როცა რუსთაველზე ათასი, ათიათასი და ასიათასი ადამიანი იკრიბება, ცხადია დღის მთავარი თემა სწორედ ეს აქციაა და მის გარშემო გამოხმაურებები რომლებიც დღეს მრავლად დაგროვდა. პოლარიზაცია პრობლემააო, ამბობენ ეროპელები, მაგრამ ამ პოლარიზაციას ჯერ არავინ ებრძვის, გარდა გუშინ შეკრებილი ხალხისა. პრემიერმა დღეს ნატოში შესვლის ამბავიც განილიხა ყატარში და მაგის აქცია როდის იქნება, ჯერ არაა ცნობილი. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9239 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 21 ივნისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, ივნისი

      20 ივნისი აქციის ტრადიციად და მეორე დღის შეფასებები - გუშინ რუსთაველზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილით. გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია უნდა დაიწყოს - ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. რასა იუკნევიჩიენე - კომისია გარკვევით ამბობს: „ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, ყველამ კარგად იცის, რომელ ოლიგარქზეა საუბარი - როცა საარჩევნო ყუთთან დადგებით, გაიხსენეთ, ვინ დახია საქართველო უკან, რუსეთისკენ. ანდრიუს კუბილიუსი - ქართველი ერი პროევროპელია და უნდა ჰყავდეს პროევროპული მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს - ვუსურვებ ქართველებს ისეთ მთავრობას, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება კი არა, ხალხის ლიდერი იქნება. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ევროკავშირისადმი მიმართვა წაიკითხეს. ეკა გიგაური - ევროპამ გვითხრა: ჩვენ არ ვენდობით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ვენდობით ქართველ ხალხს - უნდა დავანახოთ ყველას და მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა. თინა ხიდაშელი - ეს აქცია არის დასტური, რომ მოსახლეობა მზად არის იბრძოლოს ევროპული არჩევანის დასაცავად - ეს გზავნილი უნდა მიიღოს ხელისუფლებამ. ჯოზეფ ბორელი - სიგნალი უნდა გავაგზავნოთ, რომ დავიწყოთ მზადება სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის - ეს არის სიგნალი, რომელიც უნდა გაიგონონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ ექო უნდა ისმოდეს ჩვენს საზღვრებს მიღმაც. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დაანონსდა, რომლის წარდგენა 24 ივნისს მოხდება. მიხეილ სარჯველაძე აქციაზე - იყო ნაწილი, რომელსაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი სამოქალაქო ვალია, პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ საუბედუროდ, ყველა არ იყო ასეთი - საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი იყო, რომელიც უფრო პარტიული გეგმებით იყო მისული. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მხარდასაჭერად ათიათასობით ქართველი შეიკრიბა - მსოფლიო მედია თბილისში გამართულ აქციას ეხმაურება. ბექა დავითულიანი - აქციაზე სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები იყვნენ გასულები, მათ შორის, ჩემი მეგობრებიც, ვინც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან. დევიდ კრამერი - ჩვენ ბრალს გვდებენ „ნაციონალური მოძრაობის” მიმხრობაში, ეს სასაცილოა, მე არავის მხარეს არ ვარ - მაშფოთებს პრემიერ ღარიბაშვილის როლი, რომელსაც ის ამ ყველაფერში თამაშობს. საქართველოს მთავრობის მოსკოვთან რიტორიკული მიერთების მიუხედავად, უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა - რუსეთში ფიქრობენ, რომ „ოცნება“ დაქვემდებარებაში ჰყავთ და ამ ინდივიდების სახით ბერკეტები აქვთ. ბექა დავითულიანი - დეოლიგარქიზაციის კანონზე ვიმუშავებთ, კანონი იქნება ზოგადი, ვინც ჩაჯდება ამ ჩარჩოებში, მას შეეხება - ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ამ ჩარჩოებში არ ჩაჯდება. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება ყველა მოქალაქეს აქვს, მაგრამ მოწოდებები, რაც გუშინ გამართულ აქციაზე ისმოდა, „დეპოლარიზაციას ხელს ვერ შეუწყობს“. საქართველოში საფრანგეთის ელჩი - ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია - ეს არის მნიშვნელოვანი საგზაო რუკა რეფორმებისთვის. დავით სერგეენკოს განცხადებით, დეოლიგარქიზაცია არ არის ინდივიდუალური, ივანიშვილისადმი მიმართული საკითხი, მსგავსი მოთხოვნა სამივე ქვეყანას აქვს წაყენებული. სამგორის გამგებელი - მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ. კარლ ჰარცელი - რაც გუშინ ვნახე, ევროპული არჩევანის დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო - საქართველოს ევროპული ხვედრი საქართველოს ხელშია. ირაკლი ზარქუა - მთელი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მომხრეებიც, სხვა პარტიების მომხრეებიც იყვნენ გაერთიანებული ერთი მოთხოვნით - „ევროპაში“, „ევროპისკენ წინ“, მეც ამ სულისკვეთებას ვუერთდები. ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს - ოლიგარქის განმარტება უნდა ისწავლოთ, ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ქველმოქმედია - კეზერაშვილები, ალასანიები კლასიკურად ჯდებიან ამაში. პაატა ზაქარეიშვილი - ევროკავშირი მომავალ არჩევნებამდე თავის პოზიციებს არ გადახედავს - იქნება ვადამდელი თუ 2024 წლის არჩევნები, ხალხის ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ვიდრე არ იქნება არჩევნები, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ. ვანო მაჭავარიანი - პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, მაგრამ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვთხოვოთ, არ იყოს „ქართული ოცნება“. სალომე სამადაშვილი - "ქართული ოცნების" ადგილას ძალიან შეშინებული ვიქნებოდი - ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ამ ხალხმა იცის წერა-კითხვა, მათ შორის უცხო ენებზე და წაიკითხა, რა თქვა ევროკავშირმა. ვახტანგ ძაბირაძე - ასეთი მასშტაბური აქცია დიდი ხანია არ მინახავს - ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი ისევ სახლებში არ შეაბრუნოს. ირაკლი კობახიძე - დეოლიგარქიზაციის კანონი რომ მოქმედებდეს, ოლიგარქებად აღიარებული იქნებოდნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილ-კეზერაშვილი - ასე რომ, ოლიგარქები მოიკითხეთ თქვენკენ და მოემზადეთ დეოლიგარქიზაციისთვის! ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უხეშად არღვევს პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას - ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, სინამდვილეში, მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ. ანა ნაცვლიშვილი - პრობლემას უნდა დაერქვას თავის სახელი - „ქართული ოცნების“ მხრიდან პრობლემის შეფუთვა, რაც შეიძლება იყოს დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მიღება, ვერ იქნება გამოსავალი. დავით უსუფაშვილი - თუ ხელისუფლება ბრმა და ყრუ არ არის, უნდა დაინახოს და გაითვალისწინოს, რაც გუშინ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ხალხმა თქვა! არმაზ ახვლედიანის შეფასებით, 20 ივნისს, ქართველმა ხალხმა მშვიდობიანი, მტკიცე ნების გამოხატვით უარი თქვა წუმპეში ყოფნაზე. გიორგი ვაშაძე - მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია - ეს არის ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი! ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი დავაკოპიროთ - კეზერაშვილი ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ხაზარაძე - ოთხიდან სამს, სააკაშვილი ცალსახად არის ოლიგარქი. ანი წითლიძე - ეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი დეოლიგარქიზაციის და დებიძინიზაციის გარეშე. ალეკო ელისაშვილი - დეოლიგარქიზაცია აუცილებელია - პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ პრემიერის პრემიერი კიდევ სადღაც გვყავს - ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო! მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, იმდენი „რანაცი“ და ევროპული იდეის მომხრე მივიდა, რომ აქციის ორგანიზატორებს ბელადის ავტომატურად უარყოფა მოუწიათ და სააკაშვილი საერთოდ არ უხსენებიათ. ირაკლი კობახიძე - დრო ცოტაა დარჩენილი, საბჭოს გადაწყვეტილება 99%-ით თანხვედრაში იქნება ევროკომისიის დასკვნასთან და სამწუხაროდ, ბევრი ვერაფერი გაკეთდება ამ დღეების განმავლობაში. ნინო ლომჯარია - აქციაზე თუ ყველა პარტიის მხარდმჭერები იყვნენ, ეს არაჩვეულებრივი ამბავია! ჩავთვალოთ, რომ დეპოლარიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ ხალხი დგამს ნაბიჯებს. სერგო ჩიხლაძე - ოლიგარქი “დეოლიგარქიზაციას” ვერ მოახდენს, “ქართული ოცნება” ამ რეფორმებს არ და ვერ ჩაატარებს, რაც მთავარი ბარიერია სტატუსის მოპოვების გზაზე. დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას - უნდა გამოხვიდე დღეში 10 ინიციატივით, რომ პოლარიზაცია დასრულდეს - ყასიდად არ უნდა თქვა და ხელი გაიშვირო: აბა, ესენი არ მომყვებიან და როგორ დავასრულოო. კახა კალაძე - ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია - “სირცხვილია” ვის წარმოადგენს? მე არ ვთვლი, რომ აქციაზე მყოფი ადამიანები “ნაციონალები”იყვნენ. ოლექსი გონჩარენკო - საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ, გთხოვთ, არ დაუშვათ, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს - მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. ვიოლა ფონ კრამონი - საქართველო არის ევროპა, რადგან მისი ხალხი ამბობს ამას - არცერთ პოლიტიკურ პარტიას თუ გარე ქვეყანას ამის შეცვლა არ შეუძლია.

      პრემიერის სიტყვა „კაზმული“ - პრემიერი - ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. პრემიერი ყატარის ფორუმზე - ჩვენ ეროვნულ ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს, რადგან ჩვენი ინტერესები გვაქვს - მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. პრემიერი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - უსამართლოა, მაგრამ გვესმის, რომ მათ გადაწყვიტეს მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, იმიტომ, რომ ქვეყანა ომშია, მოლდოვა მეზობელი ქვეყანაა და ისიც ძალიან რთულ სიტუაციაშია. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით - ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე.

      დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულებიდან ევროკავშირის ქვეყნების მართლმადიდებელ პატრიარქებს მიმართავს არ დაიშურონ ევროპელი ხალხისა და მათი მთავრობების წინაშე შუამდგომლობები.

      გალობა ვატიკანში - ჟოზე აველინო ბეტანკურმა თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს ვატიკანში ვიზიტამდე წმიდა საყდრის სადესპანოში უმასპინძლა.

საზღვარგარეთულები:

      ომი - გუბერნატორი - რუსული ძალები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შევიდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ოპერატიული სარდლობა - უკრაინელმა სამხედროებმა 25 ოკუპანტი და მტრის ტექნიკა გაანადგურეს. ალექსეი არესტოვიჩი - ომის დაწყებიდან 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ანდრეი ერმაკი - კრემლის მცდელობა, დაემუქროს ლიეტუვას კალინინგრადისკენ ტვირთების გატარების აკრძალვის გამო, ევროკავშირისა და ნატოსთვის გამოწვევაა. დიმიტრი პესკოვი - რუსეთი ვერ გასცემს გარანტიას, რომ უკრაინაში დატყვევებულ ყოფილ ამერიკელ სამხედროებს სასიკვდილო განაჩენი არ დაემუქრებათ. რუსეთის დაბომბვის შედეგად, ხარკოვის რეგიონში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. გენშტაბი - უკრაინის დამცველებმა მარინკას რაიონში შტურმი შეაჩერეს, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 34 100 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. მიხაილო პოდოლიაკი - ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიბრძვით, არამედ ევროპაში თავისუფლებას და მსოფლიოს უსაფრთხოებას ვიცავთ. ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინისთვის იარაღით მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინამ 35 სამხედროს, მათ შორის მარიუპოლის დამცველების, ცხედრები დაიბრუნა. აშშ-ის გენერალური პროკურორი უკრაინაში - დასამალი ადგილი არ არსებობს - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ დამნაშავეები პასუხს აგებენ სისასტიკეზე.

      რუსული „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის კუთვნილი ნობელის პრემია 103,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, თანხა უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 108

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters