ის და მის გარშემო მკვდარი წითელი პლანეტა. მარტოობაგამოუცდელი ადამიანების საუბარში, ემოციაში, ნაწერებში ყოველთვის იგრძნობ იმას, რომ მათ აკლიათ მარტოობა და სამყაროს ხედვა მარტოობიდან. რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ იმ ტიპის მარტოობაზე სახლს რომ 2 კვირით დაგიტოვებენ, არა - აქ საუბარია მარტოობაში ცხოვრებაზე. (ასევე არ ვსაუბრობ იმ დეპრესიადაცემულ ადამიანებზე, რომლებიც თვლიან რომ სრულიად მარტონი არიან, რადგან მათი არავის ესმის :ცრემლწამსკდარისღიმილაკი:). მარტოობა კი უმნიშვნელოვანესი პერიოდი მგონია ცხოვრებაში ღირებულებების შესარჩევად და ამ ღირებულებებში საკუთარი თავის საპოვნელად. ცოტა რთულია ერთი მხრიდან ისაუბრო მეორე მხარეზე, როცა მეორე მხარეს კარგად არ იცნობ, მაგრამ რატომღაც ვფიქრობ, რომ მარტოობა იყო ფიროსმანის მიზეზი, გალაკტიონის მიზეზი, და ზოგადად გენიის დაბადების მიზეზი. ახლა, მთავარი პრობლემა ისაა, რა უნდა მოვიაზროთ მარტოობაში? როდის არის ადამიანი მარტო? ეს რთული საკითხია, მითუმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელსაც მარტოობის ახსნა არა პირდაპირი გამოცდილებიდან, არამედ საპირისპირო გამოცდილებიდან უწევს. კუკარაჩაში, დეიდა ანიკო, სულს ხედავს როგორც ბოთლში გამომწყვდეულ ჯინს, რომელიც გათავისუფლებას ელოდება და გათავისუფლების შემდეგ სასწაულებს ჩადის მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში (იხ. ვიდეო). ჩემი აზრით, მარტოობა სწორედ ის, რაც ამ სულს ათავისუფლებს.
ჰოდა, რატომ არ ეშველება ამ ქვეყანას?
იმიტომ რომ არც თავად ქვეყანა და არც მისი საზოგადოება არ არის საკმარისად მარტო! წინათ, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, მაშინაც კი გვიჭირდა და მითუმეტეს ახლა და მომავალში, როცა ყოველჟამ ადღლამუზებული ვიქნებით სოციუმში და მარტოობის ადგილი და დრო არ დაგვრჩება.
მარტოობამ არწივობა შეაძლებინა! (წყარო)
განვაგრძოთ მარტოობის თემა:
თავისებურ დაღს ასმევს ადამიანის სულს "მარტოობა" ლაშიკო... ამოუთქმელ დაღს,რომელიც ყველას თვალთახედვით არ აღიქმევა.
დაღი ცოტა უარყოფითად ისმის ან შეიძლება მე მესმის ასე. და როგორ ფიქრობ, ეს დაღი ცუდია? იქნებ სწორედ ეგაა ის თავისებურება რაც ათავისუფლებს? რას გულისხმობ დადაღვაში?
მხოლოდ უარყოფითი არ მოიაზრება,უფრო მეტად დადებითიც კი.
ადამიანთმოძულეობა მთის კანონით ისჯება თუ სახელმწიფო კონსტიტუციით? :D
ჰოო, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ტექსტებით მოსაუბრე სვანები ნამდვილი სასწაული იქნება :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.
Knowing Existence Insurance policy Principles
Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.
Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია