ზამთარი მიილია. კიდევ ერთი ხანდახანსიცივეშეპარული ზამთარი. მომდევნო დღეები კი შედარები შხაპუნა იქნება, გაზაფხული წვიმებით დაიწყებაო ამბობენ სინოპტიკოსები. ქვეყნის გარეთ თუ უკრაინის ამბავია აქტუალური, ქვეყნის შიგნით, უკრაინის მოქალაქე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო განვითარებული მოვლენების და გამოთქმული კომენტარების შეფასებების დღეა და ასევე, ხალხის ძალებშემოკრებილი პარტიის ინიციატივის განხილვები - აგენტები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6325 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 28 თებერვალი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      პრეზიდენტყოფილი - ანა ნაცვლიშვილი - ერთადერთი სწორი გამოსავალი არის სააკაშვილის არა გათავისუფლება, არამედ საზღვარგარეთ სამკურნალო მიზნებისთვის გადაყვანა, ხელისუფლებას ამის გაკეთება არ უნდა, რაც ადასტურებს, რომ მისი მიზანი პოლიტიკური ვენდეტაა. იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ. სალომე სამადაშვილი - არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით - სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთ დემარშს არ განახორციელებდა. პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ ვეუბნები - ჩემი დასაცავი გახდებით, თუ სააკაშვილს მოკლავთ - როგორი სტანდარტითაც სააკაშვილს მოექცევით, ისეთი სტანდარტით მოგექცევიან თქვენც. სააკაშვილის ადვოკატი - მომაკვდავი პატიმრის საქმე უკვე მეხუთე დღეა, თუ მეტი არა, დევს სააპელაციო სასამართლოში და ჯერ, როგორც ჩანს, დირექტივა არ მიუღიათ ზემოდან, რა უნდა გააკეთონ. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილს 38,3 აქვს ტემპერატურა და წნევაც მაღალია, წონა 66 კილოგრამი და 700 გრამი - ადამიანი გაილია. გია ვოლსკი - ვერავინ უარყოფს, რომ სააკაშვილის გარემოცვა გარკვეულწილად თუ არა, პირველ რიგში, დამნაშავეა იმაში, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებობს. არჩილ თალაკვაძე - არ მახსენდება არცერთი დემარში მაშინ, როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობისას არაადამიანური მოპყრობის გამო პატიმრები მართლა კვდებოდნენ - ეს დემარში ამბობს, რომ საჭიროა ელჩებთან შეხვედრა. მამუკა მდინარაძე - ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს, რომელიც სინამდვილეში დაფუძნებულია „ფეიკზე“ და მის ნაწილობრივ შიმშილობაზე. შვედეთის ელჩი - იუსტიციის მინისტრს დემარში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ცნობებისგან გამოწვეული შეშფოთების გამო წარვუდგინეთ. შალვა ხაჭაპურიძე - ორკესტრირებულად მოქმედებს პოლიტიკური და სამედიცინო ნაწილი - თურმე თამარ დავარაშვილი ყოფილა ჰიპოკრატე. შალვა პაპუაშვილი - ევროპამ დამნაშავე სააკაშვილის შეფარებით მიგვიყვანა წითელ ზღვრამდე, რომლითაც აქ სამოქალაქო არეულობა შეიძლება მომხდარიყო - იგივე შეცდომა მეორდება კეზერაშვილ-ადეიშვილთან მიმართებაში. დმიტრო კულება - საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს - მე მისთვის ვიბრძოლებ. რატი ბრეგაძე - შეწყდეს საკითხის პოლიტიზება - თუ მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. იუსტიციის მინისტრი - ელჩებს გავაცანით ინფორმაცია, რას აკეთებს სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის და მკურნალობის მიზნით - ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, გვინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. გიორგი გრიგოლია - სააკაშვილის ჯანმრთელობა უკან-უკან მიდის, სასწრაფო მკურნალობაა საჭირო, რათა მობრუნდეს - შეიძლება სრულფასოვანი ადამიანი აღარ იყოს, მაგრამ ჯანმრთელობას აღარ ჰქონდეს საფრთხე.

      გავლენიანი აგენტები - საქართველოს პრეზიდენტი „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონზე - ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. შალვა პაპუაშვილი - ვეტო ხომ უბრალოდ რაღაც ინსტრუმენტი არ არის - არის მცდელობა, რომ დემოკრატიული დისკუსია ტაბუს ქვეშ მოექცეს. ანა ნაცვლიშვილი - კანონპროექტი, რომელსაც ჰქვია „კუდიანებზე ნადირობის“ პროექტი, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას უქადის - ამ კანონის მიღება დარტყმას მიაყენებს სახელმწიფოს და თითოეულ მოქალაქეს. თამარ კორძაია - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი საზოგადოების დევნის მცდელობაა. ნაზი ჯანეზაშვილი - ეს არის რუსული კანონი და დაინიცირებულია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდება, პრობლემები შეუქმნან. „ლელოს“ წევრებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. შვედეთის ელჩი „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე - ჯერ კიდევ არის დრო და იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონს. ხათუნა სამნიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - ამ ინიციატივის არსია, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყოს, დაღი დაესვას ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც წლების მანძილზე ამ ქვეყნის ინტერესებისთვის შრომობდა. ლაშა ტუღუში - პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარით, რომ ისტორიული მომენტია და ისტორიის წინაშე აგებენ პასუხს - ან გვეხმარებიან ევროკავშირში შესვლაში, ან ღუპავენ ქვეყანას. გიგი წერეთელი - ეს კანონი სრულიად მიუღებელია - თუ სადმე უნდა ეძებონ უცხოური გავლენის აგენტები, ეს, პირველ რიგში, ოკუპანტი ქვეყნის გავლენებია. გიორგი მელაშვილი - „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ევროპისგან დაშორებას, ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს. გურამ მაჭარაშვილი - თუ ვთანხმდებით, რომ სრული სუვერენიტეტი არ გვჭირდება, ძალიან ცუდია - ვამბობთ, რომ არც ერთი ქვეყნის მონობა არ გვინდა - არც რუსეთის და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნის - კოლონიალური აზროვნება ძალიან ცუდია. გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით კიდევ უფრო ღრმა საბოტაჟში შევიდეს და ფორსირებული რეჟიმით სურს მიიღოს ე.წ აგენტების შესახებ კანონი. იაგო ხვიჩია - აგენტების რეგისტრაციაზე კანონპროექტი პროპუტინისტურია, არ მჯერა, რომ ამას მიიღებენ - ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში. ნათია კუპრაშვილი - პრინციპების დონზე აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას ასამარებს. ხატია დეკანოიძე - ვიზიარებ პრეზიდენტის გზავნილს - ვეტო გზავნილია საერთაშორისო სამყაროსადმი, რომ ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს იზიარებს, არ არის იმ პოზიციაზე, რაზეც „ქართული ოცნება“ და მისი განშტოებაა. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს დემოკრატიის მშენებლობაში. გიორგი კვირიკაშვილი უცხოური გავლენის კანონპროექტზე - მისმა მიღებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს კანდიდატის სტატუსის მიღებას - იმედია, „ქართული ოცნება“ არ გადადგამს ნაბიჯს, რომელმაც შესაძლოა, დაგვაშოროს მიზანს.

      ისტორიკოსები - პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესზე, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს. გიორგი მშვენიერაძე - მოწმემ დაადასტურა, რომ ივერი მელაშვილი ყოველთვის დაჟინებით ცდილობდა საქართველოს ინტერესები დაეცვა, მათ შორის, მოლაპარაკებების პროცესში. გარეჯის საქმის პროკურორი - მოწმის დღევანდელმა ჩვენებამ დაადასტურა, რომ რუსეთის არქივიდან მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალის მოძიებას ბრალდებულთა მხარე და კომისია 2005-2007 წლებში თავად ცდილობდა.

      „საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ - მივმართავთ პარლამენტს, დროულად თქვას უარი საქართველოს ევროპული მომავლისთვის დამაზიანებელ პროცესზე.

      შუალედურები - დღეიდან 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. აკაკი კობალაძის განცხადებით, არც მისი და არც აკაკი ხუსკივაძის მხრიდან ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის მისამართით მუქარას ადგილი არ ჰქონია.

      ლორდი ჯეიმს უოლესი - ნიკა გვარამია, სააკაშვილის მსგავსად, აშკარად პოლიტიკური ნიშნით ჩასვეს ციხეში.

      პარტია „მოქალაქეები“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარადგენს. ლევან იოსელიანი - ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმების გარეშე პროცესი ჩიხში იქნება შეყვანილი და არის კიდეც - შევეცდები, ყველა პარტიის კონსენსუსური ფიგურა გავხდე და მხარდაჭერა მოვიპოვო. შალვა პაპუაშვილი ლევან იოსელიანის სახალხო დამცველობის კანდიდატად დასახელებაზე - საინტერესო ინიციატივაა, ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში.

      ვიქტორ წილოსანი - ე.წ. ბასლეინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე და დადიანის გამზირზე დაემატება. არ დაგვავიწყდეს, როგორი ავტობუსები და მიკროავტობუსები გვყავდა და მოლოდინის დრო რა იყო - როცა სისტემა გადმოვიბარეთ, მოლოდინის საშუალო დრო 28 წუთი იყო, დღეს 18 წუთია, ჩვენი მიზანია, ეს დრო 7-8 წუთამდე დავიყვანოთ.

      „დღის“ ნიუსები - ლორდთა პალატაში სააკაშვილისა და ივანიშვილის შესახებ ისაუბრეს. „ემ ქეი დი“ -„კრედიტ სუისსის“ მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს.

      შემოწირულობა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“- 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 370 000 ლარის შემოწირულება მიიღო, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ („ალტ-ინფო“) - 158,098 ლარი, „ლელომ - 151 337 ლარი. შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ შემომწირველებში რუსეთის მოქალაქეების ყოფნაზე - რუსეთის მოქალაქე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში ზის და ახლა რას მელაპარაკებით? - ჩვენ პარტიას დასამალი არაფერი აქვს. შალვა პაპუაშვილი - შარშან ყველა პარტიამ ჯამში შემოწირულობებით და საბიუჯეტო დაფინანსებით 12 ნახევარი მილიონი ლარი მიიღო - ოთხი “ენჯეოს” ბიუჯეტი ეყოფა, რომ 12 მილიონი შეადგინოს.

      დარიგება - მეუფე შიო - ღმერთმა ინებოს, ამ დიდ მარხვაში დავძლიოთ მთავრობის მოყვარეობის სული, სურვილი და მისწრაფება, ვმბრძანებლობდეთ სხვა ადამიანებზე.

      ჩაბუდებული მტერი - ინალ არძინბა - ინტეგრაციულ გაერთიანებებში ჩვენ ვხედავთ პოტენციალს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად - რუსეთის ფედერაცია კი გვეხმარება. ოკუპირებული აფხაზეთი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის გატანაზე შეთანხმდნენ.

საზღვარგარეთულები:

      დაწერილ-თქმული უკრაინიდან ან უკრაინაზე - ლატვიის პრეზიდენტი - ნამდვილად ვხედავ უკრაინას, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას. იაპონიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა, სიაში მოხვდნენ „კალაშნიკოვის“ ხელმძღვანელი და „როსბანკი“. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური - ბახმუტის გარშემო სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. დიმიტრი პესკოვი - მოვისმინეთ შოლცისა და მაკრონის განცხადებები, რომ გააგრძელებენ პუტინთან კომუნიკაციას, რათა ეძებონ გზები და გამოსავალი სიტუაციიდან, თუმცა, ბოლო დროს არანაირი ინიციატივა არ ყოფილა. იგორ კირილოვი - აშშ უკრაინაში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს. ვლადიმერ პუტინი ადასტურებს, რომ „ეფესბეს“ რიგებში დანაკარგები აქვთ. ვოლოდიმირ ზელენსკი - წელს არის დრო, რომ გადაწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი - ერთად ბრძოლაში, ერთად გამარჯვებაში! იენს სტოლტენბერგი - რუსეთთან ურთიერთობებში უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს.

      კანადის მთავრობამ სამსახურებრივ მობილურ მოწყობილობებზე ჩინური „ტიკტოკის“ აპლიკაცია აკრძალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 47

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters