ახალშობილი

baby, m. melikishvili, psychology, qwelly, აპგარის სკალა, ახალშობილი, ახალშობილის მახასიათებლები, ახალშობილის პერცეპტული უნარები, ახალშობილის რეფლექსები, ბაბინსკის რეფლექსი, გულისცემის სიხშირე, თანდაყოლილობა და გარემო, თვალი დახუჭვის რეფლექსი, კანის ფერი, კისრის რეფლექსი, მ. მელიქიშვილი, მკერდის ძიების რეფლექსი, მოროს (ჩახუტების) რეფლექსი, მოძრაობა და კუნ­თური ტონუსი, სიარულის რეფლექსი, სტიმულზე რეფლექსური რეაქცია, სუნთქვა, სუნთქვის შეკავების რეფლექსი, ტერფის ტაცების რეფლექსი, ფსიქოლოგია, ქველი, ცურვის რეფლექსი, წოვის რეფლექსი, ხელის ჩავლების რეფლექსი, ხოხვის რეფლექსი

     დროული ახალშობილის წონა არის 3 200 – 3500 გრამი, სიგრძე - 45-54 სანტიმეტრი, ვიწრო მენჯი, მუცელი შებერილი, ფეხები და ხელები შედარებით მოკლე და მოხრილი. ახალშობილის თავი სხეულთან მიმართებაში არის დიდი.

     სიცოცხლის პირველი თვე განსაკუთრებული პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვმა უნდა მოახდინოს გარემოსთან ადაპტაცია. დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს ფუნქციონირება - სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელმა და თერმორეგულაციის სისტემებმა.

     დაბადების შემდეგ პედიატრები აფასებენ ახალშობილის მდგომარეობას. ამისთვის უფრო ხშირად გამოიყენება აპგარის შეფასების სკალა. აღნიშნულ სკალაში ადგილი აქვს ახალშობილის შეფასებას 5 კრიტერიუმით ( სადაც თითოეულს აფასებენ - 0, 1 და 2 ქულით). ესენია:

  • Appearance - კანის ფერი
  • Pulse - პულსი, გულისცემის სიხშირე
  • Grimace - რეფლექსური აქტიობა
  • Activity - მოძრაობა/კუნთური ტონუსი
  • Respiration - სუნთქვა

აპგარის სკალა

ახალშობილის მახასიათებლები

0 ქულა

1 ქულა

2 ქულა

გულისცემის სიხშირე

არ არის გულის ცემა

<100/წთ.

>100/წთ.

სუნთქვა

არ სუნთქავს

არარეგულარული სუნთქვა

რეგულარული სუნთქვა

მოძრაობა და კუნ­თური ტონუსი

არ არის

სუსტი ფლექსია

აქტიური

სტიმულზე რეფლექსური რეაქცია

არ არის

გრიმასა

ტირის

კანის ფერი

მთლიანად ლურჯი

ლურჯი კიდურები

ვარდისფერი

     დაბადებიდან 1 წუთის შემდეგ ბავშვები 10 ქულას (მაქსიმალური შეფასება) იშვიათად იღებენ. პედიატრები მიიჩნევენ, რომ 10 ქულა ყოველთვის არ არის კარგი. შესაძლოა, ის ბავშვის ზედმეტ აგზნებას მიუთითებდეს, რაც გართულებული მშობიარობის შედეგია. საუკეთესო შეფასებაა 8-9 ქულა (არც 7 ქულაა ურიგო).

     ახალშობილს ხელმეორედ აფასებემ 5 წუთის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში ახალშობილმა ძალები უნდა აღადგინოს, რათა სასურველი 8-9 ქულა მიიღოს. თუ პატარას საადაპტაციო რეზერვი ამოწურული არ აქვს, ის თვალსა და ხელს შუა გავარდისფერდება, იწყებს ხმამაღლა ტირილს, რიტმულ სუნთქვას და აამოძრავებს კიდურებს. თუმცა ასეთ ახალშობილს ნევროლოგის დაკვირვება მაინც ჭირდება.

     თუ ბავშვმა დაბადებისას 5-6 ქულა დაიმსახურა, ე.ი. მას მსუბუქი ასფიქსია აქვს, ხოლო 1-4 ქულა მძიმე ასფიქსიის მაჩვენებელია.

     რაც უფრო დაბალია შეფასება აპგარის სკალის მიხედვით, დაბადებისას და 5 წუთის შემდეგ, მით მაღალია შემდგომში ბავშვის ფსიქომოტორული და ფიზიკური განვითარების დარღვევის რისკი.

ახალშობილის რეფლექსები

     რეფლექსი არის თანდაყოლილი, ავტომატური რეაქცია გამღიზიანებელზე.

     ზოგი რეფლექსი თავის გადარჩენის საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად, ძებნის რეფლექსი ეხმარება ჩვილს იპოვოს დედის ძუძუ; წოვის რეფლექსი ეხმარება პატარას საკვების მიღებაში. ზოგი რეფლექსი ჩვილებს ალბათ მთელი ევოლუციის განმავლობაში ეხმარებოდა თავის გადარჩენაში. მაგალითად, მოროს (ჩახუტების) რეფლექსი საშუალებას აძლევდა პატარს, ჩაბღაუჭებოდა დედას, როცა ის მას თან დაატარებდა.

     რეფლექსები დედა-შვილის თბილი ურთიერთობის შენარჩუნებასაც ეხმარება. დედა ბედნიერია, როცა მისი პატარა ეძებს ძუძუს, სიამოვნებით წოვს და თავისი პატარა თითებით დედას ებღაუჭება.

     ზოგი რეფლექსი მომავალი მოტორული ჩვევის ერთგვარი საწყისია.

     ახალშობილთა ძირითადი რეფლექსები პირველი 6 თვის განმავლობაში ქრება. ჩვილი თანდათან ცდილობს ”გააკონტროლოს” საკუთარი მოძრაობები, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის განვითარებასთან.

     პედიატრები რეფლექსებს ყურადღებით ამოწმებენ, ვინაიდან სწორედ რეფლექსები წარმოაჩენს ბავშვის ნერვული სისტემის მდგომარეობას. თუ რეფლექსები სუსტად ან საერთოდ არ არის გამოხატული ან პირიქით, გადაჭარბებულად არის გამოხატული და შესაბამის პერიოდში არ ხდება მისი გაქრობა, ეს სიმპტომები მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა დაზიანებული იყოს ტვინის ქერქი.

ახალშობილის ძირითადი რეფლექსებია:

     თვალი დახუჭვის რეფლექსი. თუ სინათლის ძლიერ ნაკადს მივმართავთ ჩვილის თვალებზე ან შემოვკრავთ ტაშს ყურებთან, პატარა თვალებს დახუჭავს. ამ რეფლექსის ფუნქციაა ძლიერი გამღიზიანებლისგან თავის დაცვა. გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე.

     მკერდის ძიების რეფლექსი. თუ ჩვილს ლოყაზე, ტუჩთან ახლოს შევეხებით, ის თავს მოატრიალებს. ამ რეფლექსის ფუნქციაა დედის ძუძუს პოვნა. რეფლექსი გრძელდება 3 კვირა, შემდეგში ის ხდება ნებისმიერი.

     წოვის რეფლექსი. თუ ჩვილს თითს პირში ჩავუდებთ, ის წოვას იწყებს. ამ რეფლექსის ფუნქციაა საკვების მიღება. რეფლესი გრძელდება 4 თვე, შემდეგში ხდება ნებისმიერი.

     ცურვის რეფლექსი. თუ ჩვილს პირქვე წყალში ჩავუშვებთ, ის იწყებს ხელ-ფეხის ქნევას, თითქოს ცურავს. ეს რეფლექსი ეხმარება ჩვილს თავი გადაირჩინოს, თუ წყალში ჩავარდა. რეფლექსი გრძელდება 4-6 თვე.

     სუნთქვის შეკავების რეფლექსი. ეს რეფლექსი ეხმარება პატარას დაბადებისას არ გადაყლაპოს ამნიონის ტომარაში არსებული სითხე. შემდეგში ეს რეფლექსი შეიძლება გამოვიყენოთ ცურვის სწავლისას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წყალში ჩაშვებისას ახალშობილს შეუძლია სუნთქვის შეკავება, მხოლოდ 5-6 წამი. 6 თვის ასაკისთვის, თუ პატარას რეგულარულად ვავარჯიშებთ, სუნთქვის შეკავებას შეძლებს 25-30 წამის განმავლობაში, 1 წლისთვის კი - 40 წამის განმავლობაში. ეს რეფლექსი ეხმარება ჩვილს თავი გადაირჩინოს, თუ წყალში ჩავარდა.

     მოროს (ჩახუტების) რეფლექსი. თუ ბავშვს მკვეთრად ავწევთ/დავწევთ ან დავატყაპუნებთ იმ ზედაპირზე, სადაც წევს, ბავშვი აკეთებს ”ჩახუტების” მოძრაობას - ფეხებს გაჭიმავს, ხელებს ჩვენსკენ გამოიწვდენს. ფუნქცია: წარსულში ალბათ ეხმარებოდა ჩვილს ჩაბღაუჭებოდა დედას. რეფლექსი გრძედება 6 თვე.

     ხელის ჩავლების რეფლექსი. თუ პატარას თითს ჩავუდებთ ხელში, ის მაშინვე ჩაებღაუჭება მას. ფუნქცია: ჩვილი ემზადება ნივთების დასაჭერად. რეფლექსი გრძელდება 3-4 თვე.

     კისრის რეფლექსი. ზურგზე მწოლიარე ბავშვის თავს, თუ გვერდზე მივაბრუნებთ, ჩვილი გაშლის ხელს და ფეხს იმ მხარეს, საითაც თავი აქვს მიბრუნებული, ხოლო საპირისპირო ხელს და ფეხს მოხრის (მოფარიკავეს პოზა). ფუნქცია: ჩვილი ეჩვევა ხელის გაწვდენას სასურველი ნივთისკენ. რეფლექსი გრძელდება 4 თვე.

     სიარულის რეფლექსი. თუ ბავშვს მხრების ქვეშ ხელს მოვკიდებთ და ”დავაყენებთ”, ჩვილი იწყებს ფეხების ერთიმეორის მიყოლებით გადაბიჯებას. ფუნქცია: ამზადებს პატარას სიარულისთვის. რეფლექსი გრძელდება 2 თვე.

     ბაბინსკის რეფლექსი. თუ ბავშვის ტერფზე თითს სიგრძეზე გავაყოლებთ, ჩვილი 4 თითს მოხრის, ხოლო ცერს აბზეკს. ფუნქცია უცნობია. რეფლექსი გრძელდება 6 -12 თვე.

     სუნთქვის რეფლექსი. ეს რეფლექსი ადამიანს აქვს მთელი ცხოვრების განმავლობაში და მისი ფუნქციაა სუნთქვა.

     ქუსლის რეფლექსი. ქუსლის ძვალზე ზომიერი დაწოლით, ახალშობილი ღებულობს ტირილის გრიმასას. ფუნქცია უცნობია, გრძელდება 1-3 თვე.

     ბაბკინის რეფლექსი. თუ ბავშვს ხელის გულზე ან მხრის სახსარზე დავაჭერთ, იმ მხარეს თავს მიაბრუნებს და პირს აღებს. ფუნქცია უცნობია, გრძელდება 5 თვე.

     ტერფის ტაცების რეფლექსი. ახალშობილი ფეხის გულთან მიახლოებული საგნის ჩაბღაუჭებას ცდილობს. ფუნქცია: წარსულში ალბათ ეხმარებოდა ჩვილს ჩაბღაუჭებოდა დედას, რაიმე საგანს თავის გადარჩენის მიზნით. რეფლექსი გრძელდება 9 თვე.

     ხოხვის რეფლექსი. თუ პატარას მუცელზე დავაწვენთ და ფეხის ტერფებზე ხელს მივაბჯენთ, ის ხოხვის მსგავს მოძრაობას ასრულებს. ფუნქცია: ამზადებს პატარას ხოხ­ვისთვის. რეფლექსი გრძელდება 3-4 თვე.

ახალშობილის 6 მდგომარეობა

     ახალშობილს დღე-ღამეში დაახლოებით 17-18 საათი სძინავს.

     ვოლფი გამოყოფს ახალშობილის ექვს ქცევით მდგომარეობას, ესენია:

  • ღრმა ძილი – თვალები დახუჭულია, არ შეიმჩნევა თვალის გუგების მოძრაობა; ბავშვი მშვიდად სუნთქავს, კუნთები მოდუნებულია, ახალშობილი არ აკეთებს სპონტანურ მოძრაობებს.
  • ზედაპირული ძილი - თვალები დახუჭულია, შეიმჩნევა თვალის გუგების მოძრაობა; სახეზე პერიოდულად ჩნდება გრიმასები; კიდურები პერიოდულად მოძრაობს; სუნთქვა არარიტმულია.
  • თვლემა – გარდამავალი მდგომარეობა ძილსა და სიფხიზლეს შორის; თვალებს ხან აღებს, ხან ხუჭავს; მზერა გაურკვეველი; სუნთქვა რიტმულია, მაგრამ უფრო ხშირი, ვიდრე ღრმა ძილის დროს.
  • მშვიდი სიფხიზლე – თვალები ღია აქვს, გამოხატავს ყურადღებას; სუნთქვა თანაბარია; აქტიურობის დონე დაბალია.
  • აქტიური სიფხიზლე – ახალშობილს თვალები გაღებული აქვს; მოძრაობს მკვეთრად და აქტიურად; სუნთქვა არათანაბარია; გამოსცემს მოკლე ბგერებს;
  • ტირილი – ახალშობილი მოძრაობს ძალიან აქტიურად; ტირის; სუნთქავს არათანაბრად.

     ახალშობილის ძილი (ისევე, როგორც მოზრდილი ადამიანის) სულ მცირე 2 სტადიისგან შედგება: თვალის სწრაფი მოძრაობის ძილი (rapid eye movement – REM) და თვალის არასწრაფი მოძრაობის ძილი (non rapid eye movement – NREM). REM-ის დროს თავის ტვინის ტალღების მოქმედება ძალიან ჰგავს ფხიზელ მდგომარეობას.

     ჩვილები, მოზრდილების მსგავსად იცვლიან თვალის სწრაფი და არასწრაფი ძილის მდგომარეობას, თუმცა ამ ასაკში თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის მდგომარეობაში მეტ დროს ატარებენ.

     რატომ ატარებენ ჩვილები თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის მდგომარეობაში მეტ დროს?

     მეცნიერები მიიჩნევენ, რომ REM ძილი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ახდენს თავის ტვინის სტიმულირებას.

     ვინაიდან ჩვილის ნორმალური ძილის ხანგრძლიობა სტადიებად არის დაყოფილი, მათზე დაკვირვება საშუალებას იძლევა გამოვავლინოთ ცენტრალური ნერვული სისტემის ანომალიები. იმ ჩვილებს, რომლებსაც აქვთ თავის ტვინის დაზიანება, აღენიშნებათ ძილის ციკლის დარღვევა. ჩვეულებრივ, ეს ხდება თვალის სწრაფი და არასწრაფი მოძრაობების ძილის მონაცვლეობის დარღვევით, სადაც არასწრაფი ძილის იდენტიფიცირება შეუძლებელია.

     ჩვილები, რომელთა ძილის სტადიებიც დარღვეულია, ხშირად ავლენენ დეზორგანიზაციულ ქცევას, რაც ხელს უშლის მათ მიერ გარემოს შემეცნებას და პოზიტიურ ინტერაქციას მშობლებთან.

     ამასთანავე, თავის ტვინის პრობლემები, რომელიც იწვევს ძილის ციკლის დარღვევას, შეიძლება გახდეს ”ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის” (sudden infant death syndrome – SIDS) მიზეზი.

     ”ჩვილთა უეცარი სიკვდილის სინდრომის” მიზეზი ბოლომდე არ არის დადგენილი. ბევრ მათგანს თავიდანვე ჰქონდათ პრობლემები: მცირე წონა დაბადებისას, აპგარის სკალით დაბალი შეფასება, სუსტი კუნთები და ძილის ციკლის დარღვევა. ასევე SIDS უფრო ხშირად გვხვდება - არასრულწლოვანი დედების შვილებთან; ჩვილებთან, რომლის დედებიც ეწეოდნენ ორსულობის დროს, მამარობითი სქესის ბავშვებთან; ჩვილებთან, რომლებსაც მუცელზე სძინავთ (განსაკუთრებით, თუ რბილია საწოლი).

     არსებობს მოსაზრება, რომ ასეთ ბავშვებს დარღვეული აქვთ ტვინის ფუნქციონირება და არ შეუძლიათ ადექვატური რეაგირება სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაზე, მაგალითად, სუნთქვის შეფერხებაზე. პირველ და მეოთხე თვეს შორის (ამ პერიოდში ყველაზე ხშირია ამ სინდრომით გარდაცვალების რიცხვი), როგორც ვიცით ადგილი აქვს რეფლექსების შესუსტებას, რომელსაც ანაცვლებს ნებისმიერი, დასწავლილი რეაქციები. ასეთი ბავშვები ვერ იძენენ ახალ რეაქციებს. შედეგად, როცა ძილის დროს ბავშვს ექმნება სუნთქვის პრობლემა (სძინავს მუცელზე, აქვს რესპირატორული დაავადება, მჭიდროდ არის თბილ საბანში გახვეული), ის არ იღვიძებს, არ იცვლის სხეულის პოზას, არ იწყებს ტირილს. ჩვილი ”ეგუება” ჟანგბადის ნაკლებობას და კვდება.

     ახალშობილის მოტორული უნარები არ არის განვითარებული.

     ხელის მტევანი მუშტად აქვს შეკრული, რაც ხელს უშლის რაიმეს ტაცებაში.

     ახალშობილის სპონტანური ქმედებები აქტიურია, მაგრამ შეზღუდული.

     ვერტიკალურ მდგომარეობაში ვერ იმაგრებს თავს, რომელიც მოძრაობისას უვარ­დება.

ახალშობილის პერცეპტული უნარები:

  • ახალშობილს შეუძლია ორივე თვალით ფოკუსირება ობიექტზე, რომელიც ნახევარი მეტრის მანძილზეა. ერთ-ორ კვირაში შეუძლია თვალი გააყოლოს მოძრავ ობიექტს. შეუძლია გაარჩიოს დედის სახე, სხვა ადამიანის სახისგან.
  • ესმის ადამიანის მაღალი დიაპაზონის ბგერები. ცნობს დედის ხმას.

     გემო და სუნი

  • არჩევს 4 ძირითად გემოს (ტკბილი, მჟავე, მწარე და მლაშე) და ნაცნობ სუნს (განსაკუთრებით დედის). უპირატესობას ანიჭებს ტკბილს.

     შეხება

     ახალშობილს სიამოვნებას ანიჭებს სითბო და ტაქტილური შეხება.

     ტკივილის შეგრძნება

     ახალშობილი გრძნობს ტკივილს.

     ემოციები

     ახალშობილს ემოციები უჩნდება შემდეგ სტიმულებზე: ტკივილი, ახალი ან მოძრავი ობიექტი, არასასიამოვნო ნივთიერება. ემოცია შეიძლება აღმოცენდეს სპონტანურადაც, გაურკვევლი მიზეზით. ახალშობილებს დაბადებისას აღენიშნებათ შემდეგი ემოციები: ინტერესი, დისტრესი, უსიამოვნება, ”ნახევარღიმილი”. 3-6 კვირისთვის აღენიშნებათ: სიამოვნების ღიმილი და სოციალური ღიმილი.

     სოციალური უნარები

     ახალშობილს გააჩნია ქცევის გარკვეული რეპერტუარი, რითაც ის იქცევს უფროსების ყურადღებას. ესაა: ტირილი, ჩახუტება, ღიმილი, უკმაყოფილი ან კმაყოფილი გამომეტყველება.

     შეუძლია, თუ არა ახალშობილს სწავლა?

     ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია, იმის გასარკვევად, თუ რა გავლენას ახდენს ახალშობილზე გარემო და მემკვიდრეობა. აგრეთვე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საშუალებას მოგვცემს გავუწიოთ რეკომენდაცია მშობლებს. მაგალითად, თუ პერცეპტულ განვითარებას საფუძვლად უდევს მომწიფების პროცესი, მაშინ არ არის საჭირო პატარას საწოლზე დავკიდოთ ძვირადღირებული სათამაშო. მეორეს მხრივ, თუ სწავლას აქვს ადგილი ცხოვრების პირველსავე დღეებში, მაშინ მრავალფეროვან გარემოს დიდი მნიშ­ვნელობა აქვს.

     კლასიკური განპირობება. კვლევები ადასტურებს, რომ ახალშობილთან შეიძლება კლასიკური პირობითი რეფლექსის ფორმირება. განვიხილოთ ერთ-ერთი კვლევა: 1-2 დღის ახალშობილს აძლევდნენ ბოთლით ტკბილ წყალს (უპირობი სტიმული) და პატარა იწყებდა წოვას (უპირობო რეაქცია). შემდეგ, ტკბილი წყლის მიცემის წინ, პატარას შუბლზე ეხებოდნენ (პირობითი სტიმული). რამოდენიმე გამეორების შემდეგ, ახალშობილს ეხებოდნენ შუბლზე და არ აძლევდნენ წყალს. პატარა წოვას იწყებდა.

     სიცოცხლის მე-3 კვირიდან კი პირობითი რეფლექსის ფორმირება არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს.

     ოპერანტული განპირობება. ახალშობილს ასევე შეუძლია ისწავლოს ოპერანტული განპირობებითაც (ოპერანტული განპირობების შემთხვევაში, ჩვილის სპონტანურ ქცევას მოჰყვება განმამატკიცებელი სტიმული). თუკი ჩვენ წოვას ან თავის მიბრუნებას განვა­მტკიცებთ, მაგალითად, ტკბილი წყლით, ბავშვები ამას სწრაფად სწავლობენ.

     ეს კი მიუთითებს, რომ დაბადების მომენტისთვის, სწავლისთვის საჭირო ნევრო­ლოგიური საფუძვლები უკვე ფორმირებულია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ახალშობი­ლი­სთვის საუკეთესო განმამტკიცებელია დედის ხმა.

     ჰაბიტუაცია-აღდგენა. ერთ-ერთ კვლევაში პატარებს ასწავლეს თავის მარცხნივ მიბრუნებით შუქის ანთებას (ოპერანტული განპირობება). ისინი ამას სიამოვნებით აკეთებდნენ, მაგრამ გარკვეული დროს შემდეგ კარგავდნენ ინტერესს ამ თამაშის მიმართ. ამას უწოდებენ ჰაბიტუაციას (მიჩვევა).

      ჰაბიტუაცია - განმეორებადი სტიმულის შედეგად, რეაქციის ძალის შემცირება. მაგალითად, დავუშვათ თქვენ ცხოვრობთ ხმაურიან ქუჩაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენ აღარ გექნებათ რეაქცია ქუჩის ხმაურზე. ეს უნარი ზოგავს ჩვენს დროსა და ენეგიას.

     ჰაბიტუაცია ასრულებს ადაპტურ ფუნქციას. პატარა უნდა მიეჩვიოს გარკვეულ გამღიზიანებელებს. მაგალითად, ხმაურს ან ტანსაცმლის კანზე შეხებას.

     თუ ჩვეული ხმაური იცვლება, მაგალითად, გაისმის ძალიან მაღალი დამუხრუჭების ხმა, ჩვენ მას ყურადღებას მივაქცევთ. ამას უწოდებენ რეაქციის აღდგენას.

     ეს უნარი კარგად აქვს განვითარებული ახალშობილსაც. მაგალითად, მაღალი ბგერების რამოდენიმეჯერ გაგონების შემდეგ, ბავშვი შეწყვეტს მოროს რეფლექსის დამონსტრირებას. მაგრამ ისევ შეშინდება, თუ ბგერა შეიცვლება.

     ჰაბიტუაცია (მიჩვევა) არ არის ნებისმიერი პროცესი, ის ხორციელდება ავტომატურად. მაგრამ ამისთვის ახალშობილს უნდა ჰქონდეს უნარი, იცნოს გამღიზიანებელი.

     ჩვილობის ასაკში ჰაბიტუაციისა და აღდგენის რეაქციის სისწრაფე, ბავშვობასა და მოზარდობაში ინტელექტუალური განვითარების მაჩვენებლია. კორელაცია აღნიშნულ რეაქციებსა და IQ შორის (3 – 18 წლის ასაკის ბავშვებთან) მერყეობს 0.30 – 0,60 დიაპაზონში. ასევე ბავშვის ჰაბიტუაცია/აღდგენის რეაქციის მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება შეფასდეს ისეთი კოგნიტური პროცესები, როგორიცაა - ყურადღება, მეხსიერება და რეაქცია სიახლეზე.

     იმიტაცია. ახალშობილებს ადამიანის სახის და ჟესტიკულაციის იმიტირების პრიმიტი­ული უნარი გააჩნიათ.

     ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ახალშობილთა იმიტაცია გარკვეულ სტიმულზე ავტომატური რეაქციაა, რომელიც რეფლექსების მსგავსად ქრება (უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ძნელია 2-3 თვის ბავშვთან იმიტაციის გამოწვევა).

     სხვები მიიჩნევენ, რომ ახალშობილები იმიტაციას ახდენენ მიზანმიმართულად, თანაც გარკვეული დროითი პერიოდის შემდეგაც, როცა უფროსი უკვე არ ახდენს ქცევის დემოსტრირებას.

     უნდა აღინიშნოს, რომ ახალშობილი, რომელიც მშობლის სახის გამომეტყველების იმიტირებას ახდენს, ანიჭებს უკანასკნელს დიდ სიამოვნებას. ეს კიდევ ერთი ”კარგი” ფაქტორია დედისა და შვილის ურთიერთობისთვის.

     ბავშვის იმიტაციის უნარი მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში.

მ. მელიქიშვილი

იხილეთ სხვა პოსტები მ. მელიქიშვილის წიგნიდან:

თანდაყოლილობა და გარემო

ნაყოფის ფსიქოლოგია

გარემოს გავლენა პრენატალურ განვითარებაზე

ტეგები: baby, m. melikishvili, psychology, qwelly, აპგარის სკალა, ახალშობილი, ახალშობილის მახასიათებლები, ახალშობილის პერცეპტული უნარები, ახალშობილის რეფლექსები, ბაბინსკის რეფლექსი, მეტი...გულისცემის სიხშირე, თანდაყოლილობა და გარემო, თვალი დახუჭვის რეფლექსი, კანის ფერი, კისრის რეფლექსი, მ. მელიქიშვილი, მკერდის ძიების რეფლექსი, მოროს (ჩახუტების) რეფლექსი, მოძრაობა და კუნ­თური ტონუსი, სიარულის რეფლექსი, სტიმულზე რეფლექსური რეაქცია, სუნთქვა, სუნთქვის შეკავების რეფლექსი, ტერფის ტაცების რეფლექსი, ფსიქოლოგია, ქველი, ცურვის რეფლექსი, წოვის რეფლექსი, ხელის ჩავლების რეფლექსი, ხოხვის რეფლექსი

ნახვა: 3630

გამოხმაურებები!

Kakha, ეგ თემის სათაურად აწერია, ფოტოს აღწერად კი არა :P 

Kakha_მ თქვა:

ფოტოზე კიდევ კაი აწერია ახალშობილი, ისე ძალიან ჭირდა გარჩევა :DD

ღუნღულები ♥
ახალშობილის დედები გინდათ შემოიტყუოთ ახლა ქველზე ხო? :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters