გაზაფხული შემოვიდა ლენ-ის გარეშე რადგან მთელი დღის მოღრუბლულობას წვიმა აკლდა მხოლოდ. სიახლეებში კი აგენტების თუ გრანტისმიმღებლების გამომზეურების კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყება მეინსტრიმობდა. ცოტა ომბუდსმენის კანდიდატი იოსელიანი, საქსტატი და პოლიციის მუშაობის მცირე ანგარიში. პარლამენტში ჯარისკაცების ბედზეც წუხდნენ და ცოტა განათლებაზეც იფიქრეს - ეროვნულებზე რეგისტრაცია იწყება ხვალ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6127 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 1 მარტი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      მიშაპოსტი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერების შესწავლა „შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეა“. გიული ალასანია - მიხეილ სააკაშვილი დღეს თავს ცუდად გრძნობდა - საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, რადგან ვერ ეკარება.

      გრანტების გამომზეურება - ანა წითლიძე - მივმართავ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია სარგებლობენ დასავლური გრანტებით, იმისთვის, რომ „რუსულმა ოცნებამ“ უკან დაიხიოს, არსებობს ერთადერთი გზა - თქვენი პროტესტის ხმა ისმოდეს ხმამაღლა. პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას შეუდგა. ნინო დოლიძე - თუკი რამე დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს კანონი იქნება, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - არ მეგულება ვინმე, ვინც დემოკრატიას ღაღადებს და ასეთ კანონზე რამე პოზიტიურს იტყვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო ე.წ აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ძირს გამოუთხრის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. მიხეილ სარჯველაძე - როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად და შედეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია. ანრი ოხანაშვილი „აგენტების შესახებ“ კანონზე - წუხილი საკომიტეტო განხილვებში უნდა აისახოს და არა ისე, რომ ვინმემ ტაბუ დაადოს თემას - უკაცრავად, მაგრამ წმინდანების საქმიანობას განიხილავენ და სხვადასხვა რაკურსით აფასებენ. რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ თავს რუსეთის აგენტად აცხადებს - თითოეული დეპუტატი ვინც ე.წ. აგენტების კანონს მხარს დაუჭერს, ქვეყნის მოღალატე იქნება. ხატია დეკანოიძე - მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ და მიიღონ რუსული კანონპროექტი - მისი განხილვაში შემოტანაც მძიმე დაღს დაასვამს ქვეყნის ევროპულ მომავალს. კახა ოქრიაშვილი - თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სია, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა. კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ლაშა ტუღუში - ვინც “აგენტების“ კანონს ხელს მოაწერს, გადადგამს ნაბიჯს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ - დასავლეთიდან გეუბნებიან: არ შეესაბამება იმას, სადაც მოდიხარ, იმ სახლში, სადაც ჩვენ ვართ, ამ წესებით არ ცხოვრობენ. მარკ კლეიტონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გაერთიანებული სამეფო სერიოზულად არის შეშფოთებული - ეს არ შეიძლება იყოს სწორი. პაველ ჰერჩინსკი - პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მარტივი დისკუსია არ იყო - ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ინიციატივა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება. შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - კითხვები და წუხილი შეეხება დასახელებებს.

      ომბუდსმენის კანდიდატი - ლევან იოსელიანი - თუ მთავარი ბრალდება ისაა, რომ ჩემი პერსონა რაღაც „ლინკებით“ უკავშირდება „ქართულ ოცნებას“, ეს ნიშნავს, რომ არანაირი არგუმენტი იმის წინააღმდეგ, რომ ობიექტური და მიუკერძოებელი ვიქნები, არ გააჩნიათ. ანა წითლიძე - იოსელიანს მხარს არ დავუჭერ - მისი კანდიდატურა არის „ქართული ოცნების“ თამაში და ის არის ერთგვარი მაშველი რგოლი, შედარებით კომპრომისული კანდიდატურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა. შალვა პაპუაშვილი - ლევან იოსელიანის, როგორც პროფესიონალის მიმართ, რთულია რამე არადადებითი თქვა - უმრავლესობა იმსჯელებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ხატია დეკანოიძე - იოსელიანთან, როგორც ადამიანთან, კოლეგასთან, მეგობართან კითხვები არ მაქვს - მნიშვნელოვანი იქნება მკაფიო პასუხები რუსულ კანონპროექტებზე, სააკაშვილის ტრანსფერზე, გვარამიას საკითხსა და უმცირესობებზე. ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვის პროცესის დაწყების მიზნით 2 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩაინიშნა.

      ჯარისკაცი - სანდრო რაქვიაშვილი - ადამიანებს სათანადო პირობები უნდა შეუქმნა და მისცე სათანადო ხელფასი, რომ ჯარში ნებაყოფლობით წავიდეს - მთავრობას გავაგებინებთ, რომ მონობა „არ მოსულა“.

      ეროვნულები. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამ საგანში ცვლილებები შედის - ისტორიაში, უცხო ენასა და მათემატიკაში. ფორმატის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, მაგრამ აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაეცნონ. 2023 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყება.

      საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრი - ჩემს გაოცებას იწვევს ქართული მხარის სულისკვეთება და საქმისადმი თავდადება.

      პოლიცია - ალექსანდრე დარახველიძე - გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3%-ზე მეტით, ხოლო გახსნის მაჩვენებელი არის უპრეცედენტო - 60%-ზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ ყოფილა. დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ. არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე შსს-მ არ იმუშავა - პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

      „საქსტატი“ - 2022 წელს საქართველოს აეროპორტები 4 456 100 მგზავრს მოემსახურა, რაც 79.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შებამის მაჩვენებელს. 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 46.6% ქალი, ხოლო 53.4% კაცია.

      ტერორისტი საქმე - ბადრი ესებუას საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარე დღეს წარადგენს შუამდგომლობას განჩინების საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით. ბადრი ესებუამ განაცხადა, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას. ადვოკატი - რეალობას არ შეესაბამებოდა ინფორმაცია, თითქოს ბადრი ესებუა შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაქორწინება უნდოდა, ასევე ის, რომ ბათუმსა და თბილისში იყო.

      სერგეი შამბა - ჩვენ ახლა დიდწილად ვართ დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მექსიკას მოუწოდა, შეწყვიტოს ნეიტრალური პოზიციის დაკავება და რუსეთთან ომში მხარი უკრაინას დაუჭიროს.

      ალექსანდრე ლუკაშენკო სი ძინპინს შეხვდა. ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩინეთი მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მხარდამჭერია, ჩვენც იგივე პოლიტიკას ვატარებთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 78

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters