ვერაფრით დავიძინე. ასეც იყო მოსალოდნელი, ჯერ ტელევიზორითა და კომპიუტერი გადავიტვირთე გონება, ამათი წყალობით დავიღლები და მალე მომეყვინთება-მეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ. შესაძლოა მიზეზი ერთი ჭიქა, მაგარი ყავა გახდა, მაგრამ აქამდე არ გამხდარა და ახლა რა მეტაკა?

      ასე იყო, თუ ისე, ჩემს თავს რომ დავუკვირდი, თვალდაჭყეტილს მეწერა გათენება, ამიტომ გადავწყვიტე, სახლში არ გავჩერებულიყავი. შემოდგომა იდგა, ოქტომბრის თვე, სასიამოვნო ღამე გახლდათ, ჯერ პირველ სიცივეს არ გამოეჩინა საცეცები. საათს დავხედე, ორი ხდებოდა. ქურთუკს წამოვავლე ხელი, სარკეში ცალი თვალით შევათვალიერე ჩემი თავი და გარეთ გავვარდი, ისე, თითქოს საქმიან შეხვედრაზე მაგვიანდებოდა.

      როგორც ღამეს შეეფერება, ქუჩაში სიმშვიდე იდგა. ამ დროს ხმაური ღამის გასართობ დაწესებულებებშია მიყუჟული.

      ცოტა ხანი ფეხით ვიარე, ესეც მალე მომბეზრდა. საით გავსწიო? ღამის ბარი თუ საბილიარდო? ორი-სამი წუთის ფიქრის მერე უპირატესობა ბილიარდს ხვდა. არ მქონდა ღრიანცელისა და ხმამაღალი მუსიკის სმენის თავი, ამიტომ ბილიარდის აზარტმა გადასძლია.

      გაჩერებაზე შევჩერდი. „რა კარგია ხანდახან სიწყნარე“ - ხმამაღლა გავახმოვანე ფიქრი. ამასობაში ავტობუსიც ჩამოდგა. შევახტი, ბილეთი ავიღე და მოხერხებულ ადგილზეც მოვიკალათე. ავტობუსში რამდენიმე მგზავრი იყო და კონტროლიორი, რომელიც დაღლილი სახით მექანიკურად ათვალიერებდა გარემოს. ჩემს წინ შუახნის, პუტკუნა ქალი იჯდა, ასე, შვიდი - რვა წლის ბავშვთან ერთად. “არ დაგეძინოს, მალე ვიქნებით” - ხმადაბლა ელაპარაკებოდა ბავშვს. გვერდით განმარტოებულად იჯდა ორმოცდაათიოდე წლის კაცი, უწესრიგოდ, მაგრამ სუფთად ჩაცმული, ამიტომ მაწანწალას ვერ უწოდებდი. ჩემს უკან ერთი რიგის იქით ახალგაზრდა წყვილი, ორივე გრძელი თმითა და ყურში საყურით, მათ გასწვრივ კეკლუცი ქალი, რომელიც სარკეს ჩასჩერებოდა, მის წინ კი მოხუცი ქალი, თითქოს ვინმეზე გაბრაზებულიაო, ისე ათვალიერებდა გარემოს.

      და უცბად ელვასავით დამკრა აზრმა, მოულოდნელმა, თავზარდამცემმა, ავტობუსი?! ღამის სამი საათი ხდება! საიდან, რა უნდა ამ დროს? ... თან მეც რომ ავხტი და შევხტი, ვითომც აქ არაფერი, ვითომ პიკის საათი ყოფილიყოს. ღმერთო! რა ხდება, სად ვარ!

      მიმოვიხედე. მგზავრები სხედან, ვითომც აქ არაფერი. თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, ღამის სამ საათზე ავტობუსში რომ აღმოჩნდნენ.

      ხმას ვერ ვიღებ. კონტროლიორს დავაკვირდი. ზის დაღლილი, არაფრის მთქმელი სახით.

      „სად, საით მივყვები?“ - ეს შეკითხვა ისევ ჩემს თავს დავუსვი, სხვებს ჯერ ვერ შევბედე. უნებურად ბილეთს დავხედე, ის ადგილი, სადაც ავტობუსის ნომერი უნდა ეწეროს, ისეა გაცრეცილ-გადღაბნილი, ვერაფერს გაარჩევ, მერე ფანჯარაში დავიწყე ყურება. მიდის ავტობუსი, მიხრიგინებს, აი, გაჩერებაზეც შეჩერდა, მერე გააგრძელა გზა.

      - უკაცრავად - ამოვღერღე, - ეს რა ნომერია? მე .. .

      - ჰო, ვიცი, ვიცი, - მპასუხობს კონტროლიორი, - ვიცი, გიკვირს. მერე რა! ავტობუსი ღამით გამოვიდა, მერე რა მოხდა.

      - არც არაფერი მოხდა, მაგრამ ...

      ისევ დაბნეული ვიყურები აქეთ-იქით. კონტროლიორმა და მგზავრებმა ერთმანეთს გადახედეს, მათ სახეზე ირონიული ღიმილი შევნიშნე. მხოლოდ მოხუცი ქალი მომჩერებია მკაცრი სახით.

      კიდევ ერთი გაჩერება. თორმეტიოდე წლის ბიჭუნა ამოხტა. მეგონა, ისიც ჩემსავით გაოგნდებოდა ... მსგავსი არაფერი. სკამზე დასკუპდა და ფანჯარას მიაყრდნო ცხვირი.

      - ეს ბავშვი ასეთ დროს მარტო რატომ დადის? - მოულოდნელად დასვა შეკითხვა პუტკუნა ქალმა. ბავშვმა ხმა არ ამოიღო, თავი ჩაქინდრა.

      - რა გქვია? - გააგრძელა ქალმა.

      - დათო - თავაუწევლად პასუხობს ბიჭი.

      - მშობლები გყავს?

      ბავშვმა უარის ნიშნად თავი გააქნია. ქალმა თავი მიანება, შეატყო, არ იყო ლაპარაკის ხასიათზე.

      უკვე შევეგუე მდგომარეობას. იქნებ მაშაყირებენ? იქნებ ვინმემ მომიწყო, თუ ქალაქში რამე ხდება? ერთადერთი აზრი მიტრიალებს, რა რეისია ნეტა? ცოტათი წინ წაწევა მინდოდა გზაზე და სად ამოვყავი თავი. ნეტავ სად აქვს ბოლო გაჩერება. მოდი, წავყვები, ბილიარდი არსად გაიქცევა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უფრო დავმშვიდდი და კიდე ერთი სურპრიზი: მოულოდნელად დავინახე, რომ სულ უკანა სკამების რიგში, ბოლოს იჯდა მოხუცი კაცი, ამ დროისთვის შეუფერებლად თბილი პალტო ეცვა, საყელოც ამოეწია, ამიტომ ნახევარი სახე არ უჩანდა, ჩანდა მხოლოდ ძალიან ნაღვლიანი თვალები და ასაკის მიუხედავად ხშირი, მაგრამ სულ მთლად გათეთრებული თმა. იჯდა თავისთვის, ყველასგან გარიდებული, რატომღაც დავასკვენი რომ ავტობუსს გარეთაც ასეთი იქნებოდა.

      - სიგარეტი გაქვს ახალგაზრდა? - უცბად მომიბრუნდა შუახნის კაცი.

      - ხუთი თვეა არ მომიწევია - თავი გავიქნიე. ჩემს მაგივრად შეყვარებულმა წყვილმა უწილადა.

      - მადლობა ბავშვებო, - ამ სიტყვებთან ერთად სიგარეტის ღერი ჯიბისკენ გააქანა, - რომ ჩავალ, მოვწევ.

      ცოტა ხანში ისევ დაარღვია სიჩუმე:

      - რატომ ვართ ასე ჩუმად? მოვიწყინეთ. ვისაუბროთ. აი, მე, მაგალითად, ბევრს ვიცნობ, ბევრი მიცნობს, ცხოვრება მომბეზრდა კიდეც, თუმცა რა უფლება მაქვს? ვხატავ, როცა თავისუფალი დრო მაქვს, თუმცა როდის არ მაქვს? მინდა, რაღაც სიგიჟე დავხატო, მთავარი ჯერ არ დამიხატავს, რაღაცას ვეძებ ნახატებით ...

      - ყველა ხელოვანი ასეა, რაღაცას ეძებს თავისი ნაწარმოებით. არ აქვს მნიშვნელობა შინაარს, გმირებს, ეძებს მათთან ერთად - პათეტიკური ტონით წარმოთქვა ახალგაზრდა ყმაწვილმა.

      - და რა?! რა ჯანდაბა! - უხეშად გამოეპასუხა მხატვარი და ჩაახველა, - რა ჩემ ფეხებს ვაღწევთ? არ ჯობდა, სხვა რამის ნიჭი მქონოდა? ვიცხოვრებდი ადამიანურად ...

      - ჩვენ მუსიკა გვიყვარს - აღნიშნა ახალგაზრდამ, თვითონაც ვწერთ, - ამ სიტყვებთან ერთად მეგობარ გოგონას ხელი გადახვია. - ჩემი აზრით, არ უნდა ჰგავდე სხვებს.

      კაცმა ირონიულად გაიცინა.

      - გგონიათ, ამითი ბევრ რამეს მოიგებთ?

      - ბევრს მოუგია - შეეპასუხა გოგონა.

      კაცმა თვალები მილულა. მე ისევ ფანჯრისაკენ გავიხედე.

      - რატომ არ უნდა ჰგავდე სხვებს! - გაისმა უეცრად ხნიერი ქალის ხმა, - ვისზე უკეთესები ხართ ... აი, აქ უნდა ჩავიდე! - გასძახა მძღოლს, - მადლობას კი მოგახსენებთ, არც ველოდი, ამ დროს ავტობუსი თუ იქნებოდა. ნათესავთან შევრჩი გვიანამდე, ტაქსით გაგიშვებო, ჩამომაცილა, უეცრად ავტობუსი დავინახე, ზედმეტ ფულს დავახარჯინებდი? გამოვექანე აქეთკენ ...  ასე ლაქლაქით ჩავიდა გაჩერებაზე.

      ისევ გაირინდა გარემო, უმეტესობა თავის ფიქრში ჩაიძირა და უცბად ვხედავ, რომ უკან რიგში მჯდარი მოხუცი ჩემსკენ მოდის, ნელ-ნელა, სკამებზე ხელის წაშველებით მოაღწია და გვერდით მომიჯდა. საყელო ჩაწია, ახლა შევამჩნიე, რომ დიდი, თეთრი ულვაშებიც ჰქონია.

      უეცრად ჩემსკენ ახლოს მოიწია და ჩურჩულით მეუბნება: ახლა ესენი უცნაურ რამეს ჩაიდენენ.

      გაკვირვებულმა შევხედე.

      - რატომ?

      - ესენი ადამიანები არ არიან.

      "ვაიმეეე, ესღა მაკლდა," - ვფიქრობ, - "აი, მეხომ ვერა ვარ, აქ რომ ამოვედი, ამათ ხომ ასხიათ, მაგრამ, შენ კი დახურე, ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო."

      ორიოდე წამში მძღოლის ომახიანი ხმა გაისმა: ვატრიალებ ამ ტიალ საჭეს და არ აქცევთ ყურადღებას, რომ ქალაქს გავცდით, მთაწმინდასაც კი. მშვენიერი ღამეა, სავსე მთვარე, რას იტყვით ცოტა ხნით პიკნიკზე? აგერ, გაიხედეთ, პატარა მდელოა, მთვარე დაჰნათის. რამდენიმე ფანარიც მაქვს თან, სინათლე გარანტირებულია, არც სხვა რამ მაკლია, თქვენი თვალით ნახავთ.

      მგზავრები გამოცოცხლდნენ, უმეტესობა დიდი ხალისით შეხვდა ამ წინადადებას. ახალგაზრდა წყვილმა იუხერხულა ცოტათი. რა პიკნიკი, როგორ? - იკითხეს ხმადაბლა.

      - არავითარი "როგორ", - აწყვეტინებს მძღოლი, ყველაფერი მზადაა, გათვალისწინებულ იქნა, აბა, ჰე! ჩავდივართ!

      მართლა რა ხდება? - ვეკითხები ჩემს თავს, - მართლა არანორმალურებში მოვხვდი, თუ რაშია საქმე? ჯერ ავტობუსი ღამის ორ საათზე, მერე პიკნიკი, ამან ხომ დაგლიჯა, მე ვერა ვარ, თუ ესენი? ამ აზრებმა გაირბინეს წამეულად ჩემს თავში, მაგრამ გონებითა თუ ინსტინქტურად ვამჯობინე, ზედმეტი შეკითხვები აღარ დამესვა, მივყევი სხვებს და დინებას.

      ჩემდაუნებურად მოხუცის გვერდით აღმოვჩნდი. რას დავეძებ, აგრესიული მაინც არაა, უბერავდეს თავისთვის. პიკნიკის სუფრას ალუბლისფერი ღვინო ამშვენებს. გავმხიარულდი, მივუბრუნდი მოხუცს: არც ესენი ამბობენ უარს? - ვეკითხები.

      - იციან გემო, - ამოოხვრით მიპასუხა, ნახევრად ხუმრობის ტონით, მაგრამ მაინც ნაღვლიანი დრჩა.

      მძღოლმა ღვინო ჩამოასხა, ალაპარაკდა, ნეტავი ამხელა გზის გავლა კიდევ როდის მომიწევსო, იმედი მაქვს, ზედმეტი რეისებით დიდხანს აღარ შემაწუხებენო ... შეყვარებულები რაღაცაზე ხმადაბლა კამათობდნენ, ბავშვიანი ქალი პატარას ნამცხვარს აწვდიდა. მხატვარი ფიქრებში ჩაეფლო, ხანდახან მძღოლს ან კონტროლიორს გადაულაპარაკებდა ხოლმე. მხოლოდ ჩემი მეგობარი მოხუცი იჯდა ისევ შეწუხებული სახით.

      - დალევ - ვკითხე მოხუცს, - ცოტას, - მიპასუხა.

      - კი, მაგრამ, თქვენ როგორ სვამთ, ავტობუსი? ... - ხმამაღლა ვკითხე მძღოლს, ეს იყო ერთადერთი შეკითხვა, რაც დავსვი. პასუხად ირონიული ღიმილი მივიღე, მერე კი ომახიანი შეძახილი: ჩვენს შეკრება - გასირნებას გაუმარჯოს, ღმერთმა დალოცოს ეს ადგილი! ხმა აღარ ამომიღია, შევუერთდი საერთო მხიარულებას.

      მოხუცმა ცოტა საჭმელი გადაიღო, მერე უცბად თვალი გაუშტერა რაღაცას.

      - ბევრი რამ გავაკეთე, ბევრი არა, მაინც ვიცხოვრე - თავისთვის ჩაილაპარაკა.

      - პიკნიკის მერე რას აპირებენ? - ვკითხე ხმადაბლა.

      - თავიანთ ადგილას წავლენ.

      - რატომ ხარ ასე უხასიათოდ?

      - მეც ჩემს ადგილას უნდა წავიდე. დროა. გული მწყდება, მაგრამ სხვებს მაინც ვჯობივარ, ვიცი, სად მივდივარ.

      - ყოჩაღ! ეგ არავინ იცის. აი, ჩემი მეზობელი ჯაბა გავიდა ცოტა ხნით ჰაერზე გასასეირენებლად, მაგრამ სულ ცოტა ხანში ნათლობის სუფრაზე ამოყო თავი..

      - ჩემი დრო მოვიდა, - აგრძელებს, - ავფრინდები მათთან ერთად.

      - ვისთან?- ვკითხე.

      თავი ჩაქინდრა. ირონიამ გაიჟღერა ჩემს ხმაში და ალბათ ამან დათრგუნა.

      - კი, მაგრამ, აქ რა უნდათ? - უკვე სერიოზული მსმენელის იერს ვიღებ.

      - ჩამოდიან ხოლმე, არც ისე იშვიათად, ისე გაერევიან ხოლმე ხალხში, ვერ გამოარჩევ.

      - რაში სჭირდებათ?

      - აინტერესებთ, თავიანთი თვალით ნახონ ის, რასაც თავიანთი უზარმაზარი პლანეტიდან ეკრანის საშუალებით ადევნებენ თვალყურს.

      - ცუდს ხომ არაფერს აპირებენ?

      - შესაძლოა.

      - რაა შესაძლო, გაგვანადგურონ? კი, მაგრამ, რა უნდათ?

      - ცივილიზაცია წინ მიიწევს, ადამიანი ბევრ რამეს ჩაწვდა. გგონია, ეს ძალიან მოსწონთ?

      - აბა რა უნდათ, ოთახის კედლებს ვერ გავცდეთ?

      - შენ წარმოიდგინე და კი. მსჯელობაა ჯერ, უღირთ თუ არა ასე გაგრძელება.

      - თქვენ რჩეული ხართ ამათთვის? - ისევ ირონიულად ვკითხე.

      - შეიძლება ასეც ითქვას - მიპასუხა სერიოზული სახით.

      - ხომ გინახავს, პატარა, რამდენიმე თვის ბავშვი, - გააგრძელა, - გახვეული, მრგვალი ბურთივით, პატარა ხელ-ფეხს ისე იქნევს, თითქოს უწონადოა. მერე შეხედე კოსმოსში გასულ კოსმონავტს თავისი კომბინეზონით, რამხელა მსგავსებას ნახავ.

      - რა გინდა ამითი თქვა?

      - ადამიანი კოსმოსის ჩვილია. უწონადობაში იქნევს ხელ - ფეხს.

      გაჩუმდა. დაბნეული ვარ. ვერაფერი გამიგია. ეს რაღაც სიბრძნეებს აფრქვევს, ესენი კი დროებით სახლიდან გამოსულებივით იქცევიან. ვის გადავეყარე? შეშლილ მეცნიერს, გენიოსს? თუ რაღაც ანომალიას?

      - კარგი ამინდები გაგრძელდება, - მძღოლმა ამ სიტყვებს ღრმა ნაფაზი მოაყოლა. მართლაც ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. ოდნავ ქროდა ნიავი.

      - როცა კიდე გამოვისეირნებთ, დასაკეცი სკამი უნდა წამოვიღო, - თქვა კეკლუცმა ქალმა, - უფრო მოხერხებულად ვიჯდები.

      - გასაბერი ლეიბიც არ დაგავიწყდეს - გაეხუმრა ვიღაც.

      - ყავა იქნებოდა ახლა კარგი - აგრძელებს ქალი.

      - მერედა, რა პრობლემაა! - ომახიანად წარმოთქვა მძღოლმა და საიდანღაც გაჩენილი თერმოსი მოიმარჯვა. მე ისევ მოხუცს გავხედე, ცოტა გამხიარულებულა.

      - შეუერთდი მხიარულებას, - წავჩურჩულე.

      - კიდევ ერთს გეტყვი - მეუბნება, - მათ ჩაგვაცვეს ეს სხეული მათ მიერ შექმნილ სხეულზე, რასაც დედამიწაზე ასტრალს ეძახიან.

      ეს უკვე მეტისმეტი იყო. არაფრი მოსმენა აღარ მინდოდა, სხვებზე გადავიტანე ყურადღება. ვსვამდი, ვეწეოდი, სიმღერაც კი შემოვძახეთ, მოხუცის არსებობაც დამავიწყდა. ბოლოს ყველა რომ დაიღალა და აისმა იისფრად შეღება ზეცა, მძღოლი წამოდგა. - აბა, ჩვენს დაშლა - არმოშლას გაუმარჯოსო! - შემოსძახა და გადაჰკრა. პიკნიკი დასრულდა, ავტობუსისკენ გავემართეთ.

      თავიდან არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ავტობუსში მყოფმა შევნიშნე, რომ მოხუცი ჩვენთან არ იყო. შევწუხდი, მე ხომ საერთოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას. მაშინვე მძღოლს ვუთხარი, ერთი მგზავრი დაგვრჩა - მეთქი. ნუ ნერვიულობო, ცალყბად მომიგდო. გავჩუმდი, მაგრამ კარგა დიდი მანძილი რომ გავიარეთ, ისევ შევახსენე:

      - ცოდოა, ხნიერია, როგორ წავა აქედან.

      - ნუ ნერვიულობ! - ახლა უკვე კატეგორიული ტონით შემაწყვეტინა მძღოლმა.

      ავტობუსი დაღმართში ეშვებოდა. გვერდით გავიხედე, უეცრად მომეჩვენა, სივრციდან მოხუცის ნაღვლიანი თვალები მომჩერებოდა. "ხომ გეუბნებოდი" - თითქოს ამბობდა. სივრცე მიმანიშნებდა რაღაცაზე მისი იერით.

      ენა ჩამივარდა. უნებურად იქითკენ ხელი გავიშვირე. "... იქ..." - ამოვიხრიალე. ყველამ მე შემომხედა, ნახევრადმძინარე ბავშვმაც. ხმა არავის ამოუღია, აღარც მე, ყველა მიჩუმდა, თავის ფიქრში ჩაიძირა.

* * *

      გვიან დილით ჩემს ლოგინში გამეღვიძა. რა იყო ეს, სიზმარი? არ არსებობს! დაღლილობას ვგრძნობდი, ბოტასებს სველი ბალახისა და მიწის ნაკვალევი ეტყობოდა. ნაბახუსევის შეგრძნებაც მქონდა ... არა, რა სიზმარი!

      ხანდახან მახსენდება ღამის რეისი, პიკნიკი, მოხუცი. გამამასხარავეს? - ეს კითხვა ამოტივტივდება ხოლმე გონებაში, მაგრამ ამაზე დიდხანს ფიქრს არ ვაგრძელებ, არც არავის ვუყვები. ჩემთვის, ისევე უბრალოდ, ჩვეულებრივად ვიხსენებ ამ ამბავს, როგორც მათ ეჭირათ თავი.

ნახვა: 266

ტეგები: Qwelly, ასტრალი, ბლოგი, კოსმოსი, მოთხრობა, პიკნიკი, სიზმარი, ღამე

ლაშა: ოქტომბერი 12, 2016||11:22pm

დედაა, რა იყო ეს ჰა? (ნიკანდრო ქილიას ინტონაციით, დათა თუთაშხიადან). დაახლოებით, რომელ უბანში ჩამოიარა ავტობუსმა ხომ არ გახსოვთ? )) 

თამუნა ქადაგიძე: ოქტომბერი 13, 2016||1:01am

d: d: d: უბანი არ მახსოვს. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters