საფეხური, კიდევ საფეხური, კიდევ მომდევნო... . . . ფართო საფეხურები, გალაქულივით კრიალა ზედაპირებით. მეტად თავმდაბალნი, სულ ოდნავ ქედმაღლობენ ერთმანეთის მიმართ, ალბათ ერთი თითის დადებაზე, მეტით ნამდვილად არა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე შევიგრძნობ. თანაც ეს თავმდაბალი საფეხურები დამრეცად არიან განლაგებულნი... ვიტყოდი, მეტისმეტად დამრეცად. თითქოს ვიღაცამ საგანგებოდ იზრუნა, რათა ამ საფეხურებზე სიარულისას ოდნავი დაღლაც კი არ მეგრძნო. თანაბარზომიერად მისდევენ ერთმანეთს, რაღა მძივი და რაღა მათი უზადო თანწყობა... საბოლოო ჯამში, ცხადია, კიბეს ქმნიან ეს თავმდაბალი საფეხურები, და რა სასაცილოა, მოაჯირიც რომ აქვს ამ კიბეს. ერთი მითხარით, ამ ზომამდე დამრეც კიბეს რაღაში სჭირდება მოაჯირი? ამის აუცილებლობას აქ ნამდვილად ვერ ვხედავ.

      აჰა, კიბის ერთი ფრთა უკვე დასრულებულა, კიბის მოედანს მივაღწიე, მე კი არც არაფერი გამიგია. ძალიან ადვილია, უფრო მეტიც, საამოა ამ ზომამდე თავმდაბალ საფეხურებზე სიარული. ვერც კი ვამჩნევ, ისე ვინაცვლებ მათ კრიალა ზედაპირებზე. კიბის უჯრედიც ფართოა. შემიძლია დავისვენო, ერთი წამით სული მოვითქვა, თუმცა მე ეს სრულებითაც არ მჭირდება, ოდნავადაც არ დავღლილვარ.

      წამითაც არ შევჩერებულვარ, ისე გავაგრძელე აღმასვლა. ვხედავ, საფეხურები აქაც დამრეც სიბრტყეზე გართხმულან. გულითადად მეპატიჟებიან სასიარულოდ, ჩვენთან ერთად თავს მშვენივრად იგრძნობო, ცოტაც და ხმამაღლა მეტყვიან ამას. და მეც მივდივარ, მშვიდად, აუჩქარებლად, უფრო სწორად , მივსეირნობ... ჭეშმარიტად ასეა, ჩემი ადგილმონაცვლეობა ამ თავმდაბალ საფეხურებზე სეირნობას უფრო ჰგავს, ვიდრე სიარულს. ჰო, ეს ნამდვილად საამური გასეირნებაა.

      აჰა, ეს ფრთაც დასრულდა, ისევ კიბის მოედანი, მერე კვლავ საფეხურები, ცხადია, წინანდებურად დამრეცი და თავმდაბალი. დინჯად, აუჩქარებლად მისდევენ ერთმანეთს, გამგონედ მეგებიან ფეხქვეშ... მეც მივდივარ, უფრო სწორად, მივსეირნობ, ბედნიერი და კმაყოფილი. დიახ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. რატომ? იმიტომ რომ ეს სეირნობა, ანუ ყველა ეს საამური ნაბიჯი, ჩემს მიზანთან მაახლოებს.... ამ კიბის ბოლო საფეხური გახლავთ ჩემი სამიზნე, იქ უნდა დავადგა ფეხი. იქაა კარები, რომელიც უნდა შევაღო, ეს გარდაუვალია ჩემთვის, აუცილებლად მჭირდება... და ახლა, ამ წუთას, იქ მიღწევა ძალიან ადვილი მეჩვენება, სწორედ ამ თავმდაბალი საფეხურების წყალობით, რომლებიც თითქოს საგანგებოდ გამწკრივდნენ მეტისმეტად დამრეც სიბრტყეებზე, რა არის ჩემთვის საამური დახვედრა მოეწყოთ.... და რა კარგია, რომ არ ავცდით ერთმანეთს.

      არც კი ვიცი, ამ საამური სეირნობით რამდენი კიბე ავათავე, მგონი საკმაოდ ბევრი, თუმცა დაღლა მაინც ვერ მოვასწარი. დაღლილობა რას მიქვია, თავს ფრთაშესხმულივით ვგრძნობ. შემიძლია თუნდაც მთელი მარადისობა ვიარო... უფრო სწორად, ვისეირნო ამ თავმდაბალ საფეხურებზე, მაინც არ დავიღლები. ცხადია, ჩემთვის სანატრელ, სულ ბოლო ზედა საფეხურამდე მიღწევაც არ გამიჭირდება.

      ამ საამო ფიქრებში გართულმა უკან მოვიტოვე კიდევ ერთი კიბის მოედანი, მომდევნო საფეხურებზე ვიწყე აღმასვლა... პირველი განსხვავებაც მაშინ აღმოვაჩინე, მომეჩვენა, თითქოს საფეხურები აღარ იყვნენ წინანდებურად დამრეცნი. სიმაღლეც, მგონი, მოემატათ, ანუ მათ თავმდაბლობას მოაკლდა რაღაც... ვერ ვიტყვი, რომ ძალზე მკვეთრი იყო ეს სხვობა, თუმცაღა შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა. ცნობილი ამბავია, როცა აღმართს მიუყვები, პატარა სხვაობაც კი მკვეთრად შეიგრძნობა. ეგ არაფერი, არც ისე დიდად განსხვავდება თავისი წინამორბედი კიბეებისგან, ამასაც დამრეცი ეთქმის. სიმაღლეც საფეხურებს, ჰა და ჰა, ერთი თითის დადებაზე თუ მოემატათ, მეტი არა. არც ამ კიბეზე სიარული იქნება დიდად დამღლელი, შევძლებ, ავაღწევ ბოლო საფეხურამდე. აგერ, კიბის უჯრედიც, წინანდელთან შედარებით ოდნავ მომცრო. მერე ისევ საფეხურები, ... მათზე სიარული (თუ სეირნობა) კვლავ საამო და იოლია, თუმცა წინანდებურად კი არა... საფეხურები სულ უფრო და უფრო ნაკლებად თავმდაბალნი ხდებიან, უფრო დახრილ სიბრტყეებზე ლაგდებიან, ამას უკვე კარგად ვამჩნევ. როგორც ჩანს, ეს ცვლილებები კარგა ხანია, თან მდევს, სულაც პირველი ნაბიჯებიდან. დადგა ჟამი, ცვლილებები იმ დოზით დაგროვდა, რომ მათი არდანახვა უბრალოდ შეუძლებელია.

      აჰა, კიბის მომდევნო მოედანი, კიდევ უფრო დაპატარავებული. შეუდარებლად უფრო ფართო იყო სულ თავდაპირველად, როდესაც დამრეც კიბეებს ესაზღვრებოდა. მისი დანახვაც კი საამო იყო თვალისთვის. დაისვენე, სული მოითქვიო, ფეხქვეშ გამეგებოდა. ახლა სულ სხვაა, სამიოდ ნაბიჯს თუ მოითვლის, მეტს არა. მაშინვე ახალი შეღმართი, კიბის შემდგომი ფრთა იწყება, რომელსაც კიდევ უფრო შემაღლებული საფეხურების თანმიმდევრობა ქმნის. არა, ამ კიბეს უკვე ვეღარ უწოდებ დამრეც, ანუ დაწოლილ კიბეებს( ასედაც უწოდებენ დამრეც კიბეებს), ეს უკვე სრულიად ჩვეულებრივი კიბეებია, რომლებითაც ნებისმიერი სახლია აღჭურვილი. მერედა რა, განა ცოტა მივლია ასეთ კიბეებზე, ახლაც ვივლი. თანაც, სხვა რა დამრჩენია, ბოლო საფეხური მელოდება, იქამდე მისაღწევად კი აუცილებლად მჭირდება ამ საფეხურების დალაშქვრა, როგორც არ უნდა შეიცვალონ ისინი.

      ლიფტის ხმაც სწორედ მაშინ გავიგონე, გუგუნით ჩაიქროლა და სადღაც სიღრმეში ჩაიკარგა. ამან ძალიან გამაკვირვა. მგონი იქ, სადაც ის დამრეცი კიბეები იწყებოდა, ლიფტი არსად ჩანდა. არც მიძებნია, თავისკენ მიხმობდნენ საოცრად დამრეც სიბრტყეებზე აკინძული თავმდაბალი საფეხურები.... და ძალიან მიკვირს (ამაზე ახლაღა დავფიქრდი), რა განუსჯელი, რა უზრუნველი იყო მათი თავდაპირველი თანწყობა სივრცის მიმართ. კიდევ უფრო მეტი, გამომწვევიც კი ეთქმოდა... ოღონდ ჩემთვის ეამებინათ, სხვას არას დაგიდევდნენ თავმდაბალ საფეხურთა მძივები... და ეს იმ დროს, როცა ადგილს, ფართობს მოითხოვს ყველა და ყოველი, გამუდმებით და გაუმაძღრად. აგერ კიბის მომდევნო უჯრედი და მომდევნო საფეხურები...

      აქ კი ცოტა ხნით შევჩერდი, კიბე რაღაც მეტისმეტად ძნელად სასიარულო მეჩვენება. ავხედე საფეხურების წყებას, თურმე როგორ გამაღლებულან, კიდევ უფრო შორს გაუსწრიათ თავიანთი წინამორბედი თავმდაბალი საფეხურებისთვის. ძალიან ფართო ნაბიჯი უნდა გადავდგა მათ დასალაშქრად. თან რა ციცაბოდ არიან განლაგებულნი.... უკიდურესად დამრეცი სიბრტყეები ციცაბო სიბრტყეებმა შეცვალეს, თანდათანობით და შეუმჩნევლად. ეს კიბე უკვე აღარც ჩვეულბრივ კიბეებს ჰგავს, რომლებითაც ჩვენი ქალაქის ნებისმიერი სახლია აღჭურვილი, ძალიან ციცაბოა მათთან შედარებით.

      ისევ შევუდექი საფეხურებს, მცირედი შეყოვნების მერე. ციცაბოა თუ დამრეცი ეს კიბე, ჩემთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ვერ შევჩერდები, უნდა ვიარო, გადავინაცვლო საფეხურიდან საფეხურზე, რა ქედმაღალნიც არ უნდა გახდნენ ისინი, და რა ზომამდე ციცაბო სიბრტყეებზე არ უნდა განლაგდნენ. ვერაფერი შემაჩერებს, სულ ბოლო, ზედა საფეხურამდე უნდა ავაღწიო... დიახ, ის საფეხური სწორედ მე მელოდება, ყველა ნაბიჯი მასთან მაახლოებს. საფეხური, კიდევ საფეხური, კიდევ ერთიც...

      ცვლილებები კი ისევ გრძელდება, თანაც ყოველთვის არასასიკეთოდ, კიბე რაღაც მეტისმეტად ციცაბო გახდა, უკვე ძალიან მიძნელდება ამ საფეხურებზე სიარული. სათითაოდ უნდა შევებრძოლო ყოველ მათგანს, იქნებ როგორმე დავლაშქრო. ისინი ახლა უკვე ჩემს მიმართ არიან გამომწვევი და არა სივრცის მიმართ... რა შეგიძლია? რისი მაქნისი ხარ? ლამის ხმამაღლა მითხრან...

      ვიკადრე და ჩავებღაუჭე მოაჯირს, თანაც მაგრად ჩავებღაუჭე, მის გარეშე უკვე შეუძლებელია იმ უცნაურ კიბეზე სიარული. ძლივსღა მივიწევ წინ. ამას უკვე სიარული აღარ ჰქვია, ეს ფორთხვაა, მტანჯველი, საზიზღარი ფორთხვა საფეხურიდან საფეხურზე. კიდევ ერთი საფეხურიც, კიდევ ერთიც... უკან არ ვიხევ, ისევ მაღლა მივფოფხავ, კიბე კი ჩემდა ჭირად, სულ უფრო და უფრო ცოცაბო ხდება. ცოტაღა აკლია, ლამის კედელივით შვეული გახდება... ჟამიდან ჟამს ისევ მესმის ლიფტის გუგუნის ხმა, მესმის ლაპარაკი და სიცილი, ოღონდ დანახვით ვერავის ვხედავ, არც ლიფტის კარები იღება სადმე. არც მე დავეძებ ვინმეს, ერთი იმასღა ვშიშობ, კედელივით შვეული არ გახდეს ეს კიბე.

      ახდა ეს შიში, კიბეს უკვე ციცაბოს ვეღარ უწოდებ, კედელივით შვეულია, და ამ კედლიდან საზიზღარად დაღმეჭილდაღარული, უსწორმასწორო საფეხურები გამოჩრილან. თან როგორ არიან ერთმანეთზე დაშორიშორებულნი, თითქოს საგანგებოდ იქცევიან ასე, რათა რაც შეიძლება შორს გაექცნენ თავიანთ თავდაპირველ, უზრუნველ და მეტად საამო თანწყობას. ძლივს, ტანჯვაწვალებით ვინაცვლებ საფეხურიდან საფეხურზე, ზევით, ისევ ზევით, მოაჯირზე ორივე ხელით ჩაფრენილი. მოაჯირი, ჩემი ერთადერთი მშველელი და შემწე...

      და აჰა, მოაჯირიც გაქრა, ჩემი ერთადერთი დამხმარე დაიკარგა. მეტი რა ჩარაა, ისევ საფეხურებს უნდა ჩავაფრინდე. ქვედა საფეხურზე ფეხს მოვიმაგრებ, ორივე ხელით ზედა საფეხურს ვებღაუჭები, და ასე მივფორთხავ ზევით, სულ ზევით, აზრადაც არ მომდის უკან დახევა, ან ოდნავი შეყოვნება, ჩემს თავში მათთვის ადგილი არაა.

      ... და მაინც, ძალიან საოცარია, რა ემართებათ ამ საფეხურებს, რაღაც უცნაურად იწელება მანძილები მათ შორის. ასე მეჩვენება, თითქოს ერთმანეთს გაურბიან, სულ უფრო და უფრო სწრაფად გაურბიან... თანაც რა დროს, როცა აღარსადაა მოაჯირი, ჩემი ერთადერთი შემწე და დამხმარე... ენით არ აიწერება, თუ რა წვადაგვა მჭირდება, როგორმე ავფოფხდე მაღლა, მივწვდე მომდევნო საფეხურს... არა, ეს უკვე მეტისმეტია, საფეხურები კიდევ უფრო გაექცნენ ერთმანეთს. მანძილს მათ შორის ადამიანის სიმაღლემდე ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ მგონი ბევრი აღარაფერი უკლია. მაინც სად გარბიან, ვერ გამიგია... თითქოს პირი შეუკრავთ, რათა მე შემიკრან ნაბიჯი... არ გამოვა, ვერ შემაჩერებენ, მიუხედავად იმისა, რომ ძლივსღა ვახერხებ გადანაცვლებას მომდევნო საფეხურისკენ, ძალიან ნელა, როგორც იტყვიან, კუს ნაბიჯით, მაინც ზევით, სულ ზევით... საფეხურები კი ისევ და ისევ შორდებიან ერთმანეთს, შეუნელებლად იწელება მანძილი მათ შორის, ბოლოს კი , როგორც იტყვიან, თვალსა და ხელს შუა, სრულიად გაქრნენ ჩემი თვალსაწიერიდან. დარჩნენ მხოლოდ ის საფეხურები, რომელთა დალაშქვრაც მოვასწარი.

      ...და რა საოცარია, რომ სწორედ მაშინ დავინახე ის ერთადერთი საფეხური, რომლისკენაც ასეთი წვა დაგვით მივიწევდი თუ მივფორთხავფდი... ის ერთადერთი, ობოლი საფეხური სადღაც ჩემს თავს ზემოთ ილანდება და მასთან აღარაფერი მაკავშირებს, ბნელი სიცარიელის გარდა, რომელიც ორმოსავით ჩამომემხო თავზე.

      უკან დახევაზე არ ვფიქრობ, როდის იყო, ვფიქრობდი? რაიმე უნდა ვიღონო, როგორმე უნდა მივწვდე ჩემს სამიზნეს, იმ ერთადერთ საფეხურს. ცხადია, ისევ შევუდგებოდი კედელივით შვეულ სიბრტყეებს და საფეხურებს, როგორც არ უნდა შეცვლილიყვნენ, რა სატანჯველიც არ უნდა დაეტეხათ ჩემთვის თავზე, მაგრამ არყოფნას რა უნდა მოუხერხო? რას დალაშქრავ, როცა აღარ იყვნენ... მათ ძებნაში ამაოდ ვაცეცებდი თვალებს.

      ...და უცბად დავინახე... ალბათ დიდი ძალისხმევა გამოვტყუე საკუთარ თვალებს, რათა როგორმე შემძლებოდა მისი დანახვა... რაღაც ეკიდა ბნელი სიცარიელის წიაღში, რაღაც კონწიალობდა ჩემსა და იმ ერთადერთ საფეხურს შუა, რომლისკენაც ასე დიდხანს და ასეთი წვადაგვით მივიწევდი... და ვინ იცის, რამდენ ხანს მელოდა. მეტად საეჭვო შესახედაობის იყო ის რაღაცა, ცხენის ძუისგან შეკრულ ნაგლეჯს წააგავდა. სხვა დროს ზიზღით შევაქცევდი ზურგს, მაგრამ სხვა რომ არაფერი ჩანდა? მეც ავიწიე ფეხისწვერებზე... არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ როგორღაც მოვახერხე, მივწვდი იმ უბადრუკ ნაგლეჯს... მივწვდი და ჩავაფრინდი, რაც კი ძალი და ღონე მქონდა. იმწამს იმაზე უფრო სანატრელი არაფერი მეგულებოდა, აკი იმ ერთადერთ, საოცნებო საფეხურთან მივყავდი... ვიწყე მასზე აცოცება, დიდი ტანჯვით და წვადაგვით. საკუთარ ხელებში ჩავაქსოვე, თუ ჯერ კიდევ მქონდა შემორჩენილი რაიმე ძლღონის მაგვარი. მგონი რაღაც შევძელი, გადავინაცვლე ზევითკენ, იმ სანატრელი საფეხურს მივუახლოცდი, ბევრით არა, სულ ოდნავ, მაგრამ ჩემი ყოფისთვის არც ესაა ცოტა... ამან ფრთები შემასხა,. მთელი სხეულით უკიდურესად ვიძაბები, მივცოცავ ზევით, კიდევ უფრო ზევით... სულ ცოტაც და მივწვდები იმ ერთადერთ საფეხურს, ჩემს მომლოდინე, სანატრელ, სულ ზედა საფეხურს. აჰა, უკვე სულ ახლოსაა, შემიძლია ხელი გავიწოდო, შევეხო, ჩავაფრინდე..

      უცბად რაღაც მოხდა, რა და როგორ, კარგად ვერ გავარკვიე. მგონი გაწყდა ის წყეული უბადრუკი ნაგლეჯი, თუ ხელიდან გამისხლტა, დანამდვილებით არ შემიძლია ვთქვა. ასე იყო თუ ისე, ცხენის ძუა აღარაა, ვეღარაფერს ვებღაუჭები, ვერც ფეხქვეშ ვგრძნობ რაიმე საყრდენს, და ასე მეჩვენება, თითქოს ყოველივე ერთად დაიძრა ადგილიდან, ყველა საფეხური, დამრეცი თუ ციცაბო, უზადოდ გაკრიალებული თუ უსახურად დაგრეხილ - დაღარული, მათი თანმდევი მოედნების და მოაჯირების ჩათვლით. დიდ მიდრეკილებას ამჟღავნებდნენ, როგორმე ერთმანეთს გაქცეოდნენ, და აჰა, აღსრულდა, დაირღვა მათი თანწყობა, ყველამ ერთად უწესრიგოდ იწყო რიალი ჩემს ირგვლივ. ის უბადრუკი, ცხენის ძუისგან შეკრული ნაგლეჯიც კი არ დარჩენილა უძრავი, ამდენ ხანს ასე გამწარებით რომ ვებღაუჭებოდი. თითქოს მორევმა ამოაგდოო, რაღაც გაურკვეველი მრუდი აღწერა უცნაურად დაგრეხილმა და უკვალოდ გაქრა... მეც მივქრივარ, როგორც მთელი ეს მორღვეული სივრცე, და არ ვიცი, საით; იმ ბნელი სიცარიელისკენ, ბოლო საფეხურთან ერთად რომ ჩამომემხო თავზე, თუ სადღაც მის მიღმა...

ნახვა: 1260

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მოთხრობა, სივრცე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters