ორი მთავარი თემის გარშემო ტრიალებს მედია და სავარაუდოდ, ყოველგვარი წინასწარმეტყველების ნიჭის გარეშეც ცხადია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთი კორონას გაზრდილი შემთხვევები და მკურნალობის შესაძლო შეუძლებლობა და მეორე მხრივ, წინასაარჩევნო გარემო თავისი სრული სისასვსით, თუმცა შედარებით მცირე არეულობით. კორონავირუსის დადასტურებული 4399 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1705 და გარდაცვლილი - 26. 1 დოლარის ოფიციალური ფასი დღეს 3.2897 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დაფიქსირდა. ბათუმის კოვიდ კლინიკებში 497, ხოლო კარანტინში 694 პაციენტი მკურნალობს. მარინა ენდელაძე - მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, სისტემა გამართულია. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 165 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ლაგოდეხში ინფიცირებული 3 თვის ჩვილის მშობლებს და ბებიას კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის მსუბუქად მიმდინარე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი დაამტკიცა. საქართველოში კორონავირუსისგან 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პირი ბინაზე მკურნალობს. იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ნათია მეზვრიშვილი - თბილისში შეზღუდვების დაწესების საჭიროება ჯერ არ არსებობს, თუმცა თუ დაგვიდგება, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს იყოს ლოკალური. საკმარისი რესურსები გვაქვს, მაგრამ თუ წესებს არ დავიცავთ და ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჯანდაცვის რესურსები ვერ იქნება ამოუწურავი. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით 26-ე პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა და მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა. საქართველოში დღემდე სულ 587 259 „პისიარ“ ტესტია აღებული და აგვისტოს ბოლოდან ტესტირების დინამიკა იზრდება.

      გაზრდილი კორონას შეზღდუვები - გიორგი გახარია - ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ. უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის ნორმები. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება დაწესდეს, იქნება მიზნობრივი და ლოკალური - არ იქნება სისტემური შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რა პერიოდით მოუწევთ დისტანციური სწავლა თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და რუსთავის სკოლების VII-XII კლასის მოსწავლეებს. თამარ გაბუნია - აჭარაში შეზღუდვები მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს. აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. 1-ელი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლას თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები დაიწყებენ. მშობლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, რომ მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ექნებათ. ნათია მეზვრიშვილი - ბაღებში მეტი რისკია - რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს მათ დასახმარებლად, ვინც სოციალურ, მათ შორის, საქორწინო და სარიტუალო ღონისძიებებზე შეზღუდვების გამო დაზარალდნენ. კორონავირუსით ინფიცირებულების სტაციონარში მოთავსების დრო, შესაძლოა, შემცირდეს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თამარ გაბუნია - აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

      წინასაარჩევნო გარემო - გიგი წერეთელი - ვითარება, რაც ბელარუსშია, გაკვეთილია ხელისუფლებებისათვის, ვინც ეცდება, რომ არჩევნებზე ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდეს. ნინო ბურჯანაძე ზუგდიდში ამომრჩევლებს შეხვდა. დავით ბაქრაძე - ადამიანებს სჭირდებათ გარდამტეხი ცვლილებები, დაიღალნენ უიმედობისგან, სიღარიბისგან, კრიმინალისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ფერმერებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს. ომბუდსმენი - დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების მიზნით. სახალხო დამცველი მედიას მიმართავს, წინასაარჩევნოდ არ გამოიყენონ ქსენოფობიური, ჰომოფობიური მასალა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ერიდონ. ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა აეკრძალოს. გია ხუხაშვილის შეფასებით, “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატთა სია, ცნობადობის და პოლიტიკური გამოცდილების კუთხით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე „ოცნების”. ნიკა ჩიტაძე - ზუგდიდში, გიგი უგულავასთან და მმართველი პარტიის წარმომადგენელთან „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდება. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. ლევან ბოძაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვების ძალა არ შესწევს. სერგი კაპანაძე - ჩვენი ორიენტირი არის ივანიშვილის დამარცხება და ჩვენი კანდიდატები სწორედ ამისთვის იბრძვიან. სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ ჩაფლავდა და დროა, კორუმპირებული მილიონერების პარტია პროფესიონალთა გუნდმა შეცვალოს. გიორგი ვაშაძე - არასდროს ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული. რატი იონათამიშვილი - „ნაცმოძრაობას“ დაკარგული აქვს უნარი, რომ რაიმე სიახლე შემოიტანოს, ეს არის წარსულის პარტია. ლევან კობერიძე - "ლელოზე" თავდასხმები სწორედ იმიტომ ეწყობა, რომ "ოცნება" ჩვენი მზარდი რეიტინგით შეშფოთებულია. ლევან თარხნიშვილი - ამომრჩეველთა აქტიურობა, პარტიების ერთიანობა და საერთაშორისო ზეწოლა არის წამალი, რომელიც წინ აღუდგება ბიძინა ივანიშვილს. გიორგი ვაშაძე - გადავარჩინოთ ეკონომიკა და გადავარჩინოთ შიმშილს ადამიანები, ამისთვის დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ „გირჩმა" სხვა პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი. დავით ბაქრაძე - დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა. გიგი წერეთელი - კმაყოფილი მთავრობა ქვეყანას არ სჭირდება, ქვეყანას სჭირდება კმაყოფილი ხალხი. მიხეილ სააკაშვილი - ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლეს. ლუიზა ვინტონი - არჩევნების ამ ეტაპზე ბევრად უფრო მშვიდი ატმოსფეროა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ ადამიანები დაკავებულები არიან კორონავირუსის თემით. მამუკა ხაზარაძე - „ქართულ ოცნების“ ლიდერებიდან ყველას, განსაკუთრებით მის თავმჯდომარეს ვიწვევ დებატებში, რადგანაც დავამთავროთ ის მარაზმი, რაც დაამკვიდრეთ. NDI საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს.

      ქართველი მეზღვაურები - ნათია თურნავა - ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება 40%-ით გაიზარდა.

      საზღვრების პრობლემა - დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. საქართველოს პრეზიდენტი - საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება, ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

      ახალგაზრდების სასამართლო-საგამოძებო საქმეები - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხებოდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაზარალებულ იაკობ ბრეგვაძის მოწმის სახით დაკითხვა დასრულდა. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი მიიჩნევს, რომ იაკობ ბრეგვაძე ბრალდებულების მამხილებელ ჩვენებას მისცემს. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატის განცხადებით, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ჩვენება სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. ომბუდსმენის აპარატი ბაჩალიაშვილის საქმის მასალებიდან 20 ტომს უკვე გაეცნო და „უახლოეს პერიოდში შესაბამისი პოზიცია ექნებათ“.

      გაზრდილი იმპორტი - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი - პანდემიის მიუხედავად, დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

      რუსული ამბიციები - არსებული ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. იტალიაში, შესაძლოა, მიზნობრივი კარანტინი დაწესდეს. რუსეთში კორონავირუსის 6 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 149 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 3 521 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 175 ადამიანი გარდაიცვალა. ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენ 3 000 დაინფიცირებული გვყავს დღეში, სამწუხაროდ, ეს უკრაინაში მეორე ტალღაა. ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა ევროკავშირში მარტში გამოჩნდება. აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

      ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს და ბინა დააყადაღეს.

      ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, რუსული ვაქცინების გაკრიტიკების ნაცვლად კორონავირუსს ებრძოლოს.

      ბელარუსის შსს - სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციების დროს 363 მოქალაქე დააკავეს. ჟოზეფ ბორელი - ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ფიცის დადება და ახალი მანდატი ლეგიტიმური არ არის. დიდი ბრიტანეთი ბელარუსის წინააღმდეგ „მაგნიტსკის სანქციებს“ ამზადებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 84

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters