სუბიექტური ჭეშმარიტებისთვის გამორჩეული ადგილია ბლოგოსფერო და ჩემი ბლოგიც არაერთხელ გამხდარა მსგავსი ჭეშმარიტებების ადგილი (შესაძლოა, ზოგჯერ ობიექტურობაზეც ჰქონია პრეტენზია (ვიცი ახლა დაეჭვებით ან გაბრაზებით იკითხავთ, რას ნიშნავს სუბიექტური ჭეშმარიტებაო, მითუმეტეს ჭეშმარიტებებიო და მართალიც იქნები - ჭეშმარიტება ან არის, ან არ არის! რა შუაშია აქ სუბიექტური და ობიექტური?)). მაგრამ მე მაინც მინდა, რა ამის პასუხია და ... ჩვენს ფოლკლორთან დაკავშრებით ერთი მოსაზრება გაგიზიაროთ.

Qwelly, ბლოგი, ტრადიცია, ფოლკლორი, ქველი, ხალხური
ფოტო სახელწოდებით "მომღერალი ანსამბლი". წყარო

      გუშინ გვიანობამდე შემოვრჩი ინტერნეტ სივრცეს და ისეთ რამეებს ვნახულობდი, თანდათან რომ მიმტკიცებდა ადრინდელ დასკვნას - არაფერი არ უნდა გვეშველოს, უბრალოდ არ გვაქვს რაიმე ისეთი, რის გამოც შეიძლება ამ ქვეყანას და ამ ხალხს რამე ეშველოს. ჩემივე დასკვნის საპირისპირო აპოლოგიის მოფიქრებისას გონებაში განათდა - კი მაგრამ ქართული ფოლკლორი?! ჩვენ ხომ მდიდრები ვართ ფოლკლორით?! იქნებ ამან გადაგვარჩინოს? მაგრამ არა! თურმე აქაც გაჩნდა ბზარები და თან ძალიან დიდი. იცით, ნელ-ნელა, ჩვენი ფოლკლორული სიმდიდრეც წარსულში რჩება და ისეთივე საამაყო ხდება როგორც ოქროს საწმისი, ოქროს ხანა, ვეფხისტყაოსანი, ვაჟა და გალაკტიონი. ანუ, ახალ სამყაროში, თანამედროვეობაში ჩვენი მხსნელი ფოლკლორიც აღარ გვეიმედება და ეს ძალიან მარტივი მიზეზით შემიძლია განვმარტო.

      ერთ აზრზე ყოფნისთვის, მსჯელობის ერთი ხაზის შენარჩნებისთვის მნიშვნელოვანია შევჯრდეთ რას მოვიაზრებთ სიტყვა ფოლკლორში. ეს ტერმინი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, არც მაინცდამაინც ცნობილი და პოპულარული მწერლის, უილიამ ჯონ ტომასის მიერ შეიქმნა. მან გერმანული დიალექტების და ინგლისური შესატყვისების ნაზავით folk lore გააერთიანა ... და ჩვენებურად ყველაზე უკეთ ალბათ "ხალხურ სიბრძნედ" ითარგმნა. ეს უკანასკნელი მოიცავს მუსიკას, პოეზიას, ტრადიციულ რიტუალებს, რეწვას და ა.შ. თითოეულ ამ მიმართულებაში ჩვენ არ ჩამოვრჩებთ მსოფლიოს არცერთი დიდი კულტურისა თუ წარსულის მქონე ხალხს, მაგრამ საინტერესო, რა ხდება "ფოლკლორის" თანამედროვე სამყაროში? სხვა ქვეყნებზე ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ჩემს ქვეყანაზე შემიძლია პირადი დაკვირვებები და მოსაზრებები გაგიზიაროთ.

      ერთადერთი რის გამოც ქართველების ყოფნა ჯერ კიდევ საჭიროა ფოლკლორის კუთხით, ესაა რეწვა. სხვა მხრივ, უბრალოდ ჩანაწერებით შეიძლება შემოვრჩეთ მსოფლიოს და ესეც სრულიად საკმარისი იქნება. მოუნდება ვინმეს ჩაკრულოს ან ხასანბეგურას მოსმენა? ჩართავს და მოუსმენს. რა პრობლემაა? ამისთვის მთელი ერის არსებობა, რა საჭიროა? ნუთუ კიდევ იქმნება ახალი "ხასანბეგურა"? დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ყოველშემთხვევაში ფოლკლორის სახელით - არა. მივხვდი ახლა რაც გაიფიქრეთ, რეებს მიედ-მოედებაო, მაგრამ ვეცდები უფრო ნათელი გავხადო მსჯელობა და ზუსტად იმ ერთ წერტილზე გავაკეთო ფოკუსირება, რასაც დაარქვეს ტერმინი ხალხური!

      ფოლკლორის ამოსავალი წერტილია მისი ხალხურობა. ყველა ხვდება, რომ ხასანბეგურა ისე არ შეიქმნებოდა, როგორც გვიყვებიან. ერთი გურული ავიდა ხეზე ყურძნის მოსაკრეფად, დაიწყო სიმღერა, მერე მეორე ხიდან მეორემ უპასუხა და ქვემოთ ბანს აძლევდნენ და ასე შეიქმნა და ჩამოყალიბდა ეს მსოფლიო საოცრება თავისი კრიმანჭულით. არა, ასე არ მოხდებოდა. ვიღაც, სხვებთან შედარებით მუსიკალურად გონებაგახსნილი და მდიდარი ადამიანი დაჯდა და ეს სიმღერა ხმებში გაშალა და სხვებსაც უთხრა, აი ასე იმღერეთო, მაგრამ არ უთქვამს, რომ ამ სიმღერის ავტორი მე ვარ - ჯახვი ჯახვა და თუ შეიძლება ასე შეიტანეთ ისტორიაშიო (ან ქართველებს რომ ვიცნობ, არ მგონია ადრე მაინცდამაინც განსხვავებულები ყოფილიყვნენ, მაშინაც დაიწყებდნენ საავტორო უფლებებზე დავებს, უბრალოდ არც დამცველი ჰყავდათ ვინმე და ვინაიდან არც ჩაწერის ხელსაწყოები ჰქონდათ, დროთა განმავლობაში მათი შემოქმედება გახალხურდა). ასეა პოეზიის 99%-ც, თითოეულს ჰყავს საკუთარი ავტორი, ერთი ადამიანი, რომელიც წერდა, მაგრამ მერე იკარგებოდა. ნუ, შესაძლოა, განსაკუთრებით ალბათ სადღეგრძელოებში, თითოეული მთქმელი თავისებურად ცვლიდა ლექსის რითმას და ამიტომ გახალხურდა, სრულიად შესაძლებელია. მოკლედ, ხალხურ პოეზიასაც იმან უშველა, რომ ვერ ჩაწერდი და ვერ შემოინახავდი შენი სახელით. ასეა ხალხური თქმულებებიც. რეწვაში საქმე ცოტა სხვაგვარად მგონია, რადგან მაინც ჯგუფურად მოფიქრებული საქმიანობაა, რიტუალების მსგავსად, მეტწილად არაინდივიდუალურ, არამედ კოლექტიურ მუშაობას მოითხოვს, ამიტომ რეწვა უფრო რჩება ფოლკლორის ერთადერთ ნამდვილ სახედ. თუმცა ერთადერთად რატომ, მის გვერდი დავაყენებდი ცეკვას. ეს უკანასკნელი სრულიად ექსპრომტად მოფიქრებული მოძრაობების შედეგია. ყოველგვარი დადგმულობის გარეშე, თითოეული ადამიანის პირადი განცდა მოსმენილ მუსიკაზე, ამიტომ ცეკვა, გაცილებით უფრო ორიგინალურია, ვიდრე მუსიკა და ვიდრე პოეზია. მაგრამ ჩვენს დროში, რეწვა უფრო ინარჩუნებს ფოლკლორულობის, ხალხურობის ხასიათს და აგრძელებს შემოქმედებას, განახლებას, ვიდრე ცეკვა და ამის მიზეზი კვლავ ჯგუფურ სამუშაოსთან არის დაკავშირებული.

      ეს ყველაფერი, ასე მოხდა თუ ისე, ფაქტია აქამდე მოვიდა და ეს ჩვენი წარსულია, ჩვენი წინაპრების შექმნილი ფოლკლორი, ჩვენი სიმდიდრე, მსოფლიოსთვის მართლაც უნიკალური, მაგრამ  ... 1 საუკუნის მერე რას იტყვიან, საუკუნის წინ რა ფოლკლორი იქმნებოდაო? 

      თანამედროვე სამყარომ "ხალხურობის" გაგება მოსპო. დღეს ყველა, ვინც ერთი ოქტავის ფარგლებში დო_დან დო_მდე მელოდია შექმნა, ქვემოთ მიაწერა - კომპოზიტორი ჯახვი ჯახვა. ვინც 4 სტრიქონი კოტეტიშვილივით გარითმა ყველამ ქვემოთ მიაწერა - პოეტი ჯახვი ჯახვა (თუმცა, გულწრფელობა მოითხოვს ვთქვა, დღევანდელი "პოეტები" კოტეტიშვილებად ნაკლებად, ძირითადად უფრო ორ სხვა მიმართულებად იყოფიან, ესენია გრანელები და ფშაველები. ყველა ვისაც სევდა შემოაწვება, თავი ტერენტი ჰგონია და რამე მძაფრსიუჟეტიან, გულისდამდუგველ ლექსს წერს, მერე Yiruma-ს მუსიკას დაადებს, წვიმაში ჰაეროვნად (პირდაპირი მნიშნელობით) წაიკითხავს და იუთუბზე ატვირთავს.  და ყველა, ვინც წვერს მოუშვებს და თვალი ცემა-ტყეპაზე და ხმალზე უჭირავს თან ჩოხვა აცვია, ლექსს იწყებს სიტყვით - არხოტო და თავი ვაჟა ჰგონია (ვიცი, რომ პოეტებს ძალიან არ ვწყალობ, მაგრამ ეგენი ძალიან მომრავლდნენ. ხომ ხედავთ, ისინი საერთო არ ვახსენე, უცენზურობაზე მსმენელი რომ მიუთითებს და აკაკის შაირების მოშველიებით იმართლებენ თავს, ესაა პოეზიაო)) და თუკი ვინმემ სხეულის მოძრაობები 30 კაცს ერთნაირად შეასრულებინა, დაისაკუთრა კიდეც - ეს ცეკვაა და მე ამის ქორეოგრაფი ვარ - ჯახვი ჯახვა.

      ვფიქრობ, სათქმელ უკვე მიმიხვდით. ჰოდა, მოკლედ მოვჭრი და ღია კითხვას დავტოვებ მკითხველისთვის - ასეთ პირობებში, თანამედროვე სამყაროში, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა შეიქმნას ფოლკლორი? რამე ხალხური

ნახვა: 299

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ტრადიცია, ფოლკლორი, ქველი, ხალხური

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters