Qwelly ბლოგი! - ღამე (10)

სიო დაჰქრის წამდაუწუმ, ღამდაღამ

სიო დაჰქრის წამდაუწუმ, ღამდაღამ.
სიო ართობს ფერად სიზმრებს თანდათან.
ახლა მოვა, ახლა წავა ჰა და ჰა.
ვიღაც ცეკვავს, ვიღაც ცეკვავს წამ და წამ.…
გაგრძელება

დაამატა მარიამ სიხარულიძე_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2020 წელი. 9:38pm — 2 კომენტარი
________________

აპრილის ნათება

      ხანდახან არის მარტოობაშიაც რაღაც რომანტიული და ამოუხსნელი, მისტიური და ოაზისივით მაცოცხლებელი.. ღამეები იცრიცებიან დღეების მოლოდინში და გრძნობ რამდენად დიდი და მიუწვდომელია უფალი, რამდენად ბრძენი და კეთილისმყოფელია იგი..

      განა სასწაული არ არის - გამთეენიისპირზედ, ახლადგამოღვიძებული, შეიგრძნობდე უშრეტ ძალას ბედნიერებისას და სიყვარულისას, მაარტოობისას რომელიც სრულებითაც არ არის მარტო, ეული...

      განა სასწაული არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი ღამის ფიქრები

   საქართველოს ცის ქვეშ მრავალ ჭირს და ვაებას, ცრემლს და კვნესას, ტანჯვასა და სისხლის ღვრას გაუვლია. ისტორიამ ჩვენამდე მრავალი ფაქტი და მოვლენა შემოინახა, დაიწერა და მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები გმირების, ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად.. ერთ-ერთი ჩემთვის ძვირფასი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებია სწორედ "დიდი ღამე", სადაც მთელი რიგი სიცხადითაა გადმოცემული "რანი ვიყავით და რად ვიქეცით".. საქართველოს სხეულს ჭია ჭამდა.. მეფეთა უზრუნველობამ ყმებსაც ხელი ააღებინა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 2:30am — არ არის კომენტარები
_______________

ღამის რეისი

      ვერაფრით დავიძინე. ასეც იყო მოსალოდნელი, ჯერ ტელევიზორითა და კომპიუტერი გადავიტვირთე გონება, ამათი წყალობით დავიღლები და მალე მომეყვინთება-მეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ. შესაძლოა მიზეზი ერთი ჭიქა, მაგარი ყავა გახდა, მაგრამ აქამდე არ გამხდარა და ახლა რა მეტაკა?

      ასე იყო, თუ ისე, ჩემს თავს რომ დავუკვირდი, თვალდაჭყეტილს მეწერა გათენება, ამიტომ გადავწყვიტე, სახლში არ გავჩერებულიყავი. შემოდგომა იდგა, ოქტომბრის თვე,…

გაგრძელება

დაამატა თამუნა ქადაგიძე_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2016 წელი. 4:30pm — 2 კომენტარი
________________

ღამის ღამე (ფსიქოლოგიური მოთხრობა)

ღამის ღამე, ფსიქოლოგიური მოთხრობა

      - "დიადია", ყოფილი ოსტროვსკის ქუჩაზე 3 ლარად მიგვიყვან? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა ტაქსის მძღოლს, რომელსაც ისეთივე გადაღლა და მოთენთილობა ეხატა სახეზე, როგორც ამ ორ ახალგზარდას, ეხლახან კაზინოდან რომ გადმოჭრეს ქუჩა. მძღოლმა გაისიგრძეგანა უიღბლო ღამე და უხასიათოდ თავი დაუქნია.

      იგი ნელა მართავდა მანქანას. წვიმდა, მინა კი ნელა, უღიმღამოდ იწმინდებოდა. აქ, ზღვის მხარეს, ქუჩები უფრო წესრიგში იყო. მსუბუქი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ღამემ იქადაგა

      იღვიძებს საქართველო, მაგრამ მგონი ისევ ძილი ჯობდა. ღამეს კი არც უძინია თურმე და არც ბევრისთვის მიუცია ძილის უფლება. თავისი და იმ სხვათა უძილობის სასჯელი რამდენიმე ადამიანში საუკუნო ძილით აანაზღაურა. გაღვიძებულთა კითხვები, პასუხები, ახსნა-განმარტებები, დაიწყო მტყუან-მართლის გარჩევა, რატომღაც მიიჩნიეს რომ დამნაშავე ერთ ან რამდენიმე ადამიანს შორის უნდა ეძებონ, ხოდა მთავრობამაც ეს საქმე სასამართლოს გადასცა განსახილველად, დაიწყო ბრალდებათა სესია.…

გაგრძელება

დაამატა natia_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 7, 2015 წელი. 7:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მეოცნებე ღამეები

მეოცნებე ღამეები

     "არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ?…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 4, 2015 წელი. 1:30pm — 11 კომენტარი
________________

დაკარგული დღიურიდან ღამე

       რა  დრო  გასულა  ამხელა ცას კვლავ გადუარა  მზემ , და ჩავიდა  კიდევ ერთხელ (თუ სამუდამოდ? ) ვიცოდე  მაინც , უსასრულო  თვალსატყუარი.გალაქტიკათა ოკეანევ ( მითხარი უარი ან დასტურმყავი !) ისმენ თუ  არა  ჩემი უძირო ღამის მონოლოგს?! შენ  კვლავ  საოცარი  ხარ საოცარი, ეს დაეჭვება  შემზარავი შენი  მიწყალობე , ვით  ქარი სანთლებს დათოვლილ დღეებს გულგრილად მიქრობ შენს წიაღ მღოღავ უხილავ მიკრობს და  ეს   უმთვარო ღამეებიც ასე წყვალობენ ... მე კვლავ  ვეცემი მაგრამ…

გაგრძელება

დაამატა tamo_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 5, 2014 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

მარტოობა, სიცარიელე

      ღამეა, წვიმის ხმაურმა და ნოსტალგიურმა სურნელმა, ღამისეული სიმყუდროვე შემოაფრქვია ნაცრისფერი გარემოდან საძინებელში.. როგორც ყოველთვის ჩაფიქრებული ვარ, ბევრს ვფიქრობ და ვწყდები გარემოს.. რიტორიკული კითხვები კი თან დამყვება.. მაინც რა იწვევს ადამიანში სიცარიელეს?! მარტოობას?! როცა უამრავი ადამიანი გყავს გვერდით, რომლებიც სითბოთი და სიყვარულით განებივრებენ, მაგრამ თავს მაინც დაცარიელებულად და გრძნობაგამოცლილივით გრძნობ.. უცნაურია.. გაგეცინა არაა?? შენ ხომ…

გაგრძელება

დაამატა Salius_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 3, 2014 წელი. 1:30am — 1 კომენტარი
________________

თეთრი ღამე

როცა გულის ხმაური არ გაძინებს,

როცა თითებს შორის ნაპრალებში

მთვარის შუქიც ვეღარ აღწევს..

როცა ოთახი მონატრებით ვეღარ სუნთქავს..

როცა სისხლში გარეული ფიქრები

ვენიდან ვენაში ინაცვლებენ..

მოგონებები პულსში ფეთქავენ და

ისევ ხედავ გადამფრენ ფრინველებს,

მიუხედავად იმისა, რომ ღამეა..

მიფრინავენ სადღაც..

-მდე -ს გარეშე...

აკვირდები ფარდას და იცი,

რომ ქუჩაში გამვლელმა

შეიძლება შენი სილუეტი მაინც…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 2, 2014 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ბლოგ პოსტები

There are more open investigations in the Madden NFL 23

გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: მარტი 29, 2023.
საათი: 7:16am 0 კომენტარი

Personal violations are on the table for this year too Mut 23 Coins. Tennessee and Washington are seeking to make them an option for review.

There are more open investigations in the Madden NFL 23 features many open investigation options more than Magnum P. I. ; DeflateGate, Falcons artificial crowd noiseGate, Jets-Revis tamperingGate along with Cleveland Browns textGate. These gates are not going to be closed this week during the…

გაგრძელება

Why You Really Need IGV Guide to Get Rocket League Items

გამოაქვეყნა itemsigv igvrl_მ.
თარიღი: მარტი 29, 2023.
საათი: 6:03am 0 კომენტარი

Rocket League items refer to the various customizable items that players can use to personalize their vehicles in the popular video game Rocket League. These Rocket League Items include car bodies, decals, wheels, boost trails, toppers, antennas, and goal explosions, among others.

Players can earn items through gameplay by completing matches and challenges or by trading with other players. Some items can also be…

გაგრძელება

ნორვეგიულად დაჯილდოებული ექს პრეზიდენტი და ფრე ევრო ტურნირზე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2023.
საათი: 11:27pm 0 კომენტარი

      როცა სხვა საკითხები მიჩუმათდება, უმალ მიხელი სააკაშვილის ამბავი გახდება ხოლმე აქტუალური. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, როცა ნორვეგიაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯილდოც კი გადასცეს (დაუსწრებლად ცხადია). ნორვეგიასთან დღეს გამართული ევროტურნის შესარჩევი მატჩი მეგობრულად 1-1 კი დასრულდა, მაგრამ აქციები საელჩოსთან მაინც იყო. ცოტა სალომეს თემა, ცოტა ევროპული გზა და ბევრი უკრაინული დღის წესრიგი იყო ჩვენს მეინსტრიმშიც. ამინდის პროგნოზიც…

გაგრძელება

Die Portland Thorns 2023

გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…

გაგრძელება

Qwelly World

free counters