ნაყოფის ფსიქოლოგია

psychology, qwelly, განვითარება, ემბრიონი, ემბრიონის ფსიქოლოგია, მ. მელიქიშვილი, ნაყოფის ფსიქოლოგია, პრენატალური განვითარება, ფსიქოლოგია, ქველი

     მე-20 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გაჩნდა ფსიქოლოგიის და მედიცინის ახალი დარგი - პრენატალური განვითარება. შეიქმნა ახალი სამედიცინო აპარატურა, გაჩნდა ნაყოფის ქცევასა და მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა.

     თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა დი პიეტრომ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ორსულობის 32-ე კვირაზე (დაბადებამდე 2 თვით ადრე) ბავშვი იქცევა ზუსტად ისე, როგორც ახალშობილი. ეს გრძელდება შემდგომი 12 კვირის მანძილზე.

     ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ ემოციური კავშირი, რომელიც არსებობს დედასა და შვილს შორის, გავლენას ახდენს ნაყოფის ფსიქიკის, უჯრედული მეხსიერების და პიროვნული მახასიათებლების განვითარებაზე. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ფიქრები, სასიამოვნო მოლიდინი და სიყვარული, დადებითად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე. ჩატარდა კვლევა, სადაც გამოკითხულ ქალთა მესამედმა განაცხადა, რომ ორსულობისას არ ფიქრობდა ნაყოფზე. დაბადების შემდეგ მათ შვილებს აღმოაჩნდათ საშუალო კოგნიტური მაჩვენებლები, საჭმლის მომნელებელი და ნერვული სისტემის დარღვევები, გამოირჩეოდნენ ჭირვეულობით და გარემოსთან ადაპტაციის სირთულეებით.

     როცა ჩვენ განვიცდით სიხარულს, ტვინი გამოიმუშავებს ”სიხარულის ჰორმონებს” (ენდორფინებს). მათ შეუძლიათ ნაყოფს აგრძნობინონ სიმშვიდე და სიხარულის შეგრძნება. თუ ნატოფი ამ გრძნობას ხშირად განიცდის, ეს განცდა ამახსოვრდება, რაც გავლენას ახდენს მისი ხასიათის ჩამოყალებებაზე.

ნაყოფის სმენა:

     მეორე ტრიმესტრის ბოლოს ნაყოფს უკვე უვითარდება სმენა. ის ფაქტი, რომ ნაყოფს ესმის, ეჭვს არ იწვევს. 24-25-ე კვირაზე გაჩენილი ბავშვი რეაგირებს მის გარშემო მყოფ ბგერებზე, რაც ნიშნავს, რომ მისი სმენითი აპარატი უნდა ფუნქციონირებდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ბევრი ორსული ქალი გრძნობს უეცარ ბიძგებს მას შემდეგ, რაც კარები დაიხურა ან მანქანის ძრავა ამუშავდა.

     მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც დედა ლაპარაკობს, ნაყოფის გულის რიტმი ნელდება, ის ამ დროს წყნარდება. ბავშვი უკვე მუცლადყოფნის პერიოდში არჩევს როგორც ხმის ტემბრს, ასევე მეტყველების ელემენტებს.

     თუ მამა ხშირად ესაუბრება ნაყოფს, მაშინ დაბადების შემდეგ ბავშვი ცნობს მის ხმას. ასევე აღმოჩნდა, რომ ბავშვი ცნობს იმ მუსიკას, რომელსაც დედა უსმენდა ორსულობისას და ეს მუსიკა ბავშვზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ის მშვიდდება ნაცნობი ზღაპრის, ნაცნობი ხმით მოყოლის დროსაც.

შეხება:

     ნაყოფის კანი განიცდის დედის ორგანიზმის კუნთების მუდმივ ზეწოლას. მუცელზე შეხება საშუალებას იძლევა გამყარდეს კავშირი მამას, დედას და ნაყოფს შორის.

გემო:

     ყოველდღიურად ნაყოფი შთანთქავს ამნიონურ სიტხეს, რომელზეც გავლენას ახდენს დედის მიერ მიღებული საკვები და სასმელი. ეს ხელს უწყობს ნაყოფის მიჩვევას ამა თუ იმ საკვებთან და განაპირობებს განწყობას გარკვეული საკვების მიმართ დაბადების შემდეგ.

ყნოსვა:

     ნაყოფს არ აღენიშნება ყნოსვა, რადგან იგი შესაძლებელია მხოლოდ ჰაერის არსებობისას.

ნაყოფის მხედველობა:

     პრენატალური განვითარების პერიოდში, მხედველობა ყველაზე ბოლოს ვითარდება. ნაადრევად შობილ ბავშვს შეუძლია სინათლის და ფორმის გარჩევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნაყოფსაც იგივე შეუძლია. ისევე, როგორც საშოში არ არსებობს აბსოლუტური სიჩუმე, ასევე არ არსებობს აბსოლუტური სიბნელე. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედის მუცელთან სინათლის წყაროს მიტანისას, ნაყოფი თავისებურ რეაქცისს იძლევა.

     
ნაყოფის პიროვნება:

     საიდუმლო არ არის, რომ ბავშვები იბადებიან ხასიათის გარკვეული, განმასხვავებელი თავისებურებებით. თუ რა სახით და რა ეტაპზე ეყრება საფუძველი ნაყოფის ქცევის თავისებურებებს, მომავალი გამოკვლევების საგანს შეადგენს.

     ნაყოფის ტემპერამენტის პირველი ოფიციალური გამოკვლევა ჩატარდა დი პიეტროსა და მისი კოლეგების მიერ 1996 წელს. მათ დააფიქსირეს ნაყოფის გულისცემა და მოძრაობითი აქტივობა და შემდეგ შეადარეს მიღებული შედეგები დაბადების შემდგომი პერიოდის მონაცემებს (ექსპერიმენტში გამოიკვლიეს 100-მდე ბავშვი). აღმოჩნდა, რომ მუცლადყოფნის პერიოდში აქტიური ბავშვები, დაბადების მერეც გამოირჩეოდნენ უფრო მეტი აქტიობით. ის ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ ძილის და სიფხიზლის არა­რეგულარული რეჟიმი მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების მერეც არარეგულარული რეჟიმი ახასიათებდათ.

     ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს განვითარებაზე, არის ცხოვრების პირობები, რომლებშიც უწევს ნაყოფს არსებობა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერის ალსის აზრით, ნაყოფი დედისგან იღებს უდიდესი რაოდენობის ჰორმონებს. ამიტომ მის ბიოლოგიურ რიტმზე გავლენას ახდენს - დედის ძილის და სიფხიზლის ციკლი, საკვების მიღების განრიგი, აქტიობა. დედის მიერ სტრესის ზემოქმედების ქვეშ გამომუშავებულმა ჰორმონებმაც შეიძლება იქონიონ დიდი გავლენა ნაყოფის განვითარებაზე. დი პიეტრომ აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მეტად იმყოფება მომავალი დედა სტრესულ მდგომარეობაში, მით უფრო აქტიურია ნაყოფი და მით უფრო ადვილად აღგზნებადი.

     დი პიეტროს გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლებად უზრუნველყოფილი ქალის ნაყოფი ნაკლებად აქტიურია, გამოირჩევა უფრო სუსტი გულისცემით, ვიდრე საშუალო ფენის ქალის ნაყოფი. დი პიეტრო გამოთქვამს ვარაუდს, რომ არაბალანსირებულმა საკვებმა და არასახარბიელო ეკოლოგიურმა პირობებმა, შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება ნაყოფის გონებრივ განვითარებაზე.

     ბერნი დევლინის მიერ პიტსბურგის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ გენები, შესაძლოა უფრო ნაკლებად ახდენენ ზეგავლენას გონებრივი განვითარების კოეფიციენტზე, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული.

     მომავალმა მშობლებმა, რომელთაც სურთ დაეხმარონ თავის მომავალ შვილს ფსიქიკური განვითარების პროცესში, უნდა გაითავისონ, რომ პრენატალური განვითარების პერიოდში ნაყოფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმალური კვებით და მშვიდი გარემოთი. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ნაყოფს ყველაფერი ესმის, გრძნობს და იმახსოვრებს ინფორმაციას.

მ. მელიქიშვილი

იხილეთ: თემის დასაწისი

ტეგები: Qwelly, განვითარება, ემბრიონი, მ.მელიქიშვილი, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 2768

გამოხმაურებები!

ძალიან საინტერესოაა ♥♥♥

გაუფრთხილდით დედებო შვილებს :) 

გაუფრთხილდით და მიირთვით ხინკალი, ქაბაბი, შაურმა, მწვადი, რომ დაბადების შემდეგ თქვენი შვილი მიჩვეული, შეგუებული და მოწადინებული იყოს გემრიელად მოლხენას!!! ))))
ხო და მერე ბავშვი კი არა ცხიმი დაიბადება :-D

რა რთულია დედობა... :)

რთულია და ძაან მაგარი შეგრძნებაა ალბათ შენში პატარა ცანცარიკი კარასი რო იზრდება :D :D

  საკმაოდ ემოციური ვარ, მაგრამ ჩემი შვილი სრულიად საპირისპირო დაიბადა, ისეთი მშვიდი  და  ჭკვიანია  რომ მიკვირს, ისე  სმა- ჭამა  დიდად  შესარგი  აუცილებელია  ნაყოფის ფიზიოლოგიურად ჩამოსაყალიბებლად.  კარგ  კვებას  ვგულისმობ:)....ისე კი დაიბადა  დიდი!:)

RSS

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters