მართალია არჩევნები სულ უფრო ახლოვდება და პარტიებიც მეტ ფულს ხარჯავენ ამომრჩევლებისთვის თავის მოწონებაში, მაგრამ დღის მთავარი ამბავი ასეულობით ახალი შემთხვევაა კორონა ვირუსის ორბიტაზე. კორონამ, თავისი ახალი გააქტიურებითა და განსაკუთრებული აქტივობით შესავალ ნაწილში გადმოინაცვლა, ამ დროისათვის - კორონავირუსის დადასტურებული 3913 შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1574 და გარდაცვლილი - 23. დოლარის გაფრენაც გრძელდება - 1 დოლარის ოფიციალურად 3.2537 ლარი ღირს.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 სექტემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაციით ამ დროისთვის 211 308 მომხმარებელი სარგებლობს, მისი საშუალებით კი 27 ინფიცირებული გამოვლინდა. კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევიდან 137 აჭარაში დადასტურდა, თბილისში კი 47, 26 იმერეთში. საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ფოთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმეების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. კლინიკა „ბომონდში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი 77 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მარინა ენდელაძე - კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო - ვფიქრობ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სრულად მოერევა. კორონავირუსით გარდაცვლილ ორივე პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე - აჭარის 8 კოვიდკლინიკაში დღეისათვის 550-ზე მეტი პაციენტი იმყოფება. შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორნავირუსით ინფიცირებული 160 პაციენტიდან 21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა, ის საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გადმოყვანილი. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 ბავშვი მკურნალობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა. სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა. კოვიდ 19-თან დაკავშირებით, 3200 საწოლია მობილიზებული, საიდანაც 500 თავისუფალია. ეპიდემია გადასულია აქტიური მართვის ფაზაში და მართვა ეფექტურად ხდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი პედაგოგებიდან, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, 8-ს ინფექცია დაუდასტურდა. თენგიც ცერცვაძე - რეალობას თვალებში უნდა შევხედოთ, ყველაფერი სულაც არ არის ჩავლილი, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ, ხშირად არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო განმატებების გაკეთება. თენგიზ ცერცვაძე - მსოფლიოში დაწინაურდა 3-4 ვაქცინა, იმედი მაქვს, ამ ვაქცინებზე გააკეთებს აქცენტს საქართველო და ისე არ გაუჭირდება, რომ რუსეთში წარმოებული ვაქცინა შემოიტანოს. მარინა ეზუგბაია - უნდა დავიცვათ რეგულაციები, რათა აჭარაში არსებული სიტუაცია შევინარჩუნოთ, ლოკალიზაციისკენ წავიდეთ და კორონავირუსის ლიკვიდაცია მოხდეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ეპიდემიოლოგების რაოდენობა გაიზარდა. აჭარაში სიტუაცია პრაქტიკულად სრულად ექვემდებარება კონტროლს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. აჭარაში 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული და მზარდი ნაკადების ფონზე ეს რიცხვი იცვლება. მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები კარანტინში გადაიყვანეს. ნათია მეზვრიშვილი - არ უნდა გვჭირდებოდეს ჯარიმების ენით საუბარი, ამის გარეშეც პირბადეს უნდა ვატარებდეთ და დისტანციას უნდა ვიცავდეთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს, ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სოფელ დიღომში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა.

      #არჩევნები2020 - დავით ბაქრაძე - პირადად ვაგებთ პასუხს ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც ხალხის წინაშე ვიღებთ, მას პოლიტიკური ვალდებულებითი ძალა ექნება. გია ხუხაშვილი - ოპოზიცია ხიდების ჩატეხვის ზღვარზე გადის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უმწიფარი პოლიტიკური ელიტა გვყავს. სერგი კაპანაძე - ორ პოლიტიკურ ვალდებულებას ვიღებთ - არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან" და პრემიერის პოსტზე სააკაშვილს მხარს არ დავუჭერთ. სულხან სალაძე წინასაარჩევნო გარემოზე - სექტემბერში დაძაბულობის ზრდა შეინიშნება. ოთარ კახიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილის დამარცხება არ სურთ. ვანო მაჭავარიანი - რეალურად სააკაშვილი გამოვიდა სააკაშვილის წინააღმდეგ. ნანა ტოხვაძე - რამდენი დირექტორი დატოვებს პოსტს არჩევნებამდე?! - იმდენი, რამდენიც არ შეასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ეს დამსხვრეული ოცნებების ხელწერაა. ვასო ურუშაძე - პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია. ოთარ კახიძე ქუთაისში “ქართული ოცნების” კანდიდატ ზაზა ლომინაძეს პოლიტიკურ დებატებში იწვევს. IRI 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ტექნიკური შეფასების გუნდს გზავნის. დიმიტრი ცქიტიშვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს, კვლავ ვიხილო ხელისუფლებაში მობრუნებული მიხეილ სააკაშვილი. რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციაში სააკაშვილი ხან ბუნტის თავია და ხან გამთლიანების მომხრე. დავით ბაქრაძე - თუ „ნაცმოძრაობას“ დასჭირდება სხვა პარტიების მხარდაჭერა, რომ იყოს ერთიანი პრემიერი, „ევროპულ საქართველოს“ ვერავინ ვერაფერს აიძულებს - მიხეილ სააკაშვილს მხარს არ ვუჭერთ.

      ქვეყნის ვალი - „საზოგადოება და ბანკების“ კვლევით, 2020 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი დაახლოებით 28 მილიარდი ლარი იქნება.

      ამინისტიის აქცია - საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქციის 2 მონაწილე შეუძლოდ გახდა.

      ბაჩალიაშვილის საქმე - პროკურორი - მიხეილ რამიშვილი შესაძლოა, დღეს სასამართლოში დაიკითხოს - ის ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო. თამარ ბაჩალიაშვილის დედა - პროკურატურა მკვლელების ნაცვლად ადვოკატებს ებრძვის, მივმართავ შოთაძეს - შორს ხელები სამართლიანი ადამიანისგან. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებამ მისი მობილურიდან ყველა სახის ინფორმაციის კლონირება მოახდინა, რის გამოც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა. პროკურორი - მიხეილ რამიშვილი ორჯერ უკვე გაიქცა და ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო, გაურკვეველი მიზეზით ადგა და წავიდა.

      გერმანელი ტურისტების ბედი - გერმანიის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

      ვენახობა და ფერმერობა - ლევან დავითაშვილი - სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახე ფერმერების შრომა დაფასდეს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ათონის მთაზე კორონავირუსის 10 შემთხვევა დადასტურდა. სომხეთში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 160 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 3 712 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 178 ადამიანი გარდაიცვალა. ესპანეთი კორონავირუსთან დაკავშირებული კარანტინის ვადას 14-დან 10 დღემდე ამცირებს. გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მკაცრდება. დონალდ ტრამპი - ჩვენ გავავრცელებთ ვაქცინას, დავამარცხებთ ვირუსს, დავასრულებთ პანდემიას.

      ტრამპის ადმინისტრაციამ სამი ქალაქი, მათ შორის ნიუ-იორკი, ანარქისტულ ქალაქებად დაასახელა.

      ჩინეთის სასამართლომ პრეზიდენტის კრიტიკოსს, ყოფილ ბიზნეს მაგნატს, 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 120

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters