ნატო-ევროკავშირი, საარჩევნო განცხადებები, საზღვარი და ომიანობა ყარაბაღში

      მნიშვნელოვანი და ვრცელი აბებით სავსეა დღე, თუმცა განსაკუთრებული სიჭრელით ან მრავალფეროვნებით სულაც არ გამოირჩევა. ცხადია, კორონას გაზრდილი შემთხვევები კვლავ N1 ამბებია, ასევე საარჩევნო გარემოს შეფასებები და ოპონეტების გამოსვლები. დღეს უკვე ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებაზე მოლაპარაკებებიც დაწინაურდა, აზერბაიჯანის საზღვარი და ცხადია, #BreakingNews ომი სამეზობლოში. კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 და გარდაცვლილი - 36. რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ ამბავს - 1 დოლარის ღირებულებაა 3.2878 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 225 აჭარაში, 3 სენაკში. კორონავირუსით გარდაცვლილ 55 წლის ქალს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ჰქონდა. ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის 8 კოვიდ კლინიკაში 463 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციულ განყოფილებაში 24 პაციენტი იმყოფება. ფოთში ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა. თამარ გაბუნია - აჭარაში კორონავირუსის სტაბილიზაციის ნიშნები არის. კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან. ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში 35 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულებიდან 25 თავშესაფრის ბინადარია, 10 - ადმინისტრაციის თანამშრომელი. თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შემთხვევების უკონტროლო მატება იქნება, დღეში დაახლოებით 800 შემთხვევა, ეს საყურადღებოა და მკაცრი ზომები უნდა იყოს მიღებული. ტყიბულში 25 წლამდე ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი 79 წლის კაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

      #არჩევნები2020 - „სამართლიანი არჩევნები“ - წინასაარჩევნო პერიოდში, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 7 ფაქტი გამოვლინდა. პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მუქარის 24 შემთხვევა გამოვლინდა - შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სააკაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საარჩევნო კოდექსით, მას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალება. „სამართლიანი არჩევნები“ - წინასაარჩევნო პერიოდში, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ანა დოლიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ცესკო-ს მიმართავს, უცხოეთში საარჩევნო უბნები დაამატონ. სერგი კაპანაძის განცხდებით, დღეს „ევროპული საქართველო“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ დაასახელებს. „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო გუნდი წარადგინა. სერგი კაპანაძე - ბიძინა ივანიშვილი აშკარად გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ახლა აგონიაშია. რომან გოცირიძე - ხელისუფლების ერთ-ერთი საფირმო ნიშანია ფიზიკური ზემოქმედება „ზონდერების“ მეშვეობით, მალე კრიმინალებიც გამოჩნდებიან. გიგა ბოკერია - ეს ჭაობი, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, უნდა დასრულდეს. გიგი უგულავა - ჩვენ ვიცით, რომ იქ, სადაც მიგვიქარავს და არასწორი გვიკეთებია, ყოველთვის უნდა ვთქვათ ბოდიში. ეკა ბესელია - როდესაც გაქვს შანსი რეალობა შეცვალო და ამ შანსს არ იყენებ, ეს არის უპატიებელი შეცდომა, ამით ასრულებს სამწუხაროდ, ეს პარლამენტი მუშაობას. გოგი მეშველიანის განცხადებით, კახა ოქრიაშვილი, „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და აორგანიზებს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. შალვა შავგულიძე - ჩემთვის დიდი პატივია “ევროპული საქართველოს” გუნდთან ერთად ვიბრძოლო საქართველოს ევროპული მომავლისათვის. ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ - წაგების შიშმა გადაგიყვანათ ქვების სროლაზე - ჩვენ ამით ვერ დაგვაშინებთ. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდში საუბნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. მარიამ ჯაში - თუკი ვითარება არ შეიცვალა და ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცა კამპანიის ეფექტური განხორციელების საშუალება, შესაძლოა, კითხვის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები. მამუკა მდინარაძე - მადლობა ჩვენს „სამაგალითო“ ოპოზიციას, რომელთა მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბოროტება სიკეთეზე ვერასდროს გაიმარჯვებს. ლევან კობერიძე კახა კუჭავას - ევროპული ღირებულებებით რომ იწონებთ თავს, დებატებში სახელისუფლებო გუნდის არმონაწილეობა ევროპული ღირებულებაა?! გიგი წერეთელი - ამ არჩევნებმა უნდა მოიტანოს სერიოზული ცვლილებები. არმაზ ახვლედიანი - გავბედოთ და საქართველო დავაყენოთ ფუნდამენტური ცვლილებების გზაზე, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ ანომალიურ ივანიშვილიზმს. სალომე სამადაშვილი - დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები განსაზღვრავს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ნატო-სთან თანამშრომლობის პერსპექტივას. ცესკოს პრესსპიკერი - ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთა კამპანიური ხასიათის მქონე მცდელობა საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციურმა ჯგუფებმა იციან, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 60%-ის ფარგლებში და წინასაარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამბიცია არ არის გავინაწილოთ სკამები და ვიზრუნოთ პოლიტიკოსების კეთილმოწყობაზე, ამიტომ არ ვასახელებ დღეს პრემიერობის კანდიდატს - ხალხმა გადაწყვიტოს. ცესკო - მარნეულის საოლქო კომისიასთან ინციდენტისას დაფიქსირდა კომისიაში დასაქმებული პირის ცემისა და კომისიაში არაუფლებამოსილი პირების შეჭრის მცდელობის ფაქტები. მამუკა მდინარაძე - კრიმინალური და მავნებელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები და ძალადობა არ წყდება - დესტაბილიზაციის საშუალება არავის მიეცემა. ცესკო - ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ - მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი გაიტანონ.

      ევროკავშირ-ნატო-საქართველო - სტოლტენბერგი - მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რადგან კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან - იმედი გვაქვს საქართველოში არჩევნები უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება. უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატო-ში. საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და საკვანძო წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს საკუთარი ჯარი. გიორგი გახარია - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ. იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას - საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ. დავით ზალკალიანი - ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან უმაღლესი შეფასება მიეცა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი გახარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. დავით ზალკალიანი - შარლ მიშელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციას, როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახარიასთან შეხვედრაზე - ბრწყინვალე საუბარი შედგა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების შესახებ. პრემიერმა და ევროკომისარმა ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს შეთანხმებებს, რომლებიც კორონავირუსის შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გიორგი გახარია ევროკომისარ იოჰანსონთან შეხვედრაზე - საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ჩვენი მიზანი ევროკავშირის წევრობაა.

      საზღვარი აზერბაიჯანთან - პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტ კირიონის დაკითხვა მიმდინარეობდა. პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას სწავლობს.

      ხანძარი - დიდუბის რაიონის გამგებელი - ელიავას ბაზრობაზე 15-მდე მაღაზია დაიწვა - როგორც მეპატრონე ამბობს, ტერიტორია დაზღვეულია.

      (დო)ლარი - ვანო მთვრალაშვილი - ბოლო დღეებში საწვავის ფასი გაძვირდა, რაც ლარის გაუფასურებამ განაპირობა. დავით ჭიჭინაძე - გაუფასურებულ მთავრობას არ შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ვალუტა.

      დოკუმენტური ფილმის „ცხინვალი 1920-ის" პრემიერა ხვალ გაიმართება.

      გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარს აცხადებს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - მოსკოვის სკოლებში კორონავირუსის გამო 2-კვირიანი არდადეგები გამოცხადდა. სომხეთში კორონავირუსის 327 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 13 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 317 ინფიცირებული გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 160 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. ირანში კორონავირუსის 3 677 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 207 ადამიანი გარდაიცვალა.

      ყარაბაღი - გაერთიანებული სამეფოსა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთსა და აზერბაიჯანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ალ-ჯაზირა - 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, აქედან 9 აზერბაიჯანში, 2 კი სომხეთში დაიღუპა და საერთო ჯამში დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთის თავდაცვის უწყება - ვარდენისში სამგზავრო ავტობუსი იწვის, მასზე აზერბაიჯანმა შეტევა დრონით განახორციელა. სომხური მედია - სომხეთი მთიან ყარაბაღთან სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გაფორმების საკითხს განიხილავს. სომხეთის თავდაცვის უწყება - შეიარაღებული ძალები იძულებული იქნება გამოიყენოს საცეცხლე გამანადგურებელი საშუალებები და ფართო რადიუსის სამხედრო ტექნიკა. სომხეთის სახალხო დამცველი - მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან ოთხი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ანგელა მერკელმა სომხეთს და აზერბაიჯანს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანი - მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შედეგად 10 მშვიდობიანი პირი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია. სერგეი მირონოვი - მთიან ყარაბაღში შესაძლოა, რუსეთმა სამშვიდობო ძალები განათავსოს. აზერბაიჯანული მედია - სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფოსტასა და საავადმყოფოზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. რუსეთის დუმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს - აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებებისას. ირანის საგარეო უწყება - ირანი არასდროს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის გავლით იარაღის გადატანას. მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანის გენპროკურატურა - ესკალაციის დაწყებიდან დღემდე 12 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 35 დაიჭრა. თენგიზ ფხალაძე - არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ სამხედრო ტექნიკამ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

ლაშა: სექტემბერი 30, 2020||10:05pm

საინტერესოა, ვის სთხოვს? ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters