გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან, ცალკცალკე მიილტვიან სადღაც... თან მეტისმეტად უცნაურ, სრულიად აუხსნელ ქარაგმებს ხლართავენ, ისე რომ ხანდახან ძალიან ვიბნევი.

      ცხადში მე მუდამ გველს დავეძებ. მის გარდა ვერავინ ამიხსნის, თუ რა ხდება, რა ემართებათ სიზმარს და ცხადს, რატომ გაურბიან ერთმანეთს.... გველის მაგივრად კი ადამს ვპოულობ. საითაც არ უნდა წავიდე, ბოლოს ადამს წავაწყდები.

      სიზმარში კი ყველაფერი რატომღაც პირიქითაა; ვხედავ, თითქოს ადამს დავეძებ (ნუ გაიკვირვებთ, ნამდვილად ასე მესიზმრება), ადამის ნაცვლად კი გველს ვპოულობ. განა საოცარი არაა?

      ისე გამოდის, თითქოს გველი და ადამი ერთმანეთს სახეებს უცვლიან და ისე შემოდიან ჩემს სიზმრებში.

      ხანდახან კი თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს, რომელი რომელს დაასწრებს, სიზმარი ცხადს თუ ცხადი სიზმარს. ამას წინათ წითელ ციყვს გადავეყარე, კაკლის ხეზე დახტოდა. ვთხოვე, კაკლები ჩამოეყარა ჩემთვის, ხეზე აძრომა არ მეხალისებოდა. ციყვმა ჩამომიყარა კაკლები, იმდენი, რამდენიც მინდოდა. იმავე ღამეს ვნახე სიზმარში, ვითომ ციყვი ხიდან კაკლებს მიყრიდა, ცხადმა დაასწრო სიზმარს.

      სხვა დროს კი სიზმარში ვნახე, ვითომ სამოთხის ჩიტმა ბარტყები გამოჩეკა. ვეფერებოდი პაწია უღონო ბარტყებს, შეუბუმბლავ, ღინღლიან ფრთებს ვუკოცნიდი. მალე გაიზარდეთ და დაფრთიანდით, ასე ვეუბნებოდი. როგორც კი გავიღვიძე, მაშინვე სამოთხის ჩიტის სანახავად გავწიე. სამოთხის ჩიტს მართლა გამოეჩეკა ბარტყები. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სიზმარში მქონდა ნანახი. მოვეფერე პაწიებს, ღინღლიანი ფრთები დავუკოცნე. აქ უკვე სიზმარმა დაასწრო ცხადს.

      ადამის საქციელიც ძალიან მიბნევს თავგზას. საითაც არ უნდა წავიდე, ყველგან ფეხდაფეხ დამდევს. ახლაც ისეთივე დაბნეული სახე აქვს, როგორც მაშინ ჰქონდა, ჩიტების კაკანათში გაბმული რომ დამინახა. დაჭყეტილ თვალებს შემომაცეცებს, ხმას კი ვერ იღებს.

      მართლაც ჩიტების კაკანათივით აიბურდა ყველაფერი, გზას ვეღარ ვიკვლევ ამ სიზმარ-ცხადის გორგალში.

სიზმარი და მაფშალია

      მაფშალია დამესიზმრა, ყელმოღერებული გალობდა, მთელი ბაღი უტკბილესი ჰანგებით აავსო.

      - რა ტკბილად, რა საამოდ გალობ, მაფშალია, - ვეუბნები (ცხადშიაც არაერთხელ მითქვამს), - ნაირგვარი ხმები იბადებიან სამოთხის ბაღში, მაგრამ აქვე, ჩემს გვერდით რჩებიან. შენი ხმა კი მაშინვე მაღლა მიიწევს, მოწყდება თუ არა შენს ღაბუა ნისკარტს. უფლის ბაგესთან წვეთავს შენი ტკბილი საგალობელი, უფლის ხმას ერწყმის და მეც ორივეს ერთად გისმენთ...

      აი ასე ვეფერებოდი და ველაციცებოდი მაფშალიას სიზმარში, მისი გალობით მოხიბლული. გავიღვიძე თუ არა, მაშინვე მომესმა მაფშალიას გალობა.

      - რა კარგია, - ვთქვი გახარებულმა, - სიზმარმა დაასწრო ცხადს. ახლა უკვე ცხადში მოვუსმენ მაფშალიას.

      ვუსმენ მაფშალიას გალობას, რომელიც მიიწევს მაღლა, სულ მაღლა, როგორც სჩვევია... აი უკვე გასცილდა იმ ზღვარს, სადაც საგალობლის სიტყვები ზედმეტი ბარგია და უსარგებლო ნაჭუჭებივით ძირს ცვივა.

      მაგრამ ეს რაა? მესმის მაფშალიას ხმა, მესმის მისი უტკბილესი ჰანგები, რომლებიც მისი ღაბუა ნისკარტიდან იფრქვევა, მაგრამ უფლის ხმა კი არ მესმის.

      უფრო მეტი გულისყური მივაპყარი საგალობელს, რომელსაც მთელი სამოთხის ბაღი გარინდებული უსმენდა. იქნებ მოვისმინო უფლის ხმაც, მე ხომ ყოველთვის ორივეს ერთად ვუსმენდი...

      არა და არა. ჩემი ყურთასმენა ვეღარ მიწვდა უფლის ხმას. მაფშალიას ხმა ისევ მესმის, უფლის ხმა კი სადღაც მის მიღმა მიიმალა.

      ვერაფერი გამეგო, მაგრამ აბა, რას ვიღონებდი. გულდაწყვეტილმა ავარიდე თვალი მაფშალიას, ყელმოღერებით შემომჯდარს ხის ტოტზე და მაშინვე გველი დავინახე. სწორედ იმ ტოტზე მორკალულიყო, რომელზეც მაფშალია გალობდა.

გველი და მაფშალია

      - რატომ აღარ მესმის ცხადში უფლის ხმა? - ვეკითხები გველს, - მე ხომ უფლის ხმა ცხადშიაც მესმოდა მაფშალიას საგალობელთან ერთად, ახლა კი მხოლოდ სიზმარში ვუსმენ.

      - ეს იმიტომ რომ სიზმარმა მიისაკუთრა შენი გულისყურის ის ნაწილი, რომლითაც უფლის ხმას უსმენდი, - მეუბნება გველი და ხის ტოტიდან მწვანე მოლზე ეშვება ზანტი ზლაზვნით.

      აჰა, გველს უკვე სცოდნია ჩემი სიზმარ-ცხადის დაშორიშორების ამბები.

      - სიზმარი და ცხადი რისთვისღა გაექცნენ ერთმანეთს? - ახლა ამაზე ვეკითხები გველს.

      - ერთმანეთს გაექცნენ, მაგრამ შორს არ წასულან, მათ შორის უამრავი უწვრილესი ბილიკია გაბმული, ერთმანეთი კარგად ახსოვთ.

      - სანამდე ივლიან ცალკცალკე?

      - სანამ ისევ არ შეერთდებიან.

      - ეს როდისგა მოხდება....

      უცბად გველის ჭრელი რგოლების მიღმა ადამის დაჭყეტილი თვალები დავინახე.

      გველის ქარაგმებით ისედაც თავგზააბნეული, ადამის დანახვამ ძალიან გამაბრაზა.

      - თუ იცი, ადამი რომ ფეხდაფეხ დამდევს? - ვეუბნები გველს და ადამს თვალებს უკმაყოფილოდ ვუბრიალებ.

      - სამოთხის ბაღში ისეთი არაფერი ხდება, მე რომ არ ვიცოდე.

      - რისთვის დამდევს, ასეთი რა დაემართა. თავს ისე მაბეზრებს, მეტი რომ აღარ შეიძლება...

      საგანგებოდ ხმამაღლა ვამბობ ამ სიტყვებს, რათა ადამმაც გაიგონოს და მიხვდეს, რომ მისი თვალით დანახვაც არ მინდა.

      გველმა კი ამაზე ისეთი უცნაური სიტყვები მითხრა, რომლის მსგავსი ჯერ არასდროს მსმენოდა:

      - შენ და ადამმა ერთად უნდა იხილოთ მზე.

      გაოგნებული დავრჩი.

      - რა თქვი? - ვკითხე გველს, - იქნებ მომეყურა...

      - შენ და ადამმა ერთად უნდა იხილოთ მზე, - ისე იმეორებს გველი.

      ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამიბნია თავგზა. გველს ცხარედ შევესიტყვე, ვუთხარი, რომ მზეს ადამის გარეშეც მშვენივრად შევყურებ, და საერთოდ, მზეც კი არ მინდა ადამის საზიარო, ისეთი თავკერძა და სულელია...

      რაც შეიძლება ხმამაღლა ვამბობ ამ სიტყვებსაც, რათა ადამმა ესეც კარგად გაიგოს... თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ ვირჯებოდი. ადამს ხმა კი ესმის ჩემი, მაგრამ სიტყვებს ნამდვილად ვერ არჩევს, ისეთი უაზრო თვალებით იყურება.

      აღარც გველი მისმენს თურმე, დანისლული თვალები სადღაც ჩემს მიღმა მიუპყრია. ისევ თავის ვარსკვლავს ესაუბრება, რომელიც ჩვენს მზეზე უფრო უხნესია.

ნახვა: 247

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, გველი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters