სამი მღვდელთმთავრის - ბასილი დიდის, გრიგოლი ღრთისმეტყველის და იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესია, სოფ. ბობოყვათი, ქობულეთი, საქართველო
ზღვასთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 60 მეტრზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში, 1999 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა სამი მღველთმთავრის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ეს ის მღველთმთავრები არიან, რომელთაც ქრისტეს ეკლესია უწოდებს - მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა და მღველთმთავართა - ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, რომელთაც განანათლეს მთელი სამყარო - იწოდებიან კიდეც მნათობად ქრისტიანობისა. ამ ტაძარში 30-მდე წმინდა ნაწილია დავანებული.
რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს პოსტის სათაურთან? სვეტიცხოველში არის ერთი ხატი, რომელიც ქართველი ხალხის ქრისტიანული მეცნიერების სიმბოლოა. საგულისხმოა, რომ ხსენებული ტაძარი ზღვასთან ახლოს აშენდა, იქ სადაც არის გასასვლელი ახალ სამყაროში და საიდანაც უნდა შემოდიოდეს სხვა სამყარო, თუმცა ქართველებმა ამ ყველაფერს ზღვა ვუწოდეთ და საზღვარი დავდეთ ჩვენსა და ზღვის იქითა სამყაროში, თუმცა ეს სხვა თემაა. სვეტიცხოველი ერთი კერია, მეორე ზღვასთან ახლოს მდებარე სამი მღვდელთმთავრის ეკლესია და მათ შორის მოქცეული მთელი ქვეყანა, თუმცა ხსნა და საშველი ჯერ კიდევ არ არის.
მარტოობის თემას, რომ დავუბრუნდე და ცოტა განვავრცო ჩვენი ქვეყნის არამარტოობის ამბავი, იქნებ უკეთ გადმოვცე - რატომ არ გვაქვს საშველი?! გაგახსენებთ, ცნობილ დიალოგს დათა თუთაშხიას ეკრანიზაციიდან, სადაც გოგი გეგეჭკორის მიერ განსახიერებული გმირი ბატონი სანდრო კარიძე ჩვენი ერის წარსულსა და აწმყოზე მსჯელობის დასასრულს ასე გვახასიათებს - საშოვარს გადაგებული, გათითოკაცებული, ყოფილი ერი. მთლიანად არ მოვყვები მის ნარატივს, თუმცა შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან აქცენტს, რის გამოც დავკარგეთ ეს ერობა.
ყოველივე ამან, ისევ ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით რომ ვთქვათ, გაგვხადა ერი, რომლის ერთადერთი საზრუნავიც არის ჭამა, სმა და შვილების აღზრდა. სახელმწიფოებრივი დანიშნულება ჩვენ არ გვაქვს. ეკლესიაში რუსეთის ეგზარხოსი წყევტდა ყოველივეს, საერო ხელისუფლება იყო და ჯერ რუსეთი გვპატრონობდა, შემდეგ კი კრემლს უნდა გადაეწყვიტა ჩვენი ბედი. ხალხის ერთადერთი საზრუნავი მართლაც გართობა, ცეკვა-თამაში და რეპროდუქცია იყო (რატომ გიკვირთ როცა საბჭოთა კავშირს მისტირიან? დროშა დამალული - ხალხი 'თავისუფალი'!) - სახელმწიფოებრივი აზროვნება გაქრა. მხოლოდ, ხანდახან ძილში კვნესასავით ისმოდა აქა-იქ, როგორც წმინდა ილია მართალი წერს.
იმ დროს, რომელსაც ლელთღუნია მისტიროდა მგზავრის წერილებში, ალბათ ერქვა დრო, როდესაც მსოფლიოს მასშაბით აზრი მოგვეკითხებოდა, თუნდაც ეს აზრი ყოფილიყო ქრისტიანობის აღმოსავლეთ ბურჯის, განაპირა სამყაროს აზრი, რომელიც სწორედ რომ ჩვენ გვეკუთვნოდა. ესეც არ იყოს, ბიზანტიის იმპერიისთვისაც "რაღაცას" წარმოვადგენდით და წონა გვქონდა. დავკარგეთ და გადავაყოლეთ ყოველივე.
(წყარო)
ეს წარსული, მაგრამ რატომ ვართ ახლაც იგივე მდგომარეობაში და რატომ არ გვაქვს საშველი?
ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა რაც "დამოუკიდებელი" სახელმწიფო გვქვია, მაგრამ შეგვიძლია კი დავიბრუნოთ მნიშვნელოვნობა?
არა! და არა იმიტომ, რომ სწორედ ამ მარტოობის განცდა გვაქვს დაკარგული. საშველი არ გვაქვს, რადგან ჩვენ მაშველს ყოველთვის საზღვრებს გარეთ ვხედავთ, საკუთარი სამშობლოს მიღმა ყველგან კარგი გვგონია. ეს მარტო სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში კი არა, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაშიც გამოიხატება და რაც დრო გადის მით უფრო მეტად ვლინდება ჩვენი უსუსურობა. ჩვენ, ახლა, თანამედროვე სამყაროში, უბრალოდ სამიზნე წერტილი შევიცვალეთ და თუ ადრე კრემლი წყევტდა, ახლა ევროპასა და ამერიკას ვართ მიჩერებული - ოღონდ გვიშველეთ და რამე გადაგვიწყვიტეთო. ადრე თუ საბჭოთა კავშირის კურორტებზე გვინდოდა დასვენება, ახლა ევროპის კურორტებს ვეტრფით, რადგან ქობულეთი "გაბანძდა". ადრე ნაძალადევად დაგვიმონეს, ახლა საკუთარი ნებით ვეგებით ფეხქვეშ სახელმწიფოებს, მათ შორის იგივე რუსეთსაც. სადაა მარტოობის მოთხოვნა?
(არ ვიცი, ახლა ძალიან კომიკური სიტუაციაა, მაინტერესებს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი (ევროპულ-ამერიკულს არჩევანს ვგულისხმობ) როგორ შეტრიალდება თუ ამერიკას პრეზიდენტად ტრამპი მოევლინება, და ვაი თუ ევროპაშიც მსგავსი პრეზიდენტები წამოსხდნენ, მაშინ? ნუთუ ევროპის სამოთხეობის მითი დაინგრევა?)
ეს ლირიული გადახვევა იქით იყოს და პრობლემა მაინც რჩება - ქვეყნის მარტოობის ამბავი.
წინა ამბავი:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია