მთავრობის გეგმა, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ეტაპები და აგრო სექტორის კორონიზაცია

      პარასკევია დღესაო, მთავრობამ დადო გეგმაო! მთელი დღის მეინსტრიმი სწორედ ამ გეგმამ დაიკავა და მისმა განხილვამ, წაკითხვამ, ჩაკითხვამ და ა.შ. მოცემულ დროს, კორონას რიცხვები ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 444, გამოჯანმრთელებული - 132, გარდაცვლილი - 5. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 2 802 118, გამოჯანმრთელებული - 776 306, გარდაცვლილი - 195 443.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 აპრილი, 2020

      კორონა კლინიკებში - მარინა ეზუგბაია - ერთი ახალი პაციენტის წყარო არ არის დადგენილი, დანარჩენი პაციენტები არსებული წყაროების კონტაქტებია. პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პირველ ხუთეულში შედის და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს, დამაკმაყოფილებელია. აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ.ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან ორ პაციენტს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ლევან რატიანი - რეანიმაციაში მოთავსებული 8 პაციენტიდან, ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო დანარჩენების - სტაბილურად მძიმე. ზაურ დარგალი - ბოლო 7 დღის განმავლობაში, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. შოთა რეხვიაშვილი - ბოლნისში, ბოლო 24 საათში, 100 საკვლევი მასალიდან ერთი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტრო - ამ დროისთვის, ტესტირება სასწრაფო დახმარების 1000-მდე თანამშრომელს აქვს ჩატარებული. რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი - 39 ინფიცირებული პაციენტიდან ორის მდგომარეობა არის მძიმე და საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. რუხის საავადმყოფომ ფუნქციონირება დაიწყო. სახელმწიფო კონკრეტული ოდენობის თანხას ჩაურიცხავს იმ კლინიკას, რომელსაც Covid-19-ის ინფექციისა ან/და ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად, სხვა პაციენტებისგან დაცლას სთხოვს.

      აგრო სექტორი პანდემიაში - ლევან დავითაშვილი - მე და ჩემი მოადგილეები პირადად ვართ კავშირზე ფერმერებთან, რათა გადავაზღვიოთ ის დისკომფორტი, რაც პირველ დღეებში ცხელი ხაზის გაუმართაობის გამო შეიქმნა. გიორგი გახარია - 30 ათას ლარამდე იზრდება სოფლად მცხოვრები იმ პირების დაფინანსება, ვინც მცირე ბიზნესის წარმოებას აპირებს. გიორგი გახარია - ჩვენი შემდგომი ყურადღებისა და დახმარების ობიექტი იქნება სოფლის მეურნეობა და ფერმერობა.

      მთავრობის გეგმა - მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩნენ, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება. მთავრობა თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება. ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. სახელმწიფო 600 ლარით დაეხმარება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. სერგი კაპანაძე - თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც სერიოზული ეკონომიკური პრობლემები დაგვეწყო, მთავრობა კი მხოლოდ ახლა აპირებს, რომ კონკრეტული ხედვა პროექტის სახით გამოაქვეყნოს. გიორგი გახარია - კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული არანაირი რეცეპტი, გარდა სოციალური დისტანციის დაცვის, პირბადეების ტარების და მობილობის შემცირებისა. 2021 წლიდან ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფ პენსიონერებს - 25 ლარით. ამოქმედდება დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების მექანიზმი - როგორც კი მეწარმეს პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, ყველანაირი ბარიერის გარეშე, მას დაუბრუნდება დღგ. კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონი ლარის გრძელვადიანი რესურსი. სამი წლის განმავლობაში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია მოხდება. ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2012 წლიდან სარწყავი წყლის დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერება. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება. კომპანიებს, რომლებიც სარგებლობენ „აწარმოე საქართველოს“ ინსტრუმენტებით და კომპანიებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ ამ ინსტრუმენტებით სარგებლობას, სახელმწიფო რესურსზე წვდომას უმარტივებს. დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით - ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ვირუსთან ბრძოლაში საქართველოს აქვს, წყალში გადაყრილი იქნება თუ მოსახლეობა სოციალური დისტანცირების წესებს არ გაითვალისწინებს. კახა კალაძე - მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული და კრიზისული მდგომარეობიდან. დახმარების პორტფელი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგად შეიქმნა და „არა ფუჭი და პოპულისტური დაპირებებით“. გიგა ბოკერია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე - გახარიასგან მოვისმინეთ დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე პრეზენტაცია. პრემიერის განცხადებით, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებიც კომპანიებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. თვითდასაქმებულებისთვის სოციალური დახმარების გასაცემად საკმარისი იქნება ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რითაც დასტურდება 2020 წლის პირველ კვარტალში მათ მიერ შემოსავალის მიღება. პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა, რომელიც უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში, შენარჩუნდება. პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები 1 200 ლარიან დახმარებას მაისიდან მიიღებენ. პანდემიის საბოლოო დამარცხებას ერთი კვირა, ერთი თვე და შეიძლება, ერთი წელიც არ ეყოს. ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ ეკონომიკის სამინისტროს და შესამისი შემოწმების გავლის შემდეგ, 27 აპრილიდან საქმიანობა გააგრძელონ. 3.5 მილიარდი ლარი, რომელიც კრიზისულ მენეჯმენტზე დაიხარჯება, საბიუჯეტო და საგრანტო თანხასთან ერთად, სასესხო კომპონენტსაც შეიცავს. 300-ლარიანი დახმარება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი და ჩვენც გვაქვს სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ თითოეულ თანამოქალაქეს. არჩილ თალაკვაძე - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც ჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა. ნათია თურნავა - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ყველა დაზარალებული კატეგორიის დახმარებას ითვალისწინებს. მამუკა აჩბა - დევნილებისთვის ვერცერთ სეგმენტში ადგილი ვერ მოიძებნა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარიდან, რომელსაც საქართველო პარტნიორებისგან მოიზიდავს, საგარეო ვალი დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარამდეა. რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე - ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს და ქვეყანას ვერავითარ შვებას ვერ მოჰგვრის. გიორგი ვაშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე - ეს არის მოსახლეობის გასაჭირით წინასაარჩევნო სპეკულაცია. ნათია თურნავა - ჩვენ არა მხოლოდ ოფიციალურად დასაქმებულ პირებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც ვეხმარებით. ანა დოლიძე - ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენით „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დაიწყო. ივანე მაჭავარიანი - რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, არ არის მაღალი თანხა - მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ. მაია ცქიტიშვილი - კომპანიებისთვის დაწესებული 150 ლარიანი სუბსიდია, პირველ რიგში, დასაქმებულების შენარჩუნებას ემსახურება.

      შეზღუვების მოხსნის ეტაპები:

1 ეტაპი (27 აპრილი - 10 მაისი)

2 ეტაპი (11 მაისი - 24 მაისი)

3 ეტაპი (25 მაისი - 7 ივნისი)

4 ეტაპი - (8 ივნისი - 21 ივნისი)

5 ეტაპი - (22 ივნისი - 5 ივნისი)

6 ეტაპი - (6 ვლისი - 19 ივლისი)

      სწავლა სახლიდან - გიორგი გახარია - ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მაგრამ სწავლა სკოლებში 1-ელ სექტემბრამდე არ განახლდება. გიორგი გახარიას განცხადებით, საერთო კოვზით ზიარება ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველია

      რადიოეთერი - BBC-ის რადიო კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა. მაია ცქიტიშვილი BBC-ის რადიოინტერვიუში - კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება მხოლოდ მოსახლეობის მხარდაჭერით შეიძლება. ყველამ უნდა გააცნობიეროს ვირუსთან ადაპტაციის აუცილებლობა ვაქცინის შექმნამდე, უნდა ვისწავლოთ ახალ კორონავირუსთან თანაარსებობა.

      გაიაფება - მსოფლიო ბანკის შეფასებით, პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირების და მიწოდების შეფერხების გამო, 2020 წელს საქონლის უმეტესობაზე ფასი დაეცემა

      პატიმრობის განმარტება - ანრი ოხანაშვილი - საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა დამრღვევს შეიძლება დააკისრონ მინიმუმ ერთი დღით და მაქსიმუმ 6 წლით პატიმრობა. ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ასეთი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დაუსაბუთებელია.

      ემიგრაცია - საგარეო უწყება - 24 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 13 753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7 600.

      გადადგომა - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა.

      სააკაშვილის ვიცეობა - არჩილ თალაკვაძე სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ - ეს დააზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას - ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იქნება. გიგა ბოკერია - უკრაინის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ამბები, დანიშვნა თუ არ დანიშვნა, საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში განხილვის თემად არ უნდა იქცეს. პრემიერი სააკაშვილზე - საქართველოში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა მიუღებელია - მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოყვება

      სამართალ-უსამართლობა - გიორგი გახარია - როცა არის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა, დილით იღვიძებ და ქალაქში ამდენი მანქანა მოძრაობს, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ეს არასამართლიანია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 114 ფაქტი გამოავლინა. გიორგი გახარია - 27 აპრილიდან საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე შეზღუდვები არ იხსნება

      კარგი კრიტიკა - გიორგი გახარია - მოქალაქეების კრიტიკა 144-თან დაკავშირებით ობიექტური იყო, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილნი იქნებიან უკიდურესად, თუმცა გამოწვევაც ობიექტური იყო. 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: დონალდ ტრამპი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსის დამარცხება შესაძლებელია სადეზინფექციო საშუალების ან ულტრაიისფერი სხივის გამოყენებით. მაიკ პომპეო - ჩინეთმა უდიდესი ტკივილი გამოიწვია და მას მოუწევს ამასთან დაკავშირებული ფასის გადახდა. რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 5849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 60 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სამი პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 243-ს მიაღწია. მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველს, მიტროპოლიტი დიონისეს კორონავირუსი დაუდგინდა. სანკტ-პეტერბურგის ლენექსპოს საგამოფენო ცენტრი საავადმყოფოდ გადაკეთდება. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1592-მდე გაიზარდა. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 768 ადამიანი ემსხვერპლა.

      ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

      დონალდ ტრამპი CNN-სა და Washington Post-ს - მე აშშ-ის პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი ყალბი ახალი ამბების სააგენტო.

      მიხეილ სააკაშვილი - ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია - წარმოებები გამოდის ჩინეთიდან და ისინი უკრაინაში უნდა წამოვიღოთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 236

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 27, 2020||8:51pm

ეე ძაო, ჩვენ ერთი მუჭა ერი ვართ! - ეგ ხალხიც ჩამისვი სადმე ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters