ტესტები, როგორ ოპოზიციის მთავარი პროტესტი, მოხსნილი შეზღუდვები და ვანო მედიაში

      აპრილის მიწურულს ამინდები როგორც იქნა სასიკეთოს გვპირდებიან, ამ დროის მონაცემებით 30 აპრილს 29 გრადუსს ველოდებით! დღეს ქარიანი სითბო იყო და ამბებიც ქარივით დაქროდა - ტესტები რიცხვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანიაო, ასევე უკვე მოხსნილი შეზღუდვები იყო მთავარი თემა და ფარცხალაძის რუსთაველზე ავტო-სეირნობაც. რაც შეეხება კორონა-რიცხვებს, მოცემულ დროს, კორონას სტატისტიკა: დადასტურებული - 496, გამოჯანმრთელებული - 159, გარდაცვლილი - 6. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 045 084, გამოჯანმრთელებული - 916 182, გარდაცვლილი - 210 282. დოლარი კუდს იქნევს - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2044 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 აპრილი, 2020

      მკურნალობა და ტესტირება - თენგიზ ცერცვაძე - შვეიცარიაში COVID19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებში პროფილაქტიკური მკურნალობის კლინიკური კვლევა დაიწყო. გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინოს და სწრაფ ტესტირებას ამიტომ არ აკეთებს. ფოთში 10 მედიკოსს და კიდევ 5 პირს, რომელთა შორის 2 ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში, 11-ის მდგომარეობა კი საყურადღებოა. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - PCR ტესტირების სანდოობას ჩვენ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში 11 მოზარდი იმყოფება, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასეთი დიდი მოცულობით ჩატარებული ტესტირებისას რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს ძალიან ცოტაა და დიდი ბედნიერებაა- ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გამარჯვებულია ამ ეტაპზე. ლევან რატიანის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკიდან ერთი ადამიანი გაეწერება, 30-ის ანალიზის პასუხს კი ელოდებიან. ხათუნა ზახაშვილი - კორონავირუსით ინფიცირებისა და მისი რთული მიმდინარეობის მომატებული რისკის ქვეშ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების მქონე პაციენტები არიან. ე.წ. სწრაფი ტესტები არ გამოიყენება დიაგნოსტიკისთვის, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დაავადებულის მდგომარეობის შეფასებისთვის. მუდმივად არსებობს იმის მოლოდინი, რომ შესაძლოა, პაციენტთა რაოდენობამ მოიმატოს და თუ ჯანდაცვის სისტემა ვერ აუვა გაზრდილ რაოდენობას, გაწერილია გეგმა. ნიღაბი 2-3 საათში ერთხელ უნდა გამოვცვალოთ. ხელთათმანების უთავბოლო ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, ზიანი მოგიტანოთ. საქართველო უახლოეს საათებში გერმანიიდან და ჩინეთიდან სწრაფი ტესტების დიდ პარტიას ელოდება. ამირან გამყრელიძე - პაციენტს ექიმი ყოველთვის აცნობს, რა გამოკვლევები და რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს. დავანებოთ თავი ამ ტესტებით სპეკულაციას, თითქოს ჩვენი ტესტები დაბალი ხარისხისაა - ნუ დაგვაბრალებთ იმას, რასაც ნამდვილად არ ვიმსახურებთ. ერთიან ბაზაში 2-3 კვირაში იქნება ზუსტი ინფორმაცია, რამდენი სწრაფი ტესტი ჩატარდა, რამდენს ჰქონდა დადებითი და რამდენს უარყოფითი პასუხი. თუ დავიცავთ ყველა პირობას, რასაც ხშირად ვქადაგებთ, დიდი ნახტომისებური ზრდა ამ ორ კვირაში არ უნდა იყოს, შევდივართ პიკში და თუ ამ ტემპით წავედით, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის მართვადია. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კარანტინის დატოვებამდე ყველა მოქალაქეს ჩაუტარდეს კორონავირუსზე ტესტირება.

      პირველი გალაღება და აგროსამყარო შეზღუდვების მოხსნისას - შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დღეიდან ამოქმედდა. დღეს და ხვალ საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა ორი დღის შემდეგ ისევ ძალაში შევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 29 აპრილიდან, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას 06:00-08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას 18:00-19:00 საათამდე, საშვით შეძლებენ. ქუთაისში დღეს ერთ-ერთი აგრარული ბაზარი გაიხსნება. არჩილ ჯაფარიძე - ეპიდემიოლოგები მიიღებენ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ იმსჯელებს მთავრობა, როდის იქნება შესაძლებელი ლენტეხის გახსნა. მარნეულის მერი - მარნეულის ღია ტიპის ბაზარი შესაბამისი რეგულაციების მიხედვით გაიხსნა - მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, ვარიგებთ პირბადეებს. თბილისში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, საცობებიც გვაქვს რიგ ადგილებში, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადმე ბევრი ადამიანის შეკრებაა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა კორონავირუსზე გამარჯვებად არ უნდა ჩათვალონ. ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ ვრცელდება საკარანტინე რეჟიმის მქონე მუნიციპალიტეტებზე. არ გამოვრიცხავთ, რომ თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ქვეყნის მასშტაბით ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები. კახა კალაძის განცხადებით, აგრარული ბაზრები, სადაც შესაბამისი რეკომენდაციები გათვალისწინებულია, ფუნქციონირებას უპრობლემოდ განაგრძობენ. ლევან დავითაშვილი - საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ყველა იფუნქციონირებს.

      ანტიკრიზისული გეგმიდან - ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მთავრობის მიერ თვითდასაქმებულებისთვის დაწესებული 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ. ონლაინ პორტალი, რომლითაც თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება მოხდება, 15 მაისისთვის ამუშავდება.

      სტატისტიკა - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 43 წელია, მაქსიმალური - 87, მინიმალური კი 2 წელი. 27 აპრილის მონაცემებით, უცხოეთში ადგილზე დახმარება გაეწია 15 393 მოქალაქეს, სამშობლოში დაბრუნდა - 7 988 პირი. პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 115 ფაქტი გამოავლინა.

      მოსეირნე ფარცხალაძე - „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობისგან პასუხს ითხოვს, რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა ოთარ ფარცხალაძეზე გადაადგილების სპეციალური საშვი. ირაკლი აბესაძე - ხელისუფლება დუმს, როგორ აღმოაჩნდა ოთარ ფარცხალაძეს სპეციალური საშვი, რაც დადასტურებაა, რომ მათთვის ზრუნვის საგნად რჩება ხელისუფლების ფავორიტი ადამიანების კეთილდღეობა.

      ვანოს ინტერვიუ - ვანო მერაბიშვილი - ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე ლევან ბერძენიშვილი იყო, გავცვალეთ აზრები, ძალიან გამიხარდა, რომ ერთმანეთს გავუგეთ. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, რა დაპირებებიც გასცა, ვფიქრობდი, რომ არჩევნები გვქონდა წაგებული. გირგვლიანის საქმეზე - უფრო მტკიცე უნდა ვყოფილიყავი, როგორც მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ამეღო და გადავმდგარიყავი. ციხის კადრებზე ვიფიქრეთ, რომ სერიოზული პრობლემა იყო, რომ ჩვენ სერიოზული პრობლემა აღმოგვაჩნდა. მაქვს ამბიცია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას. ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კონტაქტი 2008 წლის გაზაფხულზე მქონდა - რამდენიმე თვეში ერთხელ ან ტელეფონზე ვსაუბრობდით, ან ვხვდებოდით. ირაკლი სესიაშვილი ვანო მერაბიშვილის ინტერვიუზე - ჩვენ მოვუსმინეთ სააკაშვილის კლასტერის მთავარ ხერხემალს. გია ვოლსკი მერაბიშვილის ინტერვიუზე - ეს არის სახელმძღვანელო, თუ როგორ არ უნდა მართავდე ქვეყანას და როგორი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქვეყნის სათავეში.

      ოკუპირებულზე ზრუნვა - ირაკლი ბერაია - ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენს მოქალაქეებზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა.

      სტალინირი - ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ცხინვალს მეორე სახელად, სტალინირი ეწოდა.

      თეთრიწყაროს კლასტერი - თეთრიწყაროს მერის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექთნის დაახლოებით 50 კონტაქტია დადგენილი. შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში კორონავირუსი მერიის თანამშრომელს დაუდგინდა, ასევე ინფიცირების ერთი ფაქტი გამოვლინდა ბოლნისშიც. თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ.

      პურის უხორბლო ქვეყანა - გიგლა მიქაუტაძე - რუსეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, საქართველოს მთავრობას კი გეგმა ისევ არ აქვს. ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, საქართველოში ხორბლის დეფიციტი მოსალოდნელი არაა. ლევან დავითაშვილი - პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ საქართველოს ხორბლით უზრუნველყოფა იყოს შეუფერხებელი - ოპოზიციის კრიტიკა ხშირად დილეტანტურია.

      დაკავება მონასტერში - ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: რუსეთმა 1-ელ ივლისამდე ხორბლეულის ექსპორტი შეაჩერა. დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 413 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ჯარში კორონავირუსის 900-მდე შემთხვევაა დადასტურებული. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1800-ს გადააჭარბა. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 99%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, უხანში კი ვირუსით ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ. ისრაელი ტურიზმის განახლებას 3 მაისიდან გეგმავს. იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1739 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - თანადგომა, თანადგომა, თანადგომა-ამას გავიმეორებთ ყოველდღე, თუ ერთიანი არ ვიქნებით, ვირუსი ჩვენს შორის ნაპრალებიდან გაჟონავს, ადამიანები დაიღუპებიან.

      ომობანა - სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორიის ინფორმაციით, ისრაელმა დამასკოზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.

      დიქტატორის ბედი - სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ კიმ ჩენ ინი „ცოცხალი და ჯანმრთელია“. ჩინეთი -კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.

      უკრაინნიუსი - ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძრების შედეგად 11 000 ჰექტარი ტყე დაიწვა. მიხეილ სააკაშვილი - ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უკრაინის რადაში ხმების საკმარისი რაოდენობა იქნება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 80

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters