როგორც იქნა, კორონას ამბებმა მცირე ბლოკი დაიკავა, თუმცა მხოლოდ კვლევა-კურნების ჭრილში, სხვა მხრივ ცხადია, ყველაფერი მის გარშემო ბრუნავს, გარდა ყინწვისის შემთხვევისა - წინამძღვარს პატიმრობა ოფიციალურად შეუფარდა გორის სასამართლომ. დღის მსხვილი თემა იყო ჯანდაცვის მინისტრის გაცხადებებიც და ასევე დამნაშავე პოლიციელი. რაც შეეხება რიცხვებს, მოცემულ დროს, კორონას სტატისტიკა ასეთია: დადასტურებული - 517, გამოჯანმრთელებული - 178, გარდაცვლილი - 6. მსოფლიოში - დადასტურებული შემთხვევა - 3 190 576, გამოჯანმრთელებული - 986 706, გარდაცვლილი - 225 857.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 აპრილი, 2020

      მიზნობრივი მკურნალობა - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების კვლევა ჩატარდება და გამოჩნდება, შემდგომში რომელ ჯგუფებს უნდა ჩაუტარდეს დამატებით ტესტირება. ლევან რატიანი - კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - დღეს კოვიდინფექციაზე დადებითი შემთხვევა არ გვაქვს - სულ ჩატარდა 97 ტესტი და ყველასთან მიმართებაში გვქონდა უარყოფითი პასუხი. ზვიად შალამბერიძე - სოფელ ღვანკითში კიდევ ერთი მაღაზია დავამატეთ, პროდუქტის და მედიკამენტების დეფიციტი არ არის. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი - პაციენტების მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია - მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსზე ჟურნალისტების ტესტირება დაიწყება. თენგიზ ცერცვაძე - უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს, მაგრამ მატება არ იქნება დრამატული - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!

      დაბრუნება ბიზნესში - „სუფთა სახლს“ საქმიანობის უფლება აღუდგა.

      საბანკო ოპერაციები - ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით, 8.5%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ბანკები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რომ მსესხებელს, რომელსაც აქვს სიძნელეები, პირობები შეუმსუბუქოს და რესტრუქტურიზაცია გაუკეთოს. კობა გვენეტაძე - ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ყველაზე კარგი ბერკეტია იმისთვის, რომ ასეთ დიდ შოკებს გავუმკლავდეთ. ლარში გაცემული სესხების 200 000-ლარიან ზღვარზე - არ ვფიქრობ, რომ ამ ზღვრის შემცირება, ეკონომიკას რაიმე დადებითს მოუტანს. კობა გვენეტაძე - ვფიქრობთ, რომ პანდემიის გადავლის შემდეგ ბანკები მომგებიანობას მალევე აღიდგენენ.

      დამნაშავე პატრული - საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს. ადვოკატი - ბრალდებულ დავით ცინარიძისთვის მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები ყველაზე წმინდა, ყველაზე საყვარელი ხალხია და არ სურს ამ თემის ზედმეტი დრამატიზირება. პროკურატურა - ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

      დახმარება - მსოფლიო ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის და სოციალური დაცვისთვის 180 მლნ დოლარს გამოყოფს. აზერბაიჯანის ელჩმა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას 200 სასურსათო პაკეტი გადასცა.

      კომენტარები ჯანდაცვის სამინისტროდან - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანმრთელობის დაცვას და ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას 350 მილიონი ლარი მოხმარდება. სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს დასაქმებული მოქალაქეებისთვის კომპენსაციის საკითხი კომისიური წესით გადაწყდება. გუშინ მივიღეთ 40 ათასი PCR ტესტი და 20 ათასი სწრაფი ტესტი, ველოდებით ტესტების ახალ მარაგს. ჟურნალისტების ტესტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ახალი ალგორითმის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი კომპანიების ამუშავების თაობაზე განცხადებებს მთავრობა ეკონომიკის გახსნის ეტაპების მიხედვით, სექტორულად მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია სოციალურად დაუცველთა სტატუსზე გავლენას არ მოახდენს. თვითდასაქმებულების რეგისტრაციისთვის სპეციალური პორტალი 15 მაისს ამოქმედდება. სოციალურ აგენტებს ამ ეტაპზე მხოლოდ ფიქსირებული ხელფასები დაერიცხათ. დამსაქმებელი, რომელიც დახმარების მიღების მიზნით დასაქმებულისთვის ცნობას გასცემს, გადამოწმებული არ იქნება. თვითდასაქმებულების მიერ დახმარების მისაღებად იურიდიული პირისგან გაცემული რეკომენდაციაც ჩაითვლება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად არავითარი საბუთის წარდგენა არ დასჭირდებათ. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე 600-მდე კომპანიაა შემოწმებული და კომპანიების 80%-მა მოთხოვნები დააკმაყოფილა.

      პენსიები - რომან გოცირიძე - მთავრობის მიერ შემოთავაზებული პენსიის ინდექსაციის წესით, 400-ლარიანი პენსია 6-7 წლის შემდეგ იქნება - ჩვენ პროექტს მხარს არ დავუჭერთ.

      მსჯავრდებული წინამძღვარი - ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დაზარალებულ სასულიერო პირს ჩაუსაფრდა და ამის შემდეგ გაისროლა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ალბათ, პატიმრობის შეფარდებისას მოსამართლე იმას დაეყრდნო, რომ საქმე გახმაურებულია და ვერ გარისკა სასულიერო პირი გამოეშვა. საპატრიარქო - თუ დაკავებულ სასულიერო პირს ბრალეულობა დაუმტკიცდება, ასეთ შემთხვევაში საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები უნდა მიიღოს მმართველმა მღვდელმთავარმა, ან სინოდმა.

      შემცირება - პოლიციამ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა.

      აგროშრომა - ბოლნისის მერია - საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გორის აგრარული ბაზარი ხვალ გაიხსნება. ზვიად შალამბერიძე - სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის საშვის მიღების მსურველი ბევრია, თუმცა ძალიან ბევრი განაცხადი არამიზნობრივად შემოდის. ქუთაისის მერიასთან ათეულობით ადამიანი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ქალაქიდან გასასვლელი საშვების მისაღებად შეიკრიბა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: სომხეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 1 932-ს მიაღწია. რუსეთში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 99 399-ს მიაღწია, ბოლო 24 საათში 105 პაციენტი დაიღუპა. იაპონიის პრემიერი - თუ პანდემია გაგრძელდა, ოლიმპიური თამაშების გამართვა შეუძლებელი იქნება. უკრაინაში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც მსახურებას ფარულად აღავლენდა. გვინეა-ბისაუს პრემიერსა და სამ მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდათ. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდგინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 323 ადამიანი გარდაიცვალა.

      სპარსეთის ყურე - ჰასან როუჰანი - ამერიკელებმა გაიგონ, რომ სპარსეთის ყურე არის სპარსეთის და არა ნიუ-იორკის ყურე.

      დემონსტრაციის ძალა - ლიბანში დემონსტრანტებმა ათობით ბანკი დაარბიეს და გადაწვეს.

      თურქეთი-ამერიკას - ერდოღანი ტრამპს წერილს უგზავნის - იმედი მაქვს, იმ სოლიდარობის გათვალისწინებით, რაც გამოვიჩინეთ, კონგრესი და მედია უკეთესად გაიაზრებს ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 112

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: აპრილი 30, 2020||8:35pm

ასასინები სკანდინავიაში? მოკლედ, ძალიან ეტმასნებიან ამ მითოლოგიას რა. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters