ჯემალ ქარჩხაძის შესახებ აბიტურიენტობის პერიოდში შევიტყე 4-5წლის წინ. მისი ნაწარმოები „იგი“, როგორც მოგეხსენებათ, მე-12 კლასის პროგრამაშია შეტანილი. შესაბამისად, პირველი გადაკვეთა ავტორთან იმ პერიოდში მქონდა. რატომღაც ქარჩხაძის ამ ნაწარმოებმა დიდად ვერ მომხიბლა და რომ არა იმდროინდელი საჭიროება, ალბათ ჩემს მეხსიერებაში არც ჩარჩებოდა ეს გაადაკვეთა. ასეთი შთაბეჭდილებები შესაძლოა დატვირთული წლის და გადაღლილობის ბრალიც იყო... ამ გადმოსახედიდან მხოლოდ ეს თუ შემიძლია ვთქვა. რა ვიცოდი, სულ მცირე პერიოდში როგორ  რადიკალურად შეიცვლებოდა ჩემი დამოკიდებულებები.

ბოლო პერიოდში აქტიურად მესმოდა ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოებების შესახებ დადებითი შთაბეჭდილებები. ჩემი წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობდი რამდენად მსურდა კვლავ ავტორის სხვა ნაწარმოებების გაცნობა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან გაპიარებული და სხვებისთვის მომხიბვლელი წიგნები, როგორც წესი, არცთუ ისე საინტერესოდ მეჩვენება ხოლმე.

საბოლოოდ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ქარჩხაძის გაცნობა კიდევ ერთხელ მეცადა.  შევიძინე მისი წიგნები, რაც ალბათ საუკეთესო არჩევანი იყო. თავდაპირველად „ქარავანს“ გავეცანი. ისეთი წიგნი აღმოჩნდა პირველივე გვერდიდან რომ ჩაგითრევს ადამიანს და გარესამყაროს სრულიად დაგავიწყებს. გამოგზაურებს პერსონაჟებთან ერთად, გადაგატანინებს მათთან ერთად სიხარულსაც და სევდასაც, გაგაცნობს მათ თავგადასავლებს და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ისედაც საინტერესო მოვლენების ფონზე მოგიწევს დაფიქრება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე. თავიდანვე ვიცოდი, რომ „ქარავნი“ და „მდგმური“ ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ. ამიტომ შემდეგი ნაწარმოები, რომელიც წავიკითხე „მდგმური“ გახლდათ. ამ ნაწარმოებებმა ჩემი შვებულების პერიოდი დაუვიწყარი გახადა.  შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემაც მსურდა, თუმცა იმდენად ჩამითრია შთაბეჭდილებების მორევმა, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ახლა კი „ანტონიო და დავითი“-ს შესახებ ვეცდები გაგიზიაროთ. „ზებულონი“, რამდენადაც მსმენია, ბოლო ტკბილი ლუკმა უნდა იყოს, ამიტომაც მისი წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს.

საუბარი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დავუბრუნდეთ კვლავ „ანტონიო და დავითს“. მოგზაურობები თავიდანვე მხიბლავდა, „გრაფი მონტე-კრისტოც“ ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია, ამიტომაც „ანტონიო და დავითის“ სიუჟეტმა თავიდანვე ჩემი დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სჩვევია, ქარჩხაძე არაერთ საკითხზე გვიმახვილებს ყურადღებას. დასაწყისშივე ამბის გადმოცემასთნ ერთად, პატრიოტული სულისკვეთება და ნოსტალგია აშკარად თვალშისაცემია: „კაცს მუდამ გაქვს გაუაზრებელი სურვილი შენს ქვეყანაში დაიმარხო, სადაც შენი მამა-პაპა მარხია.“ ასევე უნდა აღვნიშვნო, რამდენად მომწონს ავტორის გამოთქმული აზრები, რომელიც სხვა ქართველ ავტორებს უთოუდ გაგვახსენებს: „ახლაც მწამს, რომ, კაცმა თუ რამე ცოდნა შეიძინა, იგი ვისმეს უნდა დაუტოვოს, თან თუ წაიღო, ცოდვად ჩაეთვლება და იმ ქვეყნად მოეკითხება“. შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ამ სიტყვებზე გურამიშვილი. ოთარ ჭილაძის „ადამიანი გაზეთის სვეტშიც“ მოგვაგონდება აუცილებლად ფიქრის ასპექტების განხილვისას. მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ აკნინებს ავტორს. პირიქით, ქარჩხაძის ყველა წინადადებაში იგრძნობა ინდივიდუალიზმი და უზადო თხრობის ნიჭი.

წიგნში მიმდინარე მოვლენები ისტორიულ ფონზე ვითარდება. ამიტომ ავტორის განსწავლულობა ამ კუთხითაც იგრძნობა. ვხვდებით ღალატს, თავდადებას, სიძულვილს, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებას, ყველაფერ იმას, რაც ყველა ეპოქის საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი.

საუცხოოა ავტორის მიერ პერსონაჟების აღწერის სტილი, მათი დახასითება. როგორც წესი, გარეგნობა მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია პერსონაჟების ბუნებასთან. გამონაკლისია დავითი, რომლის ბუნებაც ანტიპოდია მისი საუცხოო გარეგნობისა. თუმცა, ასეთი კონტრასტიც გვაფიქრებინებს მის სამომავლო ტრანსფორმაციაზე. ასევე, მგონია, ყურადღება უნდა გავამხვილოთ პერსონაჟთა დახასიათების იმ ნაწილზე, როცა მათი არამხოლოდ გარეგნული თვისებებია წარმოჩენილი, არამედ ე.წ. „არაამქვეყნიური“. მაგალითად ანტონიოს თვალები შემდეგნაირად არის აღწერილი: „შიგნიდან გარეთ კი არ იმზირებოდნენ, არამედ გარედან შიგნით, რის გამოც მთელ სახეს ისეთ იერს ანიჭებდნენ, გეგონებოდათ, ფიქრებით სხვაგანაა და რაც აქ ხდება, სრულებით არ აინტერესებსო“. სავარაუდოდ ეს თავიდანვე გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ საბოლოოდ ყურადღება უნდა გავამხვილოთ არა მხოლოდ გარეგნულ თვისებებზე, არამედ პერსონაჟთა სულიერ სამყაროზე, მათ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ვფიქრობ, ავტორს იდეალურად გამოსდის ჩვენი სულის ღრმა კუნჭულებში შეგვახედოს.

შეუძლებელია არ დავფიქრდეთ რწმენაზე, რელიგიაზე, ღმერთზე. მცირე-მცირე დეტალებით ქარჩხაძე მინიშნებებს გვაძლევს. ძალიან საინტერესო ეპიზოდია დავითის და ანტონიოს მონკვეთი, რომელიც შემდეგი ფრაზით სრულდება: „ღმერთია ყველაფერი, რაც არის და რაც არ არის“. „ვიდრე ჰხვალ, უფალო“-შიც ანალოგიურს აქვს ხაზი გასმული - „ნერონმა ისე ჩიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადაჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას.“

როგორც უკვე აღვნიშნე, ავტორი უბრალოდ ამბებს არ მოგვითხრობს. ეს ამბები გაცილებით ღრმაა. მაგალითად: მოსახლეობის აღწერისას ავტორი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის კულტურის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტზე - სიმღერაზე. წარმოგვიჩენს, მაცხოვრებლებისთვის მის როლს. თუმცა, ამავდროულად ვხედავთ მის დაპირისპირებას სინდისთან. მაშინ როცა ეს ფაქტორი ემატება მიმდინარე მოვლენებს, ხდება ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლა და მოსახლეობა სრულებით ივიწყებს სიმღერას. ერთი მხრივ, მისი როლი მნიშვნლოვანია: „რაც კი ამქვეყნიური ცხოვრების სიმწარემ და ამაოებამ შეიძლება ადამიანის გულში დააგროვოს, ქართველებს სიმღერით გამოაქვთ“. თუმცა ამავდროულად სინდისსაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ერთი დადებითი რაც შეგვიძლია დავინახოთ - მაცხოვრებლები თავის საქციელს გამართლებას არ უძებნიდნენ და მთლად შუბლის ძარღვი არ ჰქონიათ გაწყვეტილი, როგორც ჩანს. „ნამუსიც კარგი საქონელიაო“ - სრულად შეესაბამება ამ სიტუაციას.

ზოგადად შიშთან დაპირისპირება ცალკე პლანზე აქვს ქარჩხაძეს წარმოჩენილი. საბოლოოდ, დავითის ტრანსფორმაციაც სწორედ მასთან მიმართებით ხდება. ესეც ერთგვარი გაკვეთილი უნდა იყოს ალბათ მკითხელისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რომ ამ ადამიანის გარდასახვაზე იმოქმედა ანტონიომ. დავითი თავიდან უარყოფით პერსონაჟად იყო წარმოდეგნილი, მისგან კი საბოლოოდ გამოიწრთო სრულიად სხვა და კეთილი. შესაძლოა, აქ რეალიზმისთვის დამახასითებელი ნიშნებიც დავინახოთ და ვივარაუდოთ, რომ დავითმა თავის დადებითი თვისებები გამოავლინა უბრალოდ. „ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული“. ანტონიო შესაძლოა მხოლოდ მასტიმულირებელი ფაქტორი იყო ტრანსფორმაციისთვის.

საერთოდ კი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველივე არა მხოლოდ გულით დავინახოთ, არამედ გონებითაც განვსაჯოთ. აზვირთებულ განცდებს ჩვენზე გაბატონების საშუალება არ უნდა მივცეთ. გარკვეულწილად „ქარავანის“ აბელის და უკლებას დიალოგიც ამის დასტურია.

მთხრობელი ბართლომეო გვეუბნება, რომ ისე აღწერს ამბავს, მკითხველმა თავშესაქცევიც იპოვოს, სიხარულიც და სევდაც, „რა ჯურისა და ყაიდის კაცმაც არ უნდა გაშალოს, რაღაც ჰპოვოს შიგ საინტერესო“. ქარჩხაძის ნაწარმოებები მგონია, რომ ზუსტად მიესადაგება ამ სიტვებს და რეალურად ყველა ტიპის მკითხველზეა გათვლილი. მეტიც, არათუ რაღაცას ნახავენ საინტერესოს, არამედ დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან ბევრს. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეს მკითხველი უსაზღვროდ საინტერესო თავგადასავლების პარალელურად არსებული დიდაქტიკური წინადადებებით. ასევე, ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ ავტორის ოსტატურად აღწერილი დახასიათებები.

 

P.S. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რისი თქმაც ამ კონკრეტულ ნაწარმოებზე შეიძლება. მით უმეტეს, ჯემალ ქარჩხაძის შესაძლებლობები ამ ყველაფრით არ შემოიფარგლება და შეუძებელია ასე მოკლე სიტყვაში ჩასტიო თითოეული განცდა და ემოცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ავტორის შემოქმედებას სრულად არ გავცნობივარ, ვფიქრობ მასზე საუბარი შეიძლება დაუსრულებლად...

ნახვა: 126

ტეგები: Qwelly, ბლოგი, განხილვა, ლიტერატურა, მოთხრობა, ქარჩხაძე

ლაშა: სექტემბერი 23, 2023||10:55pm

საინტერესო მონაკვეთები გამოყავი, მადლობა ასეთი კარგი განხილვისთვის, განმიახლე ემოციები. მეც მოგაშველებ დღიურში ამოწერილი მონაკვეთებიდან. პერსონაჟების აღწერა მართლაც საუცხოო აქვს ქარჩხაძეს - „ზეციური ნათლის სხივს ნისლი გაურღვევია და შენი პირველარსება დიდი სასწაულით შეუძრავს. ქედზე სინანულის მძიმე ჯაჭვი გადევს, შუბლს მიწას ახლი და მამაზეციერს ცოდვების მიტევებას ევედრები“. 

P.S. ზებულონზე გაჩერება არ შეიძლება, მინიმუმ სოლომონიანი და ა.შ. (მოთხრობები აქაც გვაქვს ეკა, ქარჩხაძე)

Ekaterine: სექტემბერი 23, 2023||11:02pm

მადლობა გამოხმაურებისთვის.

გავეცნობი გვერდზე არსებულ ნაწარმოებებს აუცილებლად. გაგიზიარებთ შემდგომ შთაბეჭდილებებსაც ))

vako: სექტემბერი 25, 2023||6:07am

ძაან მაგარია ქარჩხაძე კარგი პოსტი იყო,მე მდგმური,ზებულონი და ქარავანი მაქ წაკითხული დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილებები მოვა დრო და ისევ წავიკითხავ.

Ekaterine: სექტემბერი 28, 2023||7:03pm

ნამდვილად, დაგეთანხმებით. დარწმუნებული ვარ, მეც დავუბრუნდები კვლავ რაღაც პერიოდის შემდეგ ქარჩხაძის ნაწარმოებებს.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters