alcohol, blog, love, post, qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მირაჟი, ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიყვარული, ქველი, ჯანმრთელობა, სიმთვრალე, სიფხიზლე, ფხიზელი, მთვრალი

      მოგისმენიათ ალბათ, რომ სიყვარული იმ მეცნიერებას ჰგავს, რომელსაც შეუძლია კარგად აწონ-დაწონოს, დათვალოს, შეადაროს, შეაჯამოს, მთელ სამოცნიერო გამოცდილებაზე, სამეცნიერო შუქზე გახედოს, მაგრამ მაინც ვერასდროს შეძლებს გადაჭრით იწინასწარმეტყველოს შედეგები, უტყუარი, შეუმცდარი მოლოდინები. სწორედ ამიტომ არ არსებობს სიყვარულის მეცნიერება - ზუსტმეცნიერებათა შორის, მაგრამ დღეს მინდა სიყვარული ალკოჰოლს დავუკავშირო.

      სიყვარული თრობას ჰგავს. მას შეუძლია მოგიშუშოს იარები, ანდა მოგაყენოს უფრო დიდი ზიანი. მას შეუძლია გაგამხიაროლოს ან დაგაღონოს. მას შეუძლია შენს ცხოვრებაში დაუვიწყარი მომენტები შექმას - როგორც ტკბილმოსაგონარი, ასევე მწარედ გასახსენებელი.

      სიყვარული თრობას ჰგავს. მას მოაქვს ემოციები, საიდანღაც გამოწოვილი, ის ქმნის ბედნიერების მირაჟს ანდა უკვე არსებულ ბედნიერებას აფერმკრთალებს. მას მოაქვს ეჭვიანობა როცა საფუძველი არ არსებობს და მას მოაქვს იმედგაცრუება, როდესაც არაფერი არ არის დაკარგული. პირიქითაც შეიძლება, მას მოაქვს ბრმა ნდობა - როდესაც ყველაფერი გამქრალია და იმედი, რომელიც არ ასრულდება.

      სიყვარული თრობას ჰგავს. გაგრძნობინებს თავს ყველა დროის ყველაზე კარგ ადამიანად, საუკეთესო პიროვნებად, მაგრამ გამოფხიზლების შემდეგ გიწევს საფასური გადაიხადო.

      სიყვარული თრობას ჰგავს. ის ჩვენს ახალგაზრდობას ისე გაიტაცებს და გააბრუებს, რომ დარწმუნებული ხარ ესაა ერთადერთი, ნამდვილი, რეალური სამყარო.

      სიყვარული თრობას ჰგავს. ის ახერხებს გაგხადოს მასზე დამოკიდებული, მთელი შენი ცხოვრება მიისაკუთროს, მოშალოს შენი ურთიერთობები მეგობრებთან, ახლობლებთან, თანამშრომლებთან. მაგრამ ყველაფერ ამის მიღმა ყოველთვის იარსებებს ის - რაც შენ გაგამართლებს - საკუთარი გონება.

      სიყვარული თრობას ჰგავს. საჭიროა ზომიერება, რომელიც იკარგება. ზომიერება რადგან თქვენ იგრძნოთ ის და არა მან გიგრძნოთ თქვენ. ზომიერება რადგან არ დაკარგოთ თავი მასში და არ დაგისაკუთროთ მან მთლიანად. ზომიერებით სიამოვნებას შეინარჩუნებთ.

      სიყვარული თრობას ჰგავს. ამ დროს იმაზე ჯანმრთელი ხარ, ვიდრე ბევრი სხვა და იმაზე ავადმყოფი, ვიდრე ჯანმრთელნი არიან.

      სიყვარული თრობას ჰგავს. თუ უარით გაგისტუმრებენ საშინლად მოწყენილი იქნებით.

      სიყვარული თრობას ჰგავს. რამდენიმე წამში შეიძლება მარადისობა იგრძნოთ, შემდეგ კი მთელი კვირა გავიდეს და იყოს დაცლილი ყველაფრისგან, რაც გიგრძვნიათ, რაც გაბედნიერებთ.

      და მაინც სიყვარული თრობას ჰგავს. ნაბახუსევზე გეღვიძება და ისევ ალკოჰოლით ცდილობ გამოძრომას.

      საბოლოოდ, მე მაინტერესებს, როგორ გგონიათ ამდენი მსგავსებიდან, რომელიმე მაინც არის სიყვარულზე?

ნახვა: 1003

ტეგები: Qwelly, qwellyblog, ალკოჰოლი, ბახუსი, ბედნიერება, დალევა, თრობა, მეცნიერება, მთვრალი, მირაჟი, მეტი...ნაბახუსევი, რეალობა, საფასური, სიმთვრალე, სიფხიზლე, სიყვარული, ფხიზელი, ქველი, ჯანმრთელობა

mariami: სექტემბერი 22, 2015||4:31pm

ცოტა განსხვავებული თრობა, ერთზე გონების არევა და დაბინდვა იცის, ხოლო მეორის შემთხვევაში ეპიცენტრი გულია, ნაბახუსევზე არაფერს ვამბობ :D

ლაშა: სექტემბერი 22, 2015||8:43pm

მარიამო, რატომ? გონებადაბინდული შეყვარებულები არ შეგხვედრია? :D 

ლაშა: სექტემბერი 22, 2015||8:44pm

კახა, 96%_იან თრობას ჰგავს? ჰო, სელმა მეც მიყვარდა ბავშვობაში და გამოყოლილი მაქვს :D 

mariami: სექტემბერი 22, 2015||9:09pm

ჯერ გულის დაპყრობა ხდება და შემდეგი იერიში ტვინზეა :D:D

BrOliKa: სექტემბერი 22, 2015||11:34pm
ეგ მცირედი ჩამონათვალია, მარიამ :D საერთოდაც ყველაფერს მოიცავს :D საზოგადოა ცნება. შეგრძნება ინდივიდუალური ალკოჰოლიც ხომ მასეა ყველა ადამიანზე სხვა და სხვაგვარად მოქმედებს :D აბა კიდევ გაიხსენეთ შედარებები ? :D
ლაშა: სექტემბერი 23, 2015||12:05am

ალკოჰოლი ყველას არ ათრობს ბროლიკ? :D

ლაშა: სექტემბერი 23, 2015||12:06am

სხვათაშორის, თრობაც ხშირად გულს აამებს და ამშვიდებს მარიამო, ასე რომ გულიდან გონებაზე გადასვლა არ გამოვა ახლა, ამ შემთხვევაში, რამე სხვა არგუმენტი გვინდა :D

BrOliKa: სექტემბერი 23, 2015||12:19am
ყველას კი ათრობს, მაგრამ რეაქცია აქვს განსხვავებული :D
mariami: სექტემბერი 23, 2015||1:05am

გონებიდან გამომდინარე გრძნობა არაა გულწრფელი, გულიდან რომ მოდის იმიტომ შეიძლება მასზე დაუსრულებლად ლაპარაკი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერავინ გამოთქვამს მის სიდიადეს, სასმელმა შეიძლება გულს აამოს კი :D მაგრამ ვერასდროს ჩაწვდება მის სიღრმეს ბოლომდე

vako: სექტემბერი 23, 2015||1:12am

ჩემი მეზობელი ჩაწვდა და ფეხი მოაჭრეს :)))))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაფიქრებები პროცესებზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm 0 კომენტარი

დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...

შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?

ეს ზამთარიც…

გაგრძელება

With Sword and Shield in buying TL Lucent is a rewarding

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

In the expansive world of TL Lucent, the pursuit of wealth and resources is a constant endeavor for adventurers seeking to enhance their characters. One of the most efficient methods of accumulating both Sollant resources and gold is through dedicated farming. In this comprehensive guide, we will explore the art of Sollant and gold farming, focusing on the use of Sword and Shield. This classic combination offers a balanced approach, blending offense and defense to create a formidable farming…

გაგრძელება

Your Manual to Easy On-line Courting

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Within the electronic age, getting a romantic link has not been simpler, because of the myriad of relationship web sites readily available. However, Lots of individuals are delay by the wearisome signal-up processes and unlimited questionnaires that the majority platforms need. For anyone trying to dive straight in to the courting pool without the headache of creating an account, free dating web sites without having signal-up provide a convenient and fast way to begin…

გაგრძელება

As disappointing because the minimum alternatives

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 28, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

As disappointing because the minimum alternatives in Madden 24 have been, it is nevertheless come what may higher than what we've now. When we relocate, we've 3 pre-designed alternatives for uniforms, a number of  which might be manifestly in templates of actual groups in the sport. We're now no longer even capable of simply replacing a group's uniforms without relocating.

Logos have been on par with what you would anticipate 15 years in the past: the identical organization…

გაგრძელება

Qwelly World

free counters