ომის წლისთავი მოვიდა. მოლოდინები - ორ თვეში რუსეთი ყველაფერს აიღებს ან სანქციები მაქსიმუმ სამ-ოთხ თვეში რუსეთს თვითონ დაშლის - არ გამართლდა. ომის წლისთავის აღნიშვნა კვლავ ომში მოუწია უკრაინას და მის გულშემატკივარ მსოფლიოს. ცხადია, დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო საქართველოში და პოლიტიკური განცხადებებიც მთლიანად ამ თემის გარშემო ტრიალებდა და მომიჯნავედ - ევროკავშირის გზა. ცხადია, ბოლო კვირის რეზონანსული ამბავიც - აგენტებად რეგისტრაციების შესახებ - დღესაც დაკომენტარდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6325 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 თებერვალი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      ომის წლისთავი ქართულ პოლიტიკაში - საქართველოში ევროკავშირის ელჩი - უკრაინა იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ევროპა ეფუძნება - უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ირაკლი კობახიძე - ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ დამოუკიდებლობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას! Слава Україні! გიორგი გახარია - ომიდან 1 წლის თავზე უკრაინა დგას, ძლიერი, დაუმარცხებელი და კიდევ უფრო ახლოს ევროპასთან - უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია იმართება. ხათუნა ლაგაზიძე - უფსკრულის კიდეზე ვდგავართ, ევროპას საყელოში აქვს ხელი წავლებული და ცდილობს, არ ჩავიჩეხოთ - დღეს რომ მშვიდობაა საქართველოში, თავიდან ბოლომდე უკრაინის დამსახურებაა. ბრიტანეთის ელჩი - საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის თავისუფლების და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წევრები ფარისევლურად უსურვებენ უკრაინას მშვიდობას და არ საუბრობენ გამარჯვებაზე, ასეთ მშვიდობაზე რუსი პროპაგანდისტებიც საუბრობენ ყოველდღე. სალომე ზურაბიშვილი - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია. არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს! - სხვა ალტერნატივაც არ არსებობს, ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს. საქართველოს მთავრობა თუ არა, პრეზიდენტი უთუოდ უნდა ყოფილიყო დღეს კიევში, ამისთვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე - სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. არ შეიძლება, მწუხარება არ გამოვხატო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავისი თავი - საბედნიეროდ, საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია. შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკომპრომისოა უკრაინის მხარდაჭერაში - უკრაინას და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის გმირულ ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ - Слава Україні! მაშინ, როდესაც ალყაშემორტყმული კიევი იბომბებოდა, იხურებოდა საელჩოები, ქართული საელჩოს კარი ერთი წუთითაც არ დაკეტილა და დროშა არ დაწეულა. პრემიერი - 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო დამანგრეველი ომი უკრაინაში - ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა - ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა თავისუფალია, არავის ვზღუდავთ - იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის ხელმძღვანელობისგან ისმის, თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ანდრეი კასიანოვი - ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური. უკრაინა ისწრაფვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ, უკრაინელები გმირულად ირჩევენ ამ მშვიდობას და არა მხოლოდ თავიანთთვის. მტკიცედ უარვყოფთ ნებისმიერ ბრალდებებს, საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმის მცდელობასთან დაკავშირებით. ძალიან შეშფოთებულები ვართ „ქართული ოცნების“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით. უკრაინული მხარე დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპისა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. უკრაინულ მხარეს არ მიუღია არცერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში მონაწილეობაზე. ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე. მამუკა ხაზარაძე - რადაში საოცარი სულისკვეთებაა - ეს ხალხი დღეს თავიდან იბადება როგორც ერი, მებრძოლი, რომელიც არავის დაუთმობს სამშობლოს. ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებაზე“ – რუსეთისკენ არიან და კიევში ვერ იქნებოდნენ. ლიეტუვის ელჩი - უკრაინის გამარჯვება, უდავოდ, უნდა მოიცავდეს რუსი სამხედროების გაყვანას უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. კახა კალაძე - უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვუსურვებ - ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და კარგად გვესმის, რას ნიშნავს ომი. ირაკლი ღარიბაშვილი - სწორედ ჩვენი ხელისუფლების გონივრული და ეროვნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეს ომი, მეორე ფრონტი და ეს პროვოკაციები თავიდან ავიცილეთ. მამუკა მდინარაძე - სამწუხარო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ვერ ხერხდება უკრაინაში უსასტიკესი ომის შეჩერება - სამწუხარო ფაქტია, რომ პარალელურად, ჯერ კიდევ გრძელდება ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. შალვა პაპუაშვილი - ოფიციალური მოწვევა არ გვქონია უკრაინის რადასგან ისევე, როგორც დღეს გავიგეთ, რომ პრეზიდენტსაც არ მისვლია მოწვევა - როგორც ჩანს, უკრაინის პრეზიდენტმა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ მიეწვია საქართველოს პრეზიდენტი. მამუკა ხაზარაძე - უკრაინა ამ წელს აუცილებლად გაიმარჯვებს და ერთად ვიზეიმებთ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ამ არაჩვეულებრივ ერთან ერთად. პაატა დავითაია - უკრაინამ, საბოლოოდ, გამოააშკარავა და ცივილიზებულ სამყაროს დაანახა რუსეთის იმპერიალისტური, ბარბაროსული სახე, რაც ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ. საქართველოში პოლონეთის ელჩი - ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: „ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს” - ეს არაა სხვების ომი, ეს არაა ომი ჩვენგან შორს. რატი იონათამიშვილი კასიანოვის განცხადებაზე - დღეს პროვოკაციების მთელი კასკადი ვნახეთ - ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, რა შედეგამდე მიგვიყვანს.

      სოლიდარობა უკრაიანს - თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. „დიდება უკრაინას“ - ამ სლოგანით საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობის აქცია - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ გაიმართა. უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პაატა ბურჭულაძე - მთავრობა არის სასწრაფოდ შესაცვლელი. ვიტალი კლიჩკო - მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! - თქვენ ყველაზე უკეთ იცით, რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება მოაქვს. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ - მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. აკია ბარბაქაძე - ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს - ჩვენ უნდა დავასრულოთ მონობა, მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინელების გვერდით, მაშინ ექნება ფასი ჩვენს სოლიდარობას. ელენე ხოშტარია უკრაინიდან - უკრაინა არის ადგილი, სადაც გამარჯვების გარანტია არავის ჰქონია, მაგრამ ყველას ჰქონდა მოქმედების, არ დაღლის, გამარჯვების რწმენა - ამ რწმენით უნდა ვიხსნათ ქვეყანა, რწმენა, რომელიც მძიმე მომენტში გეუბნება: არ დაიღალო, არ დანებდე და გაიმარჯვებ. ზურაბ ჯაფარიძე - 24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო - დღეს აქ ხართ, რაც ნიშნავს, რომ არ გჭირდებათ ახსნა, ვინ არის სიკეთის და ვინ ბოროტების მხარეს - ყველაფერი შეგვიძლია, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ! გიორგი ვაშაძე - დღევანდელი დღე შედგა, მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია - უნდა გვესმოდეს, რომ ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ გვექნება, ამიტომ კიდევ უნდა შევიკრიბოთ. აქცია - „ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“ საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დასრულდა.

      აუხდენელი ევროკავშირი - პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რომელიც საზიარო ევროპული ღირებულებების საერთო გაგებაზეა დაფუძნებული, მყარი საფუძველია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების ასაშენებლად. კელი დეგნანი - ბოლო 6-8 თვის განმავლობაში საქართველოში კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ცდილობს საქართველოსა და აშშ-ს შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას გამოუთხაროს ძირი. ველოდებით საქართველოს, საქართველო გზაჯვარედინზეა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორი მომავალი სურთ თავიანთი ქვეყნისთვის. შვედეთის ელჩი - შვედეთი და ევროკავშირი გააგრძელებენ საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ევროკავშირისკენ სწრაფვის მხარდაჭერას. პაველ ჰერჩინსკი - დეკემბერში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა უმაღლეს დონეზე გადაწყვეტს როგორ გაგრძელდეს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი - ვნახავთ პრაქტიკაში როგორ იქნება 12 პრიორიტეტი იმპლემენტირებული. ბექა ლილუაშვილი - დასავლელი პარტნიორები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ, ახლა გვეუბნებიან, რომ გზაჯვარედინზე ვდგავართ - სხვანაირად როგორ გვითხრან, რომ სხვა მხარეს წავედით?

      აგენტების რეესტრი - დავით უსუფაშვილი - თავისუფალი საქართველო წარმოუდგენელია ამ კანონთან ერთად, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას ითვალისწინებს - შეუძლებელია, ასეთ რამეს შევეგუოთ. კელი დეგნანი - „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი რუსული კანონია. პაველ ჰერჩინსკი - აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და პრინციპებს - დრო ჯერ კიდევ არის და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა.

      თურქეთში - ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთისა და თურქი ხალხის გვერდით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს. ვახტანგ გომელაური - მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მაშველს, ამაყი ვარ, როდესაც გვეუბნებიან: მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - 6 თებერვალს თურქეთში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და ჩვენ პირველივე დღიდანვე ვგრძნობთ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი - ამ მძიმე დღეს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართული დელეგაციის ყველა წევრს, საქართველოს და ქართველ ხალხს. პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

      მიშაიზმი - კახა კალაძე - მიხეილ სააკაშვილის პიარკამპანია მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა საზღვრებს გარეთ შეურაცხყონ. გიული ალასანია - დღეს ჩემი შვილი ცხოვრობს უკრაინით.

      ახალი ციხე - იუსტიციის სამინისტრო - საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება.

      ნიკოლოზ სამხარაძე - მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საზღვარგარეთულები:

      ომის წლისთავი მსოფლიოში - გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“ მხარი დაუჭირა. ფორმულა 10 პუნქტისგან შედგება - 1. რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება; 2. სასურსათო უსაფრთხოება; 3. ენერგეტიკული უსაფრთხოება; 4. ყველა პატიმრისა და დეპორტირებულის გათავისუფლება; 5. გაეროს წესდების განხორციელება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა; 6. რუსული ჯარების გაყვანა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა; 7. სამართლიანობა; 8. ეკოციდისგან გარემოს დაუყოვნებელი დაცვა; 9. ესკალაციის პრევენცია; 10. ომის დამთავრების დადასტურება. Politico - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი ვერ შეათანხმა, რადგან პოლონეთი მათ გამკაცრებას ითხოვს. პოლონეთმა უკრაინას პირველი Leopard 2 ტანკები გადასცა. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა: მეჩვენება, რომ საკმარისად იყო - დილიდან საღამომდე არჩევანს ვაკეთებ, ცოცხალი ადამიანი ვარ, ალბათ, ვუშვებ შეცდომებს, მთავარია როგორც პრეზიდენტს, საბედისწერო შეცდომები არ მქონია. აშშ-მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი და რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციები გამოაცხადა. ენტონი ბლინკენი - არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულები ახალ ნორმად იქცეს - ასე იწყება გაეროს წესდება: „გადაწყვეტილი გვაქვს გადავარჩინოთ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან“, დროა, შევასრულოთ დაპირება. ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ! ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინელებს - თქვენ თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროკავშირში თქვენი ადგილისთვის იბრძვით - იმდენ ხანს ვიქნებით თქვენთან ერთად, რამდენიც საჭიროა. აშშ-ის საელჩო - პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ოლექსი რეზნიკოვი - ახალ პერიოდში შევდივართ, იქნება ჩვენი კონტრიერიში. ჯო ბაიდენი - ერთი წლის შემდეგ, რაც ბომბებმა დაიწყო ცვენა, უკრაინა კვლავ დამოუკიდებელი და თავისუფალია - უკრაინის დროშა ამაყად ფრიალებს. მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი მზადაა, უკრაინელი მფრინავები F-16 თვითმფრინავებისთვის მოამზადოს. იენს სტოლტენბერგი - თავისუფლება თავისით არ მოდის, მისთვის ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ - პუტინს სურდა, უკრაინელი ხალხის ნება გაეტეხა, მას სურდა, ჩვენი ერთიანობა გაეტეხა, პუტინმა მარცხი განიცადა: უკრაინა დგას. შვედეთი უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გაუგზავნის. მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უკრაინის დროშის ფერებში განათდა. ჯო ბაიდენი - დიქტატორი ვერასოდეს წაშლის ხალხის თავისუფლების სიყვარულს - უკრაინა არასდროს იქნება გამარჯვება რუსეთისთვის, არასდროს. იენს სტოლტენბერგი - არსებობს რუსული აგრესიის ნიმუში: საქართველო 2008 წელს, ყირიმი და აღმოსავლეთ დონბასი 2014 წელს და გასული წლის სრულმასშტაბიანი შეჭრა - ჩვენ უნდა დავარღვიოთ რუსული აგრესიის ეს ციკლი. ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, წელს გამარჯვება გვექნება. - რა მოუვა რუსეთს ომში დამარცხების შემდეგ? - არ მაინტერესებს. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები - პუტინმა და სხვა დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 52

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters