საზღვრის დაკარგული რუკები და მარნეულში ცემა-ტყეპა საარჩევნო ნიადაგზე

      რაც მარნეულში ხდება ყოვლად მიუღებელია - ამბობენ ჟურნალისტები და თანხმდებიან, რომ ყველას ცემა შეიძლება, გარდა ჟურნალისტებისა. დღის მთავარი ამბავი სწორედ საარჩევნო ნიადაგზე დაპირისპირებებსა და ხელის შეშლებს მიეძღვნა. იყო მეორე არანაკლებ საყურადღებო თემა - აზერბაიჯანთან დაკარგული საზღვარი. ცხადია, კორონავირუსის ახალი სტატისტიკაც საინტერესოა - კორონავირუსის დადასტურებული 6192 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3120 და გარდაცვლილი - 39. რაც შეეხება კიდევ ერთ პრობლემურ ამბავს - 1 დოლარის ღირებულებაა 3.2059 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 - აჭარას, 38 - იმერეთს, 30 - თბილისს უკავშირდება. საქართველოში კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა, 69 წლის მამაკაცი, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მარინა ენდელაძე - საწოლფონდთან დაკავშირებით შიში ნამდვილად არ უნდა იყოს, მითუმეტეს, ამდენი გამოჯანმრთელდა. თორნიკე რიჟვაძე - ეპიდვითარება მართვადია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, მინიმალური დანაკარგებით მოხდეს გამოწვევის გამკლავება. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. საქართველოში კორონავირუსისგან 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილ 61 წლის ქალს პნევმონია, ჭარბი წონა და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მაია ბუწაშვილი - კორონავირუსის პირველი პიკი მდორედ მიმდინარეობდა, რეალურად ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში. პაატა იმნაძე - ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის - დათვალოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვირუსის გავრცელება ახლა უფრო მეტი გვაქვს, ყოველდღიური სიკვდილიანობის მატება კი ამის დასტურია. გარდაიცვალა 39-ე პაციენტი. დღეიდან ამოქმედებული კრიტერიუმების თანახმად, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს.

      საარჩევნო ჩხუბები, ცემა-ტყეპა, დაპირისპირება, ბრალდებები - „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ზუგდიდის #67 საოლქო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების წინასწარ შერჩევაში ადანაშაულებენ. მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი. ასევე, კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „პირველი არხის“ ოპერატორს. ზაურ დარგალი - ძალადობა ჩვენი სტილი არ არის, ძალადობა „ნაცმოძრაობის“ სტილია, რომელიც გუშინ დილიდან „ქართული ოცნების“ შტაბის წინ პროვოკაციას აწყობდა. დავით ბაქრაძე - გზა, რომელიც აირჩია „ქართულმა ოცნებამ“, არის ასლან აბაშიძის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოების დაპირისპირებამდე და სახელმწიფოს მთავარი ფუნქციის - მართლწესრიგის მორღვევამდე. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი - ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო, მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა, ორი პირის ამოცნობა შემიძლია. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მის დამკვირვებელზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს. სალომე სამადაშვილი - ყველა დანაშაულს, თავდასხმას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადამიანების წინააღმდეგ პასუხი გაეცემა. სერგო ჩიხლაძე - „ოცნება“ შავი სამყაროს წარმომადგენლების ნაცვლად, ოპოზიციური აქტივისტების და მედიის წინააღმდეგ საჯარო მოხელეებს აქეზებს. ცესკო-ს თავმჯდომარე - ვგმობთ ძალადობას და ნებისმიერ ქმედებას, რაც ახალისებს ძალადობას და რაც პირდაპირ აზიანებს დემოკრატიული საარჩევნო პროცესების წარმართვას. „თავისუფალი საქართველო“ - იწყება ახალი საარჩევნო სპექტაკლი „ორპოლუსიანი პოლარიზაცია“. მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს, არიოს სიტუაცია, ძალადობით ქართველი ხალხის გარდაუვალი ვერდიქტი გააუქმოს და არჩევნები წინასწარ ჯიბეში ჩაიდოს. არჩილ თალაკვაძე - არავის, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მივცემთ საშუალებას, რომ ამ არჩევნების მიმართ ნდობას და არჩევნების პოზიტიურ გარემოს ზიანი მიაყენოს. არჩილ თალაკვაძე - არავის ექნება შანსი, ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ არჩევნებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადადის. გიორგი ვაშაძე - გვყავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ყველაფერი გააკეთოს საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და ფულის კეთების გასაგრძელებლად. ირაკლი ოქრუაშვილი - არჩევნების გაყალბება, ხახვის, კარტოფილის თუ 15 ლარის დარიგება წარსულს უნდა ჩავაბაროთ, თუ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს. 29 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მარნეულის პოლიციაში „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გამოიკითხა. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. ანდერს ფოგ რასმუსენი - მოსკოვის სამიზნე ამჯერად საქართველოს მომავალი არჩევნებია. ირაკლი ოქრუაშვილი - „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ამ დროს იწყებს ქვების სროლას - ცვლილებების სიო ქრის ქვეყანაში. თავს დაესხნენ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წევრებს, მთავარი არხის ჟურნალისტებს. პირველი არხის ცნობით, სცემეს მათ გადამღებ ჯგუფსაც. ფორმულამ გაარკვია, ვინ მონაწილეობდა თავდასხმაში: ამირან გიორგაძე - მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი; ვაჟა შუბითიძე - მარნეულის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი; გიორგი შუბითიძე - ქართული ოცნების აქტივისტი; თემურ შუბითიძე - მარნეულის გამგეობის თანამშრომელი; შერმადინ ბოჭოიძე, იგივე შერო - მარნეულის საკრებულოს წევრი; მამუკა ბოჭოიძე - მკლავჭიდელი; ცოტნე ბოჭოიძე - მკლავჭიდელი; თამაზ ბოჭოიძე - საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში; ლაშა ჩხიტუნიძე - მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი; გიგა ჯალაღონია - მერიის ავტოპარკის სამსახურის უფროსი; ფორმულა თავდასხმაში მონაწილე რამდენიმე ადამიანს ელაპარაკა. ვაჟა შუბითიძემ ფორმულასთან თქვა, რომ ის თავს არავის დასხმია და მხოლოდ გაშველებას ცდილობდა. მისივე განცხადებით, არ დაუნახავს, ვინ დაიწყო ჩხუბი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, თუმცა გაიგო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქართული ოცნების მხარდამჭერებს.

      შუამავალი ქვეყანა - გიორგი გახარია - საქართველო მზადაა უმასპინძლოს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მონაწილეთა შეხვედრას თბილისში. ვახტანგ ძაბირაძე - პრემიერის განცხადება სწორია, თუმცა ამ მოლაპარაკებისთვის ჯერ არც სომხეთია მზად და არც აზერბაიჯანი.

      პრემიერი საევროკავშიროდ - კარლ ჰარცელი - „შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა. ნატა საბანაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე - გიორგი გახარიამ უკვე დასახა გზები მომავალი თანამშრომლობის, როგორ დავაახლოვოთ საქართველო ევროკავშირთან. ულვა იოჰანსონი - გიორგი გახარიასთან შეხვედრა მეგობრული და პროდუქტიული იყო. გიორგი გახარიამ ევროკომისარ მარია გაბრიელს ინიციატივით მიმართა, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს. გიორგი გახარია დევიდ მაკალისტერთან შეხვედრაზე - დემოკრატიული განვითარებისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზაზე ხელისუფლებამ არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს.

      გარეჯის საზღვარი და დაკარგული რუკები - დავით გარეჯის საკითხზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს. გია ვოლსკის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი წინასაარჩევნო თემებს არ უკავშირდება, საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხება და აუცილებლად უნდა გამოიძიონ. დავით ბაქრაძე - რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ? ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ აყენებს ქვეყანას. რომან გოცირიძე - წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება არასახელმწიფოებრივი ქმედება, ქვეყნის ინტერესების ღალატია. თორნიკე შარაშენიძე - ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს ან პრემიერს შეგნებულად უარი ეთქვა ტერიტორიებზე ჩვენს საზიანოდ. ირაკლი სესიაშვილი - რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა. ფიქრია ჩიხრაძე - დავით გარეჯის თემა პოლიტიკური ქულების დასაწერად არც ერთმა მხარემ არ უნდა გამოიყენოს. ეკა ბესელია - რას ვამბობთ, რომ მეზობელმა სახელმწიფომ მიიტაცა უკანონოდ თუნდაც, ვიღაცის დახმარებით ჩვენი კუთვნილი ტერიტორია?! ირაკლი ოქრუაშვილი დავით გარეჯზე - პროკურატურის განცხადების სიმშრალიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ ადგილი აქვს პოლიტიკური მასკარადის დადგმას. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯზე - ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა - ძალიან საეჭვო დასკვნები დადო. არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში პოლიტიკურ ჩარევას ოპოზიცია ვერ შეძლებს. დავით ზალკალიანი დავით გარეჯზე - გაგვიჩნდა მყარი არგუმენტები, რომლითაც ვისაუბრებთ კომისიის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორმხრივად მისაღებ ფორმებსა და ჩარჩოებში. ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯზე - არჩევნებამდე 31 დღით ადრე, უცებ, ეს რუკები საიდანღაც გადმოცვივდა და აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ სამშობლოს უღალატა?! - უსინდისოდ დადგმული სცენარია.

      საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 1 თვის განმავლობაში 700-მდე ადამიანმა გამოთქვა.

      „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი - წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა.

      კარწახში, საბაჟო გამშვებ პუნქტთან ადგილობრივმა მოსახლეობამ აქცია გამართა და საქართველო-თურქეთის საზღვართან გზა გადაკეტეს

      პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლებმაც სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება არჩიეს, ონლაინ კლასები დაკომპლექტდება.

      შაქარას საქმე - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი - მთელმა საქართველომ იცის, რომ გურამ ამირხანაშვილის ჩვენება არ არის სანდო. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილი სანდო მოწმეა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილს მისი მეგობარი გიორგი შაქარაშვილი სრულყოფილად არ მოუძებნია, არ გაურკვევია სად იყო. ადვოკატი - ამირხანაშვილმა სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა გამოძიებისთვის, ასევე რადენჯერმე მიცემულ ინფორმაციას. ადვოკატი - გურამ ამირხანაშვილმა დაადასტურა ერთ-ერთმა რომ ჰკითხა, „როგორ კარგადაც იცის სირბილი შაქარაშვილმა, ასე კარგად თუ იცის ცურვაო".

      IX მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაასრულა.

      თვითმარქვია მღვდელი - ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიხეილ პირმისაშვილი საქართველოს ეკლესიის წევრი არ არის, რაზეც მრევლს ინფორმაცია უკვე მიეწოდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ბრაზილიაში კორონავირუსის 32 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 863 ინფიცირებული გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 458 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 481 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 177 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩეხეთი მომავალი კვირიდან საგანგებო მდგომარეობას აწესებს.

      მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას ყირიმის საკითხში, საქართველოს და ასევე მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანს.

      ყარაბაღის დაპირისპირება - აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა - სომხეთის მხრიდან ქალაქ ტერტერში მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვი-ერევანი-ბაქოს სამიტის გამართვას უადგილოდ მიიჩნევს. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა - ვიბრუნებთ იმ პოზიციებს, რომელიც 27 სექტემბერს აზერბაიჯანთან ბრძოლისას დაიკარგა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - ჩვენმა ჯარმა სომხეთის სარეზერვო ძალები გაანადგურა. დიმიტრი კულება - უკრაინა მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს პრინციპი უცვლელია. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკიდურესად შეშფოთებულია ყარაბაღთან დაკავშირებით თურქეთიდან მომდინარე საომარი მესიჯებით. სომხური მედია - მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას კიდევ 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. გია ხუხაშვილი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტზე - საქართველოს გაუჭირდება ამ თემის მედიაცია, ეს მსხვილი მოთამაშეების საქმეა - ამ კონფლიქტის გასაღები არის რუსეთში და თურქეთში. ნიკოლ ფაშინიანმა და ჰასან რუჰანმა მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობა განიხილეს. აზერბაიჯანის განათლების მინისტრის განცხადებით, სომხეთის თავდასხმის გამო, 420 სკოლაში სწავლა შეწყდა. ილჰამ ალიევი ყარაბაღზე - ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - ერთ დღე-ღამეში მოწინააღმდეგემ 130 სამხედრო დაკარგა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 138

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters