რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი ამბავი ისმის პარტიებიდან. თან, წელს ბევრს აქვს პარლამენტში მოხვედრისა და შესაბამიასდ, ფულის შოვნის შანსი (ან წინარე შანსები მაინც) და შესაბამიად გააქტიურება არ აკლია. კორონავირუსის დადასტურებული 4140 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1643 და გარდაცვლილი - 25. 1 დოლარის ოფიციალური ფასია 3.2641 ლარი ლარი, რაზეც ეროვნული ბანკი ამბობს რომ, დიდი ალბათობით, დღეს ლარი წონასწორულზე მეტად გაუფასურებულია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში 5 თვის განმავლობაში 5.4 მილიონი პირბადე შეიკერა. მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 24-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კორონავირუსის 227 შემთხვევიდან 165 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 34. მარინა ენდელაძე - ამ ეტაპზე არის კორონავირუსით ინფიცირების მცირედი მატება და არა ძალიან დრამატული. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა. ბათუმში, მე-5 საჯარო სკოლის რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის მამაკაცია და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა. კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად ამ დროისთვის 715 საწოლია თავისუფალი. თამარ გაბუნია - აჭარაში ბინაზე 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 141 პაციენტიდან 80%-ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა. ქობულეთში, სამკერვალო ფაბრიკა "აჭარა ტექსტილის" 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

      საარჩევნო გარემო - დავით ბაქრაძე - ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანაა. გიგი უგულავა - გარდამტეხ ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვს. სერგი კაპანაძე - მთავარი არის, ეკონომიკური კატასტროფა როგორ დავძლიოთ და არა პრემიერობის კანდიდატები და ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს. ზურაბ ჯაფარიძე - არჩევნების მეორე ტური იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის, ანა დოლიძე ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, ის გაქრება პოლიტიკური სივრციდან. დავით კირკიტაძე არ ადასტურებს, რომ „ევროპულ საქართველოს“ პრემიერად სააკაშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძის არჩევა შესთავაზეს. დავით კირკიტაძე „ევროპულ საქართველოზე“ - ეს არის კონკურენცია, ჩვენ არავის თავს არ ვესხმით. ოთარ კახიძე - ფეხბურთის ფედერაციას მოვუწოდებ, პარლამენტის გვერდით მოედნები არ ააშენოს. გიგა ბოკერია - თანამდებობების განაწილება სისულელეა, საწყისშივე მიუღებელი იყო ჩვენთვის ეს იდეა. რომან გოცირიძე - რაც უფრო პარტნიორულად და მშვიდად ვიქნებით ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უფრო ტექნიკურად და ლამაზად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას”. თინა ბოკუჩავა - ყალბი იდენტობის მქონე პირი, „ნაციონალური მოძრაობის“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ყალბ ინსტრუქციებს აძლევდა. თინა ბოკუჩავა - ერთიანი სიის ფორმირების შეთავაზება ერთი პოლიტიკური ძალის ძალისხმევით არ შედგა. თორნიკე შარაშენიძე - რასაც ახლა ვუყურებთ „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის არის ყოფილი ცოლ-ქმრის ჩხუბი და მათ ჩხუბში ვერ გაარკვევ სიმართლე რომლის მხარესაა. სერგი კაპანაძე - ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი, „ქართული ოცნება" დამარცხდნენ და მერე ქვეყანა წინ წავიდეს. დავით ბაქრაძე - კრიზისიდან გამოსვლის არც ცოდნა, არც უნარი და არც შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას” არ გააჩნია, ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. არმაზ ახვლედიანი - „ქართული ოცნება” გაასმაგებული ძალით, სრულიად უკანონოდ, თავხედურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. ნუკრი ქანთარია - „ქართული ოცნების“ სიაში არ ვიქნები - საკმარისია, უნდა იცოდე მოსვლაც და წასვლაც. კახა კახიშვილი - ჩემი და ჩემი გუნდისთვის ხალხის კეთილდღეობა პრიორიტეტია, ამიტომ, ჩემი საარჩევნო პროგრამაც ისნის რაიონის თითოეულ ადამიანზეა მორგებული. ალეკო ელისაშვილმა წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მაჟორიტარად ინდიკო ბერძენაძე წარადგინა. დავით უსუფაშვილი - ვისაც ჰქონდა იმედი და ილუზია, რომ სააკაშვილს რამეზე შეუთანხმდებოდა, ახლა, თავად მოიმკის შედეგს. დავით ბაქრაძე - არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არც ყოფილა და არც მივიღებდით. მიხეილ სააკაშვილი - „ევროპულ საქართველოსთან“ ჩვენი შეთავაზება იყო, რომ თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ და პრემიერობაზე ცალკე მომხდარიყო შეთანხმება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად მალხაზ ჯალაღონია, ხოლო წყალტუბოში, სამტრედიაში, ვანსა და ხონში ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. გიგი უგულავა უდუმაშვილს - ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? გრიგოლ ვაშაძე - მთავარი ამოცანა ერთპარტიული, ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს კატასტროფისკენ, უკვე 8 წელიწადია. ნიკა მელია - წლევანდელი არჩევნები მაგონებს 2012 წელს, როდესაც წინა ხელისუფლებას შანსი აღარ ჰქონდა და ხალხმა საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანი რევოლუცია მოუწყო - წელსაც ხალხი გაისტუმრებს ივანიშვილის ხელისუფლებას.

      მარშრუტკები თბილისს - კახა კალაძის განცხადებით, „ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი თბილისში ეტაპობრივად შემოვა. მერიამ თბილისში 87 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონა. ოქტომბრის დასაწყისში „ოლიმპიური ვარსკლავის“ სამუშაოები დაიწყება, დასრულების ფაზაშია „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც.

      შრომის კანონი - პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.

      ბაჩალიაშვილიდან რამიშვილის საქმემდე - ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენებას აძლევს. პროკურორი - ჯერჯერობით, მიხეილ რამიშვილის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს არ განვიხილავთ. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მტკიცებულების სახით მისი მობილური ტელეფონის ამოღების შესახებ განჩინების გასაჩივრების საშუალება არ მისცეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეკა ქობესაშვილისა და მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი - გამოძიებამ ჩემგან სიახლე ვერაფერი გაიგო, დაკითხვა ფორმალობა და დროის დაკარგვა იყო. პროკურორი - დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში - მიხეილ რამიშვილი ცდილობდა კითხვებზე პასუხისგან თავის არიდებას და სიტუაციას ემოციური გამოსვლებით ძაბავდა. მიხეილ რამიშვილი - კითხვებზე ის პასუხი გავეცი, რაც საჭიროდ ჩავთვალე, დანარჩენი გადაწყვიტოს პროკურატურამ, რა იყო მნიშვნელოვანი და რა უმნიშვნელო.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 1 769 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის საავადმყოფოს 35 000 დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა. სომხეთში კორონავირუსის 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 6 431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 150 ადამიანი გარდაიცვალა. ისრაელში კორონავირუსის 6 861 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა.

      ინდო-ჩინური შეთანხმება - ჩინეთი და ინდოეთი სადავო საზღვარზე ჯარის განლაგების შეჩერებაზე შეთანხმდნენ.

      ამერიკული ამბები - დონალდ ტრამპი აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობაზე - ვფიქრობ, ეს სირცხვილია. სინდი მაკკეინი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს.

      ნავალნი - ალექსეი ნავალნი - კარგი ვერსიაა, სამზარეულოში თავად დავამზადე „ნოვიჩოკი", თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში. დიმიტრი პესკოვი - ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია.

      ნაკურთხი ლუკაშენკო - ლინას ლინკევიჩუსი ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე - როგორი ფარსია, ყალბი არჩევნები, ყალბი ინაუგურაცია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 101

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

კანონი ოჯახური ღირებულებებით და საუმცირესობოდ, ხელმომწერების მარში და პრემიერი სომხეთში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 25, 2024.
საათი: 11:32pm 0 კომენტარი

დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. ცხადია, ამ საკითხზე ტრადიციული მილოცვები გავრცელდა. თუმცა დღის მთავარ თემად კვლავ პოლიტიკური ამბები ლიდერობდა და საარჩევნო წელს, არჩევნებისთვის მოფიქრებული და რედაქტირებული კანონები. გამორჩეული იყო ოჯახური ღირებულებებით წარმოდგენილი კანონპროექტი ლჯბთ თემის უფლებების შემცირებით, ასევე, საარჩევნო ბარიერები, უმცირესობათა დღესასწაულები და ა.შ. დღის მთავარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters