კორონასთან ბრძოლა ქართულად, ფულის დარიგება, სროლა ყინწვისელებში და უკან გაწვეული მიშა

      ადრე თუ ერთ-ერთი ბლოკი იყო კორონას ამბები, უკვე თვეზე მეტია მთავარი თემა სწორედ კორონაა და მისი თემები ბლოკ-ბლოკებად. დღესაც ქართული ვირუსოლოგია იყო განხილვის თემა, ასევე კალაძის სათბილისო ამბები და ყინწვისის სროლობანა - რაც შეეხება რიცხვებს, მოცემულ დროს, კორონას სტატისტიკა ასეთია: დადასტურებული - 511, გამოჯანმრთელებული - 168, გარდაცვლილი - 6. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 111 418, გამოჯანმრთელებული - 944 606, გარდაცვლილი - 210 282. დოლარი კურსი - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2014 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 აპრილი, 2020

      კორონაკვლევა და ქართული შედეგები - ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან 7 ახალი პაციენტი შეიყვანეს. მარინა ეზუგბაია - ორი ახალი პაციენტის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 43 ინფიცირებულიდან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დინამიკაში გაუმჯობესება შეინიშნება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 62 წლის მამაკაცი ე.წ. ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - „ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა. ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციაში რვა პაციენტი იმყოფება, ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი კი კლინიკას დღეს დატოვებს. შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლში კარანტინში 240, თვითიზოლაციაში კი 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა. გიორგი ვაშაძე - მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, რადგან ოპოზიციამ თქვა, ან სიბრიყვეა ან მიზანმიმართული მავნებლობა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემდგომი ორი კვირის მანძილზე დააკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს და აქედან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელი სექტორი გაიხსნება. საქართველოში პიკი არ გვქონია, მივაღწიეთ იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ინფიცირებულთა ზრდა შეიძლება არ გვქონდეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებული მამაკაცი მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. ლევან რატიანი - ჩვენი მუშაობის შედეგები არც თუ ისე ცუდია. თენგიზ ცერცვაძე - ეპიდემიის კონტროლისთვის გაცილებით უფრო ეფექტურია სამიზნე ჯგუფების გაფართოებული გამოკვლევა - მთლიან მოსახლეობას მაინც ვერ გამოვიკვლევთ. ყველა კლინიკას დაუგროვდა გამოცდილება და მკურნალობის ინოვაციური მეთოდები, მაგალითად, პლაზმაფერეზი. სულ ექვსი გარდაცვლილი პაციენტია ჩვენთან, ეს დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მკურნალობის ტაქტიკა და პაციენტების მოვლაც სწორია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ თუ საქართველო ტესტირების საერთო რაოდენობით ჩამორჩება რიგ ქვეყნებს, სამიზნე ჯგუფების ტესტირების მხრივ ძალიან ბევრს უსწრებს. ჯანდაცვის მინისტრი - რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია - სახელმწიფო კლინიკებს აწვდის ტესტებს და მის სანდოობაზე პასუხისმგებლობას იღებს. თეთრიწყაროს მერის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს უკავშირდება. ეკატერინე ტიკარაძე - სამღვდელოებაში ვატარებთ მიზნობრივ ტესტირებას იმის მიხედვით თუ რა საჭიროება დგას, ჟურნალისტებთან მიმართებაშიც გარკვეული კლასტერის გამოვლენის შემთხვევაში, გამოკვლევა ჩატარდება. ექიმების დაინფიცირება უმრავლეს შემთხვევაში სამუშაო ადგილებზე არ მომხდარა. ამირან გამყრელიძე - პრევენციულმა ღონისძიებებმა სერიოზული როლი ითამაშა იმაში, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა დუნე მატების ტენდენცია ნარჩუნდება. საქართველოში დღეს 40 ათას „პისიარ“ ტესტს ჩამოიტანენ.

      დახმარებების პაკეტი - ბექა ნაცვლიშვილი - მთავრობის სოციალური დახმარების პროგრამა არის შერჩევითი და ადამიანების ძალიან დიდ ჯგუფს ტოვებს დახმარების გარეშე. გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა „ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო იქნება“. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, დასაქმებულ პირებზე მთავრობის 200- ლარიანი დახმარების გაცემა მაისიდან დაიწყება. გიორგი აბაშიშვილი - მთლიანობაში, ანტიკრიზისული პროგრამა მომწონს, დათვლადი და გაზომვადია - სოციალური პაკეტის ნაწილში მაქსიმალურის დაფარვა მოხდა, რაც პირველ ეტაპზე შეიძლებოდა. რომან გოცირიძე - 850 000 თვითდასაქმებული ადამიანი, რომელიც მძიმე შრომით არჩენდა საკუთარ ოჯახს, მთავრობის მიერ ფაქტობრივად მეორეხარისხოვნად არის ჩათვლილი. თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში დასაქმებულებმა, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი.

      აგროსამყარო - სოფელ პატრიკეთის სასათბურე მეურნეობიდან დღეს ექსპორტზე 13,5 ტონა მწვანილი გავიდა. აგრარული ბაზრები, რომლებიც შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ.

      ამუშავებული თბილისი - კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მიკროავტობუსების შესყიდვა დროებით გადაიდო. თბილისის მერია ველოსიპედების, მათ შორის სამბორბლიანი ველოსიპედების შემოყვანას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ბავშვების გადაყვანის საშუალება ექნებათ. კახა კალაძის განცხადებით, A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, როგორც თვითდასაქმებულები, დახმარებას მიიღებენ. კახა კალაძის განცხადებით, ელექტროსკუტერების გამოყენება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ორჯერ იაფია. დედაქალაქის მერიას ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები არ გაუჩერებია. მეტროს ვაგონების შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი, ტენდერი გამოცხადებულია და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავლში გვეცოდინება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი - კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა 62 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვეყოლება ადამიანები, რომლებიც მგზავრებს მიუთითებენ, როგორ უნდა დასხდნენ. სავარაუდოდ, მიკროავტობუსების მძღოლები თვითდასაქმებულთა პაკეტში მოხვდებიან და 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

      არ მინდა მაგრამ შემიწყალეო - ადვოკატი - ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით არ მიმართავს, მაგრამ პრეზიდენტს ამით ხელი არ ეშლება, რომ შეიწყალოს.

      ფული - პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოავლინა.

      გარჩევა თოფის სროლით - ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, გორის იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატის განცხადებით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, დუმილის უფლებას იყენებს. ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალი წარედგინა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: ირანში კორონავირუსის პანდემიის დროს მომწამვლელი ალკოჰოლის დალევით 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სეულში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინის გაუჩინარება შესაძლოა, კორონავირუსისგან თავის დაცვას უკავშირდებოდეს. სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 59 შემთხვევა გამოვლინდა. იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 308 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 301 ადამიანი. დონალდ ტრამპი - ბევრი გზაა, რითაც შეიძლება ჩინეთის პასუხისმგებლობა დადგეს. ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსთან ბრძოლაზე - ჩვენ ვიგებთ, მაგრამ ჯერ არ გაგვიმარჯვია. ნიუ - იორკის გუბერნატორი - ნეტა, განგაშის ზარი თავიდანვე ამეტეხა, ვიტყოდი, "მე გაგაფრთხილეთ", მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია. იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 382 ადამიანი გარდაიცვალა.

      უფო - პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეოს ოფიციალურად ასაჯაროებს.

      ეპიტიმია - რუსეთის პატრიარქი სასულიერო პირებს, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ წესებს არ დაემორჩილებიან, საეკლესიო სასამართლოთი ემუქრება.

      გაწვეული სააკაშვილი - მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 85

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters