გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ შევურიგდები. მეტისმეტად აუტანელი გახდა...

      რგოლებად დახვეული გველი ხმისამოუღებლად შემომყურებს თავისი ბნელი ლაქებით. მე ჩემსას ვაგრძელებ, დაწვრილებით ვყვები, რომ საზღვარი აღარ აქვს ადამის თავკერძობას, თან როგორი უსაქციელოა... სულდგმული არ მეგულება მთელ სამოთხის ბაღში მაგის მსგავსი, გარდა ერთისა...

      გავჩუმდი და გველს შევხედე. ველოდები, იქნებ მკითხოს, ვინაა ის ერთი?

      არაფერიც არ უკითხავს, ხმაც არ გაუღია.

      - ჰო, გარდა ერთისა, - ისევ მე ავლაპარაკდი, - გინდა იცოდე, ვინაა ის ერთი?

      გველი დუმს, თითქოს არაფერი გაუგონია.

      -ის ერთი შენა ხარ,- ვეუბნები, თან ხელს ვუცაცუნებ მის ტყავზე აღბეჭდილ ქარაგმებს,- ადამი სწორედ შენ გგავს. ,

      გველი ისევ დუმს.

      - მაგრამ იცი როდის გგავს ადამი?-ვაგრძელებ მე,- როცა ტყავს იცვლი ხოლმე. ოღონდ შენ საბოლოოდ მოიშორებ ძველ ტყავს და მოისვენებ, ადამი კი ვერაფრით ვერ ახერხებს თავისი ტყავიდან ამოხტომას. არადა ვერ ისვენებს. არ იცის, რა ჰქნას, ხეს ეცეს თუ ქვას.

      გველი ისევ ჩუმადაა, ოდნავადაც არ შერხეულა. მგონი არც კი მისმენს. მე მაინც ვუზიარებ ჩემს გულისნადებს.

      - ძალიან მომაბეზრა თავი ადამმა, მისი თვალით დანახვაც არ მინდა. სადმე დავემალები, რათა ვეღარასოდეს მნახოს.

      გველმა უცბად ენა ამოიდგა:

      - ვერ დაემალები!

      როგორღაც შემაკრთო გველის სიტყვებმა, გაოცებით მივაჩერდი მის ბნელ ლაქებს.

      - რა თქვი? ადამს ვერ დავემალები?

      - ვერა, ვერ დაემალები!

      - დამალობანას თამაში მე არ მესწავლება, - ვეუბნები გველს, - სამოთხის ბაღი დიდია, სადმე დავიმალები, ისე რომ ადამი ვერასგზის ვერ მიპოვის, მე კი აღარ ვაპირებ ,,ჭიტა~ დავუძახო.

      გველმა ხმა არ გაიღო. თვალებზე თეთრი ნისლი დაეფინა. აჰა, ისევ თავის ვარსკვლავს ესაუბრება, რომელიც მზეზე უხნესია...

ნახტომი

      ყველაზე მაღალი ხის ტოტზე ჩამოვაბი საქანელა, გავქანდი, გამოვქანდი, ლურჯი ცისკენ გავფრინდი. ცის თაღზე სხივმოსილი მზე სუფევს თეთრი ღრუბლების ამალასთან ერთად. ირგვლივ ყველაფერი დაირწა და აქანავდა, როდესაც მე ცისკენ გავფრინდი. ირწევა ტანმაღალი, ტოტებღონიერი ხე, რომელზეც ჩემი საქანელაა ჩამობმული. ირწევიან ახლო-მახლო მყოფი მწვანე ხეები და ჩემსკენ იწვდიან ტოტებს. ირწევა მზე და იცინის, იცინის, კვდება სიცილით.

      სულ უფრო მაღლა, სულ უფრო შორს... და ჩემი საქანელაც კიდევ უფრო მაღლა აიჭრა.ჩ უფრო ძალუმად შრიალებს და ირწევა ტანმაღალი ხე, რომელზეც ჩემი საქანელაა ჩამობმული. მთელი სამოთხის ბაღი ირწევა და ქანაობს ჩემთან ერთად., მზე ფართო რკალებს ავლებს ლურჯი ცის თაღზე. ეს კიდევ რაა, გული კიდევ უფრო შორს მიიწევს. და მართლაც, კიდევ უფრო შორს მიფრინავს ჩემი საქანელა. მთელი სამოთხის ბაღი ერთ დიდ თაიგულს დაემსგავსა, რომელსაც ფერხული ჩაუბამს ჩემს ირგვლივ. გულიანად მოხარხარე მზეც ლამის გადასცდეს ცის ლურჯ თაღს, ისეთ ფართო რკალებს ავლებს თეთრი ღრუბლების ამალასთან ერთად.

      უცბად მოვწყდი და სადღაც გავფრინდი. მგონი ჩემი საქანელა გაწყდა... მივფრინავ და ვფიქრობ, ალბათ რბილ მდელოზე დავეცემი. მომეფერებიან მწვანე ბალახები, რაიმე ფათერაკს ამაცდენენ.

      მართლაც რბილად დავეცი, ოღონდ მწვანე ბალახზე კი არა, გველის დარგოლილ რკალებზე. ცივი იყო გველის რკალები, ოდნავ შემაჟრჟოლა კიდეც მათი შეხებისგან. გველმა ფრთხილად დამარწია, თითქოს ისიც საქანელააო. მზე მხიარულად მიჭვრეტდა ლურჯი ცის თაღიდან, კვლავ სათამაშოდ მიწვევდა, მაგრამ მე აღარ მქონდა საქანელაზე თამაშის სურვილი. გველის გრილ მერწევ რკალებზე ნებივრობა მერჩივნა...

განსხვავებული სიზმარი

      ჩამეძინა გველის გრილ რკალებზე დანდობილს. ვხედავ სიზმარს, რომელიც ზუსტად ირეკლავს სიცხადეს (როგორც ყოველთვის); ტანმაღალი ხის ღონიერ ტოტზე ქანაობს ჩემი საქანელა. მივფრინავ მაღლა, ლურჯი ცისკენ, სადაც მზე სუფევს, თეთრი ღრუბლების ამალით გარემოსილი. ძალუმად შრიალებენ მაღალი ხეები, მკლავებს ჩემსკენ იწვდიან და ქანაობენ ჩემს საქანელასთან ერთად. ირწევიან და ხალისობენ ფერადფერადი ყვავილები, სახე ყველას ჩემსკენ მოუპყრია. მზე გულიანად იცინის და ხან ერთ მხარეს მოექცევა მაღალი ხის კენწეროს, რომელზეც ჩემი საქანელაა ჩამობმული, ხან მეორე მხარეს.

      კიდევ უფრო მაღლა, კიდევ უფრო შორს... უფრო ღონივრად გაქროლდა ჩემი საქანელა, უფრო ძალუმად აშრიალდნენ ტანმაღალი ხეები, მეტი მონდომებით და ძალისხმევით იქნევენ მკლავებს. ყვავილებით მოქარგული სამოთხის ბაღი ერთ დიდ თაიგულად იქცა, რომელიც ჩემს საქანელასთან ერთად ირწევა და ქანაობს. გულიანად მოხარხარე მზე სულ უფრო ფართო რკალებს ავლებს ლურჯი ცის თაღზე. მაგრამ ეს კიდევ რაა, ეს როდია საკმარისი, კიდევ უფრო შორს, კიდევ უფრო მაღლა...

      უცბად მოვწყდი და სადღაც გავფრინდი, ჩემი საქანელა გაწყდა (ზუსტად ისე, როგორც ცხადში). მივფრინავ სივრცეში და ვფიქრობ: ალბათ მწვანე ბალახზე დავეცემი, მომიალერსებენ, მომეფერებიან, რაიმე ფათერაკს ამაცდენენ.

      ...და მეც დავეცი, მაგრამ არა ხავერდოვან მწვანე ბალახზე, არამედ რგოლებად დახვეული გველის რკალებზე. შემომეხვივნენ, ამიტაცეს და საქანელასავით დამარწიეს გველის რკალებმა,

      ზუსტად ისე, როგორც ცხადში მარწევდნენ ხოლმე.

      მაგრამ ეს რაღაა? რატომაა გველის რკალები ასე მხურვალე? მე ისინი გრილი მახსოვს, ერთიანად მაჟრჟოლებდა მათი შეხებისგან, ახლა კი ლამის ცეცხლივით მწვავენ. მინდა თავი დავიხსნა გველის რკალებისგან, მაგრამ კიდევ უფრო მჭიდროდ მეხვევიან, უფრო ძლიერად ირწევიან და მეც მარწევენ. თანაც რა საოცარი ცეცხლი დააგზნეს ჩემს ირგვლივ... ყოველივე ცეცხლოვან ბურუსში დაინთქა და სადღაც მიიმალა. ლამის სული შემიგუბდეს, მხურვალე რკალები კი სულ უფრო და უფრო მჭიდროდ მეხვევიან...

      უეცრად მოვწყდი და სადღაც გავფრინდი...

      გამომეღვიძა.

      რბილ მდელოზე ვიწექი, რომელზეც ჯერ კიდევ აჩნდა გველის რკალების ნაკვალევი. თვითონ გველი არსად ჩანდა, ხის ტოტზე საქანელას ნაწყვეტები კონწიალობდნენ.

      სიზმარი, რომელიც აღარ ჰგავს ცხადს, ვთქვი მე. სიზმარი და ცხადი გაექცნენ ერთმანეთს. გველიც ხომ სწორედ ასე ამბობდა...

გველის ძებნა და ადამის პოვნა

      გველის საძებრად გავწიე სიზმრიდან გამოფხიზლებულმა. უნდა ვკითხო, რატომ აღარ ჰგვანან ერთმანეთს სიზმარი და ცხადი, ანუ რატომ იყო მისი რკალები სიზმარში ცეცხლივით მხურვალე, როდესაც ცხადში ყოველთვის გრილია.

      მახსოვს, როგორ მკითხა გველმა ერთხელ, სამოთხის ბაღის შესახებ რას მეტყვიო. მერე კი თვითონვე მიმახვედრა ქარაგმებით (ამ საქმეში ბადალი არ ჰყავს), სამოთხე სწორედ ისაა, როდესაც სიზმარი და ცხადი ზუსტად ერთნაირიაო.

      მე მაშინ ორი მზის ტბორი გავიხსენე. გველს ვუამბე, კამკამა წყალში როგორ ვუჭვრეტდი სამოთხის ბაღის ანარეკლს, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა ნამდვილი ბაღისგან.

      მაგრამ თუ ტბორის ზედაპირი რაიმემ შეაშფოთა, მაშინ ყოველივე შეიცვლება. წყალში არეკლილი სამოთხის ბაღი უკვე აღარ ჰგავს თავის თავს; მზის ელვარე ბადროს ანარეკლი ნაწილნაწილ იშლება, იფლითება, თან ისე ძიგძიგებს, თითქოს ნამდვილ მზეს სადღაც გაურბისო. სხვა დანარჩენი ანარეკლებიც, ტანმაღალი ხეების თუ ფერადფერადი ყვავილების, ასევე გაურბიან თავის პირველ სახეს.

      მგონი ახლაც რაღაც ამის მსგავსი ხდება. ერთმანეთს გაექცნენ სიზმარი და ცხადი, უცვლელად ვეღარ აირეკლეს ერთმანეთი. აი ესაა გასაოცარი...

      კამკამა ტბორში მაშინ კაკლის ნაჭუჭი ჩავარდა, ახლა კი რა შეიცვალა? რა შემოიჭრა ჩემს სიზმარში...

      ძალიან მინდა ვიცოდე, რას მეტყვის გველი ყველაფერ ამის პასუხად. დავდივარ ბაღის მწვანე ბილიკებზე, დავეძებ, მაგრამ მისი კვალიც არ ჩანს.

      იქნებ სადმე აქვეა და მე ვერ ვხედავ. მისი ჭრელი ტყავი ისე კარგად ეხამება სამოთხის ბაღის სიჭრელეს, ვერაფრით ვერ დაინახავ, თუ თვითონვე არ გაამჟღავნა საკუთარი თავი. არადა, მთელ სამოთხის ბაღში სხვა ვერავინ გამცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაშორდნენ ერთმანეთს სიზმარი და ცხადი, მხოლოდ გველის ქარაგმები თუ მიმანიშნებენ რაიმეს.

      უცბად წავიბორძიკე და კინაღამ დავეცი, რაღაც უცნაურ ხლართებში გავები. იმწამსვე გავიგონე ადამის გაავებული ყვირილი. ვხედავ, ჩემსკენ ადამი მორბის, თან ისეთი სახე აქვს, აუცილებლად თმებს დამაწიწკნის.

      თავს უნდა ვუშველო, უნდა გავიქცე, მაგრამ რანაირად... ამ უცნაურ ხლართებს ვერაფერი მოვუხერხე. თურმე ადამის მიერ დაგებულ კაკანათში გავბმულვარ...

ადამის ახალი გასართობი

      ადამს ახალი გასართობი მოუგონია. ფრინველებს იჭერს რაღაც უცნაური ხლართებით, ფრთებს აცლის და თმებში ირჭობს. თმებში ახლაც ნაირფერი ფრთები ჰქონდა გარჭობილი, როცა მე მის მიერ გაბმულ კაკანათში გავები, (თვითონ ასე უწოდებს ამ უცნაურ ხლართებს). ძალიან სასაცილო სანახავი იყო, მაგრამ მე არ გამცინებია, არ მცხელოდა სამაგისოდ. ადამს ჩიტებზე ნადირობაში ხელი შევუშალე, კაკანათიც სულ ერთიანად ავუბურდე, ამიტომ სასიკეთოს არაფერს ველოდი მისგან. ორივე ხელი მაღლა ავწიე თავის დასაფარავად, შიშისგან თვალებიც დავხუჭე.

      ვდგევარ თვალდახუჭული, ველოდები, თავში რა მოუვა ადამს, რითი გადამიხდის სამაგიეროს. ალბათ თმებს დამაწიწკნის მაშინდელივით, დამალობანას თამაშში რომ დავჯაბნე და ძალიან გაბრაზდა.

      ამის მსგავსიც კი არაფერი მომხდარა, თმები არავის დაუწიწკნია ჩემთვის, ყოველივე რაღაც უცნაურად მიყუჩდა.

      ფრთხილად გავახილე თვალები. ვხედავ: ადამი ჩემს წინ დგას, თმებში ფრთებგარჭობილი, ხელი ჯერ კიდევ მაღლა აქვს აღმართული. ჩანს, თმების მოქაჩვას ნამდვილად აპირებდა. დგას და თვალდაჭყეტილი მომჩერებია.

      შევყურებ, ისიც შემომყურებს, ხესავით გაშეშებული დგას. ისიც კი ვერ მოუსაზრებია, ხელები ჩამოუშვას.

      ფრთხილად დავიწყე კაკანათის ხლართებიდან თავის გამოხსნა, თან ცალი თვალი ადამზე მიჭირავს, ვაითუ ისევ თავს დამესხას. ტყუილად ვშიშობ, ადამი არც კი დაძრულა ადგილიდან, კვლავ თვალდაჭყეტილი შემომყურებს. სახის იერიც რაღაც უცნაურად დაბნეული აქვს. მანამდე რომ არასოდეს შემინიშნავს, ისეთი.

      მოვიშორე კაკანათის ხლართები, მოვტრიალდი და ჩემი გზით წავედი. ცოტა ხნის მერე გულმა არ მომითმინა, უკან მოვიხედე, ნეტავი ადამი რას აპირებს-მეთქი. ხელი კი ჩამოუშვია (კიდევ კარგი, მაგდენი მოიფიქრა), მაგრამ ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებს. ხესავით გაშეშებული დგას, თვალები ისევ ჩემზე აქვს მოშტერებული. ფერადი ფრთების ბღუჯა ბუჩქივით ადგას თავზე.

      ვერაფერი გამიგია, ადამი ასეთი არასოდეს მინახავს.

ნახვა: 665

ტეგები: Qwelly, ადამი, ბიბლია, ბლოგი, გველი, მოთხრობა, სამოთხე, ქადაგიძე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters