ევროპის დალაგებული ქართულად ისევ აირია, ვაქცინა არსად ჩანს

      ჯერ იყო და ევროპა საქმეს ალაგებდა და ყველაფერი მოლაპარაკებისკენ მიდიოდა, მაგრამ მერე განცხადებები გაკეთდა და ყველაფერი აირია - დღეს დაანონსებული აქციების სერია გაგრძელდა და დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. ასევე დაგვიანებული და თითქის ჩვენამდე არ მოსული ვაქცინაცია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 271379, ბოლო დღე-ღამეში - 461; გამოჯანმრთელებული - 265686, ბოლო დღე-ღამეში - 163; გარდაცვლილი - 3532, ბოლო დღე-ღამეში - 12; კარანტინის რეჟიმში - 304. დოლარის ფასი ლარში - 3.3252.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 461 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 22 900 ტესტი ჩატარდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, COVID-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნულ გეგმაში კორუფციული რისკები არ არის შეფასებული. თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს პირველ კვარტალში მიიღებს. ვაქცინაციის საბჭო მზადაა გაითვალისწინოს არასამთავრობოების წინადადებები, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული, რადგან კორუფციის რისკი ეპიდემიის პირობებში, მაღალია. ამირან გამყრელიძე - სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“. დაპირისპირება არსებობს ჩემსა და მხოლოდ ერთ სუბიექტს შორის, ეს სუბიექტი კორონავირუსია - არავითარი დაპირისპირება. დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „კოვაქს“ პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა - დარწმუნებული იყავით, ამ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა ეკატერინე ტიკარაძესთან. არ მაქვს. ამ საკითხს ნუ გაუწევთ ასეთ აჟიტირებას, ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. იმნაძე: ვაქცინაციის დაწყება არ არის მთავარი, მთავარი დამთავრებაა. იმნაძე: არ ვიყავი ბოლომდე ის... რომ ჩინური ვაქცინით დაგვეწყო ქვეყანაში. ვაქცინის შემოტანის თარიღი მთავრობასთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული - Covax-ის პასუხი.

      შარლ მიშელის შეხვედრის გამოძახილი და დაანონსებული აქცია რუსთაველზე - მამუკა მდინარაძე - გუშინ, შარლ მიშელი ყველას არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ. არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი და შეთანხმების მსგავსი არ ყოფილა - შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, რომ განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით. ზურაბ ბატიაშვილი - სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ერთმანეთთან საუბარი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - პრემიერის სახეზეც იკითხებოდა, რომ ის იძულებული გახდა ამ მოლაპარაკებებზე წასულიყო. ირაკლი ქადაგიშვილი - ირაკლი კობახიძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ მოლაპარაკების ერთ-ერთი ლიდერი იქნება. ალეკო ელისაშვილი - სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების გარეშე არ შეგვიძლია - მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს! დავით ზალკალიანი - ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, რაც შარლ მიშელის ვიზიტმა დაადასტურა. სალომე ზურაბიშვილი - ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ალეკო ელისაშვილი - შარლ მიშელი ყველა ნიუანსში ჩახედული იყო, არ იყო ციდან ჩამოფრენილი მომღიმარი უცხოელი, ერთადერთი თხოვნა იყო - დასხედით, ტონს დაუწიეთ. შარლ მიშელი - საქართველოში ჩემმა ვიზიტმა, სულ მცირე, თვალი ამიხილა. ნინო ბურჯანაძე - შარლ მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი - ვფიქრობ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან ამ კომენტარით. ირაკლი ზარქუა - როდესაც შარლ მიშელი ესწრებოდა შეხვედრას, ოპოზიციიდან ყველანი ტკბილები იყვნენ, როგორც კი თვითმფრინავი აფრინდა, ნახეთ რაც მოხდა, მერე მიხვდნენ და გამოაცხადეს, მეტს არ ვიზამთო. ბენ ჰოჯესი - საქართველოში ოპოზიცია დაზარალებული მხარეა. ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროდ, შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია - დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციაზე 7 პირი დააკავეს. ზაალ უდუმაშვილი - აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ აქციის მონაწილეები მოიპარეს და წაიყვანეს - სამართალდამცავები რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. გიორგი კანდელაკი - „ოცნებას“ უნდა ესმოდეს, რომ საერთაშორისო წნეხი, რისი გამოხატულებაც იყო შარლ მიშელის ვიზიტი, კიდევ უფრო გაიზრდება. აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან, გზის სავალ ნაწილზე დასხდნენ. თინა ბოკუჩავა - ღარიბაშვილი და მისი უფროსი დროულად ჩამოყალიბდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა - რუსული ავტორიტარიზმისკენ თუ ევროკავშირისკენ. დავით მათიკაშვილი - არსებობდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რიტორიკას და მდგომარეობას შეინარჩუნებდა, დღეს დილას აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ. ხატია დეკანოიძე - ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შემდეგ მოლაპარაკებებზე ნიკა მელია იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ირაკლი ქადაგიშვილი - „შვისტოკით“ და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება. შალვა პაპუაშვილი - გამოსავალია არა საყვირებით სიარული და პარლამენტის გარშემო რიტუალური სვლა, არამედ მონაწილეობა იმ დემოკრატიულ პროცესში, რასაც ჰქვია პარლამენტში მუშაობა. ალეკო ელისაშვილი - პარლამენტთან აქცია იმ სულისკვეთების საპირისპიროა, რაც გუშინდელ შეხვედრაზე იყო, ეს არის გულდასაწყვეტი და გაუგებარი. პარლამენტთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია შუადღის პირველი საათისთვის დასრულდა. ირაკლი ქადაგიშვილი - ფაქტობრივად, ნიკა მელია თავისუფალია და მისი არჩევანია, რა მდგომარეობაში გააგრძელებს ყოფნას - საკანში თუ საკნის გარეთ. ანრი ოხანაშვილი - თუ ვთანხმდებით, რომ უნდა ვისაუბროთ, დილით პიკეტირებას და პროვოკაციას არ უნდა აწყობდე. ბექა ოდიშარია - ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე. გიგი უგულავა - „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს, ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა - ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც. თაკო ჩარკვიანი - ქუჩის აქციები უნდა გაგრძელდეს, ღარიბაშვილის ტონალობას რომ მოვუსმინეთ, ისევ ძალიან ხისტი იყო, კვლავ კუნთებზე იყურება. ხატია დეკანოიძე - რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა ღარიბაშვილს, ადეკვატური არ არის იმ მოლოდინის, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის უფლება გვაქვს, შეხვედრაზე აქციების მოდიფიკაციაზე ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ ფორმებზე. ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ხელს არ უწყობს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. საბა ბუაძე - კანონიერი პროტესტი თუ ამ ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს ვინმესთვის. ე.ი. ეს ადამიანი თავად არის პრობლემა. კახა კალაძე - ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს. გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს და დღეს ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია - პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებენ, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. ზაალ უდუმაშვილი - დღევანდელ შეხვედრაზე აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ. გიგი უგულავა - თუ რეალურად დაიწყება დიალოგი, კორექტივებს შევიტანთ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიაში, მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი ცვლილება არ არის. ლევან ბოძაშვილი - ხელისუფლებას მოუწევს ბრიუსელში პასუხის გაცემა და არა ოპოზიციას - ველოდები, რომ უახლოეს ორ კვირაში მელიას გათავისუფლების იურიდიული ფორმა გამოიძებნება. მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე - გუშინ დადგეს, შეთანხმდნენ: მოდი, გარეთ გავიდეთ გახარებული სახეებითო - უნდა გაგვიხარდეს ყველას, როცა შეთანხმებას მივაღწევთ.

      საარჩევნო კოდექსი - ალეკო ელისაშვილი - სხვა რომ არაფერი გამომივიდეს პოლიტიკაში მხოლოდ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები თუ იქცევა კანონად, ეს იქნება საშვილიშვილო ამბავი. მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, გადაჭარბებულ იმედებს ვამყარებთ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე. კახა კახიშვილი „საარჩევნო კოდესში“ ცვლილებებზე თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებული თემების განხილვაში ექსპერტების ჩართვას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი - მზად ვართ განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 3%-მდე, თუ პარლამენტში დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო რაოდენობა შემოვა.

      მელაშვილის პროცესი - ივერი მელაშვილი - ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ მეც და ნატალიაც მართლები ვართ - განაჩენიც გამამართლებელი უნდა იყოს, სხვა არ არსებობს. აქციებზე რომ გამოვდივარ, რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ ვარ, მე ქვეყნის მხარდამჭერი ვარ. ადვოკატი - ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო ბოდიშს ხვალ აუცილებლად მოუხდის.

      კახა კალაძე - არჩეული მერი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც აღებული მაქვს, ღირსეულად ჩავამთავრო.

      ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა. პრემიერი - ჩვენ გავხდით უპრეცედენტო შეტევის მომსწრენი ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამების კასკადი ვიხილეთ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი.

      სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ზერტის მცხოვრები უკანონოდ დააკავეს.

      „საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6% შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში ზეთი 34%-ით, შაქარი 14%-ით, თევზეული 10.6%-ით, პური და პურპროდუქტები 8.7%-ით, რძის ნაწარმი 6.4%-ით გაძვირდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 240 და გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერაყში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. რუსეთში, ოქტომბრის შემდეგ პირველად, კორონავირუსის 11 000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა.

      ნავალნის საქმე - ევროკავშირმა და აშშ-მა რუს თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესეს.

      ინდონეზიაში სინაბუნგის ვულკანი ამოიფრქვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 87

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters